Magdalena Posted October 13, 2018 Share Posted October 13, 2018 სტუდია Epic Games გვატყობინებს, რომ დასრულდა Fortnite-ის Android-ვერსიის დახურული ტესტირება, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ სპეციალური მოწვევით იყო შესაძლებელი. ამ დროიდან უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება - თავის Android-სმარტფონზე ითამაშოს ბეტა თამაშები. ამისათვის საკმარისია ეწვიოთ მოწყობილობის ოფიციალურ საიტს. აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ამბავი განსაკუთრებით აღსანიშნავია Fortnite Crossplay-ის არსებობის კუთხით: დღეიდან, Android-სმარტფონების მფლობელებს შეეძლებათ თამაშის დროს კამპანია გაუწიონ მეგობრებს, რომლებიც თამაშში ჩართულნი არიან PC, iOS, Xbox One, PlayStation 4 და Nintendo Switch-ით. უკანასკნელი მონაცემებით, Fortnite-ის მობილურმა ვერსიამ, რომელიც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ iOS ვერსიებში, კომპანია Epic Games-ს უკვე მოუტანა 300 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი. როგორ გაიზრდება ეს თანხა Android-ვერსიაში რელიზის შემდეგ, მცირე დროში გახდება ცნობილი. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.