Magdalena Posted October 10, 2018 Share Posted October 10, 2018 ASUS-ი აგრძელებს თავისი Chromebook-ების ასორტიმენტის შევსებას ახალი, საშუალო ფასის მქონე მოდელებით. გასულ თვეში გამოვიდა ლეპტოპი Chromebook C223NA, ახლა კი კომპანიამ უკვე განათავსა ინფორმაცია თავის საიტზე ახალი Chromebook C423-ის შესახებ. ლეპტოპი იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. ახალი Chromebook-ი წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებულია Intel Apollo Lake-ის თაობის 14 ნანომეტრიან Celeron N3350 პროცესორზე, ტაქტის სიხშირეა 1,1 გჰც, აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, გაფართოებით - 1366 × 768. გვერდების შეფარდებაა 16:9. დისპლეი არ არის სენსორული. Chromebook-ის მეორე ვარიანტი მუშაობს 14 ნანომეტრიან პროცესორზე, Intel Pentium N4200 კრისტალზე. აქვს ოთხი ბირთვი და 1,1 გჰც ტაქტის სიხშირე. 14-დუიმიანი სენსორული ეკრანი - 1920 × 1080 გაფართოებითა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 ან 8 გბ, eMMC ფლეშ-მოდულის მოცულობაა 32 ან 64 გბ, ლეპტოპს აქვს სლოტები SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათებისთვის. ლეპტოპის სპეციფიკაციაში აგრეთვე შედის უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2×2), Bluetooth 4.0. კიდევ, USB 3.0 Type-C-ის ორი პორტი, და ორიც USB 3.1 პორტი. ასევე, ვებ-კამერა და ბატარეა 38 ამპ/სთ მოცულობით. Chromebook-ის წონა შეადგენს 1,2-1,34 კგ-ს, წონა დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/976524 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.