Magdalena Posted October 9, 2018 Share Posted October 9, 2018 კომპანია MSI-ს წარმომადგენლებმა ჩინური საიტის - PC Online-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტეს, რატომ შეიქმნა GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებზე წვდომის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ რიგში, ის, რომ TU102 კრისტალის გაზრდილმა ფართობმა განაპირობა გამოსაცემი ნაკეთობების წლიური გამოშვების არც თუ ისე მაღალი რაოდენობრივი დონე. მეორე - Turing-ის სერიის ვიდეობარათების კონსტრუქციის სირთულე ბევრად გაიზარდა Pascal-თან შედარებით. მაგალითად, GeForce GTX 1080 Ti-ს სჭირდებოდა დაახლოებით 1600 კომპონენტი ერთი ვიდეო ბარათის წარმოებისთვის, GeForce RTX 2070-ს - 2200 კომპონენტი, GeForce RTX 2080-ის შემთხვევაში რაოდენობა გაიზარდა 2400-მდე, GeForce GTX 2080 Ti-ს წარმოებისთვის კი საჭიროა 2600 კომპონენტი. ამგვარად, თუკი ადრე ერთსა და იმავე მწარმოებლურ ხაზს შეეძლო გამოეშვა დღეში 3500 ცალი ბარათი, GeForce RTX 2080 Ti-ის შემთხვევაში რაოდენობა შემცირდა დღეში 1800 ცალამდე. როგორც MSI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, GeForce RTX 2070 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყება ამა წლის 17 ოქტომბრიდან. ჩინური აუდიტორიის დამშვიდება MSI-მ სცადა „სავაჭრო ომის“ ფაქტორებით, რის გამოც იზრდება ფასები. გრაფიკული პროცესორები ტაივანში გამოიცემა, მეხსიერება კი უპირატესად სამხრეთ კორეიდან იწარმოება. ცენტრალურ პროცესორებთან მიმართებაში, ჩინელი მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაძვირების პირველი კანდიდატია Intel-ის პროდუქცია, რადგანაც მათი გამოშვება უპირატესად აშშ-ში ხდება, შეფუთვა კი მის ფარგლებს გარეთ. https://bit.ly/2C4F9pY 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.