Magdalena Posted October 5, 2018 Share Posted October 5, 2018 ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში - საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით. „ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay-ს 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით. reuters https://3dnews.ru/976325 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.