Magdalena Posted October 3, 2018 Share Posted October 3, 2018 მიმდინარე წელს Apple-მა წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „Everyone Can Create“. ეს არის სასწავლო პროგრამა, რომელიც iPad-ის გამოყენებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიგონ მეტი მუსიკის, ვიდეოს, ფოტოგრაფიისა და ნახატების შესახებ. ეს პროგრამა საცდელი ვარიანტის სახით გამოიყენებოდა 350 სკოლაში და დღესდღეობით, როგორც Apple აცხადებს, იგი უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. სასწავლო პროგრამა „Everyone Can Create“ შეიცავს ოთხ სახელმძღვანელოს, ჯამში 300 იდეას სწავლებისთვის და უკვე ხელმისაწვდომია Apple Book-ებზე. თითოეულ სახელმძღვანელოში შესულია პროექტების სერია, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, შეისწავლონ თითოეული სფეროსთვის აუცილებელი მეთოდები და იდეები. გაკვეთილები არ არის განკუთვნილი ხელოვნების მასწავლებელთათვის, თუმცა მისი გამოყენება ყველა დისციპლინაში შესაძლებელია. პროგრამა „Everyone Can Create“ განკუთვნილია მცირე ხნის წინ წარმოდგენილი iPad-ისთვის, რომელთაც აქვთ ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა და გამოიყენება სკოლებში. სასწავლო პროგრამა კრეატიულია და მოსწავლეებს უბიძგებს ადრეული ასაკიდანვე შეასრულონ სამუშაოები ციფრულ რეჟიმში. სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ნებისმიერ ადგილას, სადაც კი Apple Book-ები არსებობს. Apple-ს განცხადების მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის კი შემოგვთავაზებენ ამ პროგრამას სხვადასხვა ენაზე. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.