Magdalena Posted September 22, 2018 Share Posted September 22, 2018 Cheddar-ის მოხსენებული ანგარიშის მიხედვით, Facebook-ი შემდეგ კვირაში გეგმავს განაცხადოს თავისი ახალი პროდუქტის - Facebook Video Echo Show-ს შესახებ. როგორც ცნობილია, დივაისი ისევე მუშაობს, როგორც Echo Show Amazon, თუმცა Facebook-ის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს, რომელიც მისცემს მომხმარებლების იდენტიფიკაციის საშუალებას. Facebook Video Echo Show-ს შესახებ ხმები გავრცელდა გასულ წელს DigiTimes-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2018 წლის დასაწყისში Cheddar-მა განაცხადა, რომ Facebook-პორტალი წარმოდგენილი იყო კომპანიის F8 კონფერენციაზე, ახლა კი, მისივე ცნობებით, მისი გამოშვების გადადება გადაწყდა მას შემდეგ, რაც Cambridge Analytica-ს სკანდალმა გამოიწვია სერიოზული შეშფოთება კონფიდენციალურობის დარღვევის მხრივ კომპანიის მხრიდან. ჯერ კიდევ ამ შემთხვევამდეც, Facebook-ი ფასდებოდა, როგორც უფრო ნაკლებად სანდო, ვიდრე Amazon და Google. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, როგორც ცნობილია, პორტალს ექნება ფიზიკური ბარიერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კამერის „გადაფარვა“, რომ ვერ გადაიღოს და აღბეჭდოს მომხმარებლები მათი თანხმობის გარეშე. ვიდეო ჩატთან ერთად, როგორც მოსალოდნელია, გამოყენებული იქნება Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომელიც შეასრულებს მოთხოვნებს - დაწყებული მუსიკის ჩართვიდან დამთავრებული კულინარიული რეცეპტების მოწოდებით. ცნობების მიხედვით, ორი ზომის მოწყობილობა გამოიცემა, 300 და 400 $-ის ღირებულებით, სიდიდის შესაბამისად. www.theverge.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.