Magdalena Posted September 18, 2018 Share Posted September 18, 2018 მცირე ხნის წინ დაანონსებული ThinkSmark Hub 500-ის კვალდაკვალ, Lenovo იმედოვნებს და ცდილობს საკონფერენციო კავშირების ხარისხის დონის ამაღლებას ThinkSmart Hub 700-ის საშუალებით. ახალი მოწყობილობა ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს სამუშაო მაგიდაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ზის, მისი კომიკური დიზაინი უამრავ საინტერესო ტექნიკურ ფუნქციას „მალავს“. მაგალითად, IR (ინფრაწითელი) სენსორები განსაზღვრავენ, როდესაც ადამიანი შედის ოთახში და შეუძლიათ ავტომატურად გააქტიურონ დისპლეი და მოწყობილობა მოქმედების რადიუსში. მოწყობილობა მუშაობს Windows 10 IoT-ზე და განსაკუთრებით ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის, რომელთა ლეპტოპებიც დაბლოკილია სისტემური ადმინისტრატორების მიერ, რაც ართულებს პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება-გაშვებას საკონფერენციო კავშირებისთვის. სისტემა ინტეგრირებულია საკონფერენციო კავშირის ისეთ გადაწყვეტილებებთან, როგორებიცაა Skype for Business, Zoom ან BlueJeans, და დისპლეიზე გამოაქვს კალენდარი, რომელზეც აღნიშნულია მომავალი შეხვედრებისა და ივენთების თარიღები. მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ სასურველი ივენთი და ღილაკზე ერთი დაჭერით შეუერთდნენ კონფერენციას. ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს Dolby Audio Speaker სისტემა გაუმჯობესებული დინამიკებით, რომელიც წარმოებულია Dolby-სთან ერთად. მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენით, ისე უსადენო რეჟიმში და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დროულად შეუერთდნენ პროცესს ყოველგვარი მაერთებელი პორტების ძებნისა და დროის კარგვის გარეშე. მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, Lenovo-მ განაცხადა, რომ იგი ხელმისაწვდომი 2019 წლის პირველი კვარტალიდან გახდება. www.techradar.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.