Magdalena Posted September 17, 2018 Share Posted September 17, 2018 კაცობრიობა უახლოვდება 50 წლისთავს მთვარეზე პირველად გაფრენის შემდეგ. NASA-ს აზრით, ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მთვარეზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ შევძლოთ მისი გამოყენება ერთგვარ სადგურად, „გაჩერებად“, რაც საჭირო იქნება უფრო შორეული კოსმოსური მისიების ხელშეწყობისთვის. ამიტომ, უამრავი დრო, ენერგია და რესურსი იხარჯება ბირთვული რეაქტორის შექმნაზე, რომლის ექსპლუატაციაც იგეგმება მთვარეზე. რას წარმოადგენს Kilopower-ი? ეს არის მსუბუქი, მობილური ბირთვული რეაქტორი, რომელიც შემუშავებულ იქნა NASA-სა და აშშ-ის ბირთვული უსაფრთოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ერთობლივი ძალებით. მის შიგნით მიმდინარეობს ურან-235-ის ატომების დაყოფა, რის შედეგადაც გამომუშავდება სითბური ენერგია. რეაქტორს შეუძლია 10 კილოვატი ელექტროენერგიის გამოყოფა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და NASA-ს აზრით, ეს იმ რაოდენობაზე მეტია, რაც საჭიროა მთვარეზე ან მარსზე გასაშვებად. ამ კომპაქტური რეაქტორის გამოყენება საჭირო იქნება დედამიწის სხვა პოტენციურ ავანპოსტებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა მაგალითად მარსი და სატურნის მთვარე - ტიტანი. „უსაფრთხო, ეფექტური და უხვი ენერგია გახდება გადამწყვეტი სამომავლო კვლევებისთვის“ - აცხადებს Jim Reuter-ი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. „გვაქვს მოლოდინი, რომ Kilopower-ი გახდება მთვარისა და მარსის კვლევებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი“. ტექნოლოგია წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში NASA-ს ექსპერიმენტის - Kilopower Reactor Using Stirling Technology (KRUSTY)-ის ფარგლებში, სადაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ეთმობოდა. როგორც ერთი შეხედვითვე ცხადია, ბირთვული რეაქტორის მოთავსება კოსმოსურ რაკეტაზე და მისი ტრანპორტირება საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს. რისთვის გვჭირდება ბირთვული ენერგია? სანამ ვიტყვით რაიმე ამის მსგავსს - „ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო ბირთვული ნარჩენებით“, გავიხსენოთ, რომ მთვარეზე ღამეები ბევრად ხანგრძლივია, ბვერი ადგილია მოქცეული მუდმივად სიბნელეში, Kilopower-ი კი მოგვცემს საშუალებას და მეტს დროს, რომ ასტრონავტებმა გამოიკვლიონ მთვარის ყველაზე ბნელი კრატერებიც კი. შეგვიძლია თუ არა მზის ენერგიის გამოყენება მთვარეზე? მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ღამეები დიდხანს გრძელდება, თეორიულად არსებობს ერთი ეფექტური მეთოდი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. იაპონურმა კომპანია Shimizu-მ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც უნდა აშენდეს 11 000 კმ სიგრძის მასიური მზის ბატარეები მთვარის ეკვატორის ირგვლივ. კომპანია თვლის, რომ ამ „მზის სარტყელის“ ნახევარი ნაწილი მაინც მუდმივად იქნება მზის შუქზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არასოდეს იქნება ღრუბლები და მზის ბატარეები იმაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. https://www.techradar.com 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted September 18, 2018 Share Posted September 18, 2018 საინტერესოა ... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.