Magdalena Posted September 12, 2018 Share Posted September 12, 2018 HoloLens-ისთვის Microsoft-ს 2018 წლის ოქრომბერში დაგეგმილი აქვს გამოუშვას ოპერაციული სისტემის სრული განახლება და მოახდინოს რიგი ფუნქციების გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული. HoloLens-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლების კოდური სახელწოდებაა Redstone 5, რომელიც გამოშვებული იქნება, როგორც ვერსია 1809 ისევე, როგორც Windows 10-შია დაგეგმილი. HoloLens 1809-ის ახალი ცვლილებები • ახალი შეტყობინებები: ახლა უკვე შესაძლებელია ახალი შეტყობინებების წაკითხვა და მათზე პასუხის გაცემა პირდაპირ HoloLens-ის მეშვეობით, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. • ჩატვირთვის ახალი ეკრანი: ჩატვირთვის ფაზის დროს ეკრანზე მოჩანს ჩატვირთვის წრიული ფორმა. • ვიზუალური უკუკავშირის ინტერფეისი: ხმის ამწევ-ჩამწევი ღილაკები იმავდროულად აჩვენებენ ხმის დონეს. • Miracast მოწყობილობის პროექტი: HoloLens შესაძლებლობა აქვს საკუთარი გამოსახულება გადაიტანოს სხვა მოწყობილობაზე Miracast-ის მეშვეობით, რისთვისაც ის იყენებს Connect აპლიკაციას, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. • Nearby Share: HoloLens-ს ექნება ე.წ. Nearby Share-ის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძელევა მოხდეს ფაილების მიმოცვლა Windows-ის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის Bluetooth-ის საშუალებით. • HoloLens overlays: იმერსიული აპლიკაციების გამოყენებისას - კლავიატურა, დიალოგები და ფაილები გამოისახება ე.წ popup ფანჯრების მეშვეობით. • ვიდეო არეალის მოჭრა შესაძლებელი ხდება სტარტ ან სწრაფი რეაგირების მენიუდან. ასევე შესაძლებელი იქნება ვიდეოს გაჩერება იგივე მენიუებიდან. • დაყენების შემდგომი პარამეტრების რეგულირება: კომერციულ კლიენტებს შეუძლიათ პარამეტრების მეშვეობით დროითი უზრუნველყოფის პაკეტის გამოყენება. • დანიშნული წვდომა Azure AD ჯგუფებთან. Azure AD ჯგუფების გამოყენების მოქნილობა Windows-ის დანიშნული წვდომის, ისევე როგორც ერთი ან რამდენიმე აპლიკაციის კონფიგურირებისთვის. • PIN-კოდით შესვლა სხვადასხვა მომხმარებლებისთვის: სხვადასხვა მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი პინ კოდის გამოყენება სისტემაში შესვლისთვის. ამისთვის საკმარისი switch ღილაკზე ხელის დაჭერა. • Web Cred Provider-ში შესვლა პაროლის გამოყენებით: შესაძლებელია ვებ აპლიკაციის მეშვეობით სისტემაში შესვლა პაროლის გამოყენებით. მომავალში ეს ინფორმაცია განახლდება. • MDM კონსოლებით მოწყობილობის კონტროლი სერიული ნომრების გამოყენებით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის გაკონტროლება სერიული ნომრები მათი MDM კონსოლების მეშვეობით. • HoloLens-ის სახელის შეცვლა MDM-ის მეშვეობით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის სახელების შეცვლა MDM კონსოლების მეშვეობით. • Capture UI ჰოლოგრაფიული კამერის API ინტერფეისის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მიცემს მომხმარებლებს მოახდინონონ ფოტო/ვიდეო გამოსახულების მოჭრა, მაგალითად, Word-ში. • Mixed Reality Capture-ის ფუნქცია გაუმჯობესებულია, ანუ ვიდეო ფაილის მოჭრისას აღმოიფხვრება ბნელი კუთხეების პრობლემა. Microsoft-მა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დააანონსა განახლების გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მიყვება იმავე სცენარს, რაც 2018 წლის აპრილში, ანუ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გამოვა პერსონალური კომპიუტერის სისტემის განახლება. www.windowscentral.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.