Jump to content
Power_VANO

DevOps Con Tbilisi 2018

Recommended Posts

29-30 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2018!

ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად ჩნდება დაპროგრამების ახალი ენები, მონაცემთა რთული სტრუქტურების სამართავი საშუალებები და მულტიმედიური მოწყობილობები. ყოველივე ეს ქმნის მაღალი ხარისხის და ახალ სისტემებთან ადაპტირებული პროგრამული პროდუქტის მყისიერი მიწოდების საჭიროებას, რაც შეუძლებელია შესაბამისი მართვისა და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. DevOps წარმოადგენს მიდგომების, IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელიც აპლიკაციების სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა.

DevOps Con Tbilisi 2018 კონფერენციაზე გაეცნობით DevOps მიდგომების უპირატესობას; გაზიარებული იქნება დეველოპერების, ოპერატორების და სისტემური ინტეგრატორების ჯგუფის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები და საშუალებები; ასევე შევეხებით შედარებით ახალ კონცეფციას, მონაცემთა ოპერაციებს ე.წ. DataOps, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი მონაცემების (Big Data) ტექნოლოგიებთან.

თემატიკა მოიცავს:
• კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები / Container Technologies
• მიკროსერვისები / Microservices
• ავტომატური ტესტირება და აწყობა / CI - Continuous Integration - Test and build automation • ავტომატური მიწოდება / CD - Continuous Delivery
• მონიტორინგი და ანალიტიკა / Monitoring and Analytics
• უსაფრთხოება / Security
• სხვა. მაგ: DataOps, OS, Automation, OS Orchestration,...

სპიკერების რეგისტრაცია გრძელდება 30 აგვისტომდე.

სპიკერების რეგისტრაციის ფორმა: https://goo.gl/forms/L2eTbyurIXDSYmnE2
მსმენელების რეგისტრაციის ფორმა: https://goo.gl/forms/E3xtPd4PS3JvoWhP2

ივენთი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/217491095532623/

ორგანიზატორი - DevOps Georgia: https://www.facebook.com/DevOpsGeorgia

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...