Magdalena Posted September 7, 2018 Share Posted September 7, 2018 IMAX-ში განაცხადეს, რომ იწყებენ ახალი სერტიფიცირებული პროგრამის - IMAX Enhanced -ის გაშვებას, რომელიც შექმნილია DTS ხმის სპეციალისტებთან თანამონაწილეობით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ IMAX-ის წარმომადგენლების აზრით, თანამედროვე ტელევიზორებს, პროექტორებს, A/V მიმღებებს, ხმის სისტემებსა და ზოგადად სახლის კინოთეატრის ტიპის მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო 4K / HDR გამოსახულება და ხმა. კომპანია არ აკონკრეტებს, რა სახის კვალიფიკატორები იგულისხმება მოწყობილობის სერტიფიცირებაში, თუმცა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი „პასუხისმგებელნი არიან, შემოგვთავაზონ ყველაზე მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სისტემა, რომელიც შემუშავებულია IMAX-ის კომიტეტის, DTS-ის ინჟინრებისა და ჰოლივუდის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით“. პროგრამა გაეშვება მიმდინარე შემოდგომიდან და პირველი პარტნიორები იქნებიან Sony, Denon, Marantz, Sony Pictures და Paramount. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ გამოუშვებს IMAX-ის ახალ გაძლიერებულ კონტენტს („IMAX Mode“), რომელიც მოახდენს თქვენი სახლის კინოთეატრის პარამეტრების ოპტიმიზაციას. www.theverge.com 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted September 7, 2018 Share Posted September 7, 2018 @Magdalena ყოჩაღ,კარგია მაგდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.