Magdalena Posted September 6, 2018 Share Posted September 6, 2018 EK წარმოგვიდგენს ახალი თაობის მაღალმწარმოებლურ წყლის ბლოკებს ახლახანს დაანონსებული NVIDIA GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის. ახალი GPU ბლოკების სახელწოდება „Vector” შთაგონებულია დღევანდელ ბაზარზე არსებული გრაფიკული ბარათების გამოთვლითი სიმძლავრით. ვუწოდოთ წყლის ბლოკებს „Full Cover“ დღესდღეობით არ არის საკმარისი, რადგან პროდუქტს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები, როგორებიცაა: EK Vector RTX სპეციალურად შემუშავებულია რამოდენიმე NVIDIA GeForce RTX Turing ვიდეო ბარათისთვის. თავად წყლის ბლოკი იყენებს ერთ სლოტს რომელიც მოიცავს PCB -ს მთლიან სიგრძეზე და გაგრილების ამ რთული გადაწყვეტილების საშუალებით, მოზრდილი, „კუნთებიანი“ ვიდეო ბარათი იქცევა მინიმალისტურ, ელეგანტურ ნაწილად. წყლის ბლოკი შედგება რვა სხვადასხვა ვარიაციისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი განკუთვნილია GPU-ს, VRAM და VRM-ის გაგრილებისთვის, გამაგრილებელი სითხე მიმართულია ამ კრიტიკული არეებისკენ. ამის წყალობით, გრაფიკული ბარათი სტაბილური რჩება ოვერქლოქინგისას, ინტენსიური დატვირთვისას, მაქსიმალური Boost Clock-სას. ჯამში, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თამაშისას თქვენი ვიდეო ბარათის მაქსიმალური შესაძლებლობებით და ხმაურის დაბალი დონით. ზემოთხსენებული რვა ვარიაცია მოიცავს მატერიალების კომბინაციას, როგორიცაა ელექტროლიტური სპილენძი, მონიკელებული ელექტროლიტური სპილენძი, შავი POM (Polyoxymethylene) აცეტილი, აკრილი. რამოდენიმე მათგანს გააჩნია სტანდარტული 12 ვოლტიანი LED ხაზები. თავსებადობა EK Vector RTX 2080-ის ყველა წყლის ბლოკი თავსებადია Turing TU104-ის გრაფიკული პროცესრის ბაზაზე არსებული NVIDIA GeForce RTX 2080-ის სტანდარტულ გრაფიკულ ბარათებთან. EK Vector RTX 2080 Ti ბლოკები თავსებადია Turing TU102-ის ბაზაზე მყოფ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებთან. RGB LED სტანდარტის მხარდაჭერა EK Vector RTX 2080 RGB-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმარტივეშია, რადგან გამოყენებულია სტანდარტული 4-pin 12V RGB კონტროლერი. Vector RTX 2080 სერიის ბლოკები იწარმოება სლოვენიაში და წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია EK-ის ინტერნეტ-მაღაზიაში ან მის პარტნიორ რესელერებთან. წინასწარი შეკვეთები ხელმისაწვდომი იქნება 20 სექტემბრიდან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ მწარმოებლისგან შემოთავაზებული საცალო ფასები დღგ-ის ჩათვლით. Name MSRP (incl. VAT) EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX Backplate – Black 36.90€ EK-Vector RTX Backplate – Nickel 43.90€ www.guru3d.com 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.