Jump to content

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ხელისუფლებები მოითხოვენ, რომ ტექკომპანიებმა შექმნან სათადარიგო კარი (backdoor) დაშიფრულ მოწყობილობებში


Recommended Posts

                                        image.jpeg

სახელისუფლებო წარმომადგენლები მოითხოვენ ტექკომპანიებისგან „სათადარიგო კარის“ შექმნას, რომლებზეც მუდმივად ექნებათ წვდომა სამართალდამცავ ორგანოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „მიმართავენ ტექნოლოგიურ, იძულებით, საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს“, რათა შეაღწიონ დაბლოკილ დივაისებსა თუ სერვისებში. 

ეს განცხადება გაჟღერდა ზემოთ ხსენებული ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის შეხვედრისას „Five Eyes“ პაქტის ფარგლებში. ისინი შეეხნენ მთელ რიგ ტექნოლოგიურ პრობლემებს, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შიფრაციას დაეთმო.  

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს backdoor-ები იქნება კანონიერი წვდომა მოწყობილობებზე, მაგალითად, ძიების პროცესში საჭიროებების მიზნით. იგეგმება ტექკომპანიების ნებაყოფლობითი ჩართვა „სათადარიგო კარის“ დამატების მხრივ, თუმცა ეს ნებაყოფლობითობა ძალაშია გარკვეულ მომენტამდე: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მონაცემებამდე შეღწევის მანდატი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუკი ამას საიროება მოითხოვს.  

ამ ეტაპზე backdoor-ზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არ ჟღერს როგორც ბრძანება ან მუქარა, თუმცა განცხადება ცალსახად ნიშნავს მზარდ ინტერესს და ქმედებებს შიფრაციის წინააღმდეგ ხელისუფლებათა მხრიდან, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ მოთხოვნა გაიზრდება და, საბოლოოდ, მოქმედებაშიც იქნება მოყვანილი. 

ტექკომპანიები საკმაოდ შეაფიქრიანა backdoor-ზე მოთხოვნამ. ერთი მხრივ, მათ მოუწევთ დაპირებული კონფიდენციალურობის პირობის დარღვევა, მეორე მხრივ, საფრთხე იქმნება სხვათა მხრიდან შპიონაჟის თვალსაზრისით.  

წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ წინადადებით, რომ კომპანიებმა შექმნან ისეთი ტიპის ინსტრუმენტები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დანაშაულებრივი სახის აქტივობის გამოვლენასა და აღმოფხვრას, როგორებიცაა ბავშვთა გატაცება, ტერორიზმი და ა.შ.  - შეიქმნას ფუნქცია/ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად წაშლის ნეგატიური შემცველობის კონტენტს და გამორიცხავს მის გავრცელებას.  

www.theverge.com/

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

თუ იარსებებს ბექდორი, მას აუცილებლად მიაგგნებენ ჰაკერები, რაც არაერთხელ მომხდარა სმარტფონების სამყაროში (OnePlus  ის მაგალითი)

ასე რომ ეგ თუ გაკეთდა და გამოცხადდა საჯაროდ, კარგი არაფერი გამოვა ამ საქმიდან (ჩუმად ისედაც აქვთ ყველაფერი ვისაც საჭიროა ;) caugh.. NSA ..caugh)

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.