xFlash Posted September 3, 2018 Posted September 3, 2018 აგართვით სალამი, დამწყები ფორუმელი ვარ და სტაჟიანი ვიდეო თამაშების მოყვარული. მეგობრები,ნაცნობები ან უბრალოდ რენდომ ხალხი ვისაც ერთად თამაში გვიწევს Discord-ში ვიკრიბებით ხოლმე და ვთამაშობთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ოვერქლოქერს არ აქვს დისქორდის სერვერი, რაც სამწუხაროა, ყოველიშემთხვევისთვის ჩემთვის. ხო, ვიცი რომ ფორუმის მთელი იდეა ის არის, რომ აქ იწერებოდეს პოსტები,კითხვები, ნიუსები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც თვალი გადავავლე სხვასახვა სოციალურ ქსელებს, იქაც აქტიურად იდება პოსტები და ასე შემდეგ. მოკლედ, რისი თქმა მინდა. დისკორდი არის ერთგვარი, უნიკალური და კომფორტული საშუალება ფორუმელების დაკავშირების. სერვერის შექმნა უფასოა ყველასთვის და ხმით/ტექსტით საუბრის გარდა მრავალი სხვა ფუნქცია აქვს. არ ვიცი რამდენად ცნობილია აქაურებისთვის ეს პროგრამა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო. ჩემი აზრით ყველაზე მოსახერხებელი და ყველასათვის ხელსაყრელი გზაა სხვებთან დასაკავშირებლად. თუ სერვერი მაინცდამაინც ხალხმრავალი და პოპულარული ვერ გამოვა, ეგებ ზოგი მოეშვას მეხდაცემულ სკაიპს და თიმსპიკს :დ ასე თუ ისე გამეგება Discord-ის რაღაც-რუღაცეები და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ რითიც შემეძლება დაგეხმაროთ.
LEVANIUS Posted September 3, 2018 Posted September 3, 2018 მე ვიყენებ Discord-ს ონლაინ თამაშისთვის. ნორმალური პროგრამაა. თუ გადაწყვეტთ და გააკეთებთ სერვერს სიამოვნებით შემოგირთდებით
Type-X Posted January 27, 2019 Posted January 27, 2019 აქ დავდებ შედარებით გამოსადეგ ვიდეოებს Discord-ზე. დამწყებებს გამოგადგებათ
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.