Magdalena Posted August 24, 2018 Share Posted August 24, 2018 2015 წელს კომპანია Samsung-მა წარადგინა დიდი ზომის პლანშეტი Galaxy View, 18,4 დუიმიანი დისპლეით. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, მალე ამ სერიის ახალ ვერსიას ვიხილავთ. გავრცელებული ცნობების მიხედვით, Galaxy View 2-ს ექნება დიაგონალზე 17,5 დუიმიანი ეკრანი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. ფორმატი - Full HD (ისევე, როგორც ორიგინალ ვერსიას), პროცესორი - Exynos (მოდელი არ არის დაზუსტებული). მეორე თაობის გიგანტურ პლანშეტ Galaxy View-ს ექნება 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება. სპეციალური სადგამი უზრუნველყოფს მოწყობილობის დადგმას მოხერხებული კუთხით, სამუშაოდ ან ვიდეომასალების საყურებლად. აგრეთვე ცნობები გვაქვს სიმეტრიული USB Type-C პორტის არსებობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy View 2 კომპლექტში არ შევა ელექტრონული კალამი. მოწყობილობა იმუშავებს Android 8.х Oreo ოპერაციული სისტემით. მეორე თაობის Galaxy View-ს ანონსი სავარაუდოდ ამა წლის შემოდგომაზზე შედგება. მოწყობილობის ფასის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.