Jump to content
Katmandur Katia

გადამზიდი კომპანიები

Recommended Posts

მოგესალმებით

I vote for  Inex Group

რატომ?

რეალური წონა და ყველაზე დაბალი ტარიფი.

ამანათები ჩადის საქართველოს 25 ქალაქში დამატებითი გადასახადის გარეშე.

გამოწერაში დახმარების სერვისი უფასოდ.

ბონუს ქულები. :))

საკურიერო მომსახურება.

უფასო სადეკლარანტო მომსახურება.

კომერციული ტვირთების იმპორტ-ექსპორტი, ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად. 

მომწერეთ თქვენი აზრი სხვადასხვა კომპანიების შესახებ. განსაკუთრებით კომერციულ ტვირთებზე.

გმადლობთ 

Share this post


Link to post
Share on other sites

თემა ჩასწორდა და გადავიდა შესაბამის გამყოფილებაში

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისში ცხოვრებისას ვიყენებდი CAMEX, კმაყოფილი ვიყავი. ფასი, დაგროვების პროგრამა, რეისებიც საკმაოდ ნორმალურად ჩამოდიოდა, თუ დაკმაოდ დააგვიანდებოდა რეისს, დაახლოებით 1 კვირით, მაშინ ტრანსპორტირების თანხას გვინაზღაურებდნენ.   მინუსი ის აქვს კამექსს რომ მინიმალური ტრანსპორტირების ფასი არის მაღალი, ანუ 100გრამი თუა ამანათი, 200გრამის ფასი უნდა გადავიხადო მაინც როგორც მახსოვს.

ასევე გამომიყენებია USA2GEO, საკმაოდ სწრაფად ჩამოჰქონდათ და კომპიუტერიზებული ფილიალები მომწონდა კოდი შეგყავდა და ამანათი გამოდიოდა თაროდან. მაგრამ ფასი ვერა და ვერ დააგდეს.

კიდე მქონდა სხვა გადამზიდებთან შეხება მაგრამ კმაყოფილი არ ვიყავი და არც მახსოვს სახელი, მგონი ზოგი დაიხურა კიდეც.

 

ზუგდიდში გადაბარგების შემდეგ გადავედი Inex-ზე. ფასი კარგია, ბონუს პროგრამაც არაა ცუდი, კარგია რომ ბევრ ქვეყანაში აქვთ ოფისები. მაგრამ აი იმის ნაცვლად რომ გააკეთონ ის რაც კლიენტებს უნდათ ამატებენ სულ სხვა უაზრო სერვისებს, მაგალითად ბონუს ქულების სხვისთვის გადარიცხვა. აი რატო უნდა გადავურიცხო წვალებით დაგროვილი ქულა სხვას, მაგას ჯობია ბალანსი და ბონუს ქულები გააერთანონ რომ შევძლოთ ბონუსის გამოყენება მაშინაც როცა ტრანსპორტირების თანხა უფრო ძვირია ვიდრე ბონუსების რაოდენობა.

ასევე 2 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში სულ 1-2 რეისი მახსენდება რომლებიც დროულად მოვიდა დანარჩენი სულ აგვიანებდა უმეტესად 2-3 დღით, ცოტა ხნის წინ 1 კვირითაც დაიგვიანა და თავიც არ შეიწუხეს რომ გავერფთხილებინეთ რომ რეისს აგვიანდებოდა. როცა მივწერე მაშინ ელემენტარული ბოდიშიც არ მოუხდიათ.

 

არ მიყვარს ასეთი დამოკიდებულება ამიტომ გადავწყვიტე შანსი მალეოს მივცე, თუმცა ისეთი პირი უჩანს რომ ვერ გაამართლებს მოლოდინს.

საიტზე მაგარი მწირი ინფორმაციაა, მომხმარებლის კაბინეტშიც ძან ლიმიტირებული ფუნქციებია. ფეიბუქზეც ძან ცუდი შეფასებები აქვს. თუმცა მაინც მივეცი შანსი. იბეის მონაცემებით ამანათი 4 იანვარს მივიდა მალეოს საწყობში მაგრამ მალეოს მონაცემებით 6ში მივიდა, ამასთან არ მიჩვენებს გამოგზავნილია ამანათი უკვე თუ არა. არც წონას მიჩვენებს. ფაქტიურად ყველა გადამზიდი უკვე ამერიკის ოფისში მიტანისთანავე გიჩვენებს ამანათის წონას, ეგენი კი არა. ეგ კიდე ერთი მინუსი.

 

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 1/9/2019 at 10:51 PM, kloud said:

მინუსი ის აქვს კამექსს რომ მინიმალური ტრანსპორტირების ფასი არის მაღალი, ანუ 100გრამი თუა ამანათი, 200გრამის ფასი უნდა გადავიხადო მაინც როგორც მახსოვს.

 

 

 

ზუსტად მაგის გამო მივატოვე კამექსი, დაბალფასიან და მსუბუქ ამანათებს ვიწერდი ხშირად და ლამის თვითონ ნივთის ფასი გამოდიოდა წონა. ფოსტალონს ვიყენებ მაგის შემდეგ და რავიცი კმაყოფილი ვარ :D 

Share this post


Link to post
Share on other sites

სამწუხარო სიახლე. დღეს ვიყავი ფოსტაში და მითხრეს რომ აწი რაც კი ამანათები ჩამოვა ალიდან ან ნებისმიერი სხვა საიტიდან თვითონ საქ ფოსტაში(არ იგულისხმება მალეო) ანუ გადამზიდის გარეშე პირდაპირ ჩვენ მისამართზე რო გამოვიწერთ ამანათებს გატანისას ადრე უფასო რო იყო აწი მოგვიწევს 2-2 ლარის გადახდა, წონას არ აქვს მნიშვნელობა ფასი ფიქსირებულია.

მაინც რო იცოდეთ, პატარა ნივთების გამოწერა ჯობია აწი ჩინეთიდან ამერიკაში გავაგზავნოთ მაინც 2ლარზე მეტი არ ჯდება და უფრო სწრაფადაც ჩამოდის ხოლმე ვიდრე პირდაპირ საქართველოში გამოგზავნით.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...