Jump to content

ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ

Recommended Posts

9 minutes ago, George said:

ხო რასაც ვუყურებ ჩემზე დაბაგული ყოფილა ეგ ვერსია, ან მართლა შენ არ გაგიმართლა და რაღაც ბრაკი პარტია შეგხვდა, ხდება ხოლმე ეგრე, ჩემზე ისე მე ერთხელ რომ დამეშალა მარტო ისეთი არც არაფერი არ ჭირდა, თუმცა მართლა სკროლის ხმის გამო მომივიდა ეგ ჩეპეც რომ ჩაწყდა რგბ განათებაზე და გვერდითა კნოპკებზე შნური, დანარჩენი როგორც მუშაობდა ისევ ისე მუშაობს, სკროლზეც იგივე სიტუაცაია პირველი დაზეთვის შემდეგ რომ ქონდა, ანუ აქვს მცირე ხმა მარტო ზემოთ როცა ატრიალებ, ქვემოთ არაფერი ხმა არა აქვს, ჭრუჭუნი ჩემს გაუქრა დაზეთვის შემდეგ, ნუ 1 თვეზე მეტია უკვე მგონი რაც ვამუშავებ ჩემს, ხო ჭრაჭუნი ჩემს არ გაუდის ხელში რომ მიკავია, მარტო აქვს მცირე ჭრაჭუნის ხმა თუ ძალიან მოუჭერ ხელს მაუსს, ეგ არაფერში არავის არ დაჭირდება თამაში იქნება თუ მითუმეტეს ბრაუზინგი, ანუ ძალით აჭრაჭუნება ზედაპირის შეიძლება ისე არაფერი ჭრუჭუნებს, დამივარდა პოლზე, არაფერი მოსვლია, ანუ ეგეთ დაცემებსაც უძლებს ეგ მოდელი როგორც ჩანს, ისე მაუსი იმდენათ მჩატეა და რომ სულ ოდნავ უნდა ხელის მოკიდება და დაქრის ძალიან სწრაფათ ხელიდან კი არ გაგივარდება დაჟე ოდნავ რომ გქონდეს ხელი მოჭერილი, ნუ ვინმე თუ ნერვიულობს თამაშის დროს და მოშნათ ჩაბღუჭული აქვს მაუსი მაშინ კი ექნება ჭრუჭუნი, ისე არანაირი ხმა არა აქვს სწრაფი მოძრაობების დროს და ძალიან პატარა ხმა აქვს დაკლიკვაზე ასნავნოი ორ კნოპკაზე, რეზკათ და სწრაფათ იკლიკება, ხო სკროლი მჩატე აქვს, მძიმე არაა, ადვილათ ადის ზემოთ და ქვემოთ და არ გიღლის ხელს საერთოდ, ერთი სიტყვით 1 თვის მუშაობის შემდეგ ჯერ არ ეტყობა გაფუჭების სიმპტომები სადმე, სენსორი კი იდეალურია და იმედია ეგრე შეუბერავს შემდგომშიც ლოლ

ხო რავიცი ბრაკი შემხვდა ეტყობა მაგრამ რეიზერზე ბევრი უარყოფითი მომისმენია ამ ფორუმზე ძირითადათ , ძველი ფორუმელებიც წერდენ სენსორი გაუფუჭდაო, და კიდევ რამდენიმე უარყოფითი კომენტარი წავიკითხე , ატყობა ახასიათებს რეიზერს ეგეთები

ეგ ცოტა ხმაც არ უნდა ქონდეს , მე ნერვებს მიშლის , უნდა იმუშაოს წესივრად,  ისე გიო ცოტა ხანი ამუშავე და სხვა იყიდე უფრო ხარისხიანი  , ისე ეს დეზადერი საკაიფოა ჯერ, სქროლიც საერთოდ უხმო აქ და რბილად მოძრაობს , აი რო დავასტიკერებ სხვა ვიდზე დადგება 

Link to comment
Share on other sites

თუ არ გაუბერა საერთოდ აღარ მიშლის ეგ ხმა ხელს, ალბათ შევეჩვიე და თან რამდენჯერ მიწევს ეხლა მაინდამაინც ზემოთ დატრიალება სკროლის, არც ისე ხშირათ ალბათ დღის მანძილზე, ჭრაჭუნის ხმა არა აქვს ოღონდ ჩემთან, აი ღილაკს რომ უხახუნო რამე ეგ ვარიანტია, მაგას ედება და წკაპუნივით ისმის ყრუთ

Link to comment
Share on other sites

The 4 Best Ergonomic Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/ergonomic

MSI Launches AGILITY GD72 and GD22 Gaming Mouse Pads featuring MSI Gleam Surface https://www.guru3d.com/news-story/msi-launches-agility-gd72-and-gd22-gaming-mouse-pads-featuring-msi-gleam-surface.html

Introducing the SCIMITAR ELITE WIRELESS MMO Gaming Mouse by CORSAIR https://www.guru3d.com/news-story/introducing-the-scimitar-elite-wireless-mmo-gaming-mouse-by-corsair.html

MSI Vigor GK71 Sonic მექანიკური კლავიატურის მიმოხილვა რუსულათ: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/105464/obzor-igrovoj-mehanicheskoj-klaviatury-msi-vigor-gk71-sonic

Link to comment
Share on other sites

The Best Wireless Gaming Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/wireless-gaming

The Best Ergonomic Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/ergonomic

Keychron M3 Mini Mouse Review https://www.rtings.com/mouse/reviews/keychron/m3-mini

Test Bench 1.3 Changelog https://www.rtings.com/keyboard/tests/changelogs/1-3

The 4 Best iPad And iPad Pro Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/ipad

The 4 Best Logitech Keyboards of 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/logitech

Introducing Genesis Thor 660: Gateron Brown Mechanical Keyboard with Enhanced Connectivity https://www.guru3d.com/news-story/introducing-genesis-thor-660-gateron-brown-mechanical-keyboard-with-enhanced-connectivity.html

G-Wolves HSK Pro 4K Review https://www.techpowerup.com/review/g-wolves-hsk-pro-4k/ პერაშკებივით უშვებენ მოკლეთ მაგ ნახვრეტებიან მჩატე მაუსებს, ნუ მეც ეგეთი დავითრიე, მაგრამ ეგ მაუსია ელიტური კლასის ფაქტიურათ, ჯდება 180$ და იწონის სულ რაღაც 26 გრამს თურმე, სერიოზულ პიქსარტის 3395 სენსორზეა, თუმცა ჩემ მაუსზე რაც აყენია 3360 პიქსარტი ეგეც სავსებით საკმარისი იქნება უმრავლესობა აქტიური გეიმერისთვის, მათ შორის შუტერებშიც კი, ხო უკაბელო მოდელი ჯდება 180$, კაბელიანი უფრო იაფი

Epomaker Shadow-X Wireless Mechanical Keyboard Review https://www.techpowerup.com/review/epomaker-shadow-x-wireless-mechanical-keyboard/

Link to comment
Share on other sites

ჩამომივიდა razer basilisk v3 და პატარა რევიუსაც დავწერ

თავიდან სქროლი გაფუჭებული მეგონა სპინ რეჟიმზე იყო და არ რთავდა , ანუ ერთ რეჟიმზე იყო და ვსიო

თურმე დენი ჭირდება და რო შევაერთე ეგრევე ამუშავდა , ანუ შეერთებულზე ფუნქციონირებს ჩვეულებრივარივათ ,რაღაცნაირი უცხო სქროლი აქ , სასიამოვნო და ძაან კარგათ მოძრაობს 

თვითონ მაუსს რაც შეეხება ხარისხიანია ,არაფერი არ უყანყალებს და უმოძრაობს ,ლუფტები არააქ რაც მთავარია 

დახვეწეს ხარისხი როგორც ჩანს რეიზერმა , ისე მაუსიც იაფიანიც არაა და ვიზუალიც საკმაოდ ლამაზი აქ თავისი რჯიბი განატებით

წონას რაც შეეხება ძაან მაგრათ არის დაბალანსებული , ხუსტად ცენტშია სიმძიმე და ძაან კარგათაა გაწონასწორებული, ზუსტად ისეთი წონააქ არც დამატება უნდა და არც დაკლება

კლიკებიც კარგი -სასიამოვნო  , ისეთია როგორიც უნდა იყოს 

მორგებას რაც შეეხება ეგრევე ირგებ , საკაიფოდ ჯდება ხელში , გარშემო რეზინააქ და არც ხელი ცურავს , თვითონ კლიკებზეც ისეთი საფარი აქ რო არ გისრიალებს ხელი ,ფოფტ თაჩის მაგვარი 

შეფასება მაღალი ეკუთვნის , პირველადი შთაბეჭდილებებით ძალიან კარგია და გამძლეობას დრო გვიჩვენბს 

5555555.jpg

373473804-1356500094939484-3969993772790

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

The Best MMO Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/mmo

The Best Gaming Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/by-usage/gaming

Logitech G Unveils PRO X TKL LIGHTSPEED Gaming Keyboard and PRO X SUPERLIGHT 2 Gaming Mouse https://www.guru3d.com/news-story/logitech-g-unveils-pro-x-tkl-lightspeed-gaming-keyboard-and-pro-x-superlight-2-gaming-mouse.html

Link to comment
Share on other sites

The Best Mouse - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/mouse

NuPhy Field75 Keyboard Review https://www.rtings.com/keyboard/reviews/nuphy/field75 ნუ კლასიკური დიზაინის გეიმერული მექანიკური კლავიატურაა, უკაბელოა სრაზუ ოთხნაირი სვიჩის ოპციით, არის ჩუმი სვიჩებიც, რაღაცა საშვალო და ხმაურიანებიც

DELUX M800 Pro (3395) Review https://www.techpowerup.com/review/delux-m800-pro-3395/

Link to comment
Share on other sites

ეხლა რამდენიმე დღის მოხმარების შემდეგ ძაან მაგარი რამე გამოდგა  , აი ხო არი რო რაღაც მაინც არ მოგეწონება თან რეიზერის მაუსებზე ხშირად იყო ხოლმე თუნდაც კლიკ ღილაკების ლუფტები ,ან თვითონ კლიკი შეილებოდა არ მოგწონებოდა , ან სრიალა ზედაპირი , არანაირი მსგავსი , მოკლედ მაგარი რამე გამოუვიდა რეიზერს , ახალ მაუსს შეჩვევა უნდა ხოლმე რაღაც პერიოდი და ამას არავითარი შეჩვევა ეგრევე შეეჩვია ხელი , სასიამოვნო ზედაპირი აქ და მოკლედ რეკომენდაციას უწევ , თან ბორბლებიც საკაიფოდ უსრიალებს ,კიდევ რბილი კაბელი ეგეც ასწორებს, სიმძიმე კიდე ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს 

ეხლა რაც შეეხება ლოჯიტეკ გ502 ს იდენტური ვიზუალი აქ ორივეს მაგრამ ორივეს თავისი ადგილი უკავია ,ისიც ძაან ხარისხიანია და ესეც ,რაღაც დეტალებში ეს რეიზერი ჯობია თუნდაც კლიკების საფარი არ უსრიალებს და სოფთ თაჩივით ზედაპირი აქ თან უფრო უკეთესი , კაბელი რეიზერის ჯობია და კიდევ სასრიალო ბორბლები რეიზერს უკეთესი აქ , სქროლი ორივეს თავისებური აქ , რეიზერის ძაან მომეწონა რაღაცნაირი ნექსტ-გენ სქროლი აქ ძაან საკაიფო 

რეიზერის პროგრამას რაც შეეხება მე არ ვიყენებ მაუსის პროგრამებს და არ ვიცი როგორი დასეტინგება შეგიძლია 

ნუ მოკლედ კარგი მაუსია და ღირს თავისი ფასი 

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში გილოცავ შენაძენს. მე რეიზერი ყველა დანარჩენს მირჩევნია ფორმით ადრეც ავღნიშნე. ხარისხსაც არ ვუჩივი.

მაგ მოდელს რაც შეეხება ცხადია არ მქონია შეხება მაგრამ Logitech გ502 მაქვს მოსინჯული და არ მომწონს, წაწვეტებული, ზედმეტი ფორმები აქვს ჩემთვის. სადა არაა.

47 minutes ago, Gamer-4ever said:

რეიზერის პროგრამას რაც შეეხება მე არ ვიყენებ მაუსის პროგრამებს და არ ვიცი როგორი დასეტინგება შეგიძლია 

რათ შვრები მაგას? :D აუცილებელი ატრიბუტია სრულყოფილი ფუნქციონალის მისაღებად. სხვა თუ არაფერი უაზრო DPI-ის სეთინგების რედაქტირება შენ გემოზე ხო მაინც საჭიროა. მაგას ვინდოსუსის მაუსის სეთინგებიდან ასწორებ?

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, MaKaSaRa said:

პირველ რიგში გილოცავ შენაძენს. მე რეიზერი ყველა დანარჩენს მირჩევნია ფორმით ადრეც ავღნიშნე. ხარისხსაც არ ვუჩივი.

მაგ მოდელს რაც შეეხება ცხადია არ მქონია შეხება მაგრამ Logitech გ502 მაქვს მოსინჯული და არ მომწონს, წაწვეტებული, ზედმეტი ფორმები აქვს ჩემთვის. სადა არაა.

რათ შვრები მაგას? :D აუცილებელი ატრიბუტია სრულყოფილი ფუნქციონალის მისაღებად. სხვა თუ არაფერი უაზრო DPI-ის სეთინგების რედაქტირება შენ გემოზე ხო მაინც საჭიროა. მაგას ვინდოსუსის მაუსის სეთინგებიდან ასწორებ?

მადლობა

შენ ეტყობა გამოგადგა და კარგათ გემსახურება , მე კიდე ორ მაუსზე მქონდა ლუფტების პრობლემა , კი მოვაგვარე მაგრამ არ უნდა ქონოდა , შეილება მე შემხვდა ბრაკები

კი ძაან გავს ფორმით გ502 ს ,  თითქმის იდენტურია  , არა მე არ შემქმნია დისკომფორტი კარგათ მოვირგე რავიცი

8 minutes ago, MaKaSaRa said:

რათ შვრები მაგას? :D აუცილებელი ატრიბუტია სრულყოფილი ფუნქციონალის მისაღებად. სხვა თუ არაფერი უაზრო DPI-ის სეთინგების რედაქტირება შენ გემოზე ხო მაინც საჭიროა. მაგას ვინდოსუსის მაუსის სეთინგებიდან ასწორებ?

მე უფრო მარტივი სიტუაცია მიყვარს , შეაერთე და მუშაობს , განათება ავტომატური ყველა ფერს ატრიალებს , დიპიაის  რაც შეეხება ხოო მაგას ერთი ღილაკი აქ და არც გამომიყენებია , რაც ააქ სისწრაფე მაგას ვიყენებ, არც დავფიქრებულვარ მაგ მაუსს ერთი ღილაკით ვერ დაუწევ და აუწევ სიჩქარეს მართალი ხარ დამჭირდება პროგრმა , სხვა მაუსებზე ღილაკებით ვარეგულირებდი 

მაშინ დავაყენებ მაგ რეიზერ სინაფსს , და ფერსაც მარტო მწვანეზე დავტოვებ , ეგ უხდება ყველაზე მეტად 

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

The 6 Best Gaming Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/by-usage/gaming

The 7 Best Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/keyboard

Razer BlackWidow V4 Keyboard Review https://www.rtings.com/keyboard/reviews/razer/blackwidow-v4 საკმაოთ კარგი გეიმერული მექანიკაა, რეიზერის ყვითელ და მწვანე სვიჩებზეა, რა სხვაობაა პროსთან ეგეც უწერიათ 

iRocks Launches K74M Mechanical Keyboard with Backlight and Hot-Swappable Switches https://www.guru3d.com/news-story/irocks-launches-k74m-mechanical-keyboard-with-backlight-and-hot-swappable-switches.html

Link to comment
Share on other sites

The Best Wireless Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/by-type/wireless

The Best FPS Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/fps

Link to comment
Share on other sites

The Best Lightweight Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/lightest

The Best FPS Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/fps

Corsair NIGHTSABRE WIRELESS Mouse Review https://www.rtings.com/mouse/reviews/corsair/nightsabre-wireless კიდე ერთი უკაბელო გეიმერული მოდელია 96 გრამიანი, ანუ საკმაოთ მძიმეა უკვე, MARKSMAN 26K სენსორზეა  2000 Hz pooling rate, რომელიც რეალურათ არაფერს არ უმატებსო მაგ მოდელზე, შეიძლება ფეიკოვი 2000 გერცია მანდაც დამატებული, მე 1000 გერცზე დავტოვე ეგ მაჩვენებელი, ანუ როგორც ქონდა ჩემ მოდელზე დეფოლტზე, ისეთი პირი უჩანს რომ დიდი ალბათობით ჩემი მაუსის ასნავნოი კნოპკებიც აჭრიჭინდება მალე ლოლ, თუ ეგრე მოუვიდა ისევ დაშლა მომიწევს და კნოპკების დაზეთვა, ჯერ იშვიათათ აქვს ჭრიჭინი მარტო, ორივე კნოპკაზე მაგრამ რაღაცნაირათ თუ დააჭერ რეზკათ და გვერდულათ შეიძლება დააფიქსირო ჭრიჭინი თუ მიაყრი არა აქვს ჯერ დიდათ

Razer Viper V3 HyperSpeed Gaming Mouse Unveiled https://www.guru3d.com/news-story/razer-viper-v3-hyperspeed-gaming-mouse-unveiled.html

LAMZU Atlantis 4K Review https://www.techpowerup.com/review/lamzu-atlantis-4k/ PixArt's PAW3395 სენსორზე ყოფილა ეგ უკაბელო გეიმერული მოდელი

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

ჩენ მაუსს ასნავნოი კნოპკებზეც ქონია ჭრიჭინის პრობლემა ლოლ, ცალ კნოპკაზე დაიწყო ჭრიჭინი, ყოველთვის არა მაგრამ პერიოდულათ რაღაც ტოჩკაში თუ აკლიკავდი ჭრიჭინებდა, ისევ დავშალე და ეგ ადგილიც დავზეთე ორივე მხარე, თუმცა ჭრიჭინი ჯერ აშკარათ ცალ კნოპკაზე ქონდა, ბევრი ვეცადე და ვეღარ დავაფიქსირე მაგის შემდეგ ჯერ მეტი ჭრიჭინი, ასიანში ეგ იყო, ეგრე ჭრუჭუნებდა თავიდან სკროლიც და ზუსტათ მაგის გამო ჩამიწყდა რგბ განათება და გვერდითა ორი კნოპკის შნური დაშლის შემდეგ, თვითონ ასნავნოი შნური არ ჩაწყდება ეგრე ადვილათ დაშლის დროს, მარტო მთლიანათ ამოღება თუ გინდა ყველაფრის მაშინაა საშიში და ჩახსნა ჯობია თორე მაგათი რომ ვიცი ეგეც ფურთხით იქნება პაიალნიკით მიკრული და ადვილათ მოძვრეს შეიძლება ზედმეტათ თუ შეეხები ასნავნოი ორი კნოპკის შნურს, მაგ მხრივ ძალიან ფაქიზი მოდელი ყოფილა ჩემი, სხვა მხრივ რავი, სენსორი ძალიან კარგია, კონტროლი ძალიან კარგი აქვს, როგორც სისწრაფე და რესპონსი, ძალიან მჩატეა, ხელში კომფორტულათ ჯდება, ვისათ ეგეთები უყვარს ან მინიმუმ არა აქვს გართულება მჩატე მაუსებზე,  სკროლიც მუშაობს ეგ სირული პრობლემა რომ არა კნოპკას რომ ედება და მცირე ხმას გამოცემს ზემოთა მიმართულებით როცა ვატრიალებ, ეხლა აღარ ჭრიჭინებს მარჯვენა ასნავნოი კნოპკა, მაშინ არ დამიზეთია ეგ ადგილი, აი კნოპკის თავი სწორი ზედაპირით რომაა მანდ უნდოდა დაზეთვა პლასმასის მექანიზმს და მგონი თვითონ კნოპკის თავსაც, მაგის შემდეგ გასწორდა ჭრუჭუნი, მარჯვენა კნოპკა ატრაკებდა ისე, ოღონდ პერიოდულათ რაღაცა ნაწილი იყო დასაზეთი, მაგ ადგილს როცა ვაკლიკავდი ჭრიჭინდება ისე არა, განსაკუთრებით როცა მძიმეთ ვაკლიკავდი და არა მომენტალურათ რომ უშვებ ხელს, ანუ ნელა როცა აჭერდი დაპაუზებით მაშინ ატრაკებდა ეხლა გასწორდა დაზეთვის შემდეგ, სხვათაშორის მტვერს საერთოდ არ იზიდავს ეგ მაუსი, აი რამდენიმე თვეში რომ დავშალე კარგი სიტუაცია დამხვდა, არანაირი მტვერი არ იყო ჩასული ნახვრეტებიდან, მაგ მხრივ არ უნდა ქონდეს ლონგ რანში პრობლემა და ხშირ-ხშირათ დაშლები მაგის გამო არ დაგჭირდება, სხვათაშორის მაუსის დამძიმება მოსულა კარგ 30-40 გრამამდე, კარდონები ან რამე პლასმასი უნდა ჩააკვეხო ნახვრეტებთან რომ სივრცეა დატოვებული მაგ ადგილას, აქვს მაგისთვის ადგილი დატოვებული, მანდ არაფერს არ შეუშლის ხელს და ცენტრშია ეგ ადგილი თან,ვისაც 80 გრადმი არ აწყობს შნურიანათ (უშნუროთ 67 გრამია ჩემი მაუსის წონა) შეუძლია ზაპროსტო გაზარდოს 100 გრამამდე რამე ლევი დვიჟენიების და პრობლემების გარეშე მაუსის წონა, მაგრამ მაგის ფიშკა კაკრაზ ძალიან მცირე წონაშია, უფრო ვისაც მჩატე მაუსი უნდოდა ეგენი თრეულობენ ეგეთ მოდელებს, აი ეს ბაგი ჩემს არა აქვს ისე მე ვერ დავაფიქსირე ეგ პრობლემა:

https://www.reddit.com/r/MouseReview/comments/fb6rzw/glorious_model_o_mushy_and_sticky_left_click_fix/ ისე ეგ პრობლემა ისეთი გამაღიზიანებელი არ იყო როგორც სკროლის ჭრიჭინი, თან ხანდახან ქონდა ჭრიჭინის ხმა დაკლიკვაზე, თუმცა მაინც ვამჯობინე დამეფიქსა, თან ვიცოდი რომ დაზეთვა დიდი ალბათობით უშველიდა მაგ პრობლემას, რახან მანამდე არ ქონია არანაირი ჭრიჭინი, ეტყობა მაგ მაუსზე რაღაც ნაგავი ლუბრიკანტი უსვია, რახან ქარხნულათ ზეთს არ უსვამენ, რაღაცა ლუბრიკანტია რომელიც ეხმარება მასეთ რაღაცეებში ხმას რომ არ გამოსცემდეს დაკლიკვის დროს, ხოდა მაგაზე აქვთ აშკარა ეკონომია გაკეთებული ან რაღაცა ვერ გათვალეს აშკარათ

Link to comment
Share on other sites

მაგარი ნერვები გქონია , რაც შენ ეგ დაშალე და ააწყე, მაგარი უხარისხო ყოფილა ,არაფერი არ უნდა ჭრიჭინებდეს , გაწუხებს თუ არ გაწუხებს ეგ სხვა თემაა, არ უნდა ქონდეს რა ერთი სიტყვით , ეგ მიუთითებს იმაზე რო უხარისხოა 

ეხლა ეს ჩემი ახალი რეიზერი მაგარი გამოდგა , კვირაზე მეტია ვიყენებ და მინუსი ვერ უპოვე , პირიქით ძაან კარგი რამეა და ეგრეც უნდა იყოს , ძვირიან მაუსს რო ყიდულობ უნდა იყოს ისეთი რო გასიამოვნოს 

კლავიატურის ყიდვა მინდა კიდე ერთის , ის რაც მაქ კი კარგია მარამ რაიმე ახალი გაასწორებდა , ისევ ლურჯი სიჩებით მინდა , მივეჩვიე წკაპა-წკუპს , Logitech G513 ს ვფიქრობდი და წინამორბედი ფუჭდებოდაო და თან ძაან სქელი კაბელი აქ , 40 $ იყო გაუხსნელი ებაიზე ლურჯი სვიჩებით , ზუსტად მაშინ არ მქონდა ფული , კი გაყიდეს ყველა ,დაიტაცეს ეგრევე 

რაიმეს შევარჩევ და შევიძენ

Link to comment
Share on other sites

ეგეთი არაფერი არ ჭირდა ნერვებამდე რომ მისულიყო საქმე, ხმა დიდათ არც მაწუხებდა მაგრამ მაინც ვეცადე დამეშალა და გამესწორებინა ეგ მცირე პრობლემაც, თვითონ მაუსი მართლა კარგია, მაგრამ აქვს გარკვეული მინუსები სბორკის ხარისხს რაც შეეხება, ანუ შედარებით მაღალ ფასს იმსახურებს ეგ მოდელი მარტო ნაწილობრივ, ალბათ უფრო შიგნეულობის ხარჯზე და დიზაინი-ფორმის, სენსორი აქვს ხარისხიანი, საკმაოთ სწრაფია, მაგრამ საკმაოთ სენსიტიური სბორკაა მინუსებით, ისე ხელში ეს მჩატე მაუსი უფრო კარგათ ზის აშკარათ ვიდრე წინა უფრო დიდი ზომის მძიმე ბლადის მაუსი, ადვილათ გემორჩილება უფრო, აი მეორე ბლადი რანაირი იქნებოდა არ ვიცი, შეიძლება ეგეც უფრო კარგი ყოფილიყოს წინაზე, აი 69 ლარი რომ ღირდა პსშოპში, ნუ პრინციპში კარგათ ჯობია სენსორით და მანდ გასაკვირი არაფერია, დიზაინითაც ეს ახალი ჯობია ძველს, მაგრამ ეგეთი პრობლემები იმაზე არ ქონია სკროლზე და კნოპკებზე, ისე დაკლიკვის ხმა საკმაოთ ჩუმი აქვს ამ ახალს, ხმაურიანი კლიკი არა აქვს, რეზკათ აკლიკავს საკმაოთ და ყრუ ხმაც არა აქვს, ისე კლავას რაც შეეხება ჩემი ჯერაც ფორმაშია, არაფერი ცუდი არ დამიფიქსირებია, შნური ამასაც სქელი აქვს, ამ მაუსს რა შეიძლება ლოლ კიდე გაუფუჭდეს, გამოცვლით გამოვცვლი თუ სენსორს გაძვრა სული ან კნოპკებზე დაეწყო რამე სერიოზული პრობლემები, იგივე დაბლკლიკი ან საერთოდ გაუფუჭდა რომელიმე ასნავნოი კნოპკა, მაგ შემთხვევაში გამოცვლი, შნური საკმაოთ კარგი აქვს ისე, ძალიან მჩატეა და ელასტიკური, თოკივითაა ჩამოკიდებული, ეგ ადვილათ არ უნდა გაფუჭდეს ან ჩაწყდეს, სკროლი ხმას კი გამოცემს მაგრამ მუშაობით კარგათ მუშაობს და არ ახურებს საერთოდ, ადვილათ სკროლავს ძალიან და კარგი სიზუსტით, რაც მთავარია კარგათ ზის ხელში და სენსორიც კარგი აქვს, ეგ უკვე ნახევარი საქმეა მაინც მაუსში, აი სკროლის პრობლემა რასაც ვუყურებ ბევრ მოდელზე ქონია, კაკ მინიმუმ პირველ რევიზიაზე, ყოველ მეორე-მესამე მოდელზე ატრაკებს ასე თუ ისე სკროლი, ზოგზე უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და არც მუშაობს ნორმალურათ სკროლი ან ფუჭდება ძალიან ადვილათ და აღარ ტრიალებს უკვე

Link to comment
Share on other sites

The Best Claw Grip Mouse - Summer 2023 Mice Reviews https://www.rtings.com/mouse/reviews/best/claw-grip

The 3 Best Ducky Keyboards of 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/ducky

The 5 Best RGB Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/rgb

Link to comment
Share on other sites

The 5 Best Budget Mechanical Keyboards - Summer 2023 Reviews https://www.rtings.com/keyboard/reviews/best/cheap-mechanical-keyboards

Link to comment
Share on other sites

On 8/29/2023 at 11:25 PM, Gamer-4ever said:

ხო რავიცი ბრაკი შემხვდა ეტყობა მაგრამ რეიზერზე ბევრი უარყოფითი მომისმენია ამ ფორუმზე ძირითადათ , ძველი ფორუმელებიც წერდენ სენსორი გაუფუჭდაო, და კიდევ რამდენიმე უარყოფითი კომენტარი წავიკითხე , ატყობა ახასიათებს რეიზერს ეგეთები

ეგ ცოტა ხმაც არ უნდა ქონდეს , მე ნერვებს მიშლის , უნდა იმუშაოს წესივრად,  ისე გიო ცოტა ხანი ამუშავე და სხვა იყიდე უფრო ხარისხიანი  , ისე ეს დეზადერი საკაიფოა ჯერ, სქროლიც საერთოდ უხმო აქ და რბილად მოძრაობს , აი რო დავასტიკერებ სხვა ვიდზე დადგება 

პირადად მე საშინელი გამოცდილება მაქვს Razer-ის პროდუქციასთან და სულ რომ მაჩუქონ მაინც არ გავეკარები მაგ ბრენდის პროდუქციას...

ჯერ სანამ მექანიკური კლავიატურები შემოვიდოდნენ და დაჟე სანამ მანათობელი კლავიატურები იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე Razer Lycosa კლავიატურა. ძალიან ლამაზი იყო და ლურჯად ანათებდა. ნუ რათქმაუნდა ფასი ცეცხლის ქონდა იმიტომ რომ რეიზერია. შეფუთვები, სტიკერები ბლომად მოყვა. მარა ესეთი პრობლემა ქონდა - პერიოდულად უცბად იფრიზებოდა და არაფერი არ შველიდა გარდა ხელით კაბელის გამოღების და ახლიდან შერჭობის მაზერზე... მაგათ მხარდაჭერას მივწერე და ქარხნული ბრაკი არისო და ვერაფერი ეშველებაო. მოკლედ ბრაკი იყო და მაგრად მაწამებდა. აი ეს პრობლემა ქონდა ზუსტად და კომენტარებს თუ გადახედავ ნახავ რამდენს ქონდა ეგ პრობლემა კიდევ. ხო კიდევ, კლავიშებს სულ გადაცდა ასოები იმდენად საშინელი ხარისხის კლავიატურა იყო. ფასი კი ქონდა ცეცხლის, 170 ლარი. მაშინ ეგ ძვირ ფასში გადიოდა და მაშინდელ ლარსაც უფრო ძალა ქონდა.

მერე, რამოდენიმე წლის შემდეგ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ისევ Razer ვიყიდე მაუსის ყიდვა რომ მინდოდა. ვიყიდე Razer Lachesis მაუსი. ჯერ ხომ დახტოდა კურსორი ცუდად და მერე 2 წლის შემდეგ საერთოდ დაიბრიდა ეგ მაუსის. მგონი ლაზერი დაებრიდა. ანუ ანათებდა მარა კურსორი არ მოძრაობდა. რათქმაუნდა მაგასაც ცეცხლის ფასი ქონდა, 200 ლარი მივეცი მახსოვს. მაგასაც ბროშურები და სტიკერები ოხრად მოყვა. ტყუილა არაა გავრცელებული მოსაზრება რომ Razer ბროშურებზე და შეფუთვაზე უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე პროდუქციის ხარისხზე... ანუ მარტო ამ ფორუმზე არა, ნებისმიერ ინტერნაციონალურ ფორუმზე რომ შეხვიდა, იქაც ბლომად შეგხვდება ხალხი რომელსაც არ ევასება და ლანძღავს ამ ბრენდს ზუსტად მაგ მიზეზების გამო, თუმცა ფანებიც არსებობენ.

ეხლა არ ვიცი როგორაა სიტუაცია - გამოასწორეს თუ არა ხარისხი თუ ისევ ისეთივე ნაგავია, მარა მე რომ რეიზერის არაფერს ვიყიდი ეგ ნამდვილად ვიცი 😄

ეხლა კორსარის მექანიკური კლავიატურა მაქვს, ძველი მოდელი. აი ახალი ხილი რომ იყო მექანიკური კლავიატურები, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე და დღემდე მუშაობს უპრობლემოდ. ერთი გადაცვეთაც არ აქვს კლავიშებს.

მაუსებიდან Logitech G502 მაქვს, პირველი გამოცემა. ეგეც ძალიან ადრე ვიყიდე და მაგასაც არანაირი ცვეთა, არანაირი ნაკლი არ აქვს მთელი ამ წლების შემდეგაც კი.

Link to comment
Share on other sites

მე ახლო შეხება არ მქონია მაგრამ რასაც ვუყურებ როგორც გაგიმართლებს ისეთი, სულ ჰაი ენდ მოდელებზე შეიძლება შედარებით კარგი სიტუაცია იყოს ქარხნულ ბრაკს რაც შეეხება, დანარჩენებზე ლატარეასავითაა მგონი, ზოგს უმუშავებს კარგათ დაჟე ამ ფორუმზე, ზოგს არა, თან ფასს არა აქვს დიდი მნიშვნელობა იაფიანი მუშაობდეს შეიძლება და 100 ლარით ძვირი რომელიც ღირს ადვილათ გაუბეროს მაგ მოდელმა, ნუ აქ უფრო მაუსები ქონდა ბევრს, კლავა მგონი არა

Link to comment
Share on other sites

ჰო მახსოვს @ditendra08 შენი ამბები. მაგის ფონზე მეც ვერიდებოდი razer-ის პროდუქციის ყიდვას მაგრამ მაუსი (კონკრეტულად) deathader სერია იმდენად იდეალურია რომ 2 ცალი მაქვს და ტექნიკური წუნი არ შემინიშნავს. სხვა არაფეფერი მიყიდია თუმცა კლავიატურას ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ კლავიატურებიც მეტობით მაქვს :D corsair k70 rgb ძველი, brown სვიჩებზე და glorius GMMK ეგეc ბრაუნ სვიცებზე.

საბოლოოდ მაინც გამოდგომაზეა. ან კარგი შეგხვდება უდეფექტო და მუსაობს ვირივით ან თავიდანვე ტექნიკური წუნითაა. ერთმა მეგობარმა razer mamba იყიდა ადრე და ბრაკი იყო მიაბრუნა, ერთს ამ ბოლოს razer basilisk ქონდა და სოფთვეარის დააფდეითებიდან დააფდეითებამდე პრეიოდულად უბერავდა. ჩემსას ერთხელ ქონდა მხოლოდ გაბევა ვინდოუსის განახლების მერე სანამ სოფთი განახლა, მარჯვენა კლიკს ეშვებოდა თავისით პერიოდულად. განახლებაში გამოასწორეს და ჩემთვის ნომერ 1 მაუსია deathader-ი. ამიტომ ალბათ მომავალში კიდე გავრისკავ :D 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, MaKaSaRa said:

ხო, შეიძლება მოდელებზეა დამოკიდებული ან შეიძლება გამოასწორეს ხარისხი, არ ვიცი. უბრალოდ როცა ამდენჯერ ესეთი ცუდი გამოცდილება დაგემართება ერთ ბრენდზე მერე უკვე შიში გიყალიბდებდა ადამიანს იგივე ბრენდის რამე რომ იყიდო.

ყავისფერი სვიჩები არ მქონია. სულ წითლები გვაქვს სახლში. ლურჯი გვქონდა და გავაჩუქე ეგ კლავიატურა. ხმაურმა ძაან შეგვაწუხა 😄 წითლები იდეალურია ჩემთვის. მარა HyperX-ის წითლები სხვანაირია ცოტა (cherry-mx) არ აქვს, მგონი რაღაც თავისი აქვს როგორც ვიცი და ჩემ მეუღლეს ზუსტად ეგ hyperx ვუყიდე და იმის ხმა კიდევ უფრო მომწონს ვიდრე ჩვეულებრივი cherry-mx-ის. მომავალში თუ გამოცვლი კლავიატურას სავარაუდოდ HyperX Alloy Elite 2-ს ავიღებ (dedicated media კლავიშები მნიშვნელოვანია ქონდეს ჩემთვის) ან Corsair K70 RGB PRO-ს, მარა ეგ უფრო ძვირი ღირს...

Link to comment
Share on other sites

19 hours ago, ditendra08 said:

პირადად მე საშინელი გამოცდილება მაქვს Razer-ის პროდუქციასთან და სულ რომ მაჩუქონ მაინც არ გავეკარები მაგ ბრენდის პროდუქციას...

ჯერ სანამ მექანიკური კლავიატურები შემოვიდოდნენ და დაჟე სანამ მანათობელი კლავიატურები იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე Razer Lycosa კლავიატურა. ძალიან ლამაზი იყო და ლურჯად ანათებდა. ნუ რათქმაუნდა ფასი ცეცხლის ქონდა იმიტომ რომ რეიზერია. შეფუთვები, სტიკერები ბლომად მოყვა. მარა ესეთი პრობლემა ქონდა - პერიოდულად უცბად იფრიზებოდა და არაფერი არ შველიდა გარდა ხელით კაბელის გამოღების და ახლიდან შერჭობის მაზერზე... მაგათ მხარდაჭერას მივწერე და ქარხნული ბრაკი არისო და ვერაფერი ეშველებაო. მოკლედ ბრაკი იყო და მაგრად მაწამებდა. აი ეს პრობლემა ქონდა ზუსტად და კომენტარებს თუ გადახედავ ნახავ რამდენს ქონდა ეგ პრობლემა კიდევ. ხო კიდევ, კლავიშებს სულ გადაცდა ასოები იმდენად საშინელი ხარისხის კლავიატურა იყო. ფასი კი ქონდა ცეცხლის, 170 ლარი. მაშინ ეგ ძვირ ფასში გადიოდა და მაშინდელ ლარსაც უფრო ძალა ქონდა.

მერე, რამოდენიმე წლის შემდეგ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ისევ Razer ვიყიდე მაუსის ყიდვა რომ მინდოდა. ვიყიდე Razer Lachesis მაუსი. ჯერ ხომ დახტოდა კურსორი ცუდად და მერე 2 წლის შემდეგ საერთოდ დაიბრიდა ეგ მაუსის. მგონი ლაზერი დაებრიდა. ანუ ანათებდა მარა კურსორი არ მოძრაობდა. რათქმაუნდა მაგასაც ცეცხლის ფასი ქონდა, 200 ლარი მივეცი მახსოვს. მაგასაც ბროშურები და სტიკერები ოხრად მოყვა. ტყუილა არაა გავრცელებული მოსაზრება რომ Razer ბროშურებზე და შეფუთვაზე უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე პროდუქციის ხარისხზე... ანუ მარტო ამ ფორუმზე არა, ნებისმიერ ინტერნაციონალურ ფორუმზე რომ შეხვიდა, იქაც ბლომად შეგხვდება ხალხი რომელსაც არ ევასება და ლანძღავს ამ ბრენდს ზუსტად მაგ მიზეზების გამო, თუმცა ფანებიც არსებობენ.

ეხლა არ ვიცი როგორაა სიტუაცია - გამოასწორეს თუ არა ხარისხი თუ ისევ ისეთივე ნაგავია, მარა მე რომ რეიზერის არაფერს ვიყიდი ეგ ნამდვილად ვიცი 😄

ეხლა კორსარის მექანიკური კლავიატურა მაქვს, ძველი მოდელი. აი ახალი ხილი რომ იყო მექანიკური კლავიატურები, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე და დღემდე მუშაობს უპრობლემოდ. ერთი გადაცვეთაც არ აქვს კლავიშებს.

მაუსებიდან Logitech G502 მაქვს, პირველი გამოცემა. ეგეც ძალიან ადრე ვიყიდე და მაგასაც არანაირი ცვეთა, არანაირი ნაკლი არ აქვს მთელი ამ წლების შემდეგაც კი.

ხო ისეთი ვიზუალით აკეთებენ ყველაფერს რო იდეალური გეჩვენენა და ყიდულობ,  მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა ლამაზად შეფუთული უხარისხო პროდუქტი , მაგრამ ბოლო შენაძენზე მაგას ვერ ვიტყოდი , საკაიფო მაუსია Basilisk V3, ეტყობა რო ხარისხიანია და კმაყოფილი ვარ , მაგრამ სახელი რო აქვთ გატეხილი უკვე მაინც ვერ უყურებ კაი თვალით 

მოკლედ რაცარუნდა იყოს მაიც რეიზერს ვიყიდი მომავალშიც , მომწონს ერთი სიტყვით 

აი ჩემ ორ მაუსს ესეთი ლუფტები ქონდა და მაგრა არ მესიამოვნა , რაღაცნაირად დისკომფორტს ქმნის , კი გამოვასწორე მაგრამ კარგ ბრენდს არ უნდა ჭირდებოდეს დაშლები და რემონტი , არც ბრაკი უნდა ქონდეს იმიტო რო სანამ შეიფუთება უნდა შეამოწმონ წესით 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.