Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    77
  • Joined

  • Days Won

    2

ditendra08 last won the day on October 20 2023

ditendra08 had the most liked content!

About ditendra08

  • Birthday 12/29/1984

Profile Information

  • Gender
    Male
  • Interests
    Computers, video games...
  • OS
    Windows 11 Pro
  • CPU
    i5-10400F
  • Cooler
    A.F. 34 eSports
  • MoBo
    Gigabyte B460M
  • GPU
    Asus RTX 3080
  • RAM
    32GB Viper S.S.
  • SSD
    Solidigm P41 Plu
  • HDD
    2TB + 4TB
  • PSU
    XFX PRO1050W
  • Case
    HAF 912 Plus
  • Monitor
    Dell S2721D
  • Phone
    Redmi 12

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

ditendra08's Achievements

Collaborator

Collaborator (7/14)

  • One Year In Rare
  • Collaborator Rare
  • Dedicated Rare
  • Reacting Well Rare
  • First Post Rare

Recent Badges

14

Reputation

  1. USA2Georgia-ის არ უნდა გაეკარო ადამიანი. პრინციპის ამბავია. ეგეთი კომპანიები უნდა დასაჯო და დაიკიდო, სხვასგან გამოიწერო რომ ჭკუა ასწავლო ეგეთ ღორ კომპანიებს. ყველაზე ძვირიანია და პირდაპირ გძარცვავენ. ადრე კლავიატურა გამოვიწერე და 105 ლარი გადამახდევინეს შიპინგის. მაგის მერე ჩემი ფეხი მაგათთან არ ყოფილა. მე ინექსიდან ვიწერ და პრობლემა არ შემქმნია ჯერ. ერთადერთი კომპანიაა რომელიც რეალურ წონაში თვლის, არ აქვს მნიშვნელობა რა სიმგრძეა ან რა მძიმეა ამანათი. ნელები არიან, მაგრამ პრობლემა არ მქონია. მაგათთან და გავაგრძელებ გამოწერას. ჯობია გვიან ჩამოვიდეს და იაფი გადაიხადო, ვიდრე მალე და ორმაგი თანხა გადააგდო.
  2. მოკლედ სამივე პანელი დავტესტე, TN, IPS და VA და თამამად შემიძლია ვთქვა რომ VA მომეწონა ყველაზე ძალიან. TN პანელს ყველაზე სწრაფი რეაგირების დრო აქვს როგორც მახსოვს, მაგრამ ხედვის კუთხეები აქვს საშინელი, გვერდიდან და ქვემოდან რომ ახედავ რენტგენივით ჩანს და თუ არ მეშლება ყველაზე ძველი პანელია ამ სამიდან. თუმცა სწრაფი რეაგირების გამო როგორც ვიცი ონლაინ competitive გეიმერები (CS-ს და მსგავს თამაშებს ვინც თამაშობენ) ძირითადად ამ პანელს ანიჭებენ უპირატესობას და რაც შეიძლება მაღალ ჰერციან მონიტორებს ხმარობენ. IPS თითქმის ისეთივე სწრაფი რეაგირების დრო რაც TN-ს, თუმცა ხედვის კუთხეების პრობლემა არ აქვს, მაგრამ შავი ფერის დამუშავება აქვს საშინელი და შავ ფონზე ანარეკლის ეფექტი აქვს, თითქოსდა სარკეა უკანო. VA პანელს, არც ხედვის კუთხის პრობლემა აქვს და არც შავი ფერის დამუშავების. აშკარად ჯობია იმ ორ პანელს მაგ საქმეში. უბრალოდ VA პანელს რეაგირების დრო აქვს ყველაზე ცუდი იმ ორ პანელთან შედარებით. საერთო ჯამში, ეხლა რომ ვყიდულობდე ახლიდან მონიტორს VA პანელზე ავიღებდი. ონლაინ ჩემპიონატებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალო BF 2042-ის სათამაშოდ გასართობად პრობლემას არ შემიქნიდა. სახლში IPS მაქვს და სამსახურში ეხლა VA დამიდგეს და ეს ბოლო მირჩევნია. და სხვათაშორის დავაკვირდი რომ VA პანელზე სურათზე თუ რამე ხარვეზია და კარგად არაა დამუშავებული სურათი უფრო ეტყობა ვიდრე IPS-ზე და TN-ზე. მაგალითად რაღაც სურათია სადაც ვერ ვხედავდი ხარვეზს და ეხლა რომ დავიდგი VA პანელიანი მონიტორი შევამჩნიე რომ არაა კარგად დამუშავებული ეგ სურათი და შავ ადგილას ეტყობა რომ ვინც დაამუშავა windows 7-ის ტასკბარი ქონდა ოლედზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ მქონია შეხება.
  3. ჩემთან ესეთი პრობლემა მაქვს. როცა BF 2042-ს ჩავრთავ ხოლმე მაშინ გამოდის წუილის ხმა დინამიკებიდან და სულ 0-ზე რომ დავაყენო ხმა, მაინც გამოდის. სხვა დროს არ აქვს ლოლ.
  4. მე ძალიან არ მომწონს ეს ახალი პროცესორები რაც გამოდის. AMD არ ვიცი, არ მქონია, მაგრამ ინტელის ბოლო პროცესორები, განსაკუთრებით i9-ები და i7 ჩვეულებრივი ფეჩებია. ფაქტიურად ტოპ ჰაერის გაგრილებებიც ვერ ერევა. 14700k პროცესორი ვიყიდეთ და საშინელი ფეჩია. ადრე ენერგო მოხმარებაზე ახდენდნენ ფოკუსს და მომწონდა, მარა ეხლა როგორც ჩანს დაიკიდეს ენერგო მოხმარება და მთავარი აქცენტი სიმძლავრეზე აქვთ გაკეთებული. იმედია მომავალში შეიცვლება სიტუაცია...
  5. კი სამუდამოა. მე მაქვს ეგრე ნაყიდი. კარგი ისაა რომ დიდი ალბათობით ახალი ვერსია როცა გამოვა ვინდოუსის იმაზეც უფასოდ გადახვალ ნუ ყოველშემთხვევაში მაიკროსოფტი ჯერ-ჯერობით ყოველთვის ეგრე აკეთებდა გადასვლა უფასო იყო ხოლმე.
  6. მადლობა ლინკებისთვის მარა იყოს რაც არის. დავიტოვებ ამას როგორც არის. ეხლა კლავიატურისთვის ვაგროვებ ფულს შემდეგ თვეში.
  7. არ გამოვა შეჩვევა ჩემს შემთხვევაში იმიტომ რომ სამსახურში ის Logitech G502 დავაყენე (ბანძ საოფისე მაუსის მაგივრად) და რამდენჯერაც სახლში მოვდივარ G502-ის მერე, ისევ ვრძნობ სხვაობას არ გამიგია ნვიდიას რეფლექსი სიმართლე რომ გითხრა. პირველად მესმის ეგ სიტყვა. რამე ახალი რამეა?
  8. ვერ შევეგუე მაინც ამ მჩატე მაუსს. ჩემი ძველი G502 სამსახურში წავიღე და იქ ვხმარობ და სახლში რომ მოვდივარ და Basilisk-ს ვხმარობ, მაინც ვგრძნობ სხვაობას და არ მომწონს ეს მჩატე შეგრძნება. ეგ შეგრძნება რაღაც უხარისხო, პლასტმასის შეგრძნებასთან ასოცირდება ჩემში, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ უხარისხო არაა. უბრალოდ არ მომწონს მჩატე მაუსები და ეგაა. 4/5 დავუწერე ამაზონზე შეფასება ამ მაუსს მაგის გამო. იდეალური მაუსი იქნებოდა სიმძიმეების ჩასადები რომ მოყოლოდა როგორც G502-ს მოყვება მიუხედავად იმისა რომ არ გამომიყენებია G502-ზე, ისედაც მძიმე მაუსია დამატებითი ჩასადებების გარეშე. აი ამასაც რომ მოყვებოდეს მართლა იდეალური მაუსი იქნებოდა და ორივე კატეგორიას გაახარებდა - მჩატე და მძიმე მაუსის მოყვარულებს. დანარჩენი სხვა მხრივ მართლა ძალიან კარგი მაუსია.
  9. ნიკორაში რომ აქვთ N1 რომ აწერია ეგ ვიყიდე და აშკარად რაღაც ის გემო არ ქონდა რაც ბურახს უნდა ქონდეს. მერე სათაურს დავხედე და გარკვევით აწერია "სასმელი ბურახის არომატით". ანუ გამოდის არაა რეალური ბურახი, არამედ ბურახის იმიტაციაა. არ ვარგოდა. რაღაც ამ ბოლო დროს Gorilla Mint დავამუღამე და ამ ბოლო დროს მაგას ვყიდულობ.
  10. მადლობა ხო მიჩვევის ამბავია. დრო მჭირდება და ესეც მძიმედ მომეჩვენება. სოფტს ვიყენებ მე. განათება ჩემს გემოზე დავაყენე რომ 10 წუთში გაითიშოს არა აქტიურობის შემდეგ და გვერდითა ღილაკებს ვცვლი ხოლმე ყოველთვის. სტანდარტულად პირველი ღილაკი არის forward და მეორე back, მარა მე პირიქით ვარ შეჩვეული. პირველ ღილაკზე back უფრო მეკომფორტულება და ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგ ღილაკს როცა უკან მინდა გასვლა. DPI 1200-ზე მაქვს მე. არ ჩანს ეგ Logitech ცუდი, მაგრამ მედია ღილაკები არ აქვს მაგას და არ გამოდგება ჩემთვის. მედია ღილაკები სუპერ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩართვა დაპაუზება სიმღერის ან უკან და წინ წასვლა სიმღერის პლეილისტში და ხმის აწევ დაწევის ღილაკი.
  11. ჩამოვიდა როგორც იქნა Razer Basilisk V3. მომეწონა ძალიან. Matte ზედაპირი რომ აქვს პრიალას მაგივრად ეგეც მომწონს. ვიზუალით უკეთესად გამოიყურება ქვემოთ RGB განათება რომ დაკრავს. სქროლის ბორბალი უფრო ჩუმია ვიდრე G502-ის რაც ასევე პლიუსია. ლუფტის პრობლემაც არ აქვს რაც G502-ზე მქონდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ ძალიან. ჯერ-ჯერობით რაც მაუსები მქონია საუკეთესოა. ისე ძალიან მჩატეა G502-თან შედარებით და ცოტა მიჭირს შეგუება. ცუდი არაა, უბრალოდ რაღაცნაირი განსხვავებული შეგრძნებაა ესეთი მჩატე როა. ჰო, კიდევ სოფტიც უკეთესი აქვს ჩემი აზრით. მაგალითად G-hub-ში ვერ აირჩევ რამდენ წუთში გაითიშოს განათება. აქ შეგიძლია 0-15 წუთამდე აირჩიო ან მონიტორთან ერთად რომ გაითიშოს ეგ აირჩიო. ერთი რასაც ვისურვებდი კარგი იქნებოდა რომ დამატებითი სიმძიმეები მოყოლოდა, მარა დიდ მინუსად არ მიმაჩნია ეგ. ზოგად ჯამში მომეწონა ძალიან. შემდეგ თვეს კლავიატურის აფგრეიდს ვაპირებ. ვფიქრობდი რადგან მაუსი Razer-ის მაქვს ბარემ კლავიატურაც Razer-ის ამეღო და რომ გადავხედე full size კლავიატურა მედია ღილაკებით მარტო ეს ვნახე. $175 ძალიან ძვირია. განბაჟებასაც ცდება და ყველაფერს ლოლ. მაგდენს ვერ მივცემ, გამორიცხულია. ისევ HyperX Elite 2-ს დავითრევ. უმაგრესი ფასი აქვს. ჯანდაბას იყოს სხვადასხვა ბრენდის. ეხლაც სხვადასხვა ბრენდის მაქვს 8BitDo ძალიან მაგარი ბრენდია. მაგის კონტროლერი მაქვს თავისი dock station-ით. საუკეთესო კონტროლერია რაც მქონია ჩემი აზრით.
  12. ხო მეც bf3 და bf4ს ვთამაშობდი სანამ ამას ვიყიდდი. ძველი დრო და იარაღები არც მე არ მიყვარს. Call of dutyები არცერთი არ მომწონდა ონლაინში. ეგ Warzone წავითამაშე ცოტა და battle royale ჟანრია რომელიც ძალიან არ მიყვარს, ასე რომ არც გამიგრძელებია ისე წავშალე. ონლაინ თამაშებიდან rainbow six siege, the division, for honor, CSGO, rainbow six extraction, dead by daylight - ამეებს ვთამაშობდი ერთი პერიოდი მარა ყველა მომბეზრდა. ეხლა ძირითადად ან ამ ახალ bfს ჩავრთავ ხოლმე ან ready or notს და ეგაა. ისე რაღაც Facebook ის თამაშს ვთამაშობ აქტიურად წლებია და მაგ თამაშზე წინ არცერთ თამაშს არ ვაყენებ და ფულსაც ვრიცხავ ხოლმე პერიოდულად იმ თამაშში. დღის უმეტეს ნაწილს მაგ თამაშს ვუთმობ და საღამოს ცოტა დრო თუ მომრჩა bfს ჩავრთავ ხოლმე.
  13. ონლაინში ასწორებს Ready or Not თამაში რეალურ გუნდთან მიკროფონით. გუნდურ-ტაქტიკური თამაშია. გუშინ წავითამაშე ცოტა, მე, ერთი გერმანელი, ერთი რუმინელი და ერთი უნგრელი ვიყავით გუნდში და გაასწორა ძალიან. კაი ბლომად რუკებზე ვითამაშეთ. ამჟამად ჩემი ტოპ საყვარელი ონლაინ თამაშები ესაა: Battlefield 2042 Killing Floor 2 Ready or Not
  14. @Blue_Origin, კი, ეგრე იცის უცბად სიკვდილი. ეგრე მოკვდა ორივე სსდ ჩემთან, უცაბედად არანაირი სიმპტომების გარეშე. ისე, ორივე 120გბ-იანები იყო, სხვადასხვა ბრენდის.
  15. ხო, პერიფერიას მეც ვაქცევ ყურადღებას. მაუსი, კლავიატურა ისეთი რამეა, ყოველდღე გაქვს შეხება რამდენჯერაც დაჯდები და ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. მადლობა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.