Jump to content

GTX 460-ის არასტანდარტული ვერსიები

Recommended Posts

მას შემდეგ, რაც კორპორაცია Nvidia-მ წარმოადგინა GF104 ჩიპზე დაფუძნებული ახალი ვიდეოდაფა სახელწოდებით GTX460, რამდენიმე მწარმოებელმა გადაწყვიტა მისთვის განსხვავებული შესაძლებლობები და დიზაინი მიენიჭებინა. საუბარი რასაკვირველია ეხება ე.წ. OC ვერსიებს და არასტანდარტული გაგრილების სისტემებს, რომლებმაც Fermi-ს საკმაოდ ცხელი არქიტექტურა თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნორმალური ტემპერატურის ფარგლებში უნდა შეინარჩუნონ. რეალურად GF სერიის GPU-ები რომ მაღალი ტემპერატურისადმი დიდი მოყვარულები გამოვიდნენ, ამას უკვე არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ბევრი მწარმოებელი მარკეტინგული მოთხოვნებიდან გამომდინარე მაინც ცდილობს ააჩქაროს რეფერენს მოდელები, შერებოს ისინი განსხვავებულად, საუკეთესო შემთხვევაში დაუყენოს უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა და გაყიდოს უფრო მარალ ფასად, ვიდრე უბრალო (რეფერენს) მოდელი.

კორპორაცია EVGA-მ, რომელსაც მსგავსი სიტუაციებით ხელის მოთბობა სჩვევია, სულ ეხლახანს დაანონსა GTX460-ის აჩქარებული ვერსია. ამ მოდელის GPU-ს სიხშირე 763MHz-ს შეადგენს, შეიდერები 1526Mhz-ზე მუშაობენ ხოლო ვიდეომეხსიერების ჩიპები კი 3800MHz-ზე. ამ უკანასკნელის მოცულობა 768MB-ით განისაზღვრება, ხოლო ინტერფეისი კი 192 ბიტით. ურიგო არ იქნება თუ გარეგნულადაც შევათვალიერებთ მას.

f775813a7f8f.jpg

როგორც ხედავთ EVGA-ამ კვლავინდებურად არ შეიწუხა თავი გაგრილების სისტემაზე ფიქრიტ და ახალ 460-ს უბრალოდ სიხშირეები მოუმატა. მისი ფასი 199$-დან ანუ რეფერენსის ფასიდან ავიდა $219.99-მდე.

მეორე არანაკლებ სერიოზული მწარმოებელი, რომელმაც გადაწყვიტა GTX460-ის მისეული ვერსია გამოეშვა არის GIGABYTE. კომპანიას უნაკლო რეპუტაცია აქვს და არც კატასტროფულად მაღალი ფასებით გამოირჩევა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი ყოველთვის ზრუნავს აცქარებული ვიდეოდაფების ეფექტურ გაგრილებაზე. აი მაგალითიც, თქვენს წინაშეა GIGABYTE GTX460:

7853cd67c6c5.jpg

საკმაოდ საინტერესოა მისი ტექნიკური მახასიათებლები. ჩემის მხრიდან ურიგო არ იქნება, თუ მათ გაგაცნობთ. გრაფიკული პროცესორის სიხშირე 715Mhz-ს უტოლდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვიდეომეხსიერება 1GB-მდეა გაზრდილი და 3600MHze მუშაობს. მეხსიერების ტიპი რაღათქმაუნდა GDDR5-ია. შეიდერები კი 1430Mhz სიხშირეზე ცდილობენ გააკეთონ საქმე. ამ მოდელის ფასი სულ რაღაც $209.99-ია.

დაბოლოს მესამე ვიდეოდაფა, რომელიც ყველაზე მძლავრი GTX460-ია დღეისათვის. Palit GTX 460 SONIC PLATINUM. სამწუხაროდ მისი ფოტოები ჯერ არ მოიპოვება, სამაგიეროდ უკვე ცნობილია მისი ტექნიკური სპეციფიკაციები. GPU სრულ 800MHz-მდეა აჩქარებული. შეიდერების სიხშირე აწეულია 1600Mhz-მდე ხოლო მეხსიერების კუთხით კი სერიოზული ცვლილებებია გატარებული, რასაც აუცილებლად მოგახსენებთ. ვიდეომეხსიერების სიხშირე 4000MHz-ზე არის აწეული, ხოლო ინტერფეისი კი 256 ბიტს შეადგენს ნაცვლად 192-ისა. მოცულობა კი 1GB-ია. მისი დაბევება უკვე შეგიძლიათ $244.99-ად.

Link to comment
Share on other sites

იმ დღეს ერთმა მითხრა 460 სულ მინიმუმ 700 კვება უნდაო და რაღაც არამგონია 600 დავიჯერო ვერ მოერევა? :|

Link to comment
Share on other sites

იმ დღეს ერთმა მითხრა 460 სულ მინიმუმ 700 კვება უნდაო და რაღაც არამგონია 600 დავიჯერო ვერ მოერევა? :|

500-იც მოერევა უპრობლემოდ ოღონდ ხარისხიანი კვება უნდა

ჩვენთან მაღაზიებში რომ იყიდება კმექსის "რეალური" კვების ბლოკები ეგ 800-იც არ ეყოფა

Link to comment
Share on other sites

რეალურ კვებაზე მაქვს სუბარი ალტაშიც ეგ მითხრეს და კიდევ ერთ მაღაზიაში რეალური 700 კვება უნდა მაგარი კი გამიკვირდა მაგრამ რავიცი ვინმეს თუ აქვს ეგება გამაგებინოს რა კვებაზე ამუშავებს

Link to comment
Share on other sites

500-იც მოერევა უპრობლემოდ ოღონდ ხარისხიანი კვება უნდა

ჩვენთან მაღაზიებში რომ იყიდება კმექსის "რეალური" კვების ბლოკები ეგ 800-იც არ ეყოფა

+1

ეს კვება თავისუფლად ეყოფა:

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16817151094

ეს კი ვერა:

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16817171039

მიუხედავად იმისა რომ 600 ვატიანია და ნონეიმი არ არის, ქულერმასტერია

Link to comment
Share on other sites

რეალურ კვებაზე მაქვს სუბარი ალტაშიც ეგ მითხრეს და კიდევ ერთ მაღაზიაში რეალური 700 კვება უნდა მაგარი კი გამიკვირდა მაგრამ რავიცი ვინმეს თუ აქვს ეგება გამაგებინოს რა კვებაზე ამუშავებს

მოდი ეს დაიმახსოვრეთ

რეალურია კვება თუ active PFC-ზეა

თუ პასიურია PFC მაშინ ძალიან მაგარი ბრენდი უნდა იყოს რომ ჩათვალო ხარისხიანია

თუ პასიურია PFC და 700 ვატი აქვს და ზედ 40 ამპერი აწერია +12 ვოლტზე ჩათვალე ნაგავია

მოკლედ ბრენდს უყურეთ და PFC-ს

ნუ 80+ სერტიფიკატი თუ აქვს კვების ბლოკს ჩათვალე აუცილებლად active PFC-ზეა და აუცილებლად რეალური

ისე იაგო cooler master-ის კვებაზე ვერ დაგეთანხები

ჩემის აზრით ეგ 600 ვატიანი ეყოფა 460-ს :)

ნუ seasonic-ზე გეთანხმები

ეგ 520-იანი ჯობია მაგ 600 ვატიან cooler masters მაგრამ არც ეგ cooler maser-ია ჯაბანი IMHO

Link to comment
Share on other sites

ხოდა ეგება ეგეც მიმასწავლოთ სად ვიყიდო შედარებით იაფ ფასში მასეთი კვება რომ 460 პრობლემას არ წარმოადგენდეს E7500 მაქვს პროცესორი

Link to comment
Share on other sites

ხოდა ეგება ეგეც მიმასწავლოთ სად ვიყიდო შედარებით იაფ ფასში მასეთი კვება რომ 460 პრობლემას არ წარმოადგენდეს E7500 მაქვს პროცესორი

იაფ ფასში რამდენში?

თანხა?

ეგ კვება ჰქონდა გიოს(ოვერდოზედს) და 4870 თუ გტხ 260 ვერ დაძრა

Link to comment
Share on other sites

იაფ ფასში რამდენში?

თანხა?

სადღაც 100 ლარში რომ ჩავეტიო რაღაც მეეჭვება მაგრამ მაინც ნუ ცოტა მეტიც შემიძლია მაგრამ

თუ მაგ ფასში ვერ ჩავეტევი მაშინ ალბათ HD 5770-ს ვიყიდი მემგონი არაფრით ჩამოუვარდება 460-ს ხო?

Link to comment
Share on other sites

ეგ კვება ჰქონდა გიოს(ოვერდოზედს) და 4870 თუ გტხ 260 ვერ დაძრა

მოკლედ რა

passive PFC არ უნდა იყიდო კვება უსინდისო ვიყო :D

სადღაც 100 ლარში რომ ჩავეტიო რაღაც მეეჭვება მაგრამ მაინც ნუ ცოტა მეტიც შემიძლია მაგრამ

თუ მაგ ფასში ვერ ჩავეტევი მაშინ ალბათ HD 5770-ს ვიყიდი მემგონი არაფრით ჩამოუვარდება 460-ს ხო?

100 ლარში ნორმალური არაფერი მოგივა

FSP-ს ბრენდის კვების ბლოკს თუ ნახავ სადმე

იაფად ეგენი იშოვება ან ნახმარი რამე

ერთი თავით მაღლა დგას 460 5770-ზე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ოვერლოქინგში უფრო დიდ პოტენციალი აქვს დალშე მაინც რა არის მთავრი განსხვაება

Link to comment
Share on other sites

ეს კარტა 250-ზე ნაკლებს ჭამს მგონი,

Link to comment
Share on other sites

ოვერლოქინგში უფრო დიდ პოტენციალი აქვს დალშე მაინც რა არის მთავრი განსხვაება

კვების ბლოკზე ამბობ?

რა ოვერქლოქი

სტაბილურია

ძაბვის ვარდნაზე ჩემთან სახლში ტელევიზორი ითიშიება და კომპიუტერი არასდროს

თან UPS არასდროს მქონია, 10 წელია კომპიუტერი მაქვს

მეორე უფრო დაბალი ძაბვა სჭირდება კარგ კვებაზე

ანუ სიტყვაზე ბანძ კვებაზე რომ 1.2 ვოლტი უნდა სამუშაოდ პროცესორს

კარგ კვებაზე 1.1 ვოლტზე ამუშავებს იგივე სიხშირეზე

მერე ძაბვის რეგულაცია და დაცვა ძაბვის თამაშისგან

კომპიუტერის ნაწილების სიხცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება კარგი კვების ბლოკით

პლუს რაც უფრო მაღალია ეფექტურობა, 80+ და რამე მით ნაკლებ დენს წვავს კვების ბლოკი

ბანძი რო 400 ვატს დაგიწვავვს საათში ხარისხიანი საათში 300 ვატზე ნაკლებს წვავს და რეალურად დენს ზოგავ ყოველდღე

და ეს ყველაფერი წაკითხული კი არ მაქვს, პრაქტიკაში მაქვს ნანახი

ანუ ჩემი თვალით და ჩემს კომპზე გამოცდილი

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს რატომ უნდა გადაიხადო კვების ბლოკში 100 ლარით მეტი დაუფიქრებლად

Link to comment
Share on other sites

ანუ გამოდისროცა ჩველებრივი 400 ვატიანი კვება უფრო მეტს წვავს ვიდრე კარგი 600 ანი?

Link to comment
Share on other sites

მართალია სოსო ვეთანხმენი 980X 4.0 ზე უნოდა 1.3 ვოლტი ეხლა კიდე უნდა 1.21 ვოლტი ზუსტად

კვება არის რაც არის პლიუს ერთს იყიდი და მორჩა აღარ უნდა აფგრეიდი და არაფერი :D

Link to comment
Share on other sites

ანუ გამოდისროცა ჩველებრივი 400 ვატიანი კვება უფრო მეტს წვავს ვიდრე კარგი 600 ანი?

კი ერთი და იგივე სისტემაზე ბანძი 400 ვატიანი აი რეალურს რომ ეძახიან ისეთი გაცილებით მეტ დენს დაგიწვავს

ვიდრე ხარისხიანი active PFC და 80+ კვების ბლოკი თუნდაც 600 ვატიანი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ბარემ ჯიგარო მიმასწავლე აქ სადმე თუ იყიდება მასეთი კვება და რა ფასებშია დაახლოვებითი ფასები მეც ვიცი მაგრამ ალტაში და კიდევ ერთ მაღაზიაში მემგონი მაგარი ძვირია და არაეალური ფასები ადევს

ჩვენთან მაღაზიებში ეგეთი კვების ბლოკები იშვიათად

http://shop.gitec.ge/Products/1442-tt-675.aspx

http://shop.gitec.ge/Products/498-cs-650.aspx

OgaiB ყიდის საკაიფო კვების ბლოკს 90 დოლარად

http://forum.ge/?f=54&showtopic=34177289

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Gigabyte releases GeForce GTX460 overclocked WindForce 2X http://guru3d.com/news/gigabyte-releases-geforce-gtx460-overclocked-windforce-2x/

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

KFA2 launches GTX 460 RAZOR single slot cards http://guru3d.com/news/kfa2-launches-gtx-460-razor-single-slot-cards/

Link to comment
Share on other sites

ხოდა ეგება ეგეც მიმასწავლოთ სად ვიყიდო შედარებით იაფ ფასში მასეთი კვება რომ 460 პრობლემას არ წარმოადგენდეს E7500 მაქვს პროცესორი

http://www.tigerdirect.com/applications/SearchTools/item-details.asp?EdpNo=6491961&CatId=1079

ეგ კვება ჰქონდა გიოს(ოვერდოზედს) და 4870 თუ გტხ 260 ვერ დაძრა

იაგო მაშინ 9800GTX მქონდა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.