Jump to content

დამეხმარეთ PC - ს არჩევაში


Recommended Posts

გამარჯობათ . ვაპირებ კომპიუტერის ყიდვას 2000 ლარამდე რომ დამიჯდეს და ვერ გადავწყვიტე რა ნაწილებზე ან როგორი იქნება კარგი. მინდა გოტოშოპი და ვიდეომონტაჟის სწავლა და 3D არქიტექტურის სწავლა ცოტცოტა ვიცი და მინდა საფუძვლიანად ვისწავლო დ აკომპმაც არ მიღალატოს და დამეხმარეთ რამენაირად თუ შეგიძლიათ 

 მადლობა ყურადღებისთვის

Link to comment
Share on other sites

განვადებით გინდა თუ ფული უკვე გაქვს გადადებული კომპისთვის?

 

იმ საქმიანობისთვის რისთვისაც შენ გინდა, დაგჭირდება მრავალბირთვიანი პროცესორი და საშუალო დონის ვიდეო ბარათი მაინც, მიახლოებით მაგ ფასში რომ ჩაჯდე.

8 ბირთვიანი პროცესორი დაგჭირდება Ryzen 1700 რომელიც  300$-მდე ღირს თავის ქულერიანად. + 100$-მდე დაჯდება B350 ჩიპსეტზე დედაპლატა.  (თუ უფრო იაფად ნახავ ინტელის 8 ბირთვიან პროცესორს + დედაპლატას, შეგიძლია ეს ვარიანტიც განიხილო).

 

ვიდეო ბარათი ცოტა რთული ასარჩევია, გამომდინარე იქიდან რომ შენ თამაშები არ გაინტერესებს, მაშინ ალბათ უფრო workstation სეგმენტის ვიდეო ბარათი დაგჭირდება, 3D-ში რენდერისთვის. სხვა მხრივ, ვიდეო სარედაქტორო პროგრამებში, ჩვეულებრივი გეიმინგ სეგმენტის ვიდეო ბარათებიც კარგად მუშაობენ.

სავარაუდოდ მოგიწევს იმ პროგრამების მოძიება რომელშიც უნდა იმუშაო და იმ პროგრამებში რომელი ვიდეო ბარათებია კარგი, ამის მიხედვით უნდა აარჩიო. ზოგიერთ 3D პროგრამაში უფრო Nvidia არის კარგი, ზოგში AMD ჯობია, ზოგში სხვაობა მიზერულია.

 

სხვა დანარჩენ ნაწილებს უკვე დიდი არაფერი მნიშვნელობა არააქვს, უფრო გემოვნების და ფულის საკითხია.

 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

როგორც ჩანს აღარაა თემა აქტუალური

იხურება

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.