Popular Post ბექა Posted March 3, 2011 Popular Post Share Posted March 3, 2011 მოგესალმებით დღეს ვისაუბროთ დედადაფაზე კერძოდ პერსონალურ კომპიუტერებში (ლეპტოპისგან და სხვა მობილური მოწყობილობებისგან განსხვავებით ყველაზე მრავალფუნქციურზე). პერსონალურ კომპიუტერებში დედადაფა არის PCB (Printed circuit board) რაზეც განთავსებულია ყველა ის კომპონენტი რომლებზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ეს ნაწილები სხვადასხვა პერიფერიულ მოწყობილობებთან შეერთების შედეგად გვაძლევს სრულყოფილ გამართულ სისტემას. დედა დაფა ლათინურად - motherboard (ასევე მოხსენიებულია: main board, system board და კომპანია apple-ს კომპიუტერებში logic board) ზოგჯერ კი შემოკლებით mobo. თვალსაჩინოებისთვის სურათში მოცემულია სტანდარტული კომპონენტები 939 სოკეტზე : ახლა კი დავიწყოთ დედადაფის ისტორიით თავდაპირველად დედადაფამდე კომპონენტები ერთად იყო თავმოყრილი ერთ დაფაზე, შემდეგ კი დედადაფამ პერსონალურ კომპიუტერულ სამყაროს მისცა საშუალება ადვილად ცვლადი გამხდარიყო ესა თუ ის კომპონენტი, ანუ დედადაფა ეს არის „ადგილი“ სადაც შესაძლებელია განთვსდეს სხვადასხვა პერიფერიული ნაწილი.. გვიან 1980 და 1990 წლებში დედადაფა გახდა ეკონომიური და მობილური მასზე განთავსდა შემდეგი მაერთებლები როგორიცაა: კლავიატურა, მაუსი, ფლოპი დისკის სერიული პორტი, და პარალელური პორტები. 1990 წელს დედადაფებს არ გააჩნდათ აუდიო და ვიდეო, ასევე ქსელური მოწყობილობები, განსხვავებით დღევანდელი High-end და 3D გრაფიკის მქონე კომპიუტერებისაგან. თავდაპირველი მწარმოებლები დედადაფებისა იყვნენ : Micronics, Mylex, AMI, DTK, Hauppauge, Orchid Technology, Elitegroup, DFI. ისეთ პოპულალურ კომპანიებს როგორიცაა Apple და IBM გამოცემული ჰქონდათ სქემატური დიაგრამა და სხვა დოკუმენტაცია. ტერმინი mainboard ეს არის ერთი დაფა და არა სხვა დამატებითი კომპონენტების მქონე "პლატა", თანამედროვე თვალსაზრისით ეს გულისხმობს ჩანერგილ სისტემებს და საკონტროლო დაფებს ტელევიზიებისთვის, სარეცხი მანქანებისათვის და სხვა. ახლა გადავიდეთ მის მიმოხილვაზე დედადაფა ისევე როგორც Backplane (ჯგუფი მაკავშირებლებისა დაკავშირებული პარალელურად ერთმანეთის განცალკევებით) უზრუნველყოფს ელექტრონულ კავშირს სხვა კომპონენტებთან, მაგრამ განსხვავებით backplane-საგან იგი ასევე უკავშირებს ცენტრალური დამუშავების ობიექტებს და მასპინძლობს სხვა ქვესისტემებში მყოფ ხელსაწყოებს. ტიპიურ ე.წ. desktop computer-ს აქვს თავისი მიკროპროცესორი და main memory ძირითადი ოპერატიული და შემნახველი მეხსიერება) და სხვა აუცილებელი კომპონენტები რომლებიც დაკავშირებულია დედადაფასთან. სხვა კომპონენტები მაგალითად როგორიცაა external storage (გარე შემნახველი მოწყობილობა), კნტროლერი ვიდეობარათისათვის, აუდიო და პერიფერიული მოწყობილობები, შესაძლებელია დედადაფას დაუკავშირდეს კაბელით და შესაერთებელი ბარათებით, თუმცა თანამედროვე კომპიუტერებში ზოგიერთი კომპონენტი ერთადაა ინტეგრირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დედადაფისა ეს არის მიკროპროცესორული მხარდამჭერი (იგივე ), რომელიც უზრუნველყოფს კავშირს დამხმარე ინტერფეისების შორის როგორიცაა CPU(პროცესორი) და სხვადასხვა გარე კომპონენტები რომელბიც ჩიპსეტზე განსაზღვრავს დედადაფის თვისებებს და შესაძლებლობებს. თანამედროვე დაფები მოიცავს, როგორც მინიმუმ: სოკეტების (ან slot-ებს), რომლის ერთი ან მეტი მიკროპროცესორები შეიძლება იყოს დამონტაჟებულისლოტი, რომელშიც სისტემის ძირითადი მეხსიერება უნდა იყოს დაყენებული (ტიპიურად DIMM მოდულების სახის შემცველი DRAM ჩიპი).ჩიპსეტი რომელიც აყალიბებს კავშირს CPU-ის წინა სალტესა, მთავარი მეხსიერების და პერიფერიულ bus-ს შორის."არააქროლადი" მეხსიერების ჩიპი (ჩვეულებრივ Flash ROM თანამედროვე დაფებში) firmware თუ BIOS სისტემის შემცველი.საათის (cklock generator) გენერატორი რომელიც აწარმოებს სისტემის საათის სიგნალს სინქრონიზაციისა და სხვადასხვა კომპონენტებისათვის.კვების კონექტორებს, რომელიც მიიღებს ელექტროგადამცემიდან დენის წყაროს და გაავრცელებს მას CPU, ჩიპსეტის, მთავარი მეხსიერება და გაფართოების პლატების მიმართულებით. გარდა ამისა ყველა დედადაფა მოიცავს PS/2 კონექტორებს როგორიცაა მაუსი და კლავიატურა. ადრეული პერსონალური კომპიუტერები Apple II ან IBM PC მოიცავდა მხოლოდ ამ მინიმალურ პერიფერიულ მხარდაჭერას. ზოგჯერ ვიდეო ინტერფეისის ტექნიკა ასევე ინტეგრირებულია დედაპლატის: მაგალითად, Apple II და იშვიათად IBM-compatible კომპიუტერებზე, როგორიცაა IBM PC. დამატებითი პერიფერიული მოწყობილობები როგორიცაა დისკის კონტროლერები და სერიული პორტების.თანამედროვე დედადაფები სითბოს რაოდენობის დიდი მოცულობით გამოყოფისათვის შეიცავს დამატებით ნაწილებს CPU ფანისათვის. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანია სოკეტი, ეს არის ელექტრო კომპონენტი სადაც თავსდება პროცესორი (cpu), სოკეტი განსხვავდება მაერთებლის (pin-ების) რაოდენობით ყველა დედადაფას გარკვეული სახის სოკეტი აქვს რომელიც განსაზღვრავს პროცესორის გვარობას (პროცესორებზე მოგვიანებით ვისაუბროთ). ახლა კი გადავიდეთ ინტეგრირებულპერიფერიალებზე : თანდათანობით მცირდება სხვადასხვა კომპონენტის ზომა და შესაძლებელი ხდება მათი განთავსება ერთ დაფაზე high-end დედადაფები კი ამის საშუალებას თანდათანობით იძლევა. მაგალითად, ECS RS485M-M, ტიპიური თანამედროვე ბიუჯეტის მქონე დედაპლატას AMD პროცესორების საფუძველზე , აქვს on-board მხარდაჭერა და ძალიან დიდი სპექტრი პერიფერული მოწყობილობებისა: დისკის კონტროლერი floppy დისკისათვის, 2 PATA დრაივი და 6 SATA დრაივი (RAID (ვინჩესტერების კონფიგურაცია) 0/1 მხარდაჭერით).ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი 2D და 3D გამოსახულების მხარდაჭერით,VGA და TV მაერთებლით.ინტეგრირებული ხმის ბარათით 8-არხის მხარდაჭერით (7.1) audio და S/PDIFსწრაფი Ethernet network კონტროლერი 10/100 Mbit წამში სიჩქარითUSB 2.0 კონტროლერი, 12 USB პორტი.IrDA (ე.წ. ინფრა).ტემპერატურის, ძაბვის და ფანის სიჩქარის სენსორი, რაც საშუალებას აძლევს ე.წ. software-ს რომ აკონტროლოს და შეინარჩუნოს კომპიუტერის სიცოცხლისუნარიანობა პერიფერიული პლატფორმები: ზოგიერთი სისტემური პლატები ორი PCI-E 16x სლოტით, გამოდის, როელიც იძლევა შანსს გამოიყენოთ სპეციალური გრაფიკული ტექნოლოგიები, SLI (Nvidia) და Crossfire ( ATI). პერიფერიულ მოწყობილობაზე ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ მე მოგითხრობთ კონკრეტულად დედადაფაზე, მას დღესდღეობით აქვს ინტეგრირებული ვიდეო ბარათი დაბალი მეხსიერებით არ იგულისხმება ინტელის sandy bridge ტექნოლოგია) ასევე აქვს ხმის ბარათი - sound card, USB პორტები და ინტერნეტტან მაერთებელი Ethernet კონტროლერი. ტემპერატურა და საიმედოობა: დედადაფები ზოგგადად ჰაერის გაგრილებაზეა რადიატორებით, გაგრილება საჭიროა იმისათვის რომ გაგრილდეს ისეთი მონაკვეთები როგორიცაა Northbridge მოდურ დედადაფებში (წინამორბედებში ნაკლები პრობლემა იყო გაგრილების მხრივ), თუ დედადაფას არ გავაგრილებთ სიცხე დიდ პრობლემებს გამოიწვევს. პასიური გაგრილების ან ერთი ფენი დამონტაჟებულია ელექტროენერგიის მიწოდების სისტემაში (PSU), საკმარისი მრავალი ელემენტი გამოვიდა და გამოდის CPU-ს გასაგრილებლად 1990 წლიდან; ამ დროიდან დაიწყეს პროცესორებზე ფანების დამაგრება. გარდა ამისა უმეტეს დედადაფას აქვს მაკავშირებლები კეისის სხვა ფანებისათვის რომ გაგრილდეს სხვადასხვა კომპონენტები. ტემპერატურა რომ არ ასცდეს დადგენილ ნიშნულს ამისათვის დედადაფაზე ინტეგრირებულია ტემპერატურის საზომი სენსორები; ამ სენსორების მეშვეობით BIOS და OS დან ხდება ფანების კონტროლი რომ დავარეგულიროთ ტემპერატურა. მაგრამ ისეთი HIGH-END კომპიუტერები რომლებიც ჯერჯერობით ნაკლებად არის გავრცელებული გრილდება გაგრილების სისტემით რომლის აწყობაც თქვენივე გემოვნებით და თქვენივე ხელებითაა შესაძლებელი... დედადაფა შედგება უამრავი კონდესატორისაგან რომ ცვლადი დენის სტაბილურად განაწილება მოახდინოს რადგან დიდია საბრთხე ელექტრო დაზიანებებისა ხოლო კონდესატორები უზრუნველყოფენ უსაბრთხოებას (იგი გადაიწვება და მორჩა სხვა ზიანი არ იქნება, მაგრამ მისი ახლით შეცვლა მოგვიწევს მხოლოდ). Form factor (ფორმა) : დედადაფები იწარმოება გარკვეული ზომის და ფორმით (form factor) ზომები და ფორმზები სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა აქვს, მაგრამ რაც მთავარია უნდა იქნას დაცული კეისის ზომები რადგან ისე სრული არეულობა გამოვიდოდა, ამიტომ დედადაფები სხვადასხვა ზომის კეისებზეა გათვლილი. აქ მოცემულია ეგრედწოდებული დესკტოპ კომპიუტერის "ფორმები" : მაგრამ ლეპტოპებსა და სხვა პლანშეტურ მოწყობილობებში კი საქმე სხვანაირადაა აქ სრული „არეულობაა“ სხვადასხვა ზომები ზღუდავს მის განახლებას ("გაძლიერებას"), ასევე გაცილებით ძვირია დაზიანებული ლეპტოპის დედადაფის შეცვლაც. Bootstrapping BIOS-გამოყენებით : დედადაფები შეიცავენ რამოდენიმე non-volatile memory-ის რისი მეშვეობიტაც ახდენენ სისტემის ჩატვირთვას და ოპერაციული მეხსიერების გაშვებას რომელიმე პერიფერიული მოწყობილობიდან დღეს უკვე (SSD ყველაზე სწრაფი მეხსიერება). მიკროკომპიუტერები ისევე როგორც Apple II და IBM PC იყენებდნენ ROM (read only) ჩიპებს : რომელთა სოკეტებიც განთავსებული იყო დედადაფაზე ამის მეშვეობით კი ცენრტალური პროცესორი ახდედა სისტემის ჩატვირთვას და მონიტორზე გამოსახულებას ვაძლევდა/ ეს იყო ადრე "ქვის ხანაში" ახლა კი მოდურ კომპიუტერებს გააჩნიათ BIOS რომელიც იგივეს და მეტსაც აკეთებს (როგორიცაა საკუთარი ხელებით აჩქარება- overclocking). სტანდარტული ბიოსი რომელიც EEPROM ჩიპშია განთავსებული დედადაფაზე გარკვეულ ადგილასაა განთავსებული. როდესაც დედადაფას დენი მიეწოდება ბიოსი მის ტსეტს "Power-on self-test" აკეთებს რომელიც ტესტავს შემდეგს : ვიდეო ადაპტერსბარათებს რომლებიც სლოტშია მოთავსებული მაგალითად PCIფლოპს, ასევე ფანებს რომლებიც სისტემას აგრილებენCMOS რომ შეავსოს BIOS კონფიგურაციაკლავიატურას და თაგუნას ქსელის ბარათს და CD-ROM ან DVD-ROMSCSI მყარი დისკიIDE, EIDE, ან SATA მეხსიერებასUSB მოწყობილობებს ეს „მამაპაპური“ ბიოსი მაგრამ დღეს უკვე შექმნეს და გაყიდვაშიცაა დედადაფები ახალი ბიოსით. სულ ეს იყო რაც შეიძლებოდა მოკლედ გესაუბრა დედადაფაზე. 17 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 3, 2011 Share Posted March 3, 2011 კარგია, კომპაქტურია და ლაკონური. რეალურად ამ თემაზე იმდენი შეიძლება ისაუბრო, ათ გვერდს გაავსებ... მაგრამ ამდენის წაკითხვა მოგბეზრდება კიდეც, ან შეიძლება დაგეზაროს... გავაგრძელებ ! აუცილებლად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted March 3, 2011 Share Posted March 3, 2011 საღოლ საღოლ მომეწონა წესით ბევრი ნუბი უნდა განნათლდეს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted March 3, 2011 Author Share Posted March 3, 2011 საღოლ საღოლ მომეწონა წესით ბევრი ნუბი უნდა განნათლდეს ან განათლდება ან არა ამას ყურადღებით წაკითხვაც უნდა :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted March 3, 2011 Share Posted March 3, 2011 ან განათლდება ან არა ამას ყურადღებით წაკითხვაც უნდა ახლა თუ არ უნდა ისე არაფერი მოდის :D :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted March 3, 2011 Author Share Posted March 3, 2011 ახლა თუ არ უნდა ისე არაფერი მოდის :D ხო მართალია :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted March 3, 2011 Share Posted March 3, 2011 მალაძეც :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted March 4, 2011 Author Share Posted March 4, 2011 სოსო თუ მართლაც ასე საინტერესოა დაამიკიპედიავე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 თემა განახლდა. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.