Jump to content
Power_VANO

მაინინგი - ხდკ (FAQ)

Recommended Posts

ტოპიკი დამწყებებისთვის, სადაც ზოგად კითხვებზე იპოვნით პასუხებს. პირველი პოსტი ეტაპობრივად განახლდება.

  1. რა არის მაინინგი?
    მაინინგი კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრის საშუალებით წარმოებული პროცესია, რომლის დროსაც ხდება ტრანზაქციების გატარება, ქსელის უსაფრთხოება და ბლოკჩეინის სინქრონიზაცია. ეს შეიძლება შევადაროთ მონაცემთა ცენტრს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კრიპტოვალუტების შემთხვევაში "მონაცემთა ცენტრი" დეცენტრალიზებულია - მისი შემადგენელი ნაწილები - მაინერები არსებობენ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი რაოდენობით. 
    მაინინგის საშუალებით ხდება ახალი კრიპტოვალუტის მოპოვება, რაც გაიცემა როგორც საჩუქარი "კარგი საქმისთვის".
     
  2. რა არის მაინინგ პულები?
    მაინინგ პული არის სერვისი, რომელიც აერთიანებს მაინერებსა და მათ გამოთვლით სიმძლავრეებს და კოორდინაციას უწევს "საქმის" განაწილებას მათ შორის. ბლოკის გამოთვლის შემდეგ მაინერები იღებენ კრიპტოვალუტას მათ კონტრიბუციის წილის შესაბამისად.
     
  3. რა არის ASIC-ი?
    Application-Specific Integrated Circuit - სპეციალურად კონკრეტული საქმიანობისთვის შექმნილი გამოთვლითი მოწყობილობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად GPU/CPU. ASIC-ები გამოიყენება Bitcoin-ის მაინინგისთვის, ხოლო, შედარებისთვის, Ethereum-ისთვის ASIC არ არსებობს და დიდად სავარაუდოდ, არც იარსებებს, რადგან მისი ალგორითმისთვის ე.წ. ბოთლის ყელი, ლიმიტი არის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ვიდეო დაფებში იმდენად კარგადაა განვითარებული, რომ ცალკეული ASIC-ის შექმნა Ethereum-ისთვის სარგებელს არ მოიტანს.
     
  4. როგორ დავიწყო მაინინგი?
    ამისათვის საჭიროა სურვილი, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ფინანსები - აპარატურის შესაძენად. თუ პროფესიონალურ დონეზე გსურთ ამ საქმეში ჩართვა, რეკომედირებულია, რომ მაინინგი და მასთან დაკავშირებული პროცესები სიღრმისეულად შეისწავლოთ.
     
  5. რა თანხა დამჭირდება მაინინგის დასაწყებად?
    დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბით აპირებთ დაწყებას. დაწყება თქვენი პირადი კომპიუტერითაც შეიძლება, თუ შესაბამისი ვიდეო დაფა ან პროცესორი გაქვთ. თუ მაინინგ სისტემის აწყობას გეგმავთ, მაშინ ძირითადი პირველადი ხარჯი ვიდეო დაფებზე მოდის, ხოლო სისტემის აწყობის შემდეგ კი - ელ. ენერგიის ხარჯზე.
     
  6. რამდენ ელ. ენერგიას მოიხმარს ჩემი მაინინგ სისტემა?
    მოხმარებული ელ. ენერგიის ზუსტად დასათვლელად დაგჭირდებათ ე.წ. ვატმეტრი (ან ამპერმეტრი და შემდეგ გამოთვლა). სისტემის მაქსიმალური ელ. ენერგიის ხარჯისთვის შეგიძლიათ დააჯამოთ ვიდეო დაფების TDP მაჩვენებლები და პროცესორის, დედა დაფის, ოპერატიული მეხსიერების, დისკისა და რაიზერებისთვის გაითვალისწინოთ დაახლოებით 200-250 ვატი.
    მაგალითისთვის, 8 ცალი GTX 1070-ით აწყობილი მაინინგ სისტემის დაახლოებითი ენერგომოხმარება იქნება 1400-1500 ვატი საათში.
     
  7. რომელი პროცესორი სჯობს?
    თუ GPU მაინინგით ხართ დაინტერესებული, CPU-ს, ცენტრალურ პროცესორს მნიშვნელობა არ აქვს რას დააყენებთ. უპრობლემოდ იმუშავებს Celeron და Pentium ტიპის პროცესორები, ასევე AMD-ს ეკონომ კლასის პროცესორები.
    თუ ისეთი კრიპტოვალუტის მოპოვება გსურთ, რომელსაც პროცესორიც ითვლის, მაგალითად Monero (XMR), ამ შემთხვევაში არჩევანი ახალი თაობის CPU-ზე უნდა შეაჩეროთ, რომელსაც AES/SHA/AVX ინსტრუქციების აპარატურული აქსელერაცია გააჩნიათ.
     
  8. რომელი ვიდეო დაფა სჯობს?
    GPU მაინინგისთვის, თუ თქვენ Ethereum-ის მოპოვება გაინტერესებთ, ძალიან კარგია AMD-ს ახალი ენერგოეკონომიური RX 470, RX 480, RX 570, RX 580, ასევე R9 სერიის დაფებიც, რომელთა წარმადობაც დიდია, თუმცა ენერგომოხმარება ახალ RX სერიასთან შედარებით ასევე საკმაოდ მაღალია. დამწყებებისთვის ასევე კარგია RX 460/560-იც, როგორც ეკონომ კლასის ვარიანტი.
    NVIDIA-ს ასორტიმენტიდან კარგებია GTX 1060, GTX 1070, GTX 1080, GTX 1080 Ti. ეკონომ კლასში შეიძლება GTX 1050 Ti-ს განხილვაც. აღსანიშნავია, რომ Ethereum-თან მიმართებაში GTX 1070 უკეთესია, ვიდრე GTX 1080 (იმის გამო, რომ GDDR5X ოპ. მეხსიერებას ოპტიმალურად ვერ იყენებენ მაინერი პროგრამები).
    აქვე, ზოგადად, თუ Ethereum-ზე უპირატოსება AMD-ს მხარესაა, მაგალითად, Zcash მაინინგში NVIDIA-ს ვიდეო ბარათები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.
     
  9. შეიძლება სხვადასხვა ვიდეო დაფების ერთ მაინინგ სისტემაში ჩართვა?
    დიახ, შეიძლება. შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელების შერევაც კი.
     
  10. SLI/CrossFire-ს აქვს გავლენა მაინინგზე?
    არა. SLI/CrossFire რეჟიმი მხოლოდ თამაშებისთვისაა განკუთვნილი, რა დროსაც გრაფიკული დრაივერი ფრეიმებს ანაწილებს ვიდეო დაფებს შორის და ამ გზით ახერხებს წარმადობის გაზრდას. ამ რეჟიმში VRAM არ ჯამდება. + მაინინგის სოფტი GPU-ს მიმართავს ინდივიდუალურად. ჯამში, SLI/CrossFire მაინინგისთვის გამოუსადეგარი რეჟიმია საერთოდ.
     
  11. რას ნიშნავს H/s, kH/s, MH/s, GH/s, TH/s?
    ეს მაინინგ სისტემის წარმადობის მაჩვენებლებია.
    H/s - Hash/Second - ჰეში/წამში
    kH/s - kiloHash/Second - კილოჰეში/წამში
    MH/s - MegaHash/Second - მეგაჰეში/წამში
    GH/s - GigaHash/Second - გიგაჰეში/წამში
    TH/s - TeraHash/Second - ტერაჰეში/წამში
     
  12. როგორ გამოვთვალო რამდენს ვიშოვნი?
    ამისთვის არსებობს ბევრი კალკულატორი, რომლებიც ითვალისწინებენ მიმდინარე ფასს, ელ. ენერგიის ხარჯს, სირთულეს, გამოთვლითი აპარატურის სიმძლავრეს და ამის მიხედვით თვლიან დაახლოებით მოგებას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე კალკულატორი:
    CryptoCompare
    CoinWarz
    NiceHash

  • Upvote 5

Share this post

Link to post
Share on other sites

აზე არა ვარ რა არის ეს მაინინგი და რატომ გაძვირდა კარტები სამჯერ დდდ. მეც მაგიტომ გადავწყვიტე გაყიდვა დდ ისე ძალიან მარტივად ამიხსენით რა ჯანდაბაა და რატომ შეიშალა მსოფლიო დდდ

Share this post

Link to post
Share on other sites
20 minutes ago, G1ORG1 said:

აზე არა ვარ რა არის ეს მაინინგი და რატომ გაძვირდა კარტები სამჯერ დდდ. მეც მაგიტომ გადავწყვიტე გაყიდვა დდ ისე ძალიან მარტივად ამიხსენით რა ჯანდაბაა და რატომ შეიშალა მსოფლიო დდდ

არ გაყიდო, მაინინგი დაიწყე :D 

იმიტომ შეიშალა მსოფლიო, რომ ისეთი კრიპტოვალუტები, რომელთა მაინინგიც CPU/GPU-თი ხდება, ძალიან გაძვირდა და უცბად გაჩნდა ფულის შოვნის გზა. მაგალითად, Ethereum ღირდა 10$ ძალიან დიდი-დიდი ხანი და ახლა ღირს 300$-ის ფარგლებში. და ეს გაძვირება მოხდა უსწრაფესად, სულ რაღაც 1 თვის ფარგლებში. განსაკთრებით მაგის მერეა, რომ ვიდეო კარტები აღარ იშოვება არსად და რაც იდება მაღაზიებში, წამებში ქრება.

მაგალითად, 8-ცალი GTX 1070 / RX 480/580-ის მაინინგ რიგი დღევანდელი Ethereum-ის ფასიდან და სირთულიდან გამომდინარე თვეში ტოვებს 800$ მოგებას დაახლოებით. თუ უფასო ელ.ენერგია გაქვს - დაახლოებით 900$-ს.

არის ხალხი, რომლებსაც ასობით მაინინგ რიგები აქვთ, განსაკუთრებით ჩინეთში, ვიდეოებიც დევს ნეტში.

საქართველოშიც არიან მაინერები საკმაო რაოდენობით უკვე.

თან კარგი ისაა, რომ რამდენიმე კრიპტოვალუტაა უკვე, რომელიც საკმაოდ "მოხოდილია" და ალტერნატივები არსებობს.

  • Upvote 1

Share this post

Link to post
Share on other sites
11 minutes ago, Power_VANO said:

მაგალითად, 8-ცალი GTX 1070 / RX 480/580-ის მაინინგ რიგი დღევანდელი Ethereum-ის ფასიდან და სირთულიდან გამომდინარე თვეში ტოვებს 800$

სირთულე ისე გაიზარდა რო უკვე 600 დოლარზე ჩამოვიდა ეგეთი რიგი და კიდე ჩამოვა ასე რობ ბუმმა ჩაიარა, ზედმეტი ხალხი ნელნელა შეეშევაბა და ისევ ის დარჩება ვინც ცოტა აზზეა

ჩემი რიგი სულ რაღაც ორი კვირის წინ 3 ეთერს გამოიმუშავებდა თვეში, ახლა უკვე 2-ზეა ჩამოსული და აგრძელებს დაბლასვლას

+ გარდა სირთულის მატებისა ამდ-მ თუ არაფერი მოიგონა ახლა არსებულ კარტებს ყოველ 4 დღეში 0.2 ჰეში აკლდება ჰაშიმოტოზე

Share this post

Link to post
Share on other sites

@G1ORG1

აი შევავსე ხდკ :)

1 hour ago, david_888 said:

სირთულე ისე გაიზარდა რო უკვე 600 დოლარზე ჩამოვიდა ეგეთი რიგი და კიდე ჩამოვა ასე რობ ბუმმა ჩაიარა, ზედმეტი ხალხი ნელნელა შეეშევაბა და ისევ ის დარჩება ვინც ცოტა აზზეა

ჩემი რიგი სულ რაღაც ორი კვირის წინ 3 ეთერს გამოიმუშავებდა თვეში, ახლა უკვე 2-ზეა ჩამოსული და აგრძელებს დაბლასვლას

+ გარდა სირთულის მატებისა ამდ-მ თუ არაფერი მოიგონა ახლა არსებულ კარტებს ყოველ 4 დღეში 0.2 ჰეში აკლდება ჰაშიმოტოზე

ჰო, ეგ თავისთავად, gold craze არის რასაც ქვია ახლა მაინინგში, უზომო რაოდენობით ხალხი მიაწყდა, მიუხედავად იმისა, ერკვევიან თუ არა საკითხში :)

AMD-მ კი გამოუშვა Vega, Pro სეგმენტში, მაგრამ მაინინგის ბენჩები ვერ ვნახე მაგ კარტების ჯერჯერობით, რომ გავიგოთ რამდენად კარგებია. + სამომხმარებლო RX სერია ზაფხულის ბოლოსკენაა მგონი და აგვიანდება აშკარად, ისეთი სისწრაფით იზრდება ETH-ს სირთულე.

chart.png

უი აი დაუდიათ რაღაც პირველი შედეგები და 30 მეგაჰეშის ფარგლებშია ETH-ზე: 

ერთია, რომ დრაივერები ახალია ძალიან, მაგრამ მეორეცაა, რომ Pro კარტები არასდროს ვარგოდა დიდად მაინინგში და რეალურად სანამ Vega RX არ გამოვა, სამომხმარებლო, ვერაფერს გავიგებთ ალბათ.

Share this post

Link to post
Share on other sites

These Are The Best GPUs For Ethereum Crypto-Mining https://www.forbes.com/sites/davealtavilla/2017/06/30/these-are-the-best-gpus-for-ethereum-crypto-mining/#671ac9342675 GTX1070 მართლა კარგ ხოდზე ყოფილა, თან დამატებითი ტვიკინგიც შეიძლება მგონი უფრო მეტი რომ გამოაწურინო

Share this post

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, George said:

These Are The Best GPUs For Ethereum Crypto-Mining https://www.forbes.com/sites/davealtavilla/2017/06/30/these-are-the-best-gpus-for-ethereum-crypto-mining/#671ac9342675 GTX1070 მართლა კარგ ხოდზე ყოფილა, თან დამატებითი ტვიკინგიც შეიძლება მგონი უფრო მეტი რომ გამოაწურინო

30-ს დებენ 480-580-ებიც

Share this post

Link to post
Share on other sites
Just now, George said:

These Are The Best GPUs For Ethereum Crypto-Mining https://www.forbes.com/sites/davealtavilla/2017/06/30/these-are-the-best-gpus-for-ethereum-crypto-mining/#671ac9342675 GTX1070 მართლა კარგ ხოდზე ყოფილა, თან დამატებითი ტვიკინგიც შეიძლება მგონი უფრო მეტი რომ გამოაწურინო

კი, სულ მარტივად ოვერქლოქინგი შედეგს იძლევა, განსაკუთრებით მემორი ოვერქლოქინგი.

+ ბიოს მოდინგი მეხსიერების ტაიმინგების დასაწევად.

ესეც დამატებით ჩარტი:

GPU Eth Hashrate MH/s
R9 295X2 8GB 1018MHz/1250MHz 57.68
GTX 1080 TI 8GB 1582MHz/11Gbps 32.04
GTX 1070 8GB 1506MHz/9300MHz 70%TDP 30.9
R9 290 4GB 1050MHz/1500MHz 30
R9 390 8 GB 1050MHz/1500MHz 29.89
R9 Fury X 4GB 1050MHz/500MHz 29.71
GTX 1070 8GB 1506MHz/4006MHz 27.35
R9 Nano 4GB 1000MHz/500MHz 27.11
RX 580 8GB 1411MHz/2000MHz 26.45
RX 480 8GB 1266MHz/2000MHz 24.86
RX 480 4GB 1266MHz/1750MHz 24.11
GTX 1080 8GB 1860MHz/11Gbps 23.5
RX 570 4GB 1320MHz/1750MHz 22.5
GTX 1060 6GB 1860MHz/9500Mhz 50%TDP 22.5
R9 380X 4GB 1040MHz/1500MHz 21.38
GTX 1080 8GB 1860MHz/10Gbps 20.35
RX 470 4GB 1256MHz/1750Mhz 20.35
GTX 1060 6GB 1860MHz/2002Mhz 19.16
GTX 1050 Ti 4GB 1493MHz/1752 Mhz 12.03
RX 460 4GB 1220MHz/1750MHz 11.93
   
GPU ZEC Hashrate Sol/s
7970 @ 180w 260
R9 290 @ 225w 300
RX 480 @ 150w 300
RX 470 @ 110w 230
R9 Nano @ 200w 440
R9 Fury @ 210w 460
R9 Pro Duo @ 420w 980
GTX 1080 TI @ 220w 700
GTX 1080 @ 180w 490
GTX 1070 @ 150w 425
GTX 1060 @ 120w 295
GTX 1050 TI @ 75w 138

Share this post

Link to post
Share on other sites
16 minutes ago, Power_VANO said:

AMD-მ კი გამოუშვა Vega, Pro სეგმენტში, მაგრამ მაინინგის ბენჩები ვერ ვნახე მაგ კარტების ჯერჯერობით, რომ გავიგოთ რამდენად კარგებია. + სამომხმარებლო RX სერია ზაფხულის ბოლოსკენაა მგონი და აგვიანდება აშკარად, ისეთი სისწრაფით იზრდება ETH-ს სირთულე.

ეგ კი გამოვა, მარა ვინც ეხლა აზბორა იმათ რა ქანა :)

Share this post

Link to post
Share on other sites
Just now, david_888 said:

ეგ კი გამოვა, მარა ვინც ეხლა აზბორა იმათ რა ქანა :)

არამგონია იმხელა ნახტომი გააკეთონ მაინც, რომ ახლანდელი ვიდეო დაფები ცუდ სიტუაციაში ჩავარდეს ძალიან.

იმიტომ, რომ ETH არის memory-bound და მეხსიერების ამბავში რაღაც სასწაული წინსვლა არ მომხდარა Vega-ში.

აი მაგალითად 40-45 მეგაჰეში რომ დადოს ვეგამ, კატასტროფა იქნება? არამგონია. ვეგა გამოდის ტოპ მოდელად, 1080 Ti-ს კონკურენტად ხო, და ფასიც ექნება მაღალი საკმაოდ.

Share this post

Link to post
Share on other sites

ხო არ ჭირდება როგორც ჩანს მაგაზე მეტი TDP, მაგაზე უფრო ეფექტური გამოდის, 1060 მგონი ისეთი კარგი არაა მაგ საქმისთვის თუმცა ფასი-წარმადობით მაინც რაღაცის თავი აქვს მაგ კარტასაც, განსაკუთრებით თუ 480-580 ვერ იშოვი ნორმალურ ფასათ, თან ხომ გამოვიდა ცალკე მოდელები მაგისთვის

Share this post

Link to post
Share on other sites
1 minute ago, Power_VANO said:

მე კლება ვიგულისხმე, თვეში 1.5 ჰეში აკლდება

Share this post

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, david_888 said:

მე კლება ვიგულისხმე, თვეში 1.5 ჰეში აკლდება

მოიცა, აკლდება რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.

იზრდება სირთულე, თორემ ვიდეო დაფის გამოთვლითი სიმძლავრე არ იცვლება, რადგან ალგორითმი არ შეცვლილა. მაგალითად, ჩემი R9 290 დაახლოებით 3 კვირის წინაც 31-32 MH/s-ს დებდა და ამწუთასაც მაგდენს დებს.

ანუ ბლოკის გამოსათვლელად მეტი დრო გვინდა, თორემ ვიდეო კარტის ჰეშრეიტი უცვლელია იქამდე, სანამ ალგორითმი არ შეიცვლება.

6 minutes ago, George said:

ხო არ ჭირდება როგორც ჩანს მაგაზე მეტი TDP, მაგაზე უფრო ეფექტური გამოდის, 1060 მგონი ისეთი კარგი არაა მაგ საქმისთვის თუმცა ფასი-წარმადობით მაინც რაღაცის თავი აქვს მაგ კარტასაც, განსაკუთრებით თუ 480-580 ვერ იშოვი ნორმალურ ფასათ, თან ხომ გამოვიდა ცალკე მოდელები მაგისთვის

კი, ტვიკინგის მერე 24 მეგაჰეშამდე დებს 1060-იც და ნორმალურია საკმაოდ, პროსტა ეგეც აღარ იშოვება :D 

სპეც. მოდელები რაც გამოვიდა მაინინგისთის, იმედი ჰქონდა ხალხს, რომ ოპტიმიზირებული იქნებოდა მაინინგისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი მოდელებია, გაიაფებული - პორტები არ აქვთ საერთოდ ან 1 პორტი აქვთ, მარტივი გაგრილების სისტემებით, ბექპლეიტების გარეშე, 90 ან 180 დღიანი გარანტიით და შესაბამისად, ცოტა იაფი ღირს სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, ეგაა და ეგ. მაგრამ არც ეგენია სტოკში და რად გინდა. 2-3 დღის წინ დაიდო და გააქრეს უცბად მაინერებმა :) 

Share this post

Link to post
Share on other sites
23 minutes ago, Power_VANO said:

მოიცა, აკლდება რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.

იზრდება სირთულე, თორემ ვიდეო დაფის გამოთვლითი სიმძლავრე არ იცვლება, რადგან ალგორითმი არ შეცვლილა. მაგალითად, ჩემი R9 290 დაახლოებით 3 კვირის წინაც 31-32 MH/s-ს დებდა და ამწუთასაც მაგდენს დებს.

ახლა შეინიშნა ეს ტენდენცია, დაგის ყოველ მატებაზე დაახლოებით 0.2 ჰეში აკლდება,  290 არ ვიცი ზუსტად, მარა 4-ე 5-ე სერიებს აკლდება

Share this post

Link to post
Share on other sites
Just now, david_888 said:

ახლა შეინიშნა ეს ტენდენცია, დაგის ყოველ მატებაზე დაახლოებით 0.2 ჰეში აკლდება,  290 არ ვიცი ზუსტად, მარა 4-ე 5-ე სერიებს აკლდება

ვაა საინტერესოა. ახლა ვნახე სტატისტიკა ჩემსაზე და სტაბილურად 32.XXX უჭირავს Claymore-ით. ასე იყო 3 კვირის წინაც ზუსტად.

Share this post

Link to post
Share on other sites
6 minutes ago, Power_VANO said:

ვაა საინტერესოა. ახლა ვნახე სტატისტიკა ჩემსაზე და სტაბილურად 32.XXX უჭირავს Claymore-ით. ასე იყო 3 კვირის წინაც ზუსტად.

მემგონი RX სერიას ეტყობა მოშნად, მარა დატესტე აბა მაინც  - benchmark 160

Share this post

Link to post
Share on other sites
6 minutes ago, david_888 said:

მემგონი RX სერიას ეტყობა მოშნად, მარა დატესტე აბა მაინც  - benchmark 160

0.4-0.5 მეგაჰეში მოიკლო მარტო. სკრინი ქვემოთაა. RX რამდენს იკლებს 160-ზე ახლანდელ 131-თან შედარებით? 131-ზე ბენჩში მაქვს 32.2XX მეგაჰეში.

199-ზეც გავტესტე ახლა და 17.7XX დებს მაგაზე, memory usage - 3891 MB.

160-ზე memory usage მაქვს 2691 მბ.

dag160.PNG

Share this post

Link to post
Share on other sites
1 minute ago, Power_VANO said:

0.4-0.5 მეგაჰეში მოიკლო მარტო. სკრინი ქვემოთაა. RX რამდენს იკლებს 160-ზე ახლანდელ 131-თან შედარებით? 131-ზე ბენჩში მაქვს 32.2XX მეგაჰეში.

199-ზეც გავტესტე ახლა და 17.7XX დებს მაგაზე, memory usage - 3891 MB.

160-ზე memory usage მაქვს 2691 მბ.

dag160.PNG

RX-ებზე მაგრა აგდებს, 160-ზე 20-21-ზეა უკვე

Share this post

Link to post
Share on other sites
Just now, david_888 said:

RX-ებზე მაგრა აგდებს, 160-ზე 20-21-ზეა უკვე

ჰოო, საინტერესოა და დასაფიქრებელია აშკარად RX-ების ამბავი. GTX 1070-ები ჩამომივა რამდენიმე დღეში და იმათზეც დავტესტავ.

წესით 1070-ზეც R9-ს მსგავსად უნდა იყოს დროპი, კიდევ უფრო ნაკლებადაც ალბათ.

ისე ეგ სირთულის ზრდის ტემპს დააგდებს აშკარად. მაინერების უდიდესი ნაწილი RX-ებია და 160-ზე თუ 30%-ით უმცირდება თითქმის ჰეშრეიტი, დიდი ჰიტი იქნება გლობალზე.

GPU Sapphire Nitro+ RX 470 4GB MSI Gaming X RX 570 4GB
Clock Core: 1100, Mem: 1990 Core: 1100, Mem: 2025
DAG >130 27.75 MH/s 28 MH/s
DAG 140 25.4 MH/s 25.5 MH/s
DAG 160 21.3 MH/s 21.6 MH/s

რამხელა დროპია 140-ზეც უკვე. DAG 140 იქნება თან ესე თვენახევარში უკვე.

8 გბ მოდელებს ამხელა დროპი არ უნდა ჰქონდეთ წესით, მაგრამ ბენჩები ვერ ვნახე.

Share this post

Link to post
Share on other sites
17 minutes ago, Power_VANO said:

8 გბ მოდელებს ამხელა დროპი არ უნდა ჰქონდეთ წესით, მაგრამ ბენჩები ვერ ვნახე.

4/8 ერთი ჩორტია

Share this post

Link to post
Share on other sites
Just now, david_888 said:

4/8 ერთი ჩორტია

აჰაა, ე.ი. თვითონ მეხსიერების ქვესისტემა იტვირთება და მაგისი დიზაინის პრობლემაა RX-ებში.

Share this post

Link to post
Share on other sites
10 minutes ago, Power_VANO said:

აჰაა, ე.ი. თვითონ მეხსიერების ქვესისტემა იტვირთება და მაგისი დიზაინის პრობლემაა RX-ებში.

იგივე დაემართა 280X-ებს,  შარშან 25 ჰეში ქონდათ და ეხლა 11

Share this post

Link to post
Share on other sites
1 minute ago, david_888 said:

იგივე დაემართა 280X-ებს,  შარსან 25 ჰეში ქონდათ და ეხლა 11

ეუფ, რამხელა დროპია... მოკლედ, როგორც ჩანს, მოშნი GPU-ები დარჩება ძირითადად ETH-ზე.

PoS-ი კიდევ მე რასაც ვუყურებ, არამგონია სექტემბერში ჩაეშვას. ჰა-ჰა ჰიბრიდი მოასწრონ მაქამდე და, შესაბამისად, RX-ების გამო სიტუაცია შეიცვლება ცოტა როგორც ჩანს. DAG 160 და 30%_იანი დროპი RX-ებზე მოვა დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში.

ეგ ერთი კარგს რასაც გააკეთებს ის იქნება, რომ RX-ების ფასი დაიწევს. ახლა პრაქტიკულად GTX 1070-ის და უფრო დიდ ფასებშიც კი იყიდება :)

Share this post

Link to post
Share on other sites
1 minute ago, Power_VANO said:

ეუფ, რამხელა დროპია... მოკლედ, როგორც ჩანს, მოშნი GPU-ები დარჩება ძირითადად ETH-ზე.

PoS-ი კიდევ მე რასაც ვუყურებ, არამგონია სექტემბერში ჩაეშვას. ჰა-ჰა ჰიბრიდი მოასწრონ მაქამდე და, შესაბამისად, RX-ების გამო სიტუაცია შეიცვლება ცოტა როგორც ჩანს. DAG 160 და 30%_იანი დროპი RX-ებზე მოვა დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში.

ჰიბრიდზე რო გადავა უკვე დაეკარგება მაგის მაინინგს აზრი, განახევრდევა ვიპლატები, etc-ზე გადავა ხალხი, მარა მაგაე უკვე ნაკლებია ჰეში ცოტათი, 1-ით მედტია დაგი

მოკლედ როგორც ჩანს შემოდგომაზე მთელი RX სერია equhash-ზე გადაბარგდება

Share this post

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, david_888 said:

ჰიბრიდზე რო გადავა უკვე დაეკარგება მაგის მაინინგს აზრი, განახევრდევა ვიპლატები, etc-ზე გადავა ხალხი, მარა მაგაე უკვე ნაკლებია ჰეში ცოტათი, 1-ით მედტია დაგი

საინტერესო ამბები იქნება, მოკლედ :)

ETC რამდენად მოიხოდება ძალიან მაინტერესებს მე, განსაკუთრებით ETH-ს PoS-ზე გადასვლის შემდეგ.

Share this post

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...