Popular Post Barca Posted September 9, 2016 Popular Post Share Posted September 9, 2016 ბევრისთვის საყვარელმა კომპანია Apple-მ ტრადიცია არც წელს დაარღვია და 7 სექტემბერს კალიფორნიაში,კუპერტინოში გამართულ ღონისძიებაზე თავისი საფირმო სმარტფონ iPhone-ის 2 ახალი მოდელი iPhone 7 და iPhone 7 Plus წარმოადგინა. მოლოდინი ყოველ წელს საკმაოდ დიდია ამ სმარტფონების მიმართ, Apple-ც მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ინოვაცია შეთავაზოს, თუმცა ბოლო წლებში მათ ეს ნაკლებად გამოსდით, მიუხედავად ამისა კომპანიის სმარტფონები გაყიდებით ჩვეულ მაღალ პოზიციებს იკავებენ. მაშ ასე განვიხილოთ უახლესი iPhone 7 და მისი უფროსი ძმა 7 Plus. როგორც ფოტოზე ვხედავთ ახალი აიფონების დიზაინში მკვეთრი ცვლილებები არაა, ისინი კვლავ 7000 სერიის ალუმინისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია 2 ახალი ფერი, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა,Black და Jet Black (მინის ზედაპირით), რამაც უნდა ვაღიაროთ რომ სმარტფონები უფრო ლამაზი გახადა. ალბათ შემჩნევდით რომ მის ქვედა მხარეს არ გვხდება 3.5 მმ.-იანი აუდიო ჯეკი, რომლის ფუნქციაც Apple Lightning პორტმა იტვირთა, თუმცა ეს ერთგვარ პრბლემასაც ქმნის მათთვის ვისაც უნდა ერდროულად მოუსმინოს მუსიკას და დატენოს სმარტფონი, უფრო სწორად ეს დამატებითი ხარჯია ადაპტერისთვის, რომელიც ამის საშუალებას იძლევა Lightning Audio + Charge . სამაგიეროდ კი ახალი აიფონებს Stereo სპიკერები აქვს.სიახლე შეეხო Home ღილაკსაც, რომელიც სრულიად გაერთიანებულია კორპუსთან ანუ მთლიანად სენსორულია. გარდა ამისა სურათზე ნათლად ჩანს iPhone 7 Plus ის 2 ლინზიანი კამერა რომელსაც ქვემოთ უფრო ფართოდ შევეხებით. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე კი გახლვათ ის, რომ ახალ აიფონებს გააჩნიათ IP-67 სერთიფიკატი, რაც მათ ანიჭებს წყლის და მტვრის მიმართ "იმუნიტეტს". Apple-მ ორივე მოდელში დატოვა Retina IPS LCD ტიპის ეკრანი, იმავე 4.7" 750x1334 - 326ppi (7 ისთვის) და 5.5" 1920x1080 - 401ppi (7+ ისთვის), რაც გასულ წლებში, თუმცა ახალი თაობის ეკრანი 25% ით უფრო ნათელია ვიდრე წინა წლის მოდელებში იყო გამოყენებული (625 cd/m2) და რა თქმა უნდა უცვლელია 3D Touch ტექნოლოგია. Apple-ს ორივე ფლაგმანში გამოყენებულია ახალი 16nm.-იანი 64-ბიტიანი A10 Fusion ჩიპსეტი M10 Motion Coprocessor-თან ერთად, რომელიც წინასწარი ტესტების საფუძველზე სიმძლავრით აღემატება Qualcomm Snapdragon 820-სა და Exynos 8890-ს,წინა თაობის A9 ჩპზე კი 40% ით სწრაფია. Apple ს განცხადებით ეს არის მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომელიც მოიცავს 4 ბირთვიან პროცესორს, საიდანაც 2 ბირთვის სიხშირეა 2.23 GHz, ხოლო მეორე 2 ის უფრო ნაკლები ენერგომოხმარების შესამცირებლად, ასევე 6 ბირთვიან გრაფიკულ ადაპტერს. iPhone 7 ს აქვს 2GB, ხოლო უფროს ძმას 7+ ს 3GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, გარდა ამისა მათი მინიმალური შიდა მეხსიერება ახლა უვე 32GB დან იწყება, მოხმარებელს კი აქვს საშუალება შეიძინოს 128 ან 256GB მეხსიერების მქონე აიფონიც. ახალი მოდელებში საკმაოდ გაუმჯობესებულია LTE ინტერნეტი და მისი მოდული, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 450 mbps მდეა. კამერა ყოველთვს იყო ამ სმარტფონების მთავარი უპირატესობა, სწორედ ამიტომ წელს ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე მოდელში მთავარ კამერად მოთავსებულია 12MP f/1.8 დიაფრაგმის მქონე 28მმ.-იანი ფართეკუთხოვანი კამერის მოდული: 4K ვიდეოს გადაღების,ოპტიკური სტაბილიზაციის, 4 მაგი LED განათების, პანორამის, HDR ფუნქციით, ხოლო უფროს მოდელში კომპანიამ გამოიყენა ორმაგი 12MP კამერა, მეორე მათგანი არის 56mm. Telephoto ლინზა, რომლითაც შესაძლებელია რეალური 2 ჯერადი ოპტიკური და 10 ჯერადი ცუფრული ზუმით სურათის გადაღება. გარდა ამისა ფერების სიღრმის რეგულირებისთვის გამოყენებულია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა iOS 10 თან ერთად. რაც შეეხება წინა კამერას, ის გაიზარდა 7MP f/2.2 მდე FHD ვიდეოს გადაღების ფუნქციით. აკუმლატორი ყოველთვის იყო აიფონების ერთ-ერთი სუსტი წერტილი, კომპანია არც ამ მოდელებში შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა აკუმლატორის ხანგრლივობით 7 და 7+ აქამდე არსებულ მოდელებზე ყველაზე მძლავრია. iPhone 7 ის აკუმლატორის ტევადობა 1960, ხოლო 'უფროსი ძმის" 2900 mah-ს შეადგენს. ცოტა რამ iOS 10-ზე. რაც შეეხება ფასებს და წინა მოდელებს. Apple-მ გადაწყვიტა, რომ გაყიდვაში დატოვოს მხოლოდ: iPhone SE 16 და 64GB ვერსია, ასევე iPhone 6s და 6s Plus ახლა უკვე 32 და 128GB მეხსიერებით და თანაც 100 დოლარით იაფად.(იგივე ცვლილებებ შეეხო iPad ებს.) რაც შეეხება ახალ მოდელებს ფასები ასეთია: თუმცა აღსანიშნავია, რომ Jet Black ფერი გაიყიდება მხოლოდ 128 და 256GB ვერსიებად, უფრო მოგვიანებით ვიდრე სტანდარტული ფერები. სმარტფონების გაყიდვები ოფიციალურად 16 სექტემბრიდან დაიწყება. გარდა ახალი სმარტფონებისა Apple ს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საინტერესო აქსესუარი, როგორიცაა: ახალი უკაბელო ყურსასმენი Airpods, რომლის ცალკე ღირებლება 159$-ს შეადგენს და სმარტ საათის მეორე სერია, რომელის ფასიც იწყება 369$-დან ახლა უკვე წყალგამძლე და უფრო მლავრია. ეს კი ოფიციალური ვიდეო რგოლი ახალი აიფონებზე. 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 @FC BARCELONA პირველ რიგში მადლობა კარგი თემაა რაც შეეხება iPhone 7 ს როგორც ყოველთვის გაამართლეს მოლოდინი თუმცა ელემენტზე არაფერი წერია. Audio jack რაღა საჭირო იყო ახალი ნაოშნიკები ხომ Bluetooth ით იქნება მხოლოდ ? თუ კაბელზეც იქნება ? დატენვის დროს გადამყვანი მართლაც დისკომფორტია თუმცა Bluetooth ზეა ყურსასმენები და ანუ შნურიანი ყურსასმენიც მოყვება ? თუ შნურიანი მოყვება და ეს Bluetooth ცალკე უნდა ვიყიდოთ ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 9, 2016 Author Share Posted September 9, 2016 34 minutes ago, zaqrinio said: @FC BARCELONA პირველ რიგში მადლობა კარგი თემაა რაც შეეხება iPhone 7 ს როგორც ყოველთვის გაამართლეს მოლოდინი თუმცა ელემენტზე არაფერი წერია. Audio jack რაღა საჭირო იყო ახალი ნაოშნიკები ხომ Bluetooth ით იქნება მხოლოდ ? თუ კაბელზეც იქნება ? დატენვის დროს გადამყვანი მართლაც დისკომფორტია თუმცა Bluetooth ზეა ყურსასმენები და ანუ შნურიანი ყურსასმენიც მოყვება ? თუ შნურიანი მოყვება და ეს Bluetooth ცალკე უნდა ვიყიდოთ ? კომპლექტში რაც მოყვება ეგ კაბელზეა დაეგ ბლუთუს ვერსია 169$ ღირს ცალკე ბატარეაზე ჯერ არაა ნორმალურიტესტები და მერე ჩავამატებ მაგას ის ლინკი რაც ჩავსვი 49 დოლარიან დაპტერზე ეგ გაიყიდება ბევრი ვისაც უნდა ერთად მუსიკა და დატენვა 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 1 minute ago, FC BARCELONA said: კომპლექტში რაც მოყვება ეგ კაბელზეა დაეგ ბლუთუს ვერსია 169$ ღირს ცალკე ბატარეაზე ჯერ არაა ნორმალურიტესტები და მერე ჩავამატებ მაგას ის ლინკი რაც ჩავსვი 49 დოლარიან დაპტერზე ეგ გაიყიდება ბევრი ვისაც უნდა ერთად მუსიკა და დატენვა აჰა გასაგებია ვისაც მუსიკის სმენა და დატენვა ერთდროულად უნდა იმ ადაპტერის ყიდვას და ეგეთ დისკომფორტს ჯობს წაამატოს ფული და ის Bluetooth ნაოშნიკი იყიდოს ბარემ დატენვის დროსაც მოუსმენს და კაბელებშიც არ გაიხლართება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 9, 2016 Author Share Posted September 9, 2016 50 minutes ago, zaqrinio said: აჰა გასაგებია ვისაც მუსიკის სმენა და დატენვა ერთდროულად უნდა იმ ადაპტერის ყიდვას და ეგეთ დისკომფორტს ჯობს წაამატოს ფული და ის Bluetooth ნაოშნიკი იყიდოს ბარემ დატენვის დროსაც მოუსმენს და კაბელებშიც არ გაიხლართება ხო თანაც ამაზე ბევრი ბლუთუს ყურსასმენი წავა, იაფასიანებიც კი 40-50 ლარის ფარგლებში. ესეც 7 Plus იტ გადაღებული: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chesteri Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 მე პირადად ძალიან დიდ დისკომფორტად მიმაჩნია 650 დოლარიან დივაისში დატენვისთვის და მუსიკის მოსასმენად(ერთდროულად) გადამყვანი რომ მჭირდება 50 დოლარიანი ან ბლუთუზ ყურსასმენი რომელიც 150 დოლარი ღირს მგონი პლუს ამას ეს ბლუთუზ ყურსასმენი მხოლოდ 5 საათს ძლებს. წყალგამძლეობას რაც შეეხება რატომღაც მგონია რომ ამ ასპექტში ვერ დაუდგება გვერდით სამსუნგს და სონის ამ ეტპაპზე რავიცი ასე მგონია. მოკლედ პირადად ჩემთვის აიფონს ბევრი მინისუ აქვს ჩამოთვლას არ დავიწყებ თუმცა ერთს ვიტყვი პერაციული სისტემის და მიუხედავად არასდროს ვიყიდი აიფონს რადენი ფულიც არ უნდა მქონდეს და არასდროს ვიყიდი ენვიდიას! გინდა გოიმი დამიძახოს ზოგმა ეფლის ფანმა და გინდა ძველმოდური მე უბრალოდ ის ხალხი მეცოდება ამდენად ბრმა რომ არის გარტყმაში არ არიან ტექნოლოგიის და ეფლი ღვთაებრივი კომპანია გონიათ და ანდროიდს ნაგავს ეძახიან საცოდაობაა :/ (ხო რათქმაუნდა მ ფორუმზეც ბევრს მოსწონს აიფონი და მომხმარებლებიც არიან თუმცა ჩემი კომენტარი მათ არ ეხებათ რადგან ამ ფორუმზე გამონაკლისების გარდა თითქმის ყველამ ძალიან ბევრი რამე იცით და ძალიან მიხარია ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 9, 2016 Author Share Posted September 9, 2016 On 9/9/2016 at 6:29 PM, chesteri said: წყალგამძლეობას რაც შეეხება რატომღაც მგონია რომ ამ ასპექტში ვერ დაუდგება გვერდით სამსუნგს და სონის ამ ეტპაპზე რავიცი ასე მგონია. იდეაში ყველა ტოპ მოდელს და ამ აიფონებსაც IP6X სერთიფიკატი აქვს და ერთნაერად უნდა გაძლოს ეგეთ პირობებში, კორპუსის ხარისხი და აწყობა უკვებრენდზეა რამდენად სწორად აქვს გაკეთებული ყველაფერი ყურსასმენზე გეთანხმები ასე თუ ისე დისკოფორტია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 On 9/9/2016 at 6:54 PM, FC BARCELONA said: იდეაში ყველა ტოპ მოდელს და ამ აიფონებსაც IP6X სერთიფიკატი აქვს და ერთნაერად უნდა გაძლოს ეგეთ პირობებში, კორპუსის ხარისხი და აწყობა უკვებრენდზეა რამდენად სწორად აქვს გაკეთებული ყველაფერი ყურსასმენზე გეთანხმები ასე თუ ისე დისკოფორტია. როგორ გეკადრება samsung-ს IP68 აქვს ახლოსაც ვერ მივა მის დაცვასთან ამის დაცვა თან იმას 3.5-იანი jack-ც აქვს. ძაან სასაცილოა ის რომ 6-ებისგან ერთადერთი 3.5-იანის უქონლობა გამოარჩევს და ამას apple ინოვაციას და წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე ეკრანი რომელიც hd რეზოლუციისაა Full hd მაინც უნდა ყოფილიყო. ზომაც ნამეტანი პაარაა 5 ინჩია იდიალური. ბეზელებიც სონიზე გაცილებით დიდი აქვს, საშინელებაა 5 ინჩიანი ანდროიდების ხელაა ეს 4.7-იანი iphone. 5.5-იანი ვაფშე 5.7-იან ანდროიდებზე დიდია. ასევე დიდი მინუსია ის რომ უკაბელო დატენვა არ აქვს. მაგის მოპრუწულ ბატარეას მალევე დატენიდა თანამედროვე wireless charger. კაროჩე მომხმარებლების გადმოსახედიდან apple-მა დაიკიდა ისინი. 160$ რატო უნდა მიცე 15$-იან ნაუშნიკებს? ან რატო უნდა იყიდო 650$-იანი ტელეფონი და მერე 40$-იანი ტრაინიკი port-სთვის. ან ანალოგური ნაუშნიკი რატო უნდა მიაერთო ორ ადაპტერს თუ დატენვისას გინდა მოსმენა? დატენვისას ჯერ ტრაინიკი უნდა მიაერთო 40$-იანი და მერე 3.5-იანზე გადამყვანი და მერე ნაუშნიკები. ხო ასევე გაითვალისწინეთ ტელეფონს არ აქვს ნაუშიკისთვის DAC და AMP ესენი გადავიდა ან ადაპტერში ან ნაუშნიკში. იასნია რო ნაკლებად ხარისხიანი იქნება ვიდრე ტელეფონში იქნებოდა, ასევე ნაუშნიკის ან ადაპტერის დაზიანების შანსიც გაცილებით მეტია ეხლა. ის ადაპტერი რაც მოყვება ჯიბეშივე შეილება დაზიანდეს. ეს უკაბელო ნაუშნიკები 160$ რო ღირს დასაკარგად უმარტივესია. თან დატენვაც არ უნდა დაგავიწყდეს, თანაც სხვა არაფერთან მუშაობს მარტო apple-თან. მინუსების ბუდეა ახალი iphone-ები. ბატარეა ვეჩნი მინუსია უკვე apple-ს. ესეც guide როგორ გადავაკეთოთ iphone 6-ები 7/7 plus-ად 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 აი მაგ ნაოშნიკში ზედმეტი მოუვიდათ 169 დოლარად ჰაიენდ ნაოშნიკი მოდის დავითრევ მომავალში იფონ 6ს პლუსს და მექნება და მექნება ძალიან დიდიხანი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chesteri Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 მათეს ვეთანხმები 100%-ით! ბევრი მინუსი ქონდა აიფონს და ეხლა კიდე მინუსები მიამატეს საკმაოდ მე პირადად მარაზმად მიმაჩნია 650 დოლარის მიცემა დივაისში რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს მხოლოდ დიზაინის და პეროს გამო! რაც იოსს შეეხება კი კარგია მაგრამ მოდი ერთი ეფლის ჩაკეტილი სისტემაც ვატირე მანქანის ფულს ვიხდი სარტფონში და ვერაფერს ვაკეთებ კარგით რა! აიფონი არის მხოლოდ სისტემა მეტი არაფერი ისიც კარგად ვიცით სად იწყობა ისიც ვიცით რა ნაწილებით და ვისი ნაწილებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 სწორედ მაგ იოსის გამოვარ აიფონზე ძალიან მაგარი ოსია ანდროიდისგან განსხვავებით ანდროიდზე adreno 320 გექნება თუ adreno 530 აზრი არ აქვს ყველას ერთი ნაგავი ფპს აქვს თამაშებში და ჭედვები დედ ტრიგერი 2 რომ აიღო 20-30 ფპს აქვთ იფონეზე აგერ 60 ფპს მაქვს ეს ყველაფერი არ არის გრაფიკა საშინელი აქვს ანდროიდზე თითქმის სამჯერ სუსტი გრაფიკა აქვს ვიდრე აიფონზე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chesteri Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 5 minutes ago, nseries430 said: სწორედ მაგ იოსის გამოვარ აიფონზე ძალიან მაგარი ოსია ანდროიდისგან განსხვავებით ანდროიდზე adreno 320 გექნება თუ adreno 530 აზრი არ აქვს ყველას ერთი ნაგავი ფპს აქვს თამაშებში და ჭედვები დედ ტრიგერი 2 რომ აიღო 20-30 ფპს აქვთ იფონეზე აგერ 60 ფპს მაქვს ეს ყველაფერი არ არის გრაფიკა საშინელი აქვს ანდროიდზე თითქმის სამჯერ სუსტი გრაფიკა აქვს ვიდრე აიფონზე გეთანხმები რაღაც მხრივ მაგრამ ხიაომი რედმი ნოტე 2 მაქვს გეცოდინება რა მონაცემების ტელეფონიც არის და არ ვიცი გინდ დაიჯერე გინდ არა მაგრამ საერთოდ არანაირი ჭედვები არ აქვს შენს ზემოთ ნახსენებ თამაშს და მართლა კარგ ანდროიდზე წარმომიდგენია რა იქნება იმაშია რ გედავები რომ ოპტიმზაცია ბევრად კარგი აქვს აიფონს და თამაშებში 60 ფპს აქვს მაგრამ კარგ ანდროიდზე არანაირად არ აქვს ჭედვები თააშებს ს7 ედჯი მაქვს დატესტილი მეგობრის მასიამოვნა სმართფონმა რასაც ქვია. და რაც არ უნდა იყოს 20 ფპს-ის გამო 2500 ლარს არ გადავიხდი სმარტში რომც მეყაროს თავზე ფული იმენა არ ვიყიდი! მძულს ენვიდიას და აფლის მსგავსი კომპანიები! მარკეტინგი მარკეტინგიაა და ყველა კომპანია მაგას აწვება მაგრამ ეგეთებს ვერ ვიტან მაქსიმალურად ტყუილზე რომ არიან გადასულები ნებისმიერ პატარა დეტალშიც კი! მარკეტინგ უნდა მიაწვე რომ განვითარდე ბაზარზე და სასურველი მოგება მიიღო მაგრამ შენს მომხმარებელს ყველა დეტალში არ უნდა მოატყუო უბრალოდ სირცხვილია რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 7 minutes ago, chesteri said: გეთანხმები რაღაც მხრივ მაგრამ ხიაომი რედმი ნოტე 2 მაქვს გეცოდინება რა მონაცემების ტელეფონიც არის და არ ვიცი გინდ დაიჯერე გინდ არა მაგრამ საერთოდ არანაირი ჭედვები არ აქვს შენს ზემოთ ნახსენებ თამაშს და მართლა კარგ ანდროიდზე წარმომიდგენია რა იქნება იმაშია რ გედავები რომ ოპტიმზაცია ბევრად კარგი აქვს აიფონს და თამაშებში 60 ფპს აქვს მაგრამ კარგ ანდროიდზე არანაირად არ აქვს ჭედვები თააშებს ს7 ედჯი მაქვს დატესტილი მეგობრის მასიამოვნა სმართფონმა რასაც ქვია. და რაც არ უნდა იყოს 20 ფპს-ის გამო 2500 ლარს არ გადავიხდი სმარტში რომც მეყაროს თავზე ფული იმენა არ ვიყიდი! მძულს ენვიდიას და აფლის მსგავსი კომპანიები! მარკეტინგი მარკეტინგიაა და ყველა კომპანია მაგას აწვება მაგრამ ეგეთებს ვერ ვიტან მაქსიმალურად ტყუილზე რომ არიან გადასულები ნებისმიერ პატარა დეტალშიც კი! მარკეტინგ უნდა მიაწვე რომ განვითარდე ბაზარზე და სასურველი მოგება მიიღო მაგრამ შენს მომხმარებელს ყველა დეტალში არ უნდა მოატყუო უბრალოდ სირცხვილია რა iphone 6 plus მაქვს მე ძმაკაცს გალაქსი ს6 ეჯი და შედარებული მაქვს გრაფიკა იმაზე სუსტი იყო ბევრად ვიდრე ჩემსაზე ფპსც ნაკლები ბევრად შეეადარე აქაც ბლარი აქვს უფრო ანდროიდზე და ფპს გამაღიზიანებელი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chesteri Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 გედავება ვინმე მაგაში? ნვიდიასაც აქვს მეტი წარმადობა ამდ-ზე მაგრამ არანაირად არ ვამჯობინემ ნვიდიას ამდეს! ხო კიდე გრაფიკაში ძლიერი რო იყო აიფონი გავიგე მაგრამ ძაალიან ნამდვილად არ ჯობნიდა და გრაფიკაში ცოტა და ფპს-ის მეტი აქვს მაგრამ ჩამორჩენა იმას ხომ არ ნიშნავს რომ კარგი ანდროიდი თამაშებზე ჭედავს?! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 8 minutes ago, chesteri said: გედავება ვინმე მაგაში? ნვიდიასაც აქვს მეტი წარმადობა ამდ-ზე მაგრამ არანაირად არ ვამჯობინემ ნვიდიას ამდეს! ხო კიდე გრაფიკაში ძლიერი რო იყო აიფონი გავიგე მაგრამ ძაალიან ნამდვილად არ ჯობნიდა და გრაფიკაში ცოტა და ფპს-ის მეტი აქვს მაგრამ ჩამორჩენა იმას ხომ არ ნიშნავს რომ კარგი ანდროიდი თამაშებზე ჭედავს?! მეგობარო რამე გაუგებრად დავწერე? კარგი ანდროიდი არ არის გალაქსი ს7 ეჯი? ვიდეოში რამე უხილავად ჩანს? გეუბნევი როგორც ოსი იოსი ჯობია სტაბილურობით ჰარდს რაც შეეხება ადრენო 530 არის სუსტი თუ რა არის არ ვიცი ეხლა მე ერთი ეგ ვიცი ბოლო თაობაა შედარებები მაქვს რეალურად გაკეთებული და ჯობია ყველა თამაშში პერფორმანსი + გრაფიკა აიფონები ანდროიდს ჰტც ონე მ7 მქონდა მოტო ხ პირველი გენერაცია აგერ ძმაკაცს გალაქსი ს6 ეჯი აქვს და მოტო ხ და გალაქსი ს6 ეჯს შორის არის მინიმალური სხვაობა თამაშებში ჰარდში შენც იცი რამხელა სხვაობაა და კი არც მე ვამბობ იმაზე არაფერს რომ აიფონ 6 650 დოლარი უზარმაზარი ფასია 500 დოლარი რომ ღირდეს კიდევ ხომ მაგრამ იმაში არავინ შემედავოს გრაფიკით თამაშებში აიფონი ვერ აპობსო თუ გინდა თამაშები ტელეფონზე ანდროიდი არ უნდა იყიდო უნდა იყიდო იფონე 6 მაინც თუ გინდა დარეკვა მუსიკა იუთუბე და მსგავსი მაიმუნობები ანდროიდი არის იაფად და ეგეც გეყოფა ყველანაირად ადამიანსაც გააჩნია ვისაც არ აღიზიანებს 30 ფპს და ნაკლები ისიც ითამაშებს ანდროიდზე უპრობლემოდ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 4:20 დან უყურე არის ბოლო თაობის ანდროიდი ხომ გალაქსი ს7 ეჯი გულის ამრევი ფრეიმ რეითი აქვს 25-30 ფპს და მოტო ხზე რომ გაუშვაა ეგ თამაში იმაზეც ეგ ფრეიმ რეითი გექნება 4 წლისწინდელ ანდროიდზე ჰარდი უმჯობესდება მაგრამ ფერფორმანსი არა ან იქნებ ჰარდიც არ უმჯობესდება ანდროიდებში :D:D:D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ww0013 Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 ეგ ფაქტია, რომ iOS ბევრად უფრო ოფტიმიზიებული სისტემაა ვიდრე ანდროიდი რაც თამაშებში მკვეთრად აისახება, დაველოდოთ ახალ SONY-ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chesteri Posted September 9, 2016 Share Posted September 9, 2016 გრაფიკაში გეთანხმები მაგრამ გადადი და ნახავ რომ კონკრეტულად ამ ვიდეოში რომელშიც არ მოგეწონა ფრეიმ რეითი სამსუნგი სნაპდრაგონ 820-ზეა წარმოდგენილი და ყველამ კარგად ვიცი რომ საკმაოდ ცუდი ოპტიმიზაცია აქვს ექსინოსთან შედარებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted September 10, 2016 Share Posted September 10, 2016 13 hours ago, მათე said: დატენვისას ჯერ ტრაინიკი უნდა მიაერთო 40$-იანი და მერე 3.5-იანზე გადამყვანი და მერე ნაუშნიკები. კაი სანახავი იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gtsetsadze Posted September 10, 2016 Share Posted September 10, 2016 ანდოიდი რომ ისეთი ოპტიმიზირებული იყოს როგორც აიოეს საკვირველი იქნებოდა. სამსუნგს რომ ადარებთ მანდ 2k გაფართოებაა ეკრანის და ვაშლში საუკეტესო შემთხვევაში 1080პ. ზოგადად მე მაგ ჯეკის ქონა არ ქონა არანაირ პრობლემას არ მიქმნის, ვაშლის მტავარი პრობლემა ბატარეაა და მაგას მიხედონ ყველაფერს ჯობია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პოპბობ Posted September 12, 2016 Share Posted September 12, 2016 მთლად წყალგამძლე არაა ეს აიფონ 7-ები.......... მხოლოდ წვიმის წვეთებს და უეცრად წყლის გადასხმას გაუძლებს......... თან მხოლოდ iP67 სერთიფიკატით, რაც მოძველებულია ამ დროისთვის....... ყველაზე გამძლე მაგ მხრივ ამ ეტაპზე სონი გახლავთ IP68 სერთიფიკატით და პლუს NOZZLE ტექნოლოგიის წყალგამძლეობის ტექნოლოგიით....... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted September 12, 2016 Share Posted September 12, 2016 On 9/11/2016 at 1:51 AM, gtsetsadze said: ანდოიდი რომ ისეთი ოპტიმიზირებული იყოს როგორც აიოეს საკვირველი იქნებოდა. სამსუნგს რომ ადარებთ მანდ 2k გაფართოებაა ეკრანის და ვაშლში საუკეტესო შემთხვევაში 1080პ. ზოგადად მე მაგ ჯეკის ქონა არ ქონა არანაირ პრობლემას არ მიქმნის, ვაშლის მტავარი პრობლემა ბატარეაა და მაგას მიხედონ ყველაფერს ჯობია. არის ტესტიც, სადაც ნოუთ 7 HD-ზე შეადარეს. სიტუაცია დიდად არ შეცვლილა მაგას რომ ხედავთ, იმას რატომ არ ამბობთ, რომ სამსუნგს ორი იმდენი ბირთვი და რამი აქვს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 12, 2016 Author Share Posted September 12, 2016 ყველას და ყველაფერს აჯობა აიფონ 7 მა antutu ში აიღო 178397 ქულა > ეს კიდევ მწვანე კაცუნები 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted September 16, 2016 Share Posted September 16, 2016 კაი გამოვიდა ეს iOS 10, მომეწონა, უბრალოდ swipe to unlock რო ამოიღეს მაგან გატეხა. ეხლა იდეაში ჰოუმ კნოპკას უნდა დააჭირი უეჭველი ანლოქისთვის, მაგრამ სეთინგებიდან შეგიძლია ჩართო, რომ უბრალოდ თითის დადებით დააანლოქებს ტელეფონს. რომელ აიფონსაც არ აქვს თაჩ აიდი როგორ არი ნეტა მაგაზე, სავარაუდოდ მაგის ოფშენი არ ექნება ხუთებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 17, 2016 Share Posted September 17, 2016 ეს taptic engine ნამეტანი დიდ ადგილს იკავებს და სულ არაა საჭირო მე თუ მკითხავთ. Taptic engine-ს აქვს იგივე სიგანე რაც ბატარეას. სურათის მიხედვით დაახლოებით 1/9 ია ბატარეის სიგრძის ასე რომ iphone 7-ს 1960 mah და 7 plus-ს 2900 mah შესაძლოა ყოფილიყო 2177 mah და 3222 mah შესაბამისად.. iphone 7 iphone 7 plus 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.