Jump to content
Power_VANO

4K HDR Blu-Ray (Ultra HD Premium) ვიდეო კომპიუტერზე

Recommended Posts

4K Blu-Ray დისკები ბევრს გინახავთ ამაზონზე ალბათ, მაგ: https://bit.ly/2bvUdPn და ისიც იცით, რომ მათ სანახავად სპეციალური გარე პლეერია საჭირო (რომელიც ძვირი ღირს) და ახალი 4K ტელევიზორი (რომელიც ასევე ძვირი ღირს).

თუმცა, პრობლემები აქ არ მთავრდება. თუ ჩავუღმავდებით ცოტა, ვნახავთ, რომ უბრალოდ 4K საკმარისი არ ყოფილა. თურმე ჩვენს პლეერსა და ტელევიზორს უნდა გააჩნდეს თავსებადობა HDCP 2.2 უსაფრთხოების სტანდარტთან. + თუ გარე აუდიო სისტემას ვიყენებთ, ისიც HDCP 2.2 სერტიფიცირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 4K კონტენტს ვერ ვნახავთ და მივიღებთ ერორს, ან ვნახავთ Full HD კონტენტს.

ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩნდება აზრი - კომპიუტერი ხომ ამისი იაფიანი ალტერნატივაა. თუმცა, ნურას უკაცრავად, სულაც არა, ჯერჯერობით მაინც.

საქმე იმაშია, რომ კომპიუტერებისთვისაც მოთხოვნა იგივეა დღესდღეობით და უფრო მკაცრიც კი.

კომპის შემთხვევაში, საჭიროა, რომ HDCP 2.2-თან სერტიფიცირებული იყოს ვიდეო ადაპტერი, მონიტორი, ოპერაციული სისტემა და პროგრამა, რითაც ვიდეო ფაილს გავუშვებთ. თანაც, ძველი HDCP-ებისგან განსხვავებით, რომლებიც სოფტის დონეზე მუშაობდნენ, 2.2 მუშაობს აპარატურის დონეზე.

HDCP 2.2 პორტების მხრივ ჩადებულია HDMI 2.0 და DisplayPort 1.3-ში. თუმცა, არსებობს პროდუქტები, ძველები განსაკუთრებით, სადაც HDMI 2.0 არის, მაგრამ HDCP 2.2-ის მხარდაჭერა - არა. მოკლედ, საკმაოდ რთული სიტუაციაა.
საქმე იმაშია, რომ HDMI 2.0-ს რამდენიმე ვერსია ჰქონდა, მათ შორის, ბოლო არის HDMI 2.0b (http://www.hdmi.org/manufacturer/hdmi_2_0) რომელშიც გამტარობა გაიზარდა და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სრულყოფილად 4K HDR 60 FPS ვიდეოების სტრიმინგი.

 

ვიდეო კარტების მხრივ ცალკე თავის ტკივილია: საჭიროა HDMI 2.0b/DisplayPort 1.3/1.4 + 10/12 ბიტიანი HEVC/VP9 ვიდეო კოდეკების ჰარდვეა დეკოდინგის მხარდაჭერა.

NVIDIA-ს HDMI 2.0 აქვს 900 სერიის ვიდეო დაფებიდან მოყოლებული, მაგრამ HDMI 2.0b და ზემოთ ხსენებული აქსელერაციები აქვს მხოლოდ Pascal-ს, ანუ 1000 სერიის ვიდეო დაფებს.
AMD-ს მხარეს HDMI 2.0b + აქსელერაციები არის Polaris არქიტექტურიდან.
Intel-ს HDCP 2.2/HDMI 2.0b-ს სრულყოფილი მხარდაჭერა ექნება Kaby Lake პროცესორების GPU-ებზე.

მოკლედ, არცერთ ძველ ვიდეო ადაპტერს არ აქვს 4K HDR 60 FPS 10/12 ბიტიანი ვიდეოების 4:4:4 ქრომა სემპლინგით გაშვების საშუალება. GPU-ს მხარეს უახლესი გვინდა ყველაფერი.

 

თუ 4K Blu-Ray ფილმების გაშვება გვინდა დისკებიდან, მაშინ ახალი Blu-Ray წამკითხველიც გვინდა, რომელსაც 100/128 გბ-იანი BD-XL დისკების წაკითხვა შეეძლება. ერთ-ერთი ასეთი წამკითხავი/ჩამწერი არის LG WH16NS40, რომელიც იყიდება ამაზონზე 59$-ად: https://bit.ly/2bwk49Z

 

როგორც ზემოთ ვთქვით, უმაღლესი ხარისხის ვიდეოთი დასატკბობად საჭიროა, რომ HDCP 2.2 კოპირებისგან დაცვის სტანდარტთან თავსებადი იყოს მონიტორიც.
ჩემს მიერ მოძიებული რამდენიმე ასეთი მონიტორი:

ASUS PA328Q
Dell UP3216Q
LG 27UD88-W

 

ოპერაციული სისტემების კუთხით, ჯერჯერობით მგონი მხოლოდ Windows 10 Anniversary Update-შია Ultra HD Premium-ის სრულყოფილი მხარდაჭერა.

+ Microsoft-ს აქვს სპეციალურად შექმნილი PlayReady 3.0 პროგრამული სტეკი, HDCP 2.2-თან სამუშაოდ. იგივე NVIDIA-მაც განაცხადა, რომ მის Pascal არქიტექტურაში დამატებულია ისეთი უსაფრთხოების ფიჩერები, რაც არ იყო Maxwell-ში და რომ Pascal მთლიანად თავსებადია MS-ის PlayReady 3.0-თან (https://www.youtube.com/watch?v=OA4WAxmbO6M)

 

პლეერების კუთხით რა ხდება, ძნელი სათქმელია. Cyberlink-ს ლიცენზია აქვს აღებული, მაგრამ PowerDVD-ს ჯერჯერობით არ აქვს Ultra HD Premium სტანდარტთან თავსებადობა.

Windows 10-ში ჩაშენებულ Photos & Videos აპლიკაციასა და Windows Media Player-თან მიმართებაში რა სიტუაციაა, ეგეც უცნობია.

VLC-საც ოფიციალურად არ აქვს მხარდაჭერა.



რომ შევაჯამოთ, ჩამოვწეროთ HDCP 2.2-თან (და ამასთანავე HDMI 2.0b, DisplayPort 1.3/1.4-თან) და Ultra HD Premium (4K HDR, 60 FPS, 8/10/12 Bit) კონტენტის კომპზე გაშვებისთვის საჭირო ჰარდი და სოფტი:

GPU
NVIDIA: Pascal არქიტექტურის GPU-ები: Titan X 2016, GTX 1080, GTX 1070, GTX 1060
AMD: Polaris არქიტექტურის GPU-ები: RX 480, RX 470, RX 460
          AMD-ს პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკაზე რა სიტუაციაა, არ ვიცით ჯერ
Intel: Kaby Lake არქიტექტურის პროცესორების GPU-ები

მონიტორი
ASUS PA328Q
Dell UP3216Q
LG 27UD88-W

Blu-Ray დრაივი
LG WH16NS40 (იყიდება ამაზონზე 59$-ად: https://bit.ly/2bwk49Z)

ოპერაციული სისტემა
Windows 10 Anniversary Update

მედია პლეერი
CyberLink PowerDVD-ს შემდეგი ვერსია (ჯერ არ გამოსულა)

 

 

მოკლედ, თქვენც თუ გაქვთ ინფორმაციები დაწერეთ და ნელ-ნელა განვაახლოთ ამ თემის პირველი პოსტი ახალი ინფორმაციით.

HDCP 2.2 ისეთი დაცვა ჩანს და ისეთ დონეზე ხდება ყველგან მხარდაჭერა და ინტეგრირება, რომ სავარაუდოდ გატეხვა ძალიან გართულდება. ასე რომ, როგორც ჩანს, დაგვჭირდება ამ სიტუაციაში გარკვევა.

  • Upvote 4

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯერ-ჯერობით არ ეშვება პს-ზე ბდ ლიცენზიებიც კი რამდენადაც ვიცი, არც სოფტოვი მედია პლეირი არსებობს პოვერდვდ მაგვარი, თვითონ ამდ 400 სერიას და ნვიდიას 1000 სერიის კარტებს გააჩნიათ 4K 10 bit HEVC ვიდეობის GPU აქსელერაცია აი HDCP 2.2 კითხვის ნიშვნის ქვეშაა და ზოგადათ სრულყოფილი UHD-BD საპორტიც თუ აპირებენ საერთოდ მაგის დამატებას, ამ ეტაპზე მარტო amazon-netflix 4K პლატნი ვიდეობის პირდაპირი რენდერი იდება ხოლმე რის გამოც პატარა ბლური და ბანდინგი აქვს ხანდახან, მაგრამ ხარისხი მაინც საკმაოთ კარგია, იგივე სიტუაციაა BDRip 2160P-ზეც, ანუ მასეთ რელიზებსაც პირდაპირი რენდერით აკეთებენ რაც ხარისხიც დაკარგვას იწვევს + თვითონ ორიგილანიც ხშირათ არაა იდეალური ხარისხის ამიტომ ისეთი დიდი სხვაობა აღარაა 1080P გაუშვებ თუ 4K მონიტორ-ტელევიზორზე, რაც არ უნდა იყოს მაინც ჯობია კარგი ხარისხის BD ლიცენზიებს ეგეთი WebRip 2160P ან BDRip 2160P ფორმატი, ფერებიც კარგი ქონდა და დეტალიზაციაც ჩემ 23 ინჩიან დელის მონიკზე იმ სერიალებს რასაც ვუყურე უკვე მაგ ფორმატში, მასიურათ შეიძლება ჯერ არ იდება მაგრამ მაინც საკმარისი რაოდენობის ფილმები და სერიალები მოგროვდა უკვე მაგ ფორმატში, მათ შორის ხიტებიც, ხო რაც შეეხება web-dl 1080P VS WebRip 2160P მანდ აშკარა სხვაობაა ხარისხში და არც კი ღირს დაფიქრება რომლის გადმოწერა ჯობს განსაკუთრებით თუ ნორმალური ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი გიყენია 50მბ მაინც, კიდე ერთი პლიუსი ისაა რომ როგორც ბდ-ზე არ ჭირდება ლამის 1 წელი დაცდა ახალ სეზონზე, როგორც იტუნსის ვერსიები ეგენიც საკმაოთ მალე იდება ხოლმე, 4-5 სერიალს უკვე ვუყურე მაგ ფორმატში და აწი სულ მაგაში გადმოვწერ ხოლმე თუ დაიდება დროულათ, ხო თუ 8 ბიტიანი AVC 4K-შია დაჟე პოვერდვდ11 კი აქვს GPU აქსელერაციის საპორტი ეგეთ ვიდეოებზე და მშვენივრათაც უბერავს ჩემ სისტემაზე, ეგ HEVC 10 ბიტიან ვიდეობს ჭირდება უკვე ამდ 400 სერიის ან პასკალის კარტები GPU აქსელერაცია რომ მუშაობდეს, მგონი ინტელის skylike ინტეგრირებულზეც მუშაობს GPU აქსელერაცია 10 ბიტიან ვიდეოებზე, ისე კი უპრობლემოთ ერევა ჩემ სისტემაზე 8 თრიდიან ჰასველზე MPC-HC სოფტოვი კოდეკით, არანაირი ჭედვა არ შემინიშნავს, უბრალოთ პროცესორს გრუზავს 20-30%, GPU აქსელერაციაზე კი 2-3% გრუზავდა მარტო ჩემთან პოვერდვდ11, თუ ვიდეობიტრეიტი 50000-60000kbps არ აღემატება ნორმალურ სისტემაზე უნდა გაქაჩოს ეგეთი ვიდეოები ჭედვების გარეშე, ხო მონიტორებს რაც შეეხება სულ მცირე HDMI 2.0 ან Displayport 2.0 უნდა ქონდეთ, მოკლეთ მე რასაც ვუყურებ ეგ ამბავი პს-ზე მოშნათ დაიგვიანებს, დაჟე ზაშიტაც არ შეუტეხიათ ჯერ რემუქსების დასადებათ, საკმაოთ მძლავრი ზაშიტა ქონია დენუვოს არ იყოს, მგონი ბდ ზაშიტა სადღაც 1 წლის შემდეგ შეტყდა, UHD-BD შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეს შეუტეხავი, ტვ-ზე გასაშვებათ კი 400$ UHD-BD პლეირია საჭირო რომელსაც სტანდარტული ბდ ლიცენზიებიც საპორტიც გააჩნია https://www.amazon.com/Samsung-UBD-K8500/dp/B01A9V6OI6?SubscriptionId=AKIAIY4YSQJMFDJATNBA&tag=bluray-000-20&linkCode=xm2&camp=2025&creative=165953&creativeASIN=B01A9V6OI6&m=ATVPDKIKX0DER და 4K ტელევიზორი HDMI 2.0 მხარდაჭერით, ლიცენზიები კი დობრათაა ამაზონზე: http://www.blu-ray.com/4k/

 

Share this post


Link to post
Share on other sites
4 minutes ago, George said:

HDCP 2.2 კითხვის ნიშვნის ქვეშაა და ზოგადათ სრულყოფილი UHD-BD საპორტიც თუ აპირებენ საერთოდ მაგის დამატებას

იდეაში ახლა პლეერის გარდა სხვა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია PC-ზე.

ვიდეო კარტები გვაქვს HDCP 2.2-ით, მონიტორებიც არის რამდენიმე (ან ნუ ტელევიზორს შეართებ, იმას თუ აქვს HDCP 2.2). ბლუ-რეი პლეერიც არის უკვე.

ერთი სოფტის საკითხია გასარკვევი. PowerDVD-ს კი ექნება შემდეგ ვერსიას, მაგრამ საინტერესოა, იქნებ Windows 10 Anniversary Update-ის UWP პლეერსაც აქვს?

თან HDCP 2.2-ის გატეხვა ძალიან გაჭირდება, თუ გატეხეს საერთოდ. ჰარდიდან დაწყებული, სოფტით დამთავრებული, უზარმაზარი დაცვის ჯაჭვი ააწყვეს. 

იდენტური ხარისხის რელიზები კაი ხანი არ იარსებებს თან ალბათ.

Share this post


Link to post
Share on other sites

თვითონ კიბერლინკის ფორუმზე ესე დაწერეს UHD-BD საპორტთან დაკავშირებით http://forum.cyberlink.com/forum/posts/list/48416.page მოკლეთ მუშაობენ მაგ საკითხზე მაგრამ როდისთვის იქნება თვითონაც არ იციან ზუსტათ ჯერ, აქ მიდიოდა კიდე მაგის გარჩევა http://forum.blu-ray.com/showthread.php?t=274111 მოკლეთ პს-ზე მაგის ოფიციალური საპორტი მემგონი მოშნათ გაიწელება, შეიძლება შემდეგი წლისთვისაც არ დაამატონ, ისევ კიბერლინკი თუ დაამატებს ალბათ პირველი, მაქსიმალური ხარისხი ისევ პირდაპირი რენდერით დადებული რელიზები დარჩება ალბათ წელს და არაა გამორიცხული შემდეგ წელსაც არ შეიცვალოს სიტუაცია, ნვიდიას ფორუმზე მაგის შესახებ ჯერ სიჩუმეა, არაა გამორიცხული პასკალზე მაგის მხარდაჭერა არც ქონდეს

Share this post


Link to post
Share on other sites

@George

NVIDIA-ს ფორუმზე აი ეს ტოპიკი ვნახე, აქ არის საუბარი HDCP 2.2-ზე: https://forums.geforce.com/default/topic/845270/geforce-900-series/gpus-with-hdcp-2-2-support

ნამდვილად აქვთ პასკალზე, + სპეცებშიც უწერიათ, + HEVC კოდეკის მხარდაჭერაც აქვს პასკალზე, როგორც ენკოდინგი, ისე დეკოდინგი.

 

ჰარდი გვაქვს PC-ზე, სოფტის საკითხია მოსაგვარებელი :)

Share this post


Link to post
Share on other sites

საკმაოდ საინტერესო საიტი ვიპოვნე: http://jell.yfish.us/

აქ დევს სხვადასხვა კოდეკით დაკომპრესებული, სხვადასხვა ბიტრეიტიანი ვიდეო სემპლები 4K გარჩევადობის ჩათვლით, გასატესტად.

გამოყენებულია 3 კოდეკი:

High Profile H.264 (დღევანდელი Full HD ბლუ-რეის სტანდარტული კოდეკი)
Main Profile HEVC (H.265) (8 ბიტიანი ფერთა გამა)
Main10 Profile HEVC (H.265) (10 ბიტიანი ფერთა გამა)

8 და 10 ბიტიანი HEVC არის ზუსტად ის კოდეკი, რაც 4K HDR ბლუ-რეიში გამოიყენება დღეს.

 

HEVC აქსელერაციის გარეშე საკმაოდ მძიმეა კარგი მოშნი პროცესორებისთვისაც. მაგალითად, ჩემს სამსახურის კომპზე, Full HD HEVC-იც კი 100%-მდე ტვირთავს პროცს. პროცი კიდევ არის i7-2600K.

დღეს სახლშიც გავტესტავ, საინტერესოა Xeon-ი როგორ მოერევა HEVC-ს. R9 290-საც არ აქვს თან HEVC კოდეკის აქსელერაცია და CPU-ს დააწვება მთლიანად.

 

ჯამში, HDCP 2.2 რომც არ არსებობდეს, მაინც არაა საქმე მარტივად. ჰარდს უჭირს 4კ ვიდეოს დეკოდინგი აქსელერაციის გარეშე ძალიან. მაგიტომაცაა მგონი რომ დღევანდელი 4კ რიპების უმეტესობა H.264/AVC-შია ენკოდირებული.

5 hours ago, George said:

HEVC 10 ბიტიან ვიდეობს ჭირდება უკვე ამდ 400 სერიის ან პასკალის კარტები GPU აქსელერაცია რომ მუშაობდეს, მგონი ინტელის skylike ინტეგრირებულზეც მუშაობს GPU აქსელერაცია 10 ბიტიან ვიდეოებზე

სკაილეიკს და NVIDIA-ს 900 სერიას აქვს 8-ბიტიანი HEVC-ის აქსელერაცია და 10-ბიტიანზე აქვს ჰიბრიდული მოუდი, ანუ სოფტვეა რა და ვერ ერევიან ნორმალურად :დ

და მაგაზეც სადღაც წავიკითხე, რომ თვითონ HEVC-ის სტანდარტი არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული და იმიტომ ვერ ჩაიდო სრულყოფილი აქსელერაციაო.

სრულყოფილი ჰარდვეა აქსელერაცია ინტელს ექნება Kaby Lake-დან HEVC-ის მთლიანად.

ნუ + NVIDIA-ს პასკალი და AMD-ს პოლარისი.

აი AMD-ს ინტეგრირებულებში რა ხდება არ ვიცი მაგ მხრივ.

 

@George შეგიძლია DXVA Checker გაუშვა შენთან? საინტერესოა HEVC-დან რამე თუ დევს GTX 780-ში საერთოდ. წესით არ უნდა ჰქონდეს აქსელერაცია.

Share this post


Link to post
Share on other sites

გავტესტე ახლა და 10-ბიტიან HEVC-ს 4K-ზე 12 ბირთვიანი Xeon-ც კი ვერ ერევა :D 70%-ზე იტვირთება CPU და FPS დაბალია ძალიან მაინც.

მოკლედ, ახალი ჰარდის გარეშე 10-ბიტიანი HEVC გამორიცხულია, როგორც ჩანს.

8-ბიტიან HEVC-ს კი უშვებს სავსებით ნორმალურად 4K-ზე ჩემი პროცი.

Share this post


Link to post
Share on other sites

სემპლებს აქ ვნახულობდი ხოლმე ადრე http://nnm-club.me/forum/tracker.php უმრალვესობა 2160P მოყვება ხოლმე მაგ საიტზე სემპლი, გაჭედვით არცერთზე არ გაუჭედია ჩემთან, ფაქტიურათ ისეთივე პლავნათ უბერავს 23.976ფპს ფილმებს 10 ბიტიანზეც როგორც 8 ბიტიან AVC GPU აქსელერაციით, უბრალოთ 10 ბიტიან ვიდეოებს უკვე MPC-HC ტიპის პლეირი ჭირდება https://nightly.mpc-hc.org/, პოვერდვდ ეგეთს არ უშვებდა რომ ვტესტავდი არცერთ ვერსიაზე, ჩემ კარტაზე კი ასეთი სიტუაციაა:

eVGPhRp.png

bdrip 2160P ყველა კარგათ მუშაობდა MPC-HC, ეგენი სუყველა 10ბიტიან ჰევკშია დარენდერებული, პროცესორის ნაგრუზკა კი 40-50% ფარგლებში მერყეობდა, ბიტრეიტსაც გააჩნია, ეგენი ძალზე მაღალ ბიტრეიტში არაა და ისე ძალიან არ უჭირს მაგეების გაშვება, რა თქმა უნდა 120მბ.სეკ ლიცენზიურ დისკის ვიდეოტრანსფერს ვერ მოერევა ჩემი და შეიძლება სხვა უფრო მძლავრ ხარდზეც კი გაუჭირდეს, თუმცა 50-60ფპს უპრობლემოთ ამუშავებს 8 თრიდიან ჰასველზეც 3.9GHZ, ვარდნები საერთოდ არ ქონია, აი გადახვევა აგვიანდება ნამდვილათ

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოჩაღ 780-ს, HEVC-ის ჰიბრიდული აქსელერაცია აქვს როგორც ჩანს, იმიტომაც არ უჭირს შენთან HEVC :thumbsup:

ჩემს 290-ს არ აქვს HEVC და პროცი ვერ ერევა მარტო.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

გასაგებია, ხო მე 10 ბიტიანი მარტო სემპლები მაქვს გასინჯული, ისე მაინც არ დავამატებდი გადმოსაწერათ რომ ჭედავდეს ან ცუდ ხარისხში იყოს, მაგ მხრივ დრაკულას გარდა ყველას ნორმალური ვიდეოტრანსფერი ქონდა, დრაკულა არ მომეწონა ამაზონის 4K H265 10 ბიტში http://kinozal.tv/details.php?id=1387909 აი ჩემთან ასე გრუზავს ამ 10 ბიტიან სემპს http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=969180

tKG8kU5.png

არანაირი ჭედვები არა აქვს, უპრობლემოთ შეიძლება ყურება, პროცესორი 25-30% იგრუზებოდა ფულლ ეკრანზე 

Share this post


Link to post
Share on other sites

@George ახლა გადმოვწერე ჩემთანაც გასატესტად და 8-ბიტიანია ეგ. სამსახურის i7-2600K-მაც წაიღო უპრობლემოდ, 70%-ზე დაიტვირთა ოღონდ.

მე რომ დავდე ლინკი, იქიდან გადმოწერე აბა 10-ბიტიანები და ისინი სცადე.

მაგალითად Media Info-თი რომ ნახო, 10-ბიტიან სემპლს უნდა ეწეროს ასე: Format profile: Main 10@L5.1@High

8-ბიტიანს უწერია ასე: Format profile : Main@L5.1@High

ან ასე: Format profile : Main@L5@Main (რაშიც ეგ სემპლია ენკოდირებული, შენ რაც დადე).

 

ჯელიფიშის სემპლები, მაღალ ბიტრეიტიანები Main@L5.1@High-შია 8-ბიტიანები, მძიმეა უფრო ეგენი და 10-ბიტიანები ჰაი პროფილზე ხო ვაბშე :დ

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ეგ H265 8 ბიტიანი ყოფილა, ვნახავ 10 ბიტიანსაც და დავტესტავ, აი ვიპოვე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5109886 

 არა ეგეც ნიტოა  AVC GPU აქსელერაციით და უპრობლემათ მიაქვს პროცესორის ნაგრუზკის გარეშე ეგეთები

Share this post


Link to post
Share on other sites
10 minutes ago, George said:

ხო ეგ H265 8 ბიტიანი ყოფილა, ვნახავ 10 ბიტიანსაც და დავტესტავ, აი ვიპოვე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5109886 

 არა ეგეც ნიტოა  AVC GPU აქსელერაციით და უპრობლემათ მიაქვს პროცესორის ნაგრუზკის გარეშე ეგეთები

http://jell.yfish.us/

აი აქედან მოქაჩე, მანდაა 8-იანებიც და 10-ბიტიანებიც.

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ვიპოვე ეს 10 ბიტიანი ჩანს: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5106185

cDizu7v.png

შენ რომ ლინკი დადევი მარტო 120მბ მინიმუმ და ეგეთებზე უკვე მოშნათ უჭირს, 60მბ-მდე უპრობლემოთ უბერავს ყველაფერს ჩემთან, მერე ცოტათი ჭედავს უკვე მომენტებში

9SAe7uY.png

 

Share this post


Link to post
Share on other sites

გადმოვწერე მეც და ეგეც 8-ბიტიანია. ნუ იდეაში სწორიცაა, 10-ბიტიანად რომ დაარელიზონ, 90% ვერ უყურებს და რა აზრი აქვს :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო რაცაა ეგაა ამ ეტაპზე ან ეგეთები იდება 8 ბიტიან HEVC, ან კიდე საერთოდ 8 ბიტიანი AVC 2160P გაფართოვებაში, ალბათ ეგ ვარიანტი უფრო ოპტიმალურია და მაგიტომ, ეგ რელიზები სუყველა პირდაპირი რენდერიდანაა მიღებული, ანუ მაგეების დარიპვა ჯერ არ გამოდის ზაშიტის გამო

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ბოლო რელიზები უკვე მგონი სუყველა 10 ბიტიან HEVC:

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1058732

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1059094

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1059104

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1059235

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1058509

http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1058240

დავტესტე სემპლები და ყველა ნორმალურათ უბერავს ჩემთან MPC-HC-ზე ჭედვა-გრეხვების გარეშე პოლნი ეკრანზე თუმცა GPU აქსელერაცია არა აქვს

 

Share this post


Link to post
Share on other sites
jellyfish-200-mbps-4k-uhd-hevc-10bit.mkv 200 Mbps 3840x2160 HEVC Main10 5.2 High 731 MB

ამას უკრავს ჩემთან უპრობლემოდ მედია პლეიერი და photos and movies, vlc-ს ერხევა

პროცესორი საერთოდ არ იტვირთება ( 2 - 5%), სულ ვიდეოზე მიდის ეტყობა დატვირთვა

 

Share this post


Link to post
Share on other sites

აბა 8k-ს რამდენი გაუმლავდებით, ჩემი პროცი გაიგდო ფეხქვეშ :)

 

Share this post


Link to post
Share on other sites
jellyfish-400-mbps-4k-uhd-hevc-10bit.mkv 400 Mbps 3840x2160 HEVC Main10 6.1 High 1.4 GB

ესეც ზუსტად იგივენაირად უპრობლემოდ დაუკრა

გამოდის რომ 1000 სერია მაგრად ქაჩავს

Share this post


Link to post
Share on other sites

GPU აქსელერაცია აქვს და მაგიტომ და თან 8K კი, ეგეთებზე ჩემსასაც უჭირს უკვე, თუმცა 4კ 40-50% ბირთვების ნაგრუზკით ჯერ არაფერს ჩაუსვრია თუ ძალზე მაღალბიტრეიტიანი არაა 80მბ.სეკ+, ანუ უპრობლემოთ შეიძლება ლუბოი გაფართოვების მონიკზე 4K რელიზების ყურება ჩემნაირი ტიპის სისტემებზე, ამდ არ ვიცი რა სიტუაციაა მაგრამ 960-970 საკმაოთ კარგათ უბერავენ მაგ მხრივ, მგონი ამდ 400 სერიაზეც აქვსო უკვე 10 ბიტიანი 4K ვიდეოებზე GPU აქსელერაცია, 470-480 ვისაც აქვს დატესტოს ეგეთი ვიდეოები, კაკრაზ MPC-HC შეიძლება სეტინგების გამოჩენა ეკრანზე სადაც ჩანს მუშაობს თუ არა GPU აქსელერაცია, როცა მუშაობს 3-4% აქვს საშვალო ნაგრუზკა 8 თრიდიან ინტელის პროცესორებზე, ჩემთანაც ეგრეა 8ბიტიან AVC 50000kbps 4K ვიდეოებზე, ეგეთებიც დობრათ იდება და კარგ ვიდშია საკმაოთ, 8bitVS10bit სხვაობა ფერებში უფრო ნორმალურ მონიტორებზე გამოჩნდება, ჩემთან თითქმის არ ყოფილა სხვაობა ფსევდო 8 ბიტიან იპს-ზე, მაგისთვის 10 ბიტიანი იპს საჭირო, კმაყოფილი ვინც არაა სემპლით და უფრო უკეთესს სხვაობას მოელოდა მაგ გაფართოვებიდან ეგ შეიძლება ამის ბრალიც იყოს http://realorfake4k.com/ ალბათ მაგიტომაა ახალი სერიალები უფრო კარგ ვიდში ვიდრე ბდრიპები პირდაპირ რენდერში რასაც არელიზებენ ხოლმე

Share this post


Link to post
Share on other sites
On ‎19‎/‎10‎/‎2016 at 0:01 PM, George said:

8ბიტიან AVC 50000kbps 4K ვიდეოებზე

AVC პრობლემა არაა, AVC-ს აქსელერაცია ყველა ძველ და ინტეგრირებულ GPU-ებსაც აქვს.

HEVC-ია პრობლემა, რომლის აქსელერაციაც მხოლოდ ახალ GPU-ებშია - 1000 სერია NVIDIA, 400 სერია AMD, Intel-ის Kaby Lake...

ინტელის სკაილეიკში და NVIDIA-ს 900 სერიაში არის ჰიბრიდული აქსელერაცია, რაც რეალურად არაა ის, რაც სრულყოფილი ჰარდვეა აქსელერაციაა.

 

რეალური 4K UHD HDR ფორმატი არის 10-ბიტიანი HEVC კოდეკი და არა AVC, გინდათ 10, გინდა 8 ბიტიანი..

Share this post


Link to post
Share on other sites
On 10/19/2016 at 0:01 PM, George said:

ეგეთებზე ჩემსასაც უჭირს უკვე

ჩემი და შენი არ განსხვავდება, ერთი წარმადობა აქ ზუსტად, 4 კ არანაირ პრობლემა არა 30-40% მაქს და აი 8კ უკვე ფენზდეც

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ეს ორი სტარ ვორსის ნაწილი ნამდვილათ აპსკეილია და არანაირი UHD-BD არაა ჯერ დაანონსებულიც კი მაგ ფილმების, რამდენადაც ვიცი შემდეგი წლისთვის აპირებს დისნეის UHD-BD-ზე თავისი ფილმების გამოშვებას:

http://kinozal.tv/details.php?id=1491039

http://kinozal.tv/details.php?id=1491056

ინდუსი სცენ რელიზერის DDR რელიზებია რომელიც extrattorent-ზე დევს:

https://extratorrent.proxysafe.eu/torrent/5170978/Star+War+Episode+1+The+Phantom+Menace+1999+MULTI+UHD+4K+Blu-Ray+x264+DTS-HD+6.1+MSubs+-DDR.html

https://extratorrent.proxysafe.eu/torrent/5171511/Star+Wars+Episode+II+Attack+Of+The+Clones+2002+MULTI+UHD+4K+x264+DTS-HDMA+MSubs+-DDR.html

მაგ რელიზებზე სემპლიც მოყვება და ადვილათ შეიძლება დატესტვა ხარისხის, სტანდარტულ ბდ ვერსიებთან რამე დიდი სხვაობა არაა, დიდი ალბათობით აპსკეილიც მაქედან იქნება გაკეთებული, ისედაც რომც გამოვიდეს ეგ ორი ფილმი 4K, ფეიკოვი 2K აპსკეილი იქნება იმიტომ რომ 2K კამერებზე ყოფილა გადაღებული

Share this post


Link to post
Share on other sites

Update: Netflix 4K streaming on a Windows 10 PC Tested with GPUs http://www.guru3d.com/news-story/update-netflix-4k-streaming-on-a-windows-10-pc-tested-with-gpus.html სასაცილოა ეგეთი დაბრკოლებების შექმნა მაგ კონტენტზე როცა ბევრი რამე ისედაც იდება ტრეკერებზე პირდაპირი რენდერით მონიტორიდან და საკმაოთ კარგ ვიდზეა და არც კობი ლეიკი არ ჭირდება ეგეთებს თან, ერთადერთი სწრაფი ინტერნეტი უნდა გქონდეს და ნორმალური სისტემა მაგის საყურებლათ, ჩემ 23 ინჩიან 1080P მშვენიერ ვიდზეა და როცა არის ყოველთვის მაგ ფორმატში ვიწერ ხოლმე სერიალებს

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...