Popular Post ბექა Posted February 27, 2011 Popular Post Share Posted February 27, 2011 პროცესორის სოკეტი იგივე სლოტი წარმოადგენს მექანიკურ კომპონენტს რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კომპიუტერის პროცესორსა და დედა დაფას რომელიც დატანილია დედა დაფაზე და სწორედ მასზე თავსდება პროცესორიც,არსებობს სოკეტის რამოდენიმე სახე ერთ ერთია LGA (land grid array) სოკეტის რომელსაც ყველაზე ბევრი Pin ების რაოდენობა აქვს იგი ასევე მოიხსენიება ZIF ( zero-insertion force ) სახეობათ .კიდევ ერთი და უძველესი სოკეტია PGA,DIP და PLCC რომლებსაც ნაკლები Pin ების რაოდენიბა აქვთ ,მათგან ყველაზე ძველია DIP სოკეტი შედეგ PLCC და ბოლოს PGA და LGA (უახლესი),პროცესორის სოკეტი მზადდება პლასტიკური მასალისაგან, მისი ჩამკეტი კი მეტალისგან. LGA სოკეტი ასე გამოიყურება : ეს კი უფრო ძველი PGA სოკეტი : ეს კი ინფორმაცია ყველა სოკეტის სესახებ 1970 წლიდან დღემდე... DIP თავისი პირველი მიკროპროცესორისთვის კომპანია Intel-ის ინჟინრებმა მრავალნაცადი "DIP" სოკეტი გამოიყენეს (DIP - Dual In-Line Package). DIP არ იყო სპეციალურად პროცესორისთვის შექმნილი, არამედ ჩვეულებრივი მიკროსქემების ჩასამაგრებელი სოკეტი გახლდათ. Intel 8086-ისთვის მწარმოებლები DIP-ის 40-პინიან ვარიანტს იყენებდნენ. დედადაფა თავის პროცესორით კი ასე გამოიყურებოდა: ინფორმაციის გაცვლის სალტის სიხშირე 5/10 მეგაჰერცს შეადგენდა. PLCC Intel-ის გაუმჯობესებული პროცესორის - 80186-ისთვის უკვე სხვანაირი სოკეტი გახდა საჭირო. სურათზე სწორედ ასეთ სოკეტს ხედავთ. მას "PLCC" (Plastic Leaded Chip Carrier - ჩიპის პლასტიკის ტყვიიანი მატარებელი) ეწოდა. გამოდიოდა ორი ვარიანტი - 68 და 132-პინიანი. ინფორმაციის გაცვლის სალტე 6-დან 40MHz-ის დიაპაზონში მოქმედებდა. გამოიყენებოდა სოკეტი არამხოლოდ 80186, არამედ 80286 და 80386 პროცესორებზეც უცვლელი დარჩა. Socket 1 მაგრამ არც PLCC აკმაყოფილებდა ახალი პროცესორების მზარდ მოთხოვნილებებს. შედეგად შეიქმნა პირველი "PGA" (Pin Grid Array) ტიპის სოკეტი, რომელსაც "Socket 1" ეწოდა. იგი Intel-ის ახალთახალი (1989 წლისთვის), "80486" ტიპის პროცესორისთვის იყო განკუთვნილი, ჰქონდა 169 პინი, ხოლო სალტის სიხშირე 16-50MHz-ს შეადგენდა. მასზე მუშაობდა 5-ვოლტიანი 16-33MHz-იანი "486" პროცესორები, აგრეთვე "486DX", "486DX2" და "486 OverDrive". Socket 2, Socket 3 მოგვიანებით Socket 1 დაიხვეწა და გაჩნდა 238 და 237-პინიანი Socket 2 და Socket 3. Socket 2 ისევ 5-ვოლტიან პროცესორებს ამუშავებდა, ხოლო Socket 3-ს არამხოლოდ 5, არამედ 3.3-ვოლტიან "486 DX4" და "Pentium OverDrive"-საც ითავსებდა. Socket 4 1993 წელს Intel-მა თავისი ახალი პროცესორის - "P5 Pentium"-ისთვის ახალი სოკეტი შექმნა. იგი Intel-ის უკანასკნელი 5-ვოლტიანი სოკეტი გახლდათ, აღჭურვილი იყო 273 პინით და 60-66 მეგაჰერციანი სალტით. Socket 5 ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, 5 ვოლტი ძაბვა ზედმეტი აღმოჩნდა ახალი პროცესორისთვის, ამიტომ Intel-ის ინჟინრებს კვლავ მოუწიათ ახალი, ამჯერად 320-პინიანი, 3.3 ვოლტზე მომუშავე სოკეტის შექმნა. Socket 5 პირველი აღმოჩნდა SPGA (Staggered Pin Grid Array - ურთიერთმონაცვლე პინებიანი მწკრივი). პინების წანაცვლებულმა განთავსებამ ინჟინრებს მათი რაოდენობის გაზრდის საშუალება მისცა. მართალია სალტის სიხშირე არ გაზრდილა, მაგრამ სწორედ ამ სოკეტზე მოარგეს Intel Pentium-ის ახალი პროცესორები, AMD K5, IDT WinChip C6 და IDT WinChip 2. Socket 7 1994 წელს გამოსული Socket 7 Socket 5-ის პირდაპირი შთამომავალია (Socket 6 ნაკლებადცნობილი სოკეტია, რომელიც "80486"-ის უკანასკნელი სერიისთვის შეიქმნა და მისით მხოლოდ რამდენიმე დედადაფა აღჭურვეს). 321-პინიან, 60MHz სალტიან სოკეტზე მაგრდებოდა როგორც Intel Pentium და Pentium MMX, ასევე AMD-ს ახალი "K6" პროცესორი. Super Socket 7 Socket 7 წარმატებული გამოდგა და AMD-ს ინჟინრებმა 1998 წელს მისი მოდერნიზებული ვარიანტი - Super Socket 7 შექმნეს, რომელიც "Super 7"-ის სახელითაცაა ცნობილი. იგი Socket 7-ისგან არაფრით განსხვავდებოდა, გარდა 66-100MHz-იანი სალტისა და ამუშავებდა AMD K6-2, AMD AMD K6-III, Rise mP6 და Cyrix MII პროცესორებს. Socket 8 მაშინ, როდესაც AMD Socket 7-ზე იმყოფებოდა, Intel-მა ახალი, რიგით მერვე სოკეტი შეიმუშავა. მასზე 3.3 და 3.1V ძაბვით შეეძლოთ ემუშავათ როგორც Pentium Pro, ასევე Pentium 2 Overdrive-ს. ფოტოზე ზუსტად ამ პროცესორის საინჟინრო ნიმუშია წარმოდგენილი: Slot 1 1997 წელს Intel დროებით წყვეტს სოკეტების შემუშავებას და სლოტებზე გადადის. 242 კონტაქტიანი, 66-133MHz სიხშირის სალტის მქონე სლოტი Pentium 2 და Pentium 3 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ამ დროისთვის შეიცვალა პროცესორების გარეგნული სახე და იგი ასეთი გახდა: სლოტის მთავარი უპირატესობა გადამყვანის არსებობა გახლდათ. გადამყვანს "Slotket" ეწოდებოდა. ჩვეულებრივი Pentium 2 პროცესორის მოყვანილობის მქონე მოწყობილობაში სოკეტი იყო მოთავსებული (სოკეტი სხვადასხვა მოდელისა შეიძლებოდა ყოფილიყო. სურათზე Socket 8-ის გადამყვანია), რომელშიც შესაბამისი სოკეტის პროცესორი თავსდებოდა. Slot 2 Slot 1-ის პარალელურად Intel-მა Slot 2-იც გამოუშვა, ამჯერად 330 კონტაქტით. ეს სლოტი Pentium 2 Xeon-ის სერვერული პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი, პინების კონტაქტების რაოდენობის გაზრდა კი იმით იყო გამოწვეული, რომ Pentium 2 Xeon-ის გაზრდილი L2 კეშის (512-2048 კილობაიტი) გამტარობისთვის Slot 1 საკმარისი არ აღმოჩნდა. Slot A 1999 წელს AMD-მაც გადაიღო სლოტების პრაქტიკა და "Slot A" შექმნა, რომელშიაც 242 კონტაქტიანი AMD Athlon-ები ჯდებოდა. ეს პირველი Athlon-ები იყო, 500-1000MHz ტაქტური სიხშირით და 1.3-2.05V მუშა ვოლტაჟით, ამიტომ 100MHz-იანი სალტე Slot A-სთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. Socket 370 იმავე 1999 წელს Intel ისევ სოკეტებზე გადაერთო და ნაცადი ტექნოლოგიით (SPGA) დამზადებული Socket 370-იც გამოუშვა სერიაში. იგი Tualatin და Coppermine სერიის Pentium 3 პროცესორებისთვის და აგრეთვე პირველი სერიის Celeron-ებისთვის იყო განკუთვნილი. Socket 462/Socket A კონკურენტს არც AMD ჩამორჩა და 2000 წელს ისიც დაუბრუნდა სოკეტებს Socket 462(იგივე Socket A)-ით. იგი მუშაობდა 1-2.05V-იან მთელ რიგ პროცესორებთან: AMD Athlon, AMD Athlon XP, AMD Duron, AMD Sempron, AMD Athlon MP, AMD Geode NX. სოკეტი საკმაოდ უნივერსალური გამოდგა თავისი 462 პინით და 100-200MHz-იანი სალტით (AMD-ში ინფორმაციის გაცვლის სალტეზე გაცვლის სიჩქარე "MT/s" - Megatransfer/Second-ით აღინიშნება და Socket A-ს 400MT/s ჰქონდა). Socket 423 იმავე 2000 წელს Intel-ის ახალი სოკეტიც გამოვიდა, რომელიც Pentium 4-ის პროცესორთა "Willamette" მოდელისთვის იყო განკუთვნილი. სოკეტი სულ რაღაც ნახევარი წლის განმავლობაში გამოდიოდა და სულ მალე გზა დაუთმო დღემდე უკვდავ, "478" სოკეტს. Socket 478 Socket 478, რომელიც Socket N-ის სახელითაცაა ცნობილი, 2000 წლის მიწურულს გამოვიდა სერიაში. იგი Northwood მოდელის Pentium 4-თან ერთად ჩაუშვეს წარმოებაში. იგი FC-PGA კონფიგურაციისა იყო, რაც იშიფრება, როგორც "Flip-chip pin grid array", ანუ "გადაბრუნებული ჩიპის პინებიანი წყობა". ეს ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და "დღეგრძელი" სოკეტია. მასზე გამოდიოდა Pentium 4, Celeron, Celeron D, Pentium 4 Extreme სერიის პროცესორები. Socket 495 Intel Celeron-ის მობილური პროცესორებისათვის. PAC418 Socket PAC418 არის 418 პინიანი სოკეტი მიკროპროცესორული, განკუთვნილია Intel Itanium ინტერფეისის პროცესორისათვის. Socket 603 Socket 603 დააპროექტა Intel-მა როგორც ნულოვანი ჩასმის ძალის სოკეტი განკუთვნილია სამუშაო სადგურებისა და სერვერის პლატფორმაზე. იგი შეიცავს 603 კონტაქტების. ყველა Socket 603 პროცესორებს გამოიყენებს avtobus სიჩქარე 400 MHz. Socket 603 პროცესორებს განაკვეთი 1.4 GHz და 3 GHz-ია. PAC611 - არის მიკროპროცესორისთვის განკუთვნილი კერძოდ კი Intel Itanium 2-ისათვის. Socket 604-ის პროცესორები არის დამზადებული Intel-ის "MP" აღნიშვნით, ხოლო ზოგიერთი Socket 603 პროცესორებმა არ მიიღეს "MP" აღნიშვნა. "MP" პროცესორების სიჩქარე L3 ქეშით აქტიურდება და მუშაობს მრავალმანდატიან პროცესორ კომპიუტერებზე ("მრავალფუნქციური პროცესორი" ნიშნავს 2 CPUs), თუმცა, ზოგიერთი socket 604 პროცესორები დამზადებული არიან დამატებითი L3 ქეშით up to 16 MB. Socket 754 ეს არის პროცესროის სოკეტი რომელიც AMD64 ისათვის გამოვიდა გარდა 64 ასევე : AMD Athlon 64 (2800+ - 3700+) AMD Sempron (2500+ - 3400+) AMD Turion 64 (ML and MT) AMD Mobile Athlon 64 (2800+ - 4000+) ეს პროცესორები ჯდებიან ამ სოკეტში Socket 940 ეს არის 940 პინიანი სოკეტი 64-ბიტიანი AMD სერვერის პროცესორთათვის Socket 479 სოკეტი გამოვიდა Intel Pentium M და ntel Celeron M IA C7-M პროცესორებისათვის ეს სოკეტი არის ფიზიკურად მსგავსი, მაგრამ განსხვავებული Socket 478-საგან. Socket 939 სოკეტი არის AMD Athlon 64 (3000+ - 4000+) AMD Athlon 64 FX (51 - 60) AMD Athlon 64 X2 (3600+ - 4800+) Some AMD Opteron 1xx series Some Sempron 3x00+ (Step E3, E6) პროცესორებისათვის ახლა გადავიდეთ უკვე LGA-ზე LGA 775 (Socket T) პირველი LGA სოკეტია რომელიც ძალზედ განსხვავდება წინამორბედებისაგან : ეს LGA არის სოკეტი რომელსაც ზემოდან ეფარება საკეტი მოცემული სოკეტი გათვილია შემდეგი პროცესორებისათვის: Intel Pentium 4 (2.60 - 3.80 GHz) Intel Celeron D (2.53 - 3.60 GHz ) Intel Pentium 4 Extreme Edition (3.20 - 3.73 GHz) Intel Pentium D (2.66 - 3.60 GHz) Pentium Extreme Edition (3.20 - 3.73 GHz) Pentium Dual-Core (1.40 - 3.33 GHz) Intel Core 2 Duo (1.60 - 3.33 GHz) Intel Core 2 Extreme (2.66 - 3.20 GHz) Intel Core 2 Quad (2.33 - 3.00 GHz) Intel Xeon (1.86-3.40 GHz) Intel Celeron (1.60 - 2.40 GHz) Socket 563 AMD- ს სოკეტია AMD Athlon XP-M -ისათვის ეს სოკეტი ჩვეულებრივ ლეპტოპებშიც გამოიყენებოდა Socket M ეს სოკეტი ინტელის მობილურ სისტემებისათვის გამოვიდა Intel Core Solo T1300, T1350, T1400 Intel Core Duo T2050, T2250, T2300, T2300E, T2350, T2400, T2450, T2500, T2600, T2700 Intel Core 2 Duo T5200, T5300, T5450, T5470, T5500, T5600, T7200, T7400, T7500, T7600 Intel Celeron M Intel Celeron 1.66 GHz LGA 771 ( Socket J ) წინამორბედისაგან განსხვავდება კონტაქტების რაოდენობით დიზაინი იგივეა გარდა კონტაქტებისა იგი გათვლილია მხოლოდ Intel Dual-Core Xeon E/X/L 5xxx Intel Quad-Core Xeon E/X/L 5xxx Intel Core 2 Extreme QX9775 პროცესორებზე. Socket S1 ეს არის სოკეტი AMD-ს მობილური პროცესორებისათვის : Athlon 64 X2; Turion 64 X2; Mobile Sempron; Turion 64 (MK series only) Socket AM2 არის სოკეტი რომელიც AMD-ს შემდეგი პროცესორებისთვისაა : Athlon 64 Athlon 64 X2 Athlon 64 FX Opteron Sempron Phenom AM2+ 2007 წელს AMD-მ AM2-ის გაუმჯობესებული ვარიანტი - AM2+ წარმოადგინა. ეს სოკეტი AM3-იკენ გარდამავალია და 940 კონტაქტი აქვს. AM2 და AM2+ დედადაფები და პროცესორები გარკვეულ პირობებში თეორიულად ურთიერთშეცვლადი შეიძლება იყოს. რეალურად ურთიერთცვლადობა ხშირად BIOS-ების ვერსიებზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ AM2 დედადაფაზე AM2+-ის პროცესორი თავისუფლად ჯდება, Dell-ის Inspiron 531-ს, რომელიც AM2 სოკეტითაა აღჭურვილი, არ აქვს AM2+ სოკეტის პროცესორებთან თავსებადი BIOS. ტექნიკური მონაცემებიდან გამოყოფის ღირსია HyperTransport 3.0, რომელიც 2.6GHz-ზე სწრაფ პროცესორებთან მუშაობისასაა ხელმისაწვდომი. AM2+-თან თავსებადია Athlon 64, Athlon 64 X2, Athlon II, Opteron, Phenom და Phenom II სერიის პროცესორები. Socket P აქვე მინდა შევეხო მობილური პლატფორმებისთვის განკუთვნილ სოკეტ "P"-ს. იგი Intel-ის მობილური Core 2 პროცესორებისთვისაა განკუთვნილი. მასზე 2007 წლის მაისის შემდეგ გამოსული ყველა მობილური Core 2 პროცესორი (Core 2 T5xxx, T6xxx, T7xxx, T8xxx, T9xxx) დგება. FSB-ს სიხშირე 533-დან 1066MHz-მდე მერყეობს. Socket 441 ეს სოკეტი Intel-ის ყველაზე პატარა - "Atom" პროცესორებზეა გათვლილი. მას 400/533MHz-იანი FSB აქვს. Socket 1366 Landing Grid Array სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე "დიდი" სოკეტი იყო 1366 კონტაქტის წყალობით. ამ სოკეტს ჯერ არ ნახული - 4.6-6.4GT/s (გიგატრანსფერი წამში) გამტარობა აქვს და მასზე დღეისთვის ყველაზე ძლიერი - i7-9xx სერიის პროცესორები მუშაობს. გარდა ამისა სოკეტთან თავსებადია Xeon 35xx, Xeon 36xx, Xeon 55xx, Xeon 56xx სერიის პროცესორები და Intel Celeron P1053. Socket AM3 ჯერ-ჯერობით ეს AMD-ს ბოლო სოკეტია. AM2+-თან შედარებით რეალურად რადიკალური ცვლილება მხოლოდ DDR3 მეხსიერების მხარდაჭერაა. აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ DDR3-ის მხარდაჭერის მიუხედავად, არ არის აუცილებელი, რომ AM3 სოკეტით აღჭურვილ დედადაფას DDR3 მეხსიერება ჰქონდეს, რადგან AM3-ზე მომუშავე პროცესორის მეხსიერების კონტროლერი DDR2-თანაცაა თავსებადი. ცალკეა აღსანიშნავი ე.წ. "AM3 Ready" პროდუქცია. ეს გახლავთ Gigabyte-ის, ASUS-ის და ზოგიერთი სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული დედადაფები, რომელთა BIOS-იც საშუალებას იძლევა AM3-ის პროცესორი AM2/AM2+ დედადაფას მოვარგოთ. Socket AM3+ AM3+ ეწოდება მოდიფიცირებულ AM3 სოკეტს, რომელიც განკუთვნილია Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Zambezi" პროცესორისთვის. AM3+ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ზამბეზი სრულ პოტენციალს ვერ გამოავლენს უბრალო AM3 დედადაფაზე. AM3+-ს 942 კონტაქტი ექნება. LGA 1156 LGA1156, იგივე Socket H/H1 განკუთვნილია Intel Nehalem-ის საშუალო დონის პროცესორებისთვის, როგორებიცაა i3-xxx, i5-xxx, i7-8xx, Xeon L34xx, X34xx, Celeron G1xxx, Pentium G6xxx. სოკეტს 2.5GT/s გამტარობა აქვს. Socket G34, Socket C32 1974 კონტაქტიანი G34 და 1207 კონტაქტიანი C32 განკუთვნილია AMD-ს 8/12-ბირთვიანი სერვერული პროცესორებისთვის. გარდა ამისა G34 თავსებადი იქნება Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Interlagos" სასერვერო პროცესორებთან. სოკეტები 2012 წელს შეიცვლება ახალი სოკეტით, რომელსაც ჯერ-ჯერობით "G2012"-ს უწოდებენ. მის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. LGA 1248 განკუთვნილია Intel Itanium 93xx სერიის ჰაი-ენდ სერვერული პროცესორებისთვის. LGA 1567 ეს სოკეტიც სერვერული პროცესორებისთვისაა, მაგრამ ამჯერად - Intel Xeon 6500/7500-ებისთვის. LGA 1155 LGA 1155, იგივე Socket H განკუთვნილია Intel Sandy Bridge არქიტექტურის მქონე საშუალო დონის პროცესორებისთვის (Sandy Bridge-DT). სალტის გამტარობა 5GT/s-ია. აღსანიშნავია, რომ სოკეტის გავლით 20 PCI-Express 2.0 არხს შეუძლია ინფორმაციის გატარება. LGA 2011 სოკეტი LGA 2011, იგივე Socket R, იგი ჩაანაცვლებს LGA 1366 (Socket და LGA 1567 სოკეტებს წარმადობაში high-end დეკტოპ და სერვერულ პლატფორმებში. სოკეტს აქვს 2 011 პინი რომლითაც უკავშირდება დედადაფას. სოკეტი იყენებს Intel QuickPath Interconnect (- ეს არის წერტილიდან წერტილამდე ინტერკავშირი ინტელისაგან რომლის შემცვლელია front-side bus (FSB) Xeon, Itanium და სხვა დესკტოპ პლატფორმებში. ) კავშირს პროცესორებისა სხვა დამატებით პროცესორებთან DMI 2.0 (Direct Media Interface - ეს არის კავშირიIntel northbridge და Intel southbridge შორის დედადაფაზე.) გამოყენებულია რომ პროცესორი დაუკავშირდეს PCH (Platform Controller Hub - ინტელის მიკროჩიპების ოჯახი). მეხსიერების კონტროლერი და 40 PCIe ხაზი ინტეგრირებულია პროცესორზე. მეორე პროცესორზე დამატებითი x4 PCIe ინტერფეისი ანაცვლებს DMI ინტერფეისს. ისევე როგორც წინამორბედ LGA 1366 სოკეტში არ არის უზრუნველყოფა ინტეგრირებული გრაფიკისათვის. სოკეტი 14 ნოემბერს გამოვიდა 2011 წელს, და აქვს მხარდაჭერა Sandy Bridge-E პროცესორებისა 4 ოპერატიული ბარათის არხით DDR3-1600 ისევე როგორც, 40× PCIe 2.0 or 3.0 ხაზები. Extreme Edition პროცესორი 6 ბირთვით 15 MB მესამე დონის ქეშით და 4 არხიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერების კონტროლერით. LGA 2011 დედადაფებს აქვთ 4 ან 8 DIMM სლოტები რომელიც იძლევა მაქსიმალურ მხარდაჭერას 32 GB, 64 GB, ან 128 GBოპერატიული მეხსიერებისა. LGA 2011 მას ასევე აქვს უზრუნველყოფა ისეტი პლათფორმებისა როგორიცაა 8 ბირთვიანი და 20 MBკეშის მქონე პროცესორები. LGA 2011 ასევე თავსებადია უახლეს Ivy Bridge-E პროცესორებთან. სტატია განახლებულია დაემატა 2011 სოკეტი. 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ako*G Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 :thumbsup: საჭირო სტატიაა პროცესორის სოკეტი მზადდება მატელისგან. რისგან ? :blink: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 საჭირო სტატიაა რისგან ? შამეშალა მეტალნარევი პლასტმასია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ako*G Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 (edited) შამეშალა მეტალნარევი პლასტმასია პროცესორის სოკეტი მზადდება პლასტიკური მასალისაგან, მისი ჩამკეტი კი მატელისგან. :ugly_confused2: Edited February 27, 2011 by Ako*G Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 რა ვერ გაიგე ზემოდან რაც ეფარება იგივე ჩამკეტია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 კარგი სიახლეა საჭირო. მიკიპედიას უნდა მიემატოს ჩემი აზრით :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 აუ PGA-ზე იყო ჩემი პირველი კომპი, ახლა გამახსენდა... სადღაც დღემდე მიგდია პროცესორი და მაზერი დიდი მადლობა ბექა, კარგი იქნება სოსო თუ ჩაამატებს თემას კატალოგში :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 აუ PGA-ზე იყო ჩემი პირველი კომპი, ახლა გამახსენდა... სადღაც დღემდე მიგდია პროცესორი და მაზერი დიდი მადლობა ბექა, კარგი იქნება სოსო თუ ჩაამატებს თემას კატალოგში ხო მაგრამ სურტების ერთად შეერთება მასწავლე და უფრო კარგი იქნება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ako*G Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 რა ვერ გაიგე ზემოდან რაც ეფარება იგივე ჩამკეტია და მატელი თუ მეტალი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 ხო მაგრამ სურტების ერთად შეერთება მასწავლე და უფრო კარგი იქნება ფოტოშოპით ბექა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 და მატელი თუ მეტალი პირდაპირ შეგესწორებინამერე მე ისევ ისე წავიკითხე როგორც მეწერა და სწორად მეგონა მიშა არ ვიცი მაგდენი და რამეს ვიზავ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 პირდაპირ შეგესწორებინამერე მე ისევ ისე წავიკითხე როგორც მეწერა და სწორად მეგონა მიშა არ ვიცი მაგდენი და რამეს ვიზავ კარგი. თუ გინდა მე გადაგიწებებ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 კარგი. თუ გინდა მე გადაგიწებებ... ფეინთსი არ გამომივიდა და ცს 4 მქონდა და რომ გადავაყენე ახლა აღარ მაქვს და თუ მაგ სიკეთეს იზავ :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 საჭირო ინფორმაციაა :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 ცუდი სტატიაა მშრალია ძალიან ფაქტიურად მარტო ერთი სურათია დადებული არაფერი პირადული უბრალოდ მინდა რომ საინფორმაციო სტატიების მიმართ უფრო გულმოდგინე დამოკიდებულება იყოს ასეთ სტატიებზე ტაშს არ დავუკრავ მაშინ დავყაროთ სურათები და ეგ არის მოკლედ მინუსი ჩემგან ისევ ვიმეორებ არაფერი პირადული ბექა კარგი ჰანტერია მაგრამ შემდეგში რომ ასეთი ტენდენცია არ გაჩნდეს მომიწევს რადიკალური ვიყო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 სოსო მე დავწერე ზოგადად სოკეტი რა არის სამწუხაროდ მეტი ვერაფერი ვთქრგმნე და ვეცდები სათითაო ტიპები დავახასიათო .. ჩავუჯდები და სულ ვთარგმნი სათითაოდ ვეცდები რაცშეიძლება ვრცლად იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 სოსო მე დავწერე ზოგადად სოკეტი რა არის სამწუხაროდ მეტი ვერაფერი ვთქრგმნე და ვეცდები სათითაო ტიპები დავახასიათო .. ჩავუჯდები და სულ ვთარგმნი სათითაოდ ვეცდები რაცშეიძლება ვრცლად იყოს აი ესე უკვე სულ სხვა საქმეა ამას მიკიპედიაშიც გავუშვებ ისეთი ფორმით რაც იყო მიკიპედიაში ვერ გავუშვებდი კარგი ჰანტერი ხარ ბექა და არ მინდა გაიზარმაცო ხელი და მერე სხვებსაც რომ არ ეგონოთ ორი სურათის დადებაზე ვინმე ტაშს დაუკრავს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 სოსო შევავსო ჯერ დაიცადე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 სოსო შეგიძLია გადაიტანო თუ რამეა ჩამისწორე გთხოვ : შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 სოსო შეგიძLია გადაიტანო თუ რამეა ჩამისწორე გთხოვ : შ ეხლა ამის წაკითხვის დრო არ მაქვს მორიგე ვარ მერე გადავიკითხავ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 ტააკ... მგონი Socket 7-ზე იყო ჩემი AMD K6-II მერე 478-ზე მქონდა სელერონი (ახლა ბიძაშვილები დააფახფახებენ სოფელში) ახლა 775-ზე მაქვს ამჟამინდელი ჟართი კიდევ AMD-ზე მაქვს ნათხოვარი ლეპტოპი, რომლის სოკეტიც არ ვიცი რომელია... და ჰო, ვოცნებობ ბულდოზერზე თემას რაც შეეხება, მომწონს, ინფორმატიულია. ჩადეთ ახლა კატალოგში მწვანეებო გოგოსია? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 მეც მაი გოგოსი მაქვს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 კაი ინფოა ეხლა PGA სოკეტზე ვარ და ხვალ LGA ზე გადავდივარ 478 სოკტ, ხვალ 1155 :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BIRKOF Posted March 2, 2011 Share Posted March 2, 2011 ვახ ბავშვობა გამახსენა ზოგიერთმა სოკეტმა თუ სლოტმა დღესაც მიდევს რამოდენიმე სამუზეუმო ექსპონატი კერამიკის პროცესორები PENTIUM w/ MMX tech შუშაში მაქვს 2 ცალი ჩასმული რო მოვდივარ სამსახურში გულს უხარია :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted March 2, 2011 Share Posted March 2, 2011 წავიდა მიკიპედიაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.