Jump to content

საფოსტო კომპანიები დღეს... რომელი და რატომ.


Recommended Posts

გამარჯობა. დღეს შევეხები საქართველოს საფოსტო კომპაინების თემას. და განვიხილავ რამდენიმეს რომლებთანაც პირადად მქონია შეხება. 

logo_geo.png

დავიწყებ ჩემთვის ყველაზე საყვარელი კომპანიით, რომლითაც არაერთი ასეული ამანათი მაქვს გამოწერილი.
 

ინექს გრუფი დაარსდა 2010 წელს და მან ამ დროის განმავლობაში მოიპოვა ძალან დიდი ნდობა მომხმარებლ........ ეს არავის აინტერესებს გადავიდეთ პირადაპირ საქმეზე.

რეკლამა რომ არ გამომივიდეს დავიწყებ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ინექს გრუფით.

  • სტანდარტული ტარიფი 7 $, რომელიც დღესთვის არ არის ყველაზე იაფი(არსებობს სფეციალური ტარიფიც ,რომელსაც ქვემოთ იხილავთ).
  • ხშირად (და არა ყოველთვის) დაბნეული თანამშრომლები, რომლებიც 100 გრამიან ნივთების საწყოობში პოვნას 10 დან 20 წუთამდე უნდებიან .
  • საიტის დაუცველობა!!! კონკრეტული მაგალითი: რაც ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. კომპანია, რომელიც მსოფლიოს 6 ქვეყანაშია და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, ვებ გვერდზე ქონდა საკმაოდ დიდი ხარვეზი. შეგეძლო შეგევსო ბალანსი სრულიად უფასოდ ისე რომ ვერასდროს მიხვდებოდნენ ამას. (ეს რათქმაუნდა აღმოჩენისთანავე შევატყობინე ადმინისტრაციას და ნუ დაიწყებთ ბალანსის უფასოდ შევსების ცდელობას ტყუილად) შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ კომპანიის ადმინისტრაციასთან.
  • რეგიონალური ფილიალები!!! რომელებსაც არ აქვთ მომხმარებლის ბალანსის მომენტალური შემოწმების უფლება. თუ ამანათი უკვე დანიშნულების ადგილზე ჩამოვიდა რომელიმე რეგიონში და შემდეგ გადაიხადე თანხა. გიწევს 5 დან 10 წუთამდე ლოდინი და იმის ყურება, როგორ არკვევენ ტელეფონზე ნამდვილად მაქვს გადახდილი თანხა თუ არა. (მქონია შემთხვევა ამანათი არ გამატანეს იმის გამო რომ უბრალოდ რაღაც შეეშალათ).

 

რატომ უნდა ვისარგებლოთ ინექს გრუფით.

 

  • სპეციალური ტაფირიფი სტუდენტებისთვის  6 $ (გაუგზავნით ფეისბუქ გვერდზე სტუდენტის მოწმობის სურათს თქვენ მაილს და სპეციალური რატიფი თქვენია)
  • ამანათები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან. ამერიკა, ინგლისი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია,
  • უნიკალური სერვისი კერძო საფოსტო კომპანიებს შორის!!! ამანათების დღეისათვის ყველაზე იაფად გაგზავნა ინგლისში.
  • ოფისები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში
  • ბონუსების სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ დაფაროთ ტრანსპორტირების ღირებულება
  • ამანათები ყველა ქვეყნიდან (გარდა ამერიკისა) რეალური წონით და არა მოცულობით.
  • საბაჟოს შავ სიაში შეტანილი ნივთების უპრობლემო ჭამოტანა. სუნამო, პარფიუმერია...
  • ოფისების ყოველდღიური მუშაობა 
  • და რაც მთავარია. ამანათების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში. (არის ხარვეზებიც მაგრამ თბილისში ამანათები  4 დღეში ჩამოდის)

 პოსტი განახლდება პერიოდულად და დაემატება სხვა საფოსტო კომპანიები, რომლების ქარცეცხლში გატარებასაც სულ მალე ვაპირებ :D:D
 

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

საჭირო ინფორმაციაა დამწყებებისთვის 

Link to comment
Share on other sites

მაგარი დოყლაპია სტაფი ყავთ ინექსში, პირველი ამანათი რაც ჩამოვატანინე მაგათ სხვას გაატანეს ტიპემბა :facepalm:

და კიდევ არასრულყოფილი ინფორმაცია უდევთ საიტზე, სხვის სახელზე ჩამომქონდა ამანათი მაგრამ მე მიწევდა გატანა და წესებში უწერიათ რომ სხვისი ამანათის გამოტანა თუ გინდა ოთახის ნომერს უთითებ იმ პიროვნებისას ხოლო სახელს შენსას გამოწერისას. საბაჟო ოთახის ნომერს ყურადღებას არ აქცევს და სახელის მიხედვით განაბაჟებს ამანათებს და ამის შესახებ არაფერი ქონდათ ნახსენები და ტყუილად მომიწია 2 ამანათის განბაჟება.

არც იმის შესახებ არის არაფერი ნათქვამი, რომ მიუხედავად თავიანთი სამუშაო გრაფიკისა რაც საიტზე უწერიათ დეკლარანტი განსხვავებული გრაფიკით მუშაობს და განსაბაჟებელ ამანათებს საღამოს 6-ის შემდეგ ვერ გაიტანთ, ვერც კვირა დღეს. ამის გამოც შემექმა პრობლემა ამ კომპანიასთან.

Link to comment
Share on other sites

inex არ მისინჯავს ტერიტორიულად არ მაწყობს, თუმცა არც მჭირდება, მე უკვე მყავს ჩემი ფავორიტები,  ბესტექსს ვანიჭებდი უპირატესობას თუმცა ბოლო დროს რამდენიმე ამანათი ისევ u2g-თ ჩამოვიტანე იმიტო რო ბესტექესთან მანქანის გაჩერებაა დიდი პრობლემაა + კაი სერვისი აქვთ უფრო

 

ისე კამექსითაც ჩამომქონდა ერთი პერიოდი, მარა მაგათთან სუ რიგები და სუ ბარდაკია ამიტომ შევეშვი

Getit.ge-თ გამოვიწერე რაღაც ინგლისიდან და არ მომეწონა ძაან რო მივედი, იმენნა ძეშოვი კანტორაა

ყველაზე კომფორტული და ცივილიზებული მაინც u2g არის ყველანაირად, არც რიგებია ფილიალებიც ბევრი აქვთ საფორთი ძაან ოპერატიურალ მუშაობს კვირასაც კი მომენტალურად გიპასუხებენ, ფილიალში მიხვალ ტელეფონით წააკითხებ ტერმინალზე შტრიხკოდს და მორჩა, მომენტალურად გაიღება უჯრა შენი ამანათით, არავინ არ დარბის და არ ეძებს, იტოგში კაი სერვისი აქვთ

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On 3/11/2016 at 0:17 AM, it19 said:
  • საბაჟოს შავ სიაში შეტანილი ნივთების უპრობლემო ჭამოტანა. სუნამო, პარფიუმერია...

 

აკრძალული ნივთები თუ მართლა ჩამოაქვთ აუცილებლად ვისარგებლებ ინექსით :დ

Link to comment
Share on other sites

On 13.3.2016 at 0:40 PM, david_888 said:

ისე კამექსითაც ჩამომქონდა ერთი პერიოდი, მარა მაგათთან სუ რიგები და სუ ბარდაკია ამიტომ შევეშვი

 

მერე შენც ვაკის ფილიალში მიატანინე მანდ არასდროს არაა რიგები, ნუ რათქმაუნდა თუ ტერიტორიულად გაწყობს. მგონი ჩემ გარდა სულ 1-2 დადის ვაკის ფილიალში, მივალ თუ არა სულ თავისუფალია თანამშრომელი და 2 წუთში მიმაქვს ამანათი.

 

ხო უსა მეც მომწონს მაგრამ ფასის გამო მაინც კამექსზე ვრჩები და უსას მხოლოდ მაშინ ვიყენებ როცა სწრაფად მჭირდება ამანათის მიღება.

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, მიშო said:

აკრძალული ნივთები თუ მართლა ჩამოაქვთ აუცილებლად ვისარგებლებ ინექსით :დ

u2g-საც ჩამოაქვს

1 hour ago, kloud said:

მერე შენც ვაკის ფილიალში მიატანინე მანდ არასდროს არაა რიგები, ნუ რათქმაუნდა თუ ტერიტორიულად გაწყობს. მგონი ჩემ გარდა სულ 1-2 დადის ვაკის ფილიალში, მივალ თუ არა სულ თავისუფალია თანამშრომელი და 2 წუთში მიმაქვს ამანათი.

 

ხო უსა მეც მომწონს მაგრამ ფასის გამო მაინც კამექსზე ვრჩები და უსას მხოლოდ მაშინ ვიყენებ როცა სწრაფად მჭირდება ამანათის მიღება.

არა ვაკე არ მაწყობს თან u2g-ს ფონზე ყველა სოფლის კანტორაა, 1 დოლარი არ მიწყვეტს ზატო ცივილიზაციაა

Link to comment
Share on other sites

მე usshop.ge-ით ჩამომაქვს და კმაყოფილი ვარ,წონა 6,5$,არავითარი რიგები,მოდიხარ,უცებ გაძლევენ შენს ნივთს და მოდიხარ:)

Отправлено с моего HUAWEI G610-U20 через Tapatalk

Link to comment
Share on other sites

On 3/11/2016 at 0:17 AM, it19 said:


 

ინექსს მივწერე წიწაკის სპრეიზე და არ ჩამოგვაქ ეგენიო. მომატყუეს და ჩამოგაქვთ მაინც თუ მართლა არ ჩამოაქვთ?

3 hours ago, david_888 said:

u2g-საც ჩამოაქვს

ეგენი ჩამოიტანენ წიწაკის სპრეის? :დ

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, მიშო said:

ინექსს მივწერე წიწაკის სპრეიზე და არ ჩამოგვაქ ეგენიო. მომატყუეს და ჩამოგაქვთ მაინც თუ მართლა არ ჩამოაქვთ?

ეგენი ჩამოიტანენ წიწაკის სპრეის? :დ

წიწაკის სპრეი არ ვიცი :) არ მიკითხავს, მარა სუნამოები ჩამოაქვთ 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

camex ზე დამგვიანებელი არ არსებობს მგონი, იმდენი ხანი ველოდებოდი ნივთებს რო ბოლოს უკვე მავიწყდებოდა გამოწერილი რო მქონდა

 

გადავედი usshop ზე ტერიტორიულად და ფასითაც მაწყობს, არც რიგია და უცბად გაძლევენ ნივთს

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, მიშო said:

ინექსს მივწერე წიწაკის სპრეიზე და არ ჩამოგვაქ ეგენიო. მომატყუეს და ჩამოგაქვთ მაინც თუ მართლა არ ჩამოაქვთ?

ეგენი ჩამოიტანენ წიწაკის სპრეის? :დ

u2g-თ მაქ ჩამოტანილი უსტად წიწაკის სპრეი, ოღონდ  ერთი 2-3 წლის წინ, არც ვიცოდი თუ აკრძალული იყო, გამოვწერე, ჩამოვიდა, ავიღე, ნო პრობლემ

 

პ.ს. მე სულ u2g-ს ვხმარობ, ცივილიზებული სერვისი, 4 ფილიალი, და ეს ტერმინალები ძალიან კარგი მოფიქრებაა, არც პირადობა გინდა და სხვასაც გამოაქ უპრობლემოდ უსწრაფესად

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Save said:

u2g-თ მაქ ჩამოტანილი უსტად წიწაკის სპრეი, ოღონდ  ერთი 2-3 წლის წინ, არც ვიცოდი თუ აკრძალული იყო, გამოვწერე, ჩამოვიდა, ავიღე, ნო პრობლემ

კაი გამოვწერ და ვნახოთ :დ ჯარიმა არ აქვთ როგორც ვიცი აკრძალულ ნივთებზე და თუ ჩამოვიდა ხო კაი, თუ არადა ნიჩიო, იაფია :v

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

არა ის წიწაკის სპრეი რაღა ჯადნაბა იყო ჰა? :D

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.