Popular Post მიშა Posted February 24, 2011 Popular Post Share Posted February 24, 2011 (edited) Nvidia-ს უკვე სამი თაობის ვიდეოდაფებში განსაკუთრებით პოპულარულია "6"-იანის შემცველი ვიდეოდაფები. ჯერ 260 იყო, შემდეგ 460 და სავარაუდოდ 560-იც იმავე ბედს გაიზიარებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან გონივრულად თუ ვიმსჯელებთ, სწორედ 260/460/560 არის თავის თაობაში საუკეთესო ფასი/წარმადობა ფარდობით. ვითვალისწინებ მოსალოდნელ ფაქტს, რომ 560 ლიდერი გახდება და გთავაზობთ ოთხი სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოშვებულ GTX 560-ის ინდივიდუალური ვერსიების შედარებას. მაგრამ სანამ უშუალოდ კონკურსანტებს გაგაცნობდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით შეგახსენოთ, თუ რა ადგილს იკავებს GTX 560 Ti ვიდეოდაფების რეიტინგში: როგორც ხედავთ (და ალბათ, იცოდით კიდეც), წარმადობით GTX 560 დგას GTX 470-სა და GTX 460 1GB-ს შორის. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ GTX 470-ს ფასში "EOL" უწერია, რაც End of life-ს ნიშნავს. ანუ ამ პროდუქტს მწარმოებლისგან ფიზიკური მხარდაჭერა მალე აღარ ექნება (ფიზიკური და არა პროგრამული!). რაც შეეხება 560-ის და AMD-ს ვიდეოდაფების შედარებას, 560 დგას Radeon HD 6870-სა და HD 6950-ს შორის. შესაბამისი ცხრილი ვერ ვიპოვე (დამეზარა), მაგრამ პატიოსან სიტყვაზე მენდეთ, რომ ეს ასეა . ახლა კი მივხედოთ კონკურსანტებს. ------------------------------------------------------------------------------------------- 1. MSI GTX 560 Ti Twin Frozr II OC ეს ყველაზე სუსტი კონკურსანტია, მხოლოდ 880MHz ბირთვის სიხშირით. TwinFrozr ტექნოლოგიის მქონე ვიდეოდაფები MSI-ს წამყვანი პროდუქციაა, თუმცა კონკრეტულად ეს მოდელი არც ისე მძლავრია. როგორც ჩანს კიდევ აპირებელ TwinFrozr III-ის გამოშვებას, რომელშიც ჩააქსოვენ მთელ სიმძლავრეს. ისე კი ოთხი სითბური მილაკით აღჭურვილი TF II რადიატორიც საკმაოდ კარგია. 2. EVGA GTX 560 Ti Superclocked EVGA ჩვეულებას არ ღალატობს და თვით SuperClocked ვერსიის ვიდეოდაფებსაც კი ჩვეულებრივი გაგრილების სისტემით უშვებს. Superclocked კიარა, SuperCOCKED ბირთვის სიხშირე 900 მეგაჰერცია. 3. ASUS GTX 560 Ti DirectCu II TOP ამ ვიდეოს ბირთვის სიხშირეც 900MHz-ია. ორფენიანი გაგრილების სისტემა საკმაოდ მასიურ რადიატორს მოიცავს. გარდა ამისა, როგორც "DirectCU" გვეუბნება, რადიატორი აღჭურვილია სპილენძის ძირით, რომელიც პირდაპირ ედება GPU-ს, უკეთესი თბოგამტარობისთვის. საინტერესო დეტალია კვების მაერთებლების ინდიკატორი. თუკი კვება შეერთებული არ არის, ინდიკატორი წითელ ნათურებს ანთებს, რითაც გვამცნობს, რომ "რაღაც დაგვავიწყდა". 4. Gigabyte GTX 560 Ti Super Overclock ეს ყველაზე ძლიერი ვიდეოდაფაა დღევანდელ კონკურსანტებში. მისი ბირთვის სიხშირე 1000 მეგაჰერცია. დიიიიიდმა რადიატორმა და სპილენძის სითბურმა მილაკებმა 80მმ-იანი ფენების დახმარებით ვიდეოდაფის გაგრილება უნდა უზრუნველყონ. კიდევ ერთი სურათი მათთვის, ვისაც ჩემსავით კეისის სივიწროვე აწუხებს - გაითვალისწინეთ, რომ გიგაბაიტის ვიდეოდაფა ჩვეულებრივ 560-ზე საგრძნობლად გრძელია. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს შენიშვნა დანარჩენ 560-ებსაც ეხება, EVGA-ს გარდა. ------------------------------------------------------------------------------------------- სატესტო სისტემა: პროფესორი: Intel Core i7 920 @ 4.0Ghz მეხსიერება: Corsair 3x2GB Dominator DDR3 1600Mhz დედადაფა: Gigabyte EX58-UD5 გაგრილების სისტემა: CoolIT Boreas mTEC + Scythe Fan Controller მყარი დისკი: Western Digital Caviar Black 640GB კვების ბლოკი: Corsair HX1000W ოპერაციული სისტემა: Windows 7 Ultimate N x64 SP1 3D Mark 2011 Alien VS Predator გასაკვირი არ არის, რომ გიგაბაიტი ყველას სჯობნის, ხოლო MSI ყველაზე სუსტია. რაც მართლა გამიკვირდა ისაა, რომ EVGA-მ ASUS-ს აჯობა. მართალია კადრის მეასედებში, მაგრამ მაინც. Battlefield BBC2 ცვლილება არ შეინიშნება. Dirt 2 ისევ... F1 (Dx11) Metro 2033 ტემპერატურების ტესტი: გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე სუსტი ვიდეოდაფა ყველაზე გრილიცაა, ხოლო დამამზადებლის მიერ "რეფერენს" გაგრილებისთვის განწირული EVGA-ს ვიდეოდაფა ცხრილის ბოლოსკენ მიექანება. რაც შეეხება სისტემის ენერგომოხმარებას (მთელი სისტემის და არა ცალკე ვიდეოდაფის!), ცხრილი ასეთია: ------------------------------------------------------------------------------------------- დასკვნა ASUS-ის ვიდეოდაფა, რომელიც 270 დოლარადაა შეფასებული გამოირჩევა ზომიერი აჩქარებითა და მისაღები ტემპერატურებით, ხოლო მისი ინდიკატორები ორიოდე კაცს გააცინებს, ორიოდეს ჩააფიქრებს, ორიოდეს კი ისედაც ჰკიდია ის ინდიკატორები, "ვიდეო მაინც კეისში უნდა იდოსო", ამიტომ არც მიაქცევენ ყურადღებას EVGA-ს ვიდეოდაფა 260 დოლარი ღირს, რაც სტანდარტულ მოდელთან შედარებით მხოლოდ 10 დოლარით მეტია. არცაა გასაკვირი, ამ 560-ს საშუალო აჩქარების მიუხედავად უბრალო, ერთფენიანი გაგრილების სისტემა აქვს. ვისაც დიდად არ აღელვებს ვიდეოს ტემპერატურა და გაიძახის "გაუშვი, დაიწვას, მაგის დედაცო", შეუძლია ეს ვიდეოდაფა შეიძინოს. MSI-ს ტვინ ფროზერ II მხოლოდდამხოლოდ 250 დოლარი ღირს. ეს Nvidia-ს რეკომენდებული ფასია. წარმოიდგინეთ, "რეფერენს" ვიდეოს ფასად თქვენ იძენთ ოდნავ აჩქარებულ ვიდეოს, რომელიც სახელგანთქმული და მრავალნაცადი გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი! მე ძალიან მომეწონა ეს შემოთავაზება და ვთვლი, რომ ფასი/ხარისხი შეფარდების მიხედვით MSI ლიდერია. თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გადაიხადოთ 10 დოლარით ზედმეტი EVGA-ში, ან 20 დოლარით ზედმეტი ASUS-ში. . . მაგრამ კიდევ უკეთესს იზამთ, თუ გადაიხდით მხოლოდ 20 დოლარით ზედმეტს Gigabyte-ში. დიახ, 1GHz-მდე აჩქარებული Gigabyte-ის წარმოების GTX560 Super OC (უბრალო OC ვერსიაში არ აგერიოთ, ის 250 ღირს) მხოლოდ 270 დოლარად! ასე და ამგვარად Gigabyte-მა ASUS-ის ფასად უკეთესი პროდუქტი შემოგვთავაზა. მაგრამ მე მაინც MSI-ს ავირჩევდი, რადგან მირჩევნია ის 20$ (+ განბაჟების თანხაზე 3.6$-იანი დანამატი იმ 20$-ის გამო) ჯიბეში მედოს ---------------------------------------------------------------- P.S. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც საერთოდ არ წაიკითხა ჩემი ნათარგმნი სტატია და უბრალოდ ბოლმდე "დასქროლა" იმისთვის, რომ "მაგარია" დაეწერა. საქმე არა გაქვს ბიჭო? წყაროს მითითება დამვიწყნია. Hardwarecanucks.com :) Edited February 24, 2011 by მიშა 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 P.S. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც საერთოდ არ წაიკითხა ჩემი ნათარგმნი სტატია და უბრალოდ ბოლმდე "დასქროლა" იმისთვის, რომ "მაგარია" დაეწერა. საქმე არა გაქვს ბიჭო? აჰაჰაჰ მიშა FTW! ჯერ არ არ გადავხედე ,მაგრამ 5ვე მაგარი ბრენდისაა EVGA მე-5 ადგილზე ჩემთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 ჰააჰ რაში მაინტერესებს პროსტა გადავხედე ბევრი გიშრომია მადლობა ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 აჰაჰაჰ მიშა FTW! ჯერ არ არ გადავხედე ,მაგრამ 5ვე მაგარი ბრენდისაა EVGA მე-5 ადგილზე ჩემთვის არაუშავს, მეც მასე ვშვრები ხოლმე. დავსქროლავ და მერე ვწერ ჩემი ჭკუით რაღაცას :crazy: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 კარგია მიშა, წავიკითხე და მართლა მესიამოვნა ისე 6970 - მა იხმარა სიტუაცია მართალია 100 % ით ვერა მაგრამ მაინც. P.S EVGA - ზე მაგრად ვკაიფობ :sarcastic_hanend: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 უი , GTX470-ზე End of Life ?! ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის 560-ს გამო მოხდებოდა ეს ალბათმიშას ტოპიკში კი ვწერ ამას, მაგრამ ასუსი საუკეთესოა 560ებს შორის მითუმეტეს საქმე OC-ს თუ ეხება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 უი , GTX470-ზე End of Life ?! ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის 560-ს გამო მოხდებოდა ეს ალბათ ჩემი აზრით სწორად მოიქცა ენვიდია, რომ 470-ს EOL დაადო. ის კიარა, 480-ზეც თუ დაადებს EOL-ს, კარგი იქნება იმიტომ, რომ 5xx სერიის ვიდეოები ჯობნიან და მაგ ორი ვიდეოს გაყიდვები დაეცემა ისევ ენვიდიას პროდუქციის გამო. ისე კი არც მე ველოდი, თუ ასე გადაწყვეტდნენ 470-ის კუბოში ლურსმნის ჩაჭედებას. P.S. ასუსზე რაც დაწერე, არ ვიმჩნევ EVGA - ზე მაგრად ვკაიფობ საკაიფო ბრენდია, რას ერჩი :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 P.S. ასუსზე რაც დაწერე, არ ვიმჩნევ 480-ზე და ნვიდიას მე-5 სერიის კარტებზე გეთანხმები მაგრამ მე უფრო 480ს გაუქმებას წარმოვიდგენდი ვიდრე 470-ის 480-საც ამოიღებენ სკარეე ვსეგო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 480-ზე და ნვიდიას მე-5 სერიის კარტებზე გეთანხმები მაგრამ მე უფრო 480ს გაუქმებას წარმოვიდგენდი ვიდრე 470-ის 480-საც ამოიღებენ სკარეე ვსეგო ახლა გადავავლე თვალი ფასებს, 470 ღირს 260-270 დოლარი, მაგ ფასად ისეთ 560-ს იყიდი, 470-ს რომ სიმძლავრითაც აჯობებს და უფრო გრილიც იქნება, ასე რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება 470-ის ამოღება... 480 კი 420-440$ ღირს, სტანდარტული ვერსიები. ანუ 570-სა და 580-ს შორისაა მოქცეული, მაგრამ 570 მეტისმეტად იაფია, 580 კი მეტისმეტად ძვირი, 480-თან შედარებით. 480 რომ ამოიღონ ალბათ ფასების ის სეგმენტი ცარიელი დარჩებათ. ამიტომ არ ჩქარობენ. არა რა, მაგარი მარკეტინგი იციან ენვიდიაში :dabolili: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 არა რა, მაგარი მარკეტინგი იციან ენვიდიაში :yes: ოდითგანვე ეგრე იყვნენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 Gigabyte Super Overclock Series და მიშა FTW მაგარი ხარ მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 პორლტალედ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 მიუხედავად იმისა რომ ბევრს ტესტში 6970 ჯობნის 560 ებს მაინც 560 მირჩევნია მე პირადად პ.ს მიშა ვხედავ ჰანთერად დაბრუნდები მალე (მე წავალ დავიღალე მაინც ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 მიშა ვხედავ ჰანთერად დაბრუნდები მალე (მე წავალ დავიღალე მაინც ) იმედია ეს არ მოხდება (არც ჩემი გაჰანტერება და არც შენი გადადგომა) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 იმედია ეს არ მოხდება (არც ჩემი გაჰანტერება და არც შენი გადადგომა) ალბათ მოხვდება აზრს ვეღარ ვხედავ უმეტესობა არ ინტერესდება არც ერთი ნიუსით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 ალბათ მოხვდება აზრს ვეღარ ვხედავ უმეტესობა არ ინტერესდება არც ერთი ნიუსით ჰო, უინტერესო კონტინგენტია. ალბათ ბეზრდებათ... ან ვისაც რა ჭირდება მარტო იმას კითხულობს და ამ კრიზისში ვის რა დაჭირდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
baker Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 საინტერესო იქნება ამ კარტებიდან ყველას თუ დაარაზგონებენ გიგაბიტივით რა 1გჰზ მდე და მერე ვინ რას იზავს რა ტემპერატურის ამბავში ან ვაფშე გაუძლებენ მაგ რაზგონს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მონარქი Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 იქნებ ცოტა point of viewზეც დაგეწერათ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 იქნებ ცოტა point of viewზეც დაგეწერათ კონკრეტულად რომელიმე მოდელი გაინტერესებს POV-ის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
wreck Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 რა მაინტერესებს რატო არ არის თითქმის არც ერთ შეჯიბრებაში gtx465? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 რა მაინტერესებს რატო არ არის თითქმის არც ერთ შეჯიბრებაში gtx465? 465 იქნება 465-ების შეჯიბრში... არ გაამართლა მაგ ვიდეომ. 460-ზე ძვირი ღირდა, ამ დროს 460-ზე სუსტი იყო. ამიტომ პოპულარობა ვერ მოიპოვა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 ტყუილად ვწერ მე მგონია ამ ფლეშკებსა და HDD ებზე და სერვერებზე რა :| შენ და სოსო და კიდე ერთი რამდენიმე კითXულობთ მიშა და სხვა არავინ :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
wreck Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 (edited) ანუ gtx465-ი gtx460-ზე სუსტია? Edited February 24, 2011 by wreck Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 იქნებ ცოტა point of viewზეც დაგეწერათ ეგ მე როგორ გამომჩებოდაა ? აი ინებე :rolleyes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 ტყუილად ვწერ მე მგონია ამ ფლეშკებსა და HDD ებზე და სერვერებზე რა :| შენ და სოსო და კიდე ერთი რამდენიმე კითXულობთ მიშა და სხვა არავინ :| მართალია. დაინტერესება აღარ არის... ანუ gtx465-ი gtx460-ზე სუსტია? კი. საგრძნობლად სუსტია. ეგ მე როგორ გამომჩებოდაა ? აი ინებე Rather impressive! :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.