Popular Post მიშა Posted February 24, 2011 Popular Post Share Posted February 24, 2011 რამდენიმე დღეა მინდა რამე სიახლე, ან ინფორმაცია შემოგთავაზოთ. თუმცა ამჟამად საიტს იმდენი ნიუსჰანტერი ყავს, აქამდე რომ არ ყოლია და მაგათ ვერაფერს გამოაპარებ . დიდი ხნის ძიების შემდეგ გადავაწყდი პატარა ინფორმაციას Intel-ის ნაკლებადცნობილი პროდუქტის შესახებ. დიდი არაფერია, მაგრამ სულ არაფერს სჯობს. თემა ეხება Intel Itanium-ს. ეს გახლავთ საწარმოო მასშტაბის სერვერებისთვის განკუთვნილი პროცესორი. მისი წარმოშობა კორპორაცია HP-ს სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ კომპანიის მესვეურებს 1989 წელს აზრად მოუვიდათ შეექმნათ საკუთარი RISC (Reduced instruction set computer - შემცირებული ბრძანებათა ნაკრების გამომთვლელი) პროცესორი. RISC ტიპის პროცესორები შემცირებული ბრძანებათა ნაკრების გამო მხოლოდ სპეციფიური საქმის შესასრულებლად თუ გამოდგებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, იმ საქმეში, რისთვისაც მათ შექმნიდნენ, ჩვეულებრივ პროცესორებზე დიდ წარმადობას იძლეოდნენ. თუმცა, RISC-ის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე გახლდათ ის, რომ პროცესორი ტაქტის თითო ციკლში მხოლოდ ერთ ბრძანებას ასრულებდა და სჭირდებოდა ბრძანებათა შესრულების დამგეგმავი (Runtime Scheduler), რომელიც ბრძანებებს იმის მიხედვით დაალაგებდა, თუ რომელი როდის უნდა შესრულებულიყო. HP-ში გადაწყვიტეს ეს პრობლემა გამოესწორებინათ და შეიმუშავეს Explicitly parallel instruction computing, რაც ითარგმნება, როგორც "ნაღდად პარალელური ბრძანებების გამოთვლა" და შემოკლებით იწერება, როგორც EPIC. იდე მართლაც ეპიკური გახლდათ, რადგან პარალელური გამოთვლები ერთის მხრივ გამოთვლების აჩქარების, ხოლო მეორეს მხრივ Runtime Scheduler-ის გაქრობის (და შედეგად - ენერგიის ხარჯის შემცირების) საშუალებას იძლეოდა. სამწუხაროდ HP-ის ეპიკურმა იდეამ ეპიკური კრახი განიცადა და 1994 წელს HP-ის ჩამოძონძილი დირექტორი მიადგა Intel-ს, "შენ უნდა მიშველო, შენს იქით გზა არ მაქვსო". Intel-ს ჭკუაში დაუჯდა HP-სთან თანამშრომლობა, დაიწყო ოცნების კოშკების აგება იმაზე, თუ როგორ იქნებოდა მსოფლიოში ყველა საწარმოო სერვერი მისი პროცესორებით აღჭურვილი (მაშინვე ეტყობოდა, რომ გაუმაძღარი კომპანია იყო), ამიტომ სიხარულით დათანხმდა თანამშრომლობის შემოთავაზებას და 2001 წელს HP-ის და Intel-ის სიყვარულის ნაყოფიც დაიბადა. ეს გახლდათ Intel Itanium Merced პროცესორი: 32-ბიტიანი არქიტექტურის მქონე (x86), 180 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 733/800MHz-ზე მომუშავე პროცესორი მხოლოდ 96 კილობაიტიანი L2 კეშით გახლდათ აღჭურვილი (თუმცა "ჩიპის გარეთ" კიდევ იყო მოთავსებული 2/4MB მესამე დონის კეში). სამწუხაროდ (თუმცა მე რა "მემწუხრება", ინტელმა იკითხოს ) Merced-მა ვერ გაუწია კონკურენცია ვერც სხვა RISC-ებს და ვერც CISC-ებს (Complex instruction set computer, რთული ბრძანებათა ნაკრების კომპიუტერი, ანუ "ჩვეულებრივი" პროცესორი), ამიტომ კომპანიამ მხოლოდ რამდენიმე ათასი Merced-ის გაყიდვა მოახერხა, შემდეგ კი დაიწყო იმაზე ფიქრი, "რა ვქნათ, რა წყალში გადავცვივდეთო". ამის შედეგი იყო 2002 წელს გამოშვებული Itanium 2 McKinley: მასში გამოასწორეს Merced-ის ბევრი ხარვეზი, გაზარდეს სიხშირე 900/1024MHz-მდე, L2 კეში 256KB-მდე, 1.5/3MB სიდიდის L3 კეში კი ჩიპში მოათვსეს. შედეგად გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა. 2003/2004 წლებში Intel-მა Itanium 2-ის 130 ნანომეტრული ვერსიებიც დაამზადა (Madison, Deerfield, Hondo). მაგრამ Itanium-ის ცაზე ისევ გამოჩნდა შავი, უფრო სწორად მწვანე ღრუბელი, რადგან AMD-მ წარმოებაში ჩაუშვა 64-ბიტიანი არქიტექტურის მქონე Opteron პროცესორები. ეს კი მომხმარებლებს 64-ბიტიან სერვერზე იაფად გადასვლის საშუალებას აძლევდა. Opteron-ს Intel-მა 64-ბიტიანი Xeon-ები დაახვედრა, ხოლო Itanium 2 2010 წლამდე ობლად დატოვა. 2010 წელს კი ოჯახს ახალი წევრი შეემატა - Itanium 9300 Tukwila: ახალი დროის შესაბამისად, ტუკვილა სტეროიდებითაა გაჭყეპილი, აქვს ორი მილიარდი ტრანზისტორი, 1.6-1.73GHz სიხშირე, Intel Turbo Boost ტექნოლოგია, 10-24MB მესამე დონის კეში და 130-185 ვატი TDP (სითბოს გამოყოფა). გარდა ამისა პროცესორს აქვს მეხსიერების ინტეგრირებული კონტროლერი, მეხსიერების შეცდომების გამოსწორების მექანიზმი, Intel QPI ინტერფეისი. ეს ყველაფერი Tukwila-ს პროცესორთაშორისი ინფორმაციის გაცვლის 96GB/s, ხოლო მეხსირებასთან ინფორმაციის გაცვლის 34GB/s სიჩქარის მიღწევის საშუალებას აძლევს. პროცესორი 65 ნანომეტრული ტექნოლოგიითაა შექმნილი და ალბათ დამეთანხმებით, რომ 185 ვატიანი TDP არც ისე სახარბიელოა, ამიტომ Intel-მა ოდესღაც (მართლა არ ვიცი, როდის) დააანონსა 32 ნანომეტრული Poulson პროცესორი, რომელსაც ექნება 3.1 მილიარდი (დიახ, სამი მილიარდ ასი მილიონი) ტრანზისტორი, მაქს. რვა ბირთვი, 54 მეგაბაიტი კეში და რაც ყველაზე მიმზიდველია, თავსებადი იქნება Tukwila-ს ძველ სოკეტთან (სერვერებს ძველ სოკეტზე ტოვებენ და PC-ს ნიფხვებივით ყოველდღე უცვლიან სოკეტს. ცუდები ეგენი ). მწარმოებელი აცხადებს, რომ ახალ პროცესორს ექნება გაუმჯობესებული საიმედოობა და სტაბილურობა, ამასთანავე იქნება უფრო ხელმისაწვდომი. Intel-ში ჯერ-ჯერობით არ აცხადებენ თუ რამხელა სხვაობა იქნება წარმადობაში Poulson-სა და Tukwila-ს შორის, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე Itanium სერიის ყველა პროცესორს (ტუკვილას თუ ტიკურილას ჩათვლით) ტაქტის ერთ ციკლში მხოლოდ 6 ბრძანების შესრულება შეეძლო, ხოლო პოულსონს 12 ბრძანების შესრულება შეეძლება, მატება შთამბეჭდავი უნდა იყოს. პროცესორი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. დაბოლოს, მათთვის, ვისაც გულწრფელად აინტერესებს ზემოხსენებული თემა (დიდად კი მეეჭვება, ვინმეს რომ გაინტერესებდეთ), იხილეთ Poulson-ის "ზონირების სქემა": სულ ეს იყო. 12 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 თემა კი საინტერესო იყო მაგრამ ამ ზონირების სქემას ვერასდროს ვიგებდი რას ნიშნავდა პს: მაგარი ხარ მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 მაგარი ხარ მიშა მთვრალი ხარ ახლა შენ ალბათ, იუბილე გაქვს ბოლობოლო და მიტომ წერ ასეთ რამეებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 მაგარი ხარ მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 რა იყოთ ხალხო, ვირუსი ხომარ აიკიდეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 მაგარი ხარ მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 :drug: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 მადლობა მიშა ესეც კიდევ ერთი თემა მიკიპედიასთვის :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 მადლობა მიშა ესეც კიდევ ერთი თემა მიკიპედიასთვის არც ისე სერიოზული თემაა. მოცულობას და საჭიროებას ვგულისხმობ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 არც ისე სერიოზული თემაა. მოცულობას და საჭიროებას ვგულისხმობ. მოცულობის რა გითხრა და ზოგადად ინფორმაციისთვის კარგია საერთოდ იტანიუმებზე გაგონილი მქონდა მაგრამ მხოლოდ ყურმოკრული მე რატომღაც ახალი სერია 9300 45 ნანომეტრული მეგონა QPI-ს გამო მე როგორც ვიცოდი ნეჰალემის არქიტექტურა იყო გამოყენებული ნუ რადიკალურად სხვა არქიტექტურაა ვერანაირად ვერ შეადარებ ერთ-ერთზე მაგრამ მაინც :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 როგორ არ გვაინტერესებს მიშა ჯერ ვარსებობთ ისეთი ხალხი რამე რომაინტერესებდეს :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 არა, სულ სხვა არქიტექტურაა, სულ სხვა დანიშნულებაა ფაქტობრივად და მგონი დიდი ხვითო ვერცაა, თორემ ხომ გვეცოდინებოდა აქამდე რამე, მეც დღეს გავიგე პირველად :drug: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 Just like old times! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 (edited) როგორ არ გვაინტერესებს მიშა ჯერ ვარსებობთ ისეთი ხალხი რამე რომაინტერესებდეს ეჰჰ ბექა... როგორც მე გამიარა სტატიების წერის ენთუზიაზმმა, ასევეგაგივლის შენც სტატიების კითხვის ენთუზიაზმი ეგ სიგნა სხვა რამის გამო წერია მანდ :D Edited February 24, 2011 by მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 ეჰჰ ბექა... როგორც მე გამიარა სტატიების წერის ენთუზიაზმმა, ასევეგაგივლის შენც სტატიების კითხვის ენთუზიაზმი ეგ სიგნა სხვა რამის გამო წერია მანდ რისი ? რაც არ მაინტერესბეს გადაკვრით ვკითხულობ და ისე კი ჩაღრმავებით ... პს http://www.techpowerup.com/141065/Thunderbolt-Technology-The-Fastest-Data-Connection-to-Your-PC-Just-Arrived.html დაწერე თუ მოიხალისებ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 არამგონია... შენი ნაპოვნია თან, როგორ გამოგართვა. გამორიცხულია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 არა, სულ სხვა არქიტექტურაა, სულ სხვა დანიშნულებაა ფაქტობრივად და მგონი დიდი ხვითო ვერცაა, თორემ ხომ გვეცოდინებოდა აქამდე რამე, მეც დღეს გავიგე პირველად აბსოლუტურად არასაინტერესოა ჩვეულებრივი მომხარებლისთვის იტანიუმ სეგმენტი და შესაბამისად არ გსმენია არც რაზგონდება და სიხშირეც არა შთამბეჭდავი აქვს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 24, 2011 Author Share Posted February 24, 2011 აბსოლუტურად არასაინტერესოა ჩვეულებრივი მომხარებლისთვის იტანიუმ სეგმენტი და შესაბამისად არ გსმენია არც რაზგონდება და სიხშირეც არა შთამბეჭდავი აქვს ააჰ არ რაზგონდება ხო? მეთქი რატომ არ გსმენია აქამდე არც შენ არაფერი :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 არამგონია... შენი ნაპოვნია თან, როგორ გამოგართვა. გამორიცხულია. რა ნაპოვნია კაცო ამის თარგმნა და მხატვრულად წერა რომ შემეძლოს აქ არ ვიქნებოდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 ააჰ არ რაზგონდება ხო? მეთქი რატომ არ გსმენია აქამდე არც შენ არაფერი you know me :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 წავიდა მიკიპედიაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 24, 2011 Share Posted February 24, 2011 აგერ 32 ნანომეტრული იქნებაო Poulson http://hothardware.com/Reviews/Intel-Previews-RecordBreaking-32nm-Itanium-Poulson-Processor/?page=2 ეს ვერ გავიგე Like Tukwila, Poulson shares a common platform with current Xeon 7500 products. ანუ ერთი და იგივე მაზერზე წავა ორივე? აშკარად სხვადასხვა სოკეტია http://ark.intel.com/Product.aspx?id=43410 FCLGA1248 http://ark.intel.com/Product.aspx?id=46499&processor=X7560&spec-codes=SLBRD FCLGA1567 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 25, 2011 Author Share Posted February 25, 2011 აგერ 32 ნანომეტრული იქნებაო Poulson http://hothardware.com/Reviews/Intel-Previews-RecordBreaking-32nm-Itanium-Poulson-Processor/?page=2 ეს ვერ გავიგე ანუ ერთი და იგივე მაზერზე წავა ორივე? აშკარად სხვადასხვა სოკეტია http://ark.intel.com/Product.aspx?id=43410 FCLGA1248 http://ark.intel.com/Product.aspx?id=46499&processor=X7560&spec-codes=SLBRD FCLGA1567 კი, 32nm-იანი იქნება, გამომრჩა დაწერა? ეგ არ ვიცი რას ნიშნავს. შეიძლება იმ პლატფორმაში ცალკე ჯდება სოკეტი რა ნაპოვნია კაცო ამის თარგმნა და მხატვრულად წერა რომ შემეძლოს აქ არ ვიქნებოდი მხატვრულად წერა არც მე ვიცი ისე, მაგ საგანს ცალკე ასწავლიან ზოგიერთ ფაკულტეტზე :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 25, 2011 Share Posted February 25, 2011 კი, 32nm-იანი იქნება, გამომრჩა დაწერა? ეგ არ ვიცი რას ნიშნავს. შეიძლება იმ პლატფორმაში ცალკე ჯდება სოკეტი მხატვრულად წერა არც მე ვიცი ისე, მაგ საგანს ცალკე ასწავლიან ზოგიერთ ფაკულტეტზე არ იცი აგრამ უკეთ გამოგდის:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 25, 2011 Author Share Posted February 25, 2011 არ იცი აგრამ უკეთ გამოგდის დაბალი თვითშეფასება გაქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.