Jump to content

Recommended Posts

 

გამარჯობათ

მიმოვიხედე ამ განყოფილების სივრცეში და ამ თამაშის შესახებ თემა არ არსებობდა. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, ერთ-ერთი პოპულარული თამაშის თემაც აქ გაგვეხსნა.

ეს თამაში უკვე დიდი ხანია არსებობს და მას შემდეგ რაც მე ჩავერთე ამის თამაშში (2014 წლის ნოემბრიდან) დღემდე ერთ-ერთ კარგ გასართობად რჩება ჩემთვის.

 

რაც შეეხება თვითონ თამაშის ტექნიკურ მხარეს, იგი არის MMO (massively multiplayer online) ტიპის და დაფუძნებულია Unity-ის 3D ძრავაზე, რომლის გაშვება შეგიძლიათ ნებისმიერი ვებ ბროუზერიდან, რომელსაც Unity-ის მხარდაჭერა გააჩნია. გარდა ამისა შეიძლება .. "კლიენტის" გადმოწერა-ინსტალაცია და პირდაპირ "დესკტოპიდან" გაუშვათ თამაში. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, მინიმალური გრაფიკული მოთხოვნები ნამდვილად დაბალი აქვს, შესაბამისად დაბალ გრაფიკაზე თითქმის ნებისმიერი ინტეგრირებული GPU მოერევა. აქვე შეიძლება გრაფიკის აწევაც, თუმცა ამ შემთხვევაში ინტეგრირებული GPU- ძალა სავარაუდოდ აღარ ეყოფა.

თამაშის შინაარს რაც შეეხება, თამაშში შესულია ძირითადი რუსული, გერმანული და ამერიკული ტანკების სახეობები. თამაში იწყება ამ ქვეყნის წარმოებული ტანკებიდან. შეგიძლიათ ნებისმიერი ქვეყნის ტანკი გამოიყვანოთ და ითამაშოდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. განვითარების გარკვეულ საფეხურს როდესაც მიაღწევთ, ხელმისაწვდომი გახდება პრემიუმ ტანკები რომლებსაც აწარმოებს საფრანგეთი, ინგლისი. ამ ტანკებს მოაქვს მეტი სარგებელი ვიდრე არა-პრემიუმ ტანკებს. თამაშში ასევე შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ თქვენი საკუთარი ჯგუფი (corps, კორპუსი) სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი მოთამაშე გააწევრიანოთ, მიიღოთ ტერიტორიების დაპყრობაში მონაწილეობა და .. ასევე შეგიძლიათ თქვენ ტანკს, გაუკეთოთ დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც მეტ უპირატესობას მოგცემთ მოწინააღმდეგე ტანკის განადგურებაში, თუმცაღა თითოეულ ტანკს, აქვს თავისი დადებით და უარყოფითი მხარეები. ამიტომ ვიდრე დაიწყებდეთ ერთი რომელიმე ტანკის გაძლიერებას, სჯობს მოსინჯოთ თქვენთვის ყველა სასურველის ტანკის კარგი და ცუდი მხარეები, რადგან თამაშში არის ტანკების 10 დონე. თითოეული დონის ტანკს, თავისი უნიკალური შესაძლებლობები აქვს, თუმცა ბევრი საერთოც გააჩნიათ. არის ტანკების ტიპები, მსუბუქი, მძიმე და "ტანკ-გამანადგურებლი" (САУ). მაგალითად ზოგ ტანკს, ძლიერი ჯავშანი აქვს მაგრამ ნელია და გადაადგილება უჭირს, ზოგი ტანკი მსუბუქია და სწრაფი მანევრირება შეუძლია, თუმცა ასეთ ტანკებს სუსტი ჯავშანი აქვთ. აგრეთვე არის "ტანკ-გამანადგურებლები" რომლთა ამოცანა ძირითადად უსაფრთხო ადგილას დგომა და იქიდან ტანკების განადგურებაა, მათ იგივე დონის ტანკებთან შედარებით შეუძლიათ უფრო მეტი ზიანის მიყენება მოწინააღმდეგე ტანკებზე. სულ ეს იყო ზოგადი შინაარსის გადმოსაცემად, დანარჩენს თამაშიდან თავადაც ისწავლით. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ აქ შეგიძლიათ დაპოსტოთ.

ბონუსების სისტემა მდგომარეობს იმაში რომ, ყოველ დღე ანუ 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ დააფიქსირო თქვენი აქტიურობა იმით რომ, უბრალოდ თამაში ჩართოთ და დააჭიროთ CLAIM ღილაკს. ამ დროს გეძლევა გარკვეული რაოდენობის ფული (silver) და ცოტაოდენი გამოცდილება (exp) რაც შეგიძლიათ მერე გამოიყენოთ ტანკის გაძლიერებასა და განვითარებაში. ბონუსების მიღება შეგიძლიათ ყოველ დღე მხოლოდ ერთხელ. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 3 დღიანი VIP სტატუსი იმ შემთხვევაში, თუკი თვეში 26-ჯერ დააჭერთ CLAIM ღილაკს. გარდა VIP სტატუსისა, თქვენ გეძლევათ 2, 5, 10 და 17 დღიანი აქტიურობის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ბონუსები, მათ შორის რამდენიმე კრიტიკული სროლები (ტანკის ერთი გასროლით, მოწინააღმდეგე ტანკის სრული განადგურებით დამთავრება, ასეთი შემთხვევა ხდება ავტომატურად, მოულოდნელად, როდესაც ჭურვი ტანკის ammo bay-ში ხვდება )

ეს ბონუსების მიღების მაგალითი

44241cb2114b.jpg

 

თამაშის დასაწყებად საჭიროა გქონდეს ფეისბუქი ან გადმოწეროთ და დააინსტალიროთ კომპზე.

  • https://www.facebook.com/GroundWarTanksOfficial თამაში შეგიძლიათ პირდაპირ ფეისბუქში.
  • https://www.gamebox.com/tanks/ ან გადმოწერეთ MICRO CLIENT ოფიციალური საიტიდან, დააინსტალირეთ და ითამაშეთ ფეისბუქის გარეშე.
  • თამაშის ჩართვის დროს, უნდა აირჩიოთ ამერიკული ან ევროპული სერვერი. თუკი კარიერას დაიწყებთ ამერიკულ სერვერზე, ეს შედეგი არ აისახება ევროპულ სერვერზე და პირიქით. ამიტომ გაითვალისწინეთ ყურადღებით, რომელ სერვერზე გირჩევნიათ კარიერის დაწყება. (როცა მე დავიწყე თამაში მხოლოდ ერთი სერვერი იყო, მერე დაამატეს ევროპა, ამიტომ ხალხთა ნაკადი ორ სერვერზე განაწილდა, რადგან მე ევროპულ სერვერზე არ ვთამაშობ, არ ვიცი რამდენად აქტიური ხალხია მანდ, ამერიკულზე კი ხალხი 24/7-ზეა)

ყურადღება: თუკი თამაშს დაიწყებთ ფეისბუქის გვერდზე და გარკვეული დროის შემდეგ მოგინდებათ "დესკტოპიდან" თამაში, დაგჭირდებათ "კლიენტის" გადმოწერა და დაყენება. მასში შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენივე ფეისბუქის პროფილით, თუმცა თამაშის დაწყება მოგიწევთ 0-დან, რადგან "კლიენტის" ID-სა და ფეისბუქის პროფილს შორის არ ხდება სინქრონიზაცია. ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ საიტზე, support- უნდა მიწეროთ რომ გინდათ "კლიენტიდან" თამაში და მოახდინოს თქვენი ფეისბუქის გვერდის სინქრონიზაცია თქვენს კლიენტის ID-ზე. როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, მერე შეგიძლიათ თამაში გააგრძელოთ იქიდან, სადაც შეწყვითეთ ფეისბუქში. დამატებითი ინფო იხილეთ ლინკზე http://gcenter.gamebox.com/?/article/25

 

P.S. ეს თამაში აგრეთვე არის არის რუსულ ენაზე და შეგიძლია ნახოთ აქ https://tanks.mail.ru/, ზუსტად არ ვიცი, 1:1-ში იგივეა თუ რაიმეთი განსხვავებულია მაგრამ თუ ვინმეს უნდა გადმოწეროს, ნახოს და გაგვიზიაროს სხვაობა.

P.S. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია დამწყებ მოთამაშეებს ვურჩიო რომ ყველაზე კარგი არის რუსული VII დონის IS (იოსებ სტალინი) ტანკი, რადგან იმავე დონის გერმანულ და ამერიკულ ტანკებს ჯობია. სერვერზე ბევრს აქვს IS ტანკი რაც გამოწვეულია მისი უპირატესობით სხვა ყველა დანარჩენთან ტანკებთან შედარებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რუკას, მოთამაშეს და აღჭურვილობას. თუ არ შეგიძლია იმ უპირატესობების გამოყენება რაც ტანკს გააჩნია, მაშინ საერთოდ აზრი არააქვს რომლით ითამაშებ. მე პირადად IS ტანკი არ მაქვს, თუმცა მისი უპირატესობის დანახვას, მისი ქონა არ ჭირდება, თამაშიდან ყველაფერი კარგად ჩანს.

 

მოგვიანებით დავდებ სხვადასხვა ვიდეობს და ფოტოებს, მანამდე კი შეგიძლიათ თქვენც იაქტიუროდ და დადოთ თქვენი "მიღწევები"

 

 

 

ეს ჩემი პროფილი და ამჟამინდელი ტანკებია

29ec74630453.jpg

 

ეს ამერიკული ტანკები

0737ff6d0cbd.jpg

 

რუსულები

dfc8e9f38a19.jpg

 

და ბოლოს გერმანული ტანკები

7f71cc11cd0d.jpg

 

ჩემი ძირითადი სათამაშო ტანკი Super Heavy Tank T28

11168e343fd4.jpg

 

გერმანული TIGER

79cac014b6e1.jpg

 

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

War thunder ითამაშე, უკეთესი გრაფიკაც აქვს და უფრო გაეთობი. 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.