Jump to content
სისტემაში შესვლისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ელ. ფოსტა (Display Name-ის ნაცვლად) ×

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ბრაზილია-პერუს შეხვედრა ვნახე მაყურებლების გარეშე კოპა ამერიკის ნახევარფინალზე, ისევ პოლონური კანალის ტრანსფერი იყო ოკოსპორტის დაროჟკით, გრუპავოი სტადიაში 3-0 დაამარცხა პერუ ბრაზილიამ, მაგრამ მაგ თამასში ერთი გოლის მეტი ვერ შეაგდეს, ერთადერთი გოლი 35 წუთზე ლუკას პატიკამ გაიტანა ნეიმარის კარგი პრახოდის შემდეგ, პერუს ცუდათ არ უთამაშია მეორე ტაიმში, ბრაზილიას თითქმის არ ქონია საგოლე მომენტები, პერუს კი ქონდა რამდენიმე კარგი პრახოდი და მეკარემაც მოიგერია რამდენიმე დარტყმული, მაგრამ ვერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და 1-0 დამარცხდენ საკმაოთ კარგი თამაშით, დღეს კოლუმბია-არგენტინაც დაიდება მალე და მაგას ხვალე ვნახავ უკვე, ესპანეთი-იტალიის თამაშიც ვნახე ევროს ნახევარფინალზე, ეგ გაცილებით უფრო უპორნი და მაღალი დონის თამაში გამოვიდა, თუმცა დამატებითი დრო ისეთი ზრელიშნი აღარ ყოფილა და არც ბევრი მომენტები შექმნეს გუნდებმა, მანამდე კი საკმაოთ კარგათ უბერავდენ, არცერთ გუნდს არ ქონია დიდი უპირატესობა, ანგარიში 60 წუთზე გახსნა ფედერიკო კიესამ, თუმცა ესპანეთი არ დანებდა და 80 წუთზე ალვარო მორატამ გაათანაბრა ანგარიში, მერეც გადავიდნენ ატაკაში მაგრამ ვეღარ მოახერხეს მეორე გოლის შეგდება, დამატებით დროში ფრთხილი ფეღბურთი მიდიოდა უკვე, პენლებში კი იტალიამ გაიმარჯვა 4-2, ესპანელებმა ორი დარტყმული ააცილეს, იტალიელებმა კი სულ პირველი მარტო, შეიძლება დაჟე ოლმოს პირველი დარტყმული იყო მნიშვნელოვანი და მაგის შემდეგ უკვე იტალიელებს ქონდათ ფსიხოლოგიური უპირატესობა, ინგლისი-იტალია საინტერესო ფინალი იქნებოდა ისე, თუმცა ჯერ დანიელები ყავთ დასამარცხებელი ინგლისელებს დღეს, NBA ფინალის პირველი შეხვედრაც გადმოვწერე მაგრამ ალბათ მაგ შეხვედრას ზეგისთვის ვუყურებ, რახან უიმბლდონის მეოთხედფინალებიც დაიწყო და ჯერ ეგენი მაქვს საყურებელი

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ არგენტინა-კოლუმბიის შეხვედრა ვნახე კოპა ამერიკის ნახევარფინალზე, ისევ ეგეთივე ფორმატში დაიდო რაც მანამდე, მაგარი გაუჭირდა არგენტინას მაგ შეხვედრაში კოლუმბიელების დამარცხება, საკმაოთ უპორნი შეხვედრა მიდიოდა, ანგარიში უკვე 7 წუთზე გახსნა ლაუტარო მარტინესმა მესის პასის შემდეგ, მაგრამ არგენტინამ ვერ მოახერხა მეორე გოლის გატანა და დახურვა მაგ თამაშის, 61 წუთზე ლუის დიასმა გაათანაბრა ანგარიში კარგი პრახოდის შემდეგ, კოლუმბია ალბათ არ იმსახურებდა მეორე გოლს და პენლები დანიშნა სუდიამ, სადაც არგენტინა უკეთესათ გამოიყურებოდა და არგენტინელების მეკარემ 3 დარტყმული მოიგერია და 3-2 გაიმარჯვა არგენტინამ, პირველი დარტყმული არგენტინამაც გამაზა, მაგრამ დანარჩენი სამი შეაგდეს და გავიდნენ ფინალში, თუმცა მანდ მაგარი გაუჭირდებათ დაჟე ალბათ პენლებით მაინც ბრაზილიელების დამარცხება და მეეჭვება მაყურებლის გარეშეც კი შეძლონ ძლიერი ბრაზილიის ნაკრების ბრაიზილიაში დამარცხება, თუმცა მაყურებელი რომ არ იქნება ეგ არგენტინელებს უფრო აწყობს ალბათ და თუნდაც მესის, ინგლისი-დანიის ნახევარფინალიც ვნახე უემბლიზე, ფაქტიურათ მთელი სტადიონი სავსე იყო და მაგარს ბალელშიკობდენ ინგლისის ნაკრებს, რომელსაც რეალური შანსები ქონდა პირველათ თავის ისტორიაში ფინალში ეთამაშათ ევროზე, ნახევარფინალამდე მიდიოდენ მაქსიმუმ აქამდე, თუმცა დანიამ მაგარი წინააღმდეგობა გაუწია ინგლისის ნაკრებს, ტაქტიკურათაც კარგათ თამაშობდენ, 30 წუთზე მიკელ დამსგარდმა შტრაფნოი უდარიდან გახსნა ანგარიში, ცოტა პიკფორდმა ჭამა მემგონი, 39 წუთზე მილანში მოთამაშე სიმონ სკიარმა ავტოგოლი შეაგდო, მეორე ტაიმში აქტიურობდა ინგლისი მაგრამ ბევრი აპასნი მომენტები არ შეუქმნიათ, თუმცა დანია მაგარი გადაღლილი ჩანდა უკვე ოვერტაიმში, თან 104 წუთზე სუდიამ საკმაოთ სპორნი პენალტი დანიშნა სტერლინგი რომ წააქციეს, კეინმა ვერ შეაგდო მაგრამ დამატებაზე გაიტანა უკვე და 2-1 გაიმარჯვა ინგლისმა მძიმე ბრძოლაში და პირველათ ითამაშებს უემბლიზე ფინალში იტალიის წინააღმდეგ რომელსაც შეუძლია მეორე ევრო აიღოს და დაეწიოს საფრანგეთს, სამ-სამი ევრო მარტო გერმანიას და ესპანეთს აქვს აღებული, ინგლისმა თუ გაიმარჯვა მერვე გუნდი იქნება ვისაც ერთხელ მაინც აქვს ევრო აღებული, ნუ მაგ ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირი და ჩეხოსლოვაკია დაიშალა უკვე, გერმანიამაც ორჯერ ფეერგეს სტატუსით გაიმარჯვა გედეერის არსებობის პერიოდში, მოკლეთ ველოდებით საინტერესო ფინალს უემბლიზე კვირას ღამით, მაქამდე კი კვირას დილით ბრაზილია-არგენტინაა კოპა ამერიკის ფინალზე, მაგ ტურნირზე მესამე ადგილისთვისაც იმართება თამაში

Link to comment
Share on other sites

დღეს ევროს ფინალს ვუყურე 1080i-ში, კოპა რუსული კომენტარით გვიან დაიდო და ეგ ხვალისთვის შევინახე არგენტინა-ბრაზილიის ჯახი, საკმაოთ უპორნი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა სადაც დიდი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ქონია, პირველ შეცდომამდე მიდიოდა თამაში, ინგლისელებს გაუმართლათ და უკვე 2 წუთზე გახსნა ანგარიში ლუკ შოუმ, არ ვიცი დაჟე მაგ გოლმა რამდენათ იმოქმედა ინგლისელებზე, რახან ატაკაში ძალზე ბევრი მომენტები აღარც ქონიათ მაგის შემდეგ, თუმცა პადხოდები ქონდათ მაგრამ ვერ გამოიყენეს ვერცერთი, იტალიასაც უჭირდა საკმაოთ აპასნი მომენტების შექმნა, 68 წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ გაათანაბრა ანგარიში, მეტი გოლები აღარ გასულა და ოვერტაიმი დაინიშნა, მერე კი პენლები, პენლები ინგლისელებმა დაიწყეს უკეთესათ და 2-1 იგებდენ, მაგრამ მერე დასირდენ მაგარი, რეშფორდმაც ააცილა და სანჩომაც, რომლებიც საუტგეიტმა ბოლო წუთზე გამოუშვა პენლების დასარტყამათ და ფაქტიურათ მაგათ გამო დამარცხდენ ეგრე გამოდის, მერე მეკარემ მოიგერია იტალიელების დარტმული, მაგრამ მესამე პენალტიც ვერ შეაგდეს და 3-2 დამარცხდენ, იტალიამ კი მეორე ევრო მოიგო 1968 წლის შემდეგ, ეგ გუნდიც ძალიან ხშირათ მარცხდებოდა თუნდაც ევროს ფინალებში აქამდე, ან ხშირათ პენლებით ვარდებოდენ ხოლმე ფლეიოფში უკვე, მანდ კი ყველაფერი კარგათ დაუჯდათ და მეორე ტიტული აიღეს, ისე ინგლისზე უკეთესათ ნამდვილათ არ უთამაშიათ, მაგრამ ვერც ინგლისელები ჯობდენ თავის მოედანზე, პენლებში კი უკვე აღარ გაუმართლათ და ფსიხოლოიგურათაც გატყდენ ორი პენალი რომ გამაზეს პადრიათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში კოპა ამერიკაზე, ისევ პოლონური ტრანსლიაციები იყო ოკოსპორტის დაროჟკით, ჯერ მესამე ადგილზე თამაში ვნახე სადაც კოლუმბია პერუს ხვდებოდა, საკმაოთ უპორნი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა იმის ფონზე რომ მაყურებელი საერთოდ არ ესწრებოდა მაგ შეხვედრას და მაინც მესამე ადგილზე თამაშობდენ და არა ტიტულზე, კოლუმბია თავიდან ვერ თამაშობდა კარგათ, უფრო პერუ აქტიურობდა, 45 წუთზე იოსიმარ უტუნმა გახსნა ანგარიში, 49 წუთზე კვადრადომ გაათანაბრა ანგარიში, 66 წუთზე ლუის დიასმა მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა ჯიანლუკა ლაპადულამ 82 წუთზე გაათანაბრა ანგარიში თავური დარტყმის შემდეგ, უკვე რომ სრულდებოდა დამატებითი დრო (მაგ თამასში ეგრევე პენლებს დანიშნავდენ ფრეს შემთხვევაში) დიასმა დუბლი შეასრულა და 3-2 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში კოლუმბიამ, ალბათ ეკუთვნოდათ რახან მარტო მაგ გუნდმა შეძლო ასნავნოი დროში არგენტინელების შეჩერება მაგ კოპაზე, ფინალში მარაკანაზე ისტორიული მატჩი გაიმართა სადაც არგენტინა მესის თამადობით ხვდებოდა ბრაზილიას სადაც ნეიმარის გარდა საკმაოთ სერიოზული სასტავი იყო შეკრებილი, მაგ ფინალამდე ძალზე პრაგმატიკული ეჭირათ ბრაზილიელებს და მემგონი მაგან დაღუპათ, არგენტინა ძალიან თავგანწირვით თამაშობდა, ბევრი ყვითლები აიკიდეს მაგრამ გაგდებით არავინ გაუგდია სუდიას, ბრაზილიას ქონდა გარკვეული უპირატესობა პირველ ტაიმში, როგორც მეორეს დასაწყისში სადაც რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს,  მაგრამ  ერთადერთი გოლი მაგ შეხვედრაში 22 წუთზე ანხელ დიმარიამ შეაგდო, ეგ ვეტერანი იგროკი ტრენერმა პირველათ გამოიყვანა ასნავნოი შემადგენლობაში და შეცვლის გარეშე ითამაშა საკმაოთ მაღალ დონეზე, მესიც არ უბერავდა ცუდათ, მეორე ტაიმში ქონდა მეორე გოლის შეგდების შანსები, აგირეც გამოვიდა ბოლოს, ისე ლაუტარო მარტინესი თამაშობდა ატაკაში კიდე,  ნეიმარს თითქმის არაფერი შეუქმნია მაგ შეხვედრაში, რამდენიმე კარგი პასი გააკეთა მაგრამ მეკარემ ითამაშა არგენტინელების რამდენიმე საგოლე მომენტის დროს კარგათ და აიღო მძიმე დარტყმულები, თუმცა ალბათ ერთი გოლის გატანას ბრაზილია იმსახურებდა და შეიძლება მინიმუმ ნიჩიას, მაგრამ მაინც ვერ ითამაშეს დალაგებულათ და მე არგენტინელები უფრო მომეწონა, ხო სხვათაშორის მაყურებელი ესწრებოდა ფინალში დაახლოებით 8000 კაცი, თან არგენტინელებსაც კარგი 2500 ფანამდე ყავდათ მგონი, ერთ ამბავში იყვნენ რომ გაიმარჯვეს, ეგ ისტორიული მოგება იყო არგენტინისთვის, 15 კოპა მოიგეს და დაეწიენ ურუგვაის, 29 ფინალი იყო კოპაზე, ანუ ყველაზე ბევრი, ბრაზილიას რომც მოეგო მარტო 10 კოპას აიღებდა, ეხლა კი 6 კოპათი უკან არიან ურუგვაი-არგენტინასთან მაგის გაქვითვას კი ძალზე ბევრი დრო დაჭირდება, არგენტინამ კი 28 წლის მანძილზე პირველი კოპა აიღო და პირველი 21 საუკუნეში, მესიმაც როგორც იქნა მოიგო რაღაცა არგენტინის შემადგენლობაში, სხვათაშორის მარადონას არცერთი კოპა არ ქონია მოგებული, კი არგენტინამ გაიმარჯვა 1991-1993, მაგრამ მაგ პერიოდში დისკვალიფიკაცია ედო მარადონას ნარკოტიკების გამო და მაგ შემადგენლობაში არ უთამაშია, ნეიმარი მაგარს კი ტიროდა ისე, ისე არგენტინას დაახლოებით 50-50% აქვს მოგება და წაგება ფინალებში, თუმცა მაგდენ ფინალში არც ურუგვაის უთამაშია ან მითუმეტეს ბრაზილიელებს რომლებიც არ ეკიდებოდან მაგ ტურნირს სერიოზულათ 90 წლებამდე, მანამდე სულ 3 კოპა ქონდათ მოგებული და პელესაც არცერთი კოპა არ აუღია

Link to comment
Share on other sites

დღეს რუსეთის სუპერთასი ვნახე 1080i-ში, წელს ზენიტი ხვდებოდა ლოკომოტივს, საერთოდ არ გამოვიდა დაძაბული ბრძოლა, ზენიტი ჯობდა აშკარათ კლასშიც და ფორმითაც მაგ თამასში, ანგარიში კუზიაევმა გახსნა 27 წუთზე, 57 წუთზე სარდარ აზმუნმა მეორე გოლიც შეაგდო, 83 წუთზე ალექსანდრ იეროხინმა მესამეც დაამატა და 3-0 გაიმარჯვა ზენიტმა, რუსეთის ჩემპიონატი პარასკევს იწყება, თუმცა ალბათ აგვისტოს ბოლომდე მარტო ოლიმპიადის ფეღბურთები თუ ვნახე, კაკრაზ 23 იწყება ოლიმპიადაც და შეუბერავენ მეორე დღესვე უკვე 12 ოქრო თამაშდება სხვადასხვა სახეობებში, სულ თითქმის 400 ოქროს მედალი უნდა გათამაშდეს ამ კოვიდის პერიოდში, არ ვიცი გამოუვათ თუ არა, თუ ეპიდემია აიკიდა ვინმემ ბევრს გადასდოს შეიძლება და სახეობების ნაწილი კაკ მინიმუმ ჩაიშალოს ან სულ სხვამ გაიმარჯვოს, კრაინი ვარიანტში ოლიმპიადას დააკანსელებენ ალბათ, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ევროპულ კლუბში ტრანსფერს, ვითომ კიდე 1 წლით რუბინში რჩებაო, ნუ რუბინს უნდოდა 30 მილიონი ევრო, რაც ცოტა არაა ამ კრიზისნი პერიოდში, ევროპული კლუბები მაქს 18-20 მილიონს სთავაზობდენ რუბინს და როგორც ჩანს ვერ შეთანხმდენ ფასზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-2160P-ში ოლიმპიადიდან, ჯერ მექსიკა-საფრანგეთის შეხვედრა ვნახე რუსული ევროსპორტის ტრანსლიაცია, მოკლეთ მაგ ოლიმპიადაზე ძალიან ბევრი ატკაზები იყო საფრანგეთის სასტავში, პოტენციონალურათ ბრაზილიელებზე სერიოზული ფეღბურთელები იკრიბებოდენ მბაპეს და სხვა იგროკების ხარჯზე, მაგრამ არავინ არ წავიდა სერიოზული დონის ფეღბურთელებიდან + 3 კაცის გამოყვანა კიდე შეეძლოთ 25 წლის და ზევით ასაკის, დაჟე ლუბოი, ეგ გამოიყენეს კარგათ ბრაზილიელებმა, სხვეგმა კი ნაკლებათ, ვხედავ და არგენტინასაც სხვერხ უბრალო სასტავი ყაქვს წაყვანილი, მაგითი გრუპიდანაც ვერ გავიდნენ შეიძლება,მექსიკას საკმაოთ კარგი სასტავი ყავდა შეგროვილი, გილიერმო ოჩოაც წასულა მეკარე და ფაქტიურათ გაანადგურეს საშვალო დონი საფრანგეთის ნაკრები მაგ შეხვედრაში, ანგარიში 47 წუთზე გახსნა ვეგამ, 17 წუთზე კორდოვამ მეორე გოლიც შეაგდო, ფრანგებს დაცვაში ქონდათ პრახადნოი დვორი მაგ შეხვედრაში, 69 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ვეტერანმა ჟინიაკმა შეაგდო, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ჩემპიონატში გამოდიოდა, 80 წუთზე ანტუნამ მესამე გოლიც შეაგდო, ხოშიანი გოლი გამოვიდა, დამატებითი დრო რომ დაიწყო აგირემ მეოთხე გოლიც გაიტანა და 4-1 გაიმარჯვა მექსიკამ, ფრანგებს კიდე გრუპიდანაც გასვლა გაუჭირდებათ ეგეთი შემადგენლობით, ბრაზილია-გერმანიის თამაშიც ვნახე, გერმანიასაც აკლია ბევრი ძლიერი იგროკი, თუმცა რამდენიმე იგროკი ყავდათ ბუნდერსლიგის კლუბებიდან მეორე კატეგორიის, ბრაზილიელებს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასტავი ყავთ ჩამოყვანილი მაგ ოლიმპიადაზე კაცების ფეღბურთში, ვეტერანი დანი ალვეზიც კი ჩამოუყვანიათ, რიჩარლისონიც არის კოპაზე რომ გამოდიოდა ასნავნოი შემადგენლობაში, ანგარიში 7 წუთზე კაკრაზ მაგ იგროკმა გახსნა, 22 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 30 წუთზე უკვე ჰეტ ტრიკი ლოლ და მწარეთ მარცხდებოდა გერმანია, მაგრამ მერე ძალიან მოდუნდნენ მეორე ტაიმში ბრაზილიელები, 57 წუთზე ამირიმ გაქვითა ერთი გოლი, მერე იგროკი გაუგდეს გერმანიას, მაგრამ არც მაგის შემდეგ ათამაშებულათ ბრაზილიელები, 84 წუთზე აჩემ მეორე გოლიც შეაგდო და მოულოდნელათ დაიძაბა თამაში, თუმცა ბრაზილიამ შეძლო მეოთხე გოლის შეგდებაც, დამატებით დროში პაულინიომ გაიტანა და 4-2 გაიმარჯვა ბრაზილიამ, თუმცა გერმანიას აქვს შანსები მინიმუმ გრუპიდან გასვლის ალბათ, დღეს საღამოს გახსნაა ოლიმპიადის, თუმცა არის დაკანსელების შანსები ჯერ კიდევ კორონავირუსის გამო, აი საიტიც სადაც შეიძლება რასპისანიის მოძებნა ვინ სად გამოდის https://olympics.com/tokyo-2020/olympic-games/en/results/all-sports/olympic-schedule.htm ჩვენ 35 კაციანი შემადგენლობა გვყავს მგონი წაყვანილი, რუსებს მაგდენი დაბანვების შემდეგაც შეუგროვებიათ 330 კაციანი სასტავი, პირველზე მაგ მხრივ ამერიკაა, მეორეზე იაპონია და მერე მოდის მგონი ავსტრალია უკვე, აი აქაა სრული სია ვის რამდენი ყავს წაყვანილი დაახლოებით: https://www.whereig.com/olympics/summer-olympics-participating-countries.html მემგონი ჩინელებსაც ადევს გარკვეული ბანი დოპინგის გამო, თორე 406 ატლეტზე მეტი უნდა ყოლოდათ მემგონი მაინც, თუმცა ეგ მეხუთე რეზულტატია გერმანიის შემდეგ, ნუ რუსებს ერთი 10 კაცი შტანგიდან აკლია მგონი და 50-მდე მინიმუმ  Athletics სასტავი არ ყავთ, ნუ ეგ წინა ოლიმპიადაზეც ეგრე იყო უკვე, სხვა სახეობებიდანაც ედოთ ბანები დოპინგის გამო, მაგრამ მანდ მაინც ყავთ დიდი შემადგენლობები, ნუ გუნდურ სახეობებშიც არ ყავთ ყველგან სასტავი, ეგ უკვე კვალიფიკაციის ბრალია და არა დაბანვის

Link to comment
Share on other sites

მე პირადათ არ მიყურებია, ისედაც დობრათ რაღაცეებს ვუყურებ ოლიმპიადაზე, ბრაზილიას კოტდივორისთვის ვერ შეუგდია გოლი, 0-0 დასრულდა, თუმცა არ ვიცი კოტდივორს ყავს თუ არა სერიოზული დონის იგროკები ამ ოლიმპიადაზე მოწვეული, ფრანგებმაც გაჭირვებით დაამარცხეს სამხრეთ აფრიკა 4-3 და ავსტრალიას მოუგო ესპანეთმა 1-0

Link to comment
Share on other sites

საინტერესოთ დასრულდა ოლიმპიადის ფეღბურთის გრუპავოი სტადია კაცებში, მოკლეთ გერმანია, საფრანგეთი და არგენტინა უკვე გამოეთიშა ასპარეზობას, აი ესეთი იტოგებია: https://olympics.com/tokyo-2020/olympic-games/en/results/football/groups-men.htm არგენტინას ბანალურათ არ გაუმართლა, გერმანიას კი 1 ქულა არ ეყო, ზატო ახალი ზელანდია, კორეა და ეგვიპტე გავიდა მეოთხედფინალებში, მე რაც ვნახე ბრაზილიას არა უშავდა და მექსიკის ნაკრები მომეწონა, ალბათ უფრო ბოლო ოთხ შეხვედრას ვნახავ კაცების ტურნირიდან, შეიძლება მედლებზე ქალების ტურნირიც ვნახო, მანდ მთლათ ეგზოტიკური ვარიანტია, რასაც ვუყურებ შვედები არიან და ამერიკელები უფრო ფავორიტები

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს ორი ნახევარფინალი ვნახე ტოკიოს ოლიმპიადიდან Web-dl 1080P 50fps-ში ბრიტანული ევროსპორტის ტრანსლიაციები, რუსულათ დაიდო მატჩის ტრანსლიაციები მაგრამ მარტო დაბალბიტრეიტიან რიპებში ეგ სტადია და ეგენი ვამჯობინე პიქსელაციის გარეშე, ორივე ნახევარფინალში ოვერტაიმი დაინიშნა, თუმცა პენლები მარტო პირველში დანიშნეს, მექსიკა ბრაზილიის ძლიერ ნაკრებს ხვდებოდა, სხვათაშორის თვითონ მექსიკელებიც საკმაოთ კარგათ გამოიყურებოდნენ მაგ სტადიამდე ოლიმპიადაზე, ბრაზილიელებს ვეტერანი დანი ალვესი ყავდათ და კიდე რიჩარლისონი, კიდე რამდენიმე ლეგიონერი ევროპული ჩემპიონატებიდან, ერთი სიტყვით დაახლოებით 350 ევროიანი სასტავი კი შეიკრიბა ტრანსფერმარკის ვერსიით, თუმცა მაგარი გაუჭირდათ ანგარიშის გახსნა მაგ შეხვედრაში, უპირატესობას კი მარტო პირველ ტაიმში ფლობდენ, მინიმალური საგოლე მომენტები შექმნეს, მეორეში კი მთლათ გათანმაბრდა უკვე თამაში, როგორც ოვერტაიმში, პენლებში ბრაზილიელებმა გაიმარჯვეს უკვე ფაქტიურათ შანსი არ დაუტოვეს მექსიკელებს, მეკარემაც აიღო ერთ-ერთი დარტყმული და შტანგასაც გაარტყეს, ამიტომ 4-1 დამარცხდენ მექსიკელები სამი აცილებული პენალით, მეორე ნახევარფინალიც ძალზე უპორნი გამოვიდა, ესპანეთსაც ქონდა უპირატესობა იაპონელებთან, თუმცა ბევრი მომენტები ვერც მაგათმა შექმნეს, თან იაპონელებს რამდენიმე ლეგიონერიც ყავდათ ევროპიდან, იგივე მაია იოშიდა და რეალის იგროკი კუბო, რომელიც ეხლა არენდაში თამაშობს ესპანეთში, ესპანელებს უნაი სიმონი ყავდათ კარებში, ცნობილებიდან კიდე დანი ოლმო, მარკ კუკურელია და პაუ ტორესი თამაშობდენ ვილარეალიდან, ზამენაზე კიდე რეალის იგროკი მარკო ასენსიო ყავდათ მცირე ტრამვით, მაგ შეხვედრაშიც დამატებითი დრო დაინიშნა თუმცა 5 წუთი რომ რჩებოდა ზამენაზე გამოსულმა მარკო ასენსიომ გახსნა ანგარიში და გაიყვანა ესპანეთი 2000 წლიდან პირველათ ოლიმპიადის ფინალში, გადმოვწერე უკვე ბრონზაზეც ინგლისური ევროსპორტის ტრანსლიაცია და ფინალიც, ეგ უკვე რუსული პირველი არხის ტრანსლიაცია დაიდო ნორმა კომენტატორებით და ტრანსფერით, ვნახავ მაგ ორ შეხვედრასაც რამდენიმე დღეში, დღეს უკვე 4 აგვისტოს რასპისანია დავიწყე, მაგის გარდა ფაქტიურათ 4 დღის რასპისანია მრჩება სანახავი, ნუ ასე 27 აგვისტომდე წესით ჩავათავებ უკვე, რახან ბოლო დღეებშუ უამრავი გუნდური ფინალებიც გაიმართლა სხვადასხვა სახეობებში, რასაც მანამდე არ ვუყურებდი, მერე მსოფლიო ატბორიც იწყება და ფორმულა 1 გამოტოვებული გონკების ყურებაც მინდოდა, შეიძლება რაღაც სუპერკუპოკებიც ვნახო, თუნდაც უეფას ან ინგლისის, მერე კი უს ოპენის მეოთხედფინალებიც ჩატარდება, ტენისის მასტერსებს ალბათ გამოვტოვებ, გააჩნია 2 სექტემბრამდე რამდენი დღე დამრჩება, მაგის მიხედვით გადმოვწერ გამოტოვებულ ტრანსლიაციებს რაც ოლიმპიადის ყურების დროს გამომრჩა, ისე წელს ვუყურებ და პირველი ორი ლიგის გრუპავოი ტური ვიკენდზე იმართება პირველათ ისტორიაში, მაგრამ მერე უკვე როგორც მანამდე სამშაბათ-ოთხშაბათს მესამე ტურიდან, ამასობაში კი მესი პსჟ გადავიდა როგორც სვაბოდნი აგენტი, რახან ბარსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და მესის ხელფას ვეღარ ქაჩავდენ უკვე, თუმცა პსჟ იმაზე ნაკლები ხელფასი ექნებაო ეხლა ვიდრე მანამდე ქონდა ბარსაში, ეგ ლოგიკურიცაა ასაკის გამო 

Link to comment
Share on other sites

იტალიის გარდა ყველა ვედუში ევრო ჩემპინატები დაიწყო უკვე, ნუ ბევრგან მარტო პირველი ტური შედგა, ვუყურებ სიტის უკვე წაუგია ვიეზდზე 1-0 ტოტენჰემთან, ჩავათავებ დაახლოებით 8-9 დღეში უკვე ოლიმპიადას და ჩავუჯდები ეგრევე ფეღბურთებს, მსოფლიო ატბორიც იწყება და მანამდე თუ მოვასწარი შეიძლება ვნახო 1-2 თამაში კიდე, ფორმულა 1-შიც ჯერ მარტო 1 გონკა ჩატარდა ოლიმპიადის პერიოდში, ეგეც რამდენიმე კვირის უკან, ეხლა უნდა იყოს მეორე კიდე, ტენისის მასტერსის ფინალებიც ჩატარდა ტორონტოში, თუმცა ეგენი შეიძლება გამოვტოვო კიდეც ვნახავ რამდენი დრო დამრჩება უს ოპენის მეოთხედფინალებამდე, თუმცა ეგ მარტო 8-9სექტემბერს დაიდება და მანამდე ყველაფრის ყურებას მოვასწრებ

Link to comment
Share on other sites

დღეს ქალების ფეღბურთს ვუყურე ტოკიოს ოლიმპიადიდან ბრიტანული ევროსპორტის ტრანსლიაციას Web-dl 1080P 50fps-ში, ბრონზაზე შტატები ხვდებოდა ავსტრალიის ნაკრებს, შტატებს ნაკრები მოუბერდა და მოულოდნელათ კანადელებთან დამარცხდენ ნახევარფინალში, თუმცა შტატებს მსოფლიოს პირველი რეიტინგი აქვს, კანადა კი 6 ადგილზე ყოფილა ფიფას რეიტინგით ქალებში, ავსტრალია 11 და შვედებთან წააგეს ნახევარფინალი, საკმაოთ ეგზოტიკური რაღაცაა კაცების ფეღბურთს თუ შევადარებთ ქალთა ფეღბურთი, ნუ ტემბი და თამაშის სტილი სულ სხვანაირია როგორც მენტალიტეტი + დობრათ ლესბიანკები თამაშობენ, თვითონ თამაში საკმაოთ საინტერესო გამოვიდა, შტატები ფლობდა გარკვეულ უპირატესობას, თუმცა დაცვაში პრავალებით თამაშობდენ რითიც სარგებლობდენ ავსტრალიელები, ანგარიში 8 წუთზე გახსნა შტატებმა, თუმცა ასვტრალიამ საკმაოთ მალე უპასუხა 17 წუთზე, თუმცა მერე 21 წუთზე რაპინოემ დუბლი შეასრულა, 45 და 51 წუთზე ამერიკელების ფორვარდმა ლოიდმა კიდე ერთი დუბლი შეასრულა და უკვე 4-1 იგებდა შტატები, მერე ცოტა გადავახვიე და ავსტრალიელების მეორე გოლიც ვნახე 54 წუთზე, ავსტრალიელებმა მესამე გოლის გატანაც შეძლეს ბოლო წუთზე უკვე, მაგრამ დამატებით დროში ვეღარ მოასწრეს უკვე ანგარიშის გათანაბრება და შტატებმა გაიმარჯვეს 4-3 და ბრონზა აიღეს, თუმცა ამ ტურნირშიც მთავარი ფავორიტები იყვნენ, შტატები ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია ქალთა ფეღბურთში, წესით შტატების დამარცხების შემდეგ კანადას უნდა მოეგო ფინალში შვედებთან, ვნახავ მაგ შეხვედრასაც რამდენიმე დღეში, როგორც კაცების ორ დარჩენილ თამაშს

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე ტოკიოს ოლიმპიადიდან Web-dl 1080P-1080i-ში, ჯერ იაპოანია-მექსიკის თამაში ვნახე ბრონზაზე ბრიტანული ევროსპოორტის ტრანსლიაცია, მექსიკელებს მაგ თამაშამდე არცერთი წაგება არ ქონდათ, მარტო პენლებით დამარცხდენ ბრაზილიელებთან ნახევარფინალში, იაპონია ბევრ შეცდომებს უშვებდა მაინც დაცვაში, მექსიკელებმა თან ფაქტიურათ ყველა აპასნი მომენტი გოლებში გადაიყვანეს, სუდიამ 13 წუთზე პენალტი დანიშნა, რომელიც კორდოვამ შეაგდო, 22 წუთზე ვასკესმა მეორე გოლიც გაიტანა, 58 წუთზე ვეგამ მესამე გოლიც შეაგდო, მერე ცოტა გადავახვიე და მიტომას გოლი ვნახე 78 წუთზე, მაგის შემდეგ კიდე ქონდა ორი მომენტი იაპონიას, მაგრამ ვერ შეძლეს მეტი გოლის შეგდება და 3-1 გაიმარჯვეს მექსიკელებმა და ბრონზა მოიპოვეს, ქალების ფინალში შვეცია კანადის ნაკრებს ხვდებოდა, რომლებმაც შტატები გამოაგდეს ნახევარფინალში, ეგ უკვე მატჩის ტრანსლიაცია იყო, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, თავიდან შვეცია გამოიყურებოდა უკეთესათ, ანგარიში 34 წუთზე გახსნეს, თუმცა კანადელებმა გააძლიერეს თამაში და მეორე ტაიმში უკვე ჯაბნიდენ მომენტებში შვედებს, 67 წუთზე სუდიამ ვარის პავტორის შემდეგ პენალტი დანიშნა და გათანაბრდა ანგარიში, დამატებით დროში აღარ გასულა გოლები და ყველაფერი პენლებში გადაწყდა, მანდ ნამდვილი როლერ კოსტერი იყო ჯერ შვედებმა ვერ შეაგდეს და კანადამ გაიტანა, მერე კანადამ 3 პრომახი დაუშვა და შვედებმა 2 გაიტანეს, ბოლოს ისევ გათანაბრდა ანგარიში და 3-2 გაიმარჯვა საბოლოო ჯამში კანადამ და ოქროს მედალი მოიპოვა პირველათ თავის ისტორიაში, რა თქმა უნდა ქალების ფეღბურთს ვგულისხმობ, შვედებსაც არა აქვთ ჯერ ოქრო, მაგრამ ბოლო ორ ოლიმპიადაზე ფინალში მარცხდებოდენ, ბრაზილია-ესპანეთის ფინალი დამრჩა საყურებელი და რამდენიმე დღეში ვნახავ მაგ შეხვედრასაც, უკვე დავიწყე 7 აგვისტოს რასპისანიაც, მანდ დობრათ ოქროები გათამაშდა

Link to comment
Share on other sites

დღეს ბრაზილია-ესპანეთის ფინალიც ვნახე ტოკიოს ოლიმპიადიდან 1080i-ში რუსული ტრანსლიაცია,ნუ დაახლოებით 22-23 დღიანი ჩამორჩენით ვუყურე მაგ შეხვედრას, ძალზე ბევრი რაღაცა ვნახე ოლიმპიადიდან და მაგიტომ, მაგაზე მალე მაგეებს ფიზიკურათ ვერ უყურებდი გადახვევებით ყურების გარეშე, ესპანელებმა ისევ ოვერტაიმში გადაიყვანეს ეგ შეხვედრაც, მოკლეთ მაგ ოლიმპიადაზე მეოთხედფინალებიდან ყველა თამაშს ოვერტაიმში თამაშობდენ მანამდეც, ბრაზილიამ მოშნათ დაიწყო ეგ შეხვედრა და ქონდათ მინიმუმ 2 გოლის გატანის რეალური შანსები, 37 წუთზე სუდიამ ვარის პავტორის შემდეგ პენალტი დანიშნა მეკარემ რომ მოთელა ბრაზილიელი იგროკი, თუმცა რიჩარლისონმა ააცილა კარებს ბურთი, ბრაზილიამ 45 წუთზე მაინც შეაგდო, კუნიამ გახსნა ანგარიში, 61 წუთზე ოაირსაბალმა გაათანაბრა ანგარიში, თამაშიც ფაქტიურათ გათანაბრდა და ესპანეთსაც ქონდა პადხოდები მაგის შემდეგ, 108 წუთზე უკვე ოვერტაიმში მალკოლმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა მაგ ფინალში მძიმე ბრძოლაში ბრაზილიამ და ეგ მეორე ოქრო იყო პადრიათ, მანამდე კი არც ქონია ბრაზილიას მოგებული, ორჯერ ქონდა აგრეთვე არგენტინას და ერთხელ მექსიკას ლათინური გუნდებიდან, ესპანეთსაც მარტო ბარსელონაში აქვს აღებული ოქრო, ბრიტანეთმა კი ძალზე დიდი ხნის წინ მოიგო სამჯერ, ორჯერ კი ურუგვაიმ, აგრეთვე ძალზე დიდი ხნის უკან, როგორც უნგრებმა სამჯერ https://en.wikipedia.org/wiki/List_of_Olympic_medalists_in_football#Men_2 საბჭოთა კავშირს ორჯერ ქონია მოგებული და იყვნენ ქართველი ფეღბურთელებიც შემადგენლობაში, ეხლა ვუყურებ და 1956 ვაბშე ლეგენდები თამაშობდენ საბჭოეთის ფეღბურთის და არა მარტო, 1988 წელსაც  რამდენიმე ცნობილი იგროკია თავმოყრილი, გელა კიტაშვილსაც უთამაშია, კიდე რამდენიმე თამაში მაქვს რაც აგვისტოში გაიმართა და ვნახავ ამ დღეებში სანამ უს ოპენის მეოთხედფინალები დაიწყებოდეს 8 სექტემბრამდე, ოლიმპიადის ყურებას კი ხვალე ჩავათავებ უკვე ბოლომდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ინგლისის სუპერთასი ვნახე 1080i-ში მატჩის ტრანსლიაცია, შემდეგი წლიდან ისევ ბრუნდებაო პრემიერლიგა მატჩზე, ალბათნ ოკოსპორტმა პრიმერა იყიდა წელს და პრემიერლიგა მატჩზე გადადის უკვე შემდეგი წლიდან, წელს ლესტერი ხვდებოდა სიტის უემბლიზე, მაყურებლები საკმარისზე ბევრი იყო მოსული, ნუ მინიმუმ ნახევარი სტადიონი მაინც ალბათ, არცერთი გუნდი არ იმყოფებოდა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში, გრილიში მარტო ზამენაზე გამოვიდა, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა, არ ქონია უპირატესობა სიტის, 89 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც კილეჩი იჰიანაჩომ შეაგდო და 1-0 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში ლესტერმა და აიღო ეგ სკრომნი ტიტული სეზონის სტარტზე, ლივერპული-ჩელსის თამაშიც გადმოწერილი მაქვს უკვე ოკოსპორტის ტრანსლიაცია და ვნახავ მაგასაც რამდენიმე დღეში, ნუ ოლიმპიადის ყურებას მოვრჩი გუშინ და ეხლა სტანდარტულ რეჟიმში გადავდივარ ფეღბურთი-ტენისების, სხვათაშორის შემდეგ წელს უკვე ზამთრის ოლიმპიადა ტარდება პეკინში 4 თებერვლიდან, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი კიდე ზაფხულის მაგივრათ ეხლა ნოემბერში იწყება კატარში

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, გუშინ ჯერ გერმანიის სუპერთასს ვუყურე დიდი დაგვიანებით, ეგ შეხვედრა 17 აგვისტოს ჩატარდა დორტმუნდის მოედანზე, დორტმუნდი ბავარიას მასპინძლობდა, თუმცა უპორნი შეხვედრა არ გამოვიდა დიდათ, ჰოლანდი კი ყავს ამ სეზონშიც დორტმუნდს, მაგრამ სერიოზული პრობლემები აქვთ დაცვაში და ძლიერი პოლუზაშიტნიკებიც აკლიათ, მარკო როსე ყავთ და ეგ არ ეყოთ ძლიერი ბავარიის წინააღმდეგ, მაყურებელიც ესწრებოდა, მგონი 25000 იყო ტრიბუნებზე, კარგათაც წვიმდა თან, ანგარიში ლევანდოვსკიმ გახსნა 41 წუთზე, თუმცა მანამდე ორივე გუნდს შეეძლო გოლის შეგდება, 49 წუთზე ტომას მიულერმა მეორე გოლიც შეაგდო და ალბათ ეგ გამოდგა გადამწყვეტი მაგ შეხვედრაში, 64 წუთზე მარკო როისმა გაქვითა ერთი გოლი, თუმცა 74 წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და აჩერედნოი სუპერთასი მოიგო ბავარიამ 3-1 ამჯერათ, დორტმუნდს კი სამუშაო აქვს დაცვაში, ტრენერი შეცვალეს მაგრამ პრობლემა დარჩა, დღეს უკვე უეფას სუპერთასი ვნახე, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარებულა ქალაქ ბელფასტში, შემეძლო ისე მაგ ქალაქში გამგზავრება დუბლინში როცა ვცხოვრობდი, მაგრამ აღარ წავსულვარ, ჩელსი ვილარეალს ხვდებოდა, პირველ ტაიმში ჩელსის ქონდა უპირატესობა, 27 წუთზე ჰაკიმ ზიეშმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე გოლიც შეგდება ვეღარ მოახერხეს, მეორე ტაიმში ნელ-ნელა გათანაბრდა თამაში და ვილარეალს ქონდა უპირატესობა მომენტებში, 73 წუთზე ჯერარდ მორენომ გაათანაბრა ანგარიში, სუდიამ დამატებითი დრო დანიშნა და მოგვიანებით პენლების დარტყმაც მოუწიათ გუნდებს, სადაც 7 პენალის დარტყმა მოუწია ჩელსის ტიტულის მოსაგებათ, კეპა გამოუშვა ტუხელმა სპეციალურათ პენლებისთვის, პირველი დარტყმული აიღო ასენხომ, მაგრამ მერე ჩელსიმ 6 პადრიათ პენალტი შეაგდო და კეპამ აიღო მეშვიდე დარტყმული და მეორე სუპერთასი მოიგერს, სხვათაშორის ეგ მეთხე პენლები იყო ჩელსის მაგ ტურნირში, ორი წაგებული ქონდა და ერთი მოგებული აქამდე, ლუკაკო მაგ დროისთვის უკვე ნაყიდი ქონდათ მაგრამ მაგ თამასში არ უთამაშია რახან დამთავრებული არ იყო ეგ ტრანსფერი, სხვათაშორის ლივერპული-ჩელსის თამაშიც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ვნახავ მაგ შეხვედრას, მაყურებლებით სულ სხვა ატმოსფეროა მაინც, მაყურებლის გარეშე პრემიერლიგა მაგარი ნიყო იყო წინა სეზონში, დრაივი აკლდა აშკარათ, მითუმეტეს ენფილდზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ლივერპული-ჩელსის შეხვედრაც ვნახე Web-dl 1080P 50fps-ში ოკოსპორტის ტრანსლიაცია, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, პირველ ტაიმში ჩელსი უფრო აქტიურობდა, ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა 22 წუთზე, 45 წუთზე ვარის პავტორის შემდეგ სუდიამ რის ჯეიმსი გააძევა მოედნიდან ხელით თამაშის გამო შტრაფნოიში და პენალტი დანიშნა, რომელიც სალახმა შეაგდო, მეორე ტაიმში ლივერპული აქტიურობდა უფრო, მაგრამ საკმარისი მომენტები ვერ შექმნეს და ჩელსისაც ქონდა რამდენიმე პადხოდი, 1-1 ფრეს შემდეგ ორივე გუნდს 3 შეხვედრაში 7 ქულა აქვს დაგროვილი, სიტი კი 1 ქულით ჩამორჩება, ჩვენ ჯერ კოსოვოსთან წაგვისხია 1-0 და დღეს მწარეთ გავასხით 38 გრადუსიან სიცხეში ეპსანეთში 4-0, ჩაკვეტაძე გამოსულა ზამენაზე, კვარაცხელია კი ტრამვის გამო არ გვყავდა, ნუ მაგ გრუპაში ყველა ვარიანტში ბოლო ადგილზე გავალთ, მთავარია ერთა თასზე ვითამაშოთ კარგათ შემდეგ როზიგრიზში, მანდ უფრო გვაქვს გარკვეული შანსები ევროზე გასვლის, შემდეგი ტურნირი ევროს კვალიფიკაცია იქნება უკვე, სხვათაშორის ბრაზილია-არგენტინის მსოფლიო ატბორი გადაიდო, ისევ კოვიდის გამო, 4 იგროკს ვითომ ყალბი საბუთები მიუცია და ეხლა შეიძლება შტრაფიც მიარჭონ არგენტინელებს მაგის გამო, თამაში კი შეუწყვეტიათ 4 წუთზე დეტალები აქ https://www.sports.ru/football/1100920935-match-braziliya-argentina-perenesen-igru-ostanovili-iz-za-4-igrokov-po.html მაგ შეხვედრის მაგივრათ ალბათ ეკვადორი-ჩილეს შეხვედრას გადმოვწერ, მერე კი მაინც უს ოპენის მეოთხედფინალები იწყება ზეგიდან უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ეკვადორი-ჩილეს შეხვედრას ვუყურე HDTVRip 720P-ში მსოფლიო ატბორზე, მაყურებელი ესწრებოდა სტადიონზე, თუმცა პოლნი აბიომში არა, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, მცირე უპირატესობა ეკვადორს ქონდა, ჩილე ნამეტარი პასიურობდა, 63 წუთზე სამოზა გააგდო სუდიამ ფეხი რომ დააბიჯა ჩილეს იგროკს, თუმცა არც მაგან გამოასწორა სიტუაცია და 0-0 დასრულდა ეგ მძიმე შეხვედრა, ჩილე 3 ქულით ჩამორჩება ჯერ 5 ფლეიოფში გასასვლელ ადგილს, თუმცა დაჟე 4 ადგილზე არ დაუკარგიათ შანსები, რახან ურუგვაი არც ისე დიდი ატრივითაა ჯერ წინ, თუმცა თუ არ გამოასწორეს თამაშის დონე არა მგონია დაჟე 5 გავიდნენ, ეგ ის ჩილე აღარაა არგენტინა რომ დაამარცხა ორჯერ კოპა ამერიკის ფინალში პადრიათ თან, ბევრათ სკრომნათ უბერავენ და არგენტინელებთან ეხლა შედარება ალბათ აღარც ღირს უკვე ლონგ რანში განსაკუთრებით, მესი თუ მობერდა და ახალი ლიდერები არ ჩანან არგენტინაში ჯერ, მანდ მთლათ პლაჩევნი სიტუაციაა, ვიდალი და ალექსისია ფაქტიურათ ძლირი იგროკებიდან დარჩენილი და საკმაოთ მობერებული ისლა და ვარგასი + მეკარე რა თქმა უნდა, აი ესეთი სიტუაციაა აჩერედნოი ტურის შემდეგ https://www.fifa.com/tournaments/mens/worldcup/qatar2022/qualifiers/conmebol ეკვადორი მშენივრათ უბერავს სხვათაშორის და ამჯერათ კარგი შანსები აქვთ ოთხეულში მოხვედრის, ურუგვაი ჯერ ბუქსაობს, როგორც კოლუმბია, მაგათაც საკმაოთ მოუბერდათ შემადგენლობა, ვენეცუელა და ბოლივიის გარდა ალბათ ჯერ ყველა გუნს კარგი შანსები რჩება მინიმუმ ხუთეულში მოხვედრის, თუმცა შემოდგომის რამდენიმე ტური ალბათ შეცვლის სიტუაციას და კიდე რამდენიმე გუნი ჩამოცილდება უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ჩავუჯექი ისევე ფეღბურთების ყურებას გარკვეული პერერივების შემდეგ, მანამდე ზაფხულის ოლიმპიადას ვუყურებდი ძირითადათ და მერე უს ოპენიც ვნახე, ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-HDTVRip 720P-Web-dl 1080P 50fps-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, 1080i კი იყო მაგრამ 50ფპს არ გავდა რაღაც, არ ქონდა პლავნი მოძრაობები, ხანდახან არის ხოლმე ეგეთი ზაპისები, 4-3 გაუმარჯვია ლევერკუზენის მოედანზე დორტმუნდს, თუმცა სამჯერ აგებდენ თამაშის მანძილზე, ბავარიამ კი 4-1 გაანადგურა ვიეზდზე არც თუ ისე სუსტი ლეიპციგი, პირველზე კი ვოლფსბურგია სეზონის სტარტზე, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება ბავარია, მანდვეა დორტმუნდიც 9 ქულით, ლესტერი-სიტის შეხვედრაც ვნახე, ოკოსპორტის ტრანსლიაცია იყო ინტერვიუებით, გარჩევა ამჯერათ არ ყოფილა, მგონი შემდეგი სეზონიდან ისევ მატჩზე ბრუნდებაო პრემეიერლიგა, ნორმალური მიმოხილვები მაინც იქნება და მომენტალურათ დაიდება რელიზები, რახან ონლაინ პლატფორმა არც თუ ისე ადვილი ჩასაწერია და ზაშიტა ადევს ტრანსლიაციის დროს, ამიტომ სულ 1-2 დღიანი დაგვიანებით იდება ხოლმე რელიზები, წელს უკვე პრიმერაც მაგ ოკოსპორტზე გადასულა, ეგეც დაუკარგია მატჩს, მაგარი დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ქონდა ორივე გუნდს კარგი პადხოდები და გოლის გატანაც შეეძლოთ, ერთადერთი გოლი 62 წუთზე ბერნარდო სილვამ შეაგდო და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა სიტიმ, მაგ შეხვედრის შემდეგ 1 ქულით ჩამორჩებიან უკვე ლიდერებს და ტოტენჰემსაც დაეწიენ ქულებით, სრაზუ 4 გუნდს აქვს 4 ტურის შემდეგ 10 ქულა,მილანი-ლაციოს თამაშიც ვნახე, ეგ შეხვედრა მარტო რიპში დაიდო და ცოტა გაცვეთილი დეტალიზაცია ქონდა, ორივე გუნდს 6 ქულა ქონდა მაგ შეხვედრამდე და ვინც იმარჯვებდა იყოფდა პირველ ადგილს კიდე რამდენიმე გუნდთან ერთად, ნუ როგორც მერე აღმოჩნდა ნაპოლიმ და რომამ მოაგროვეს კიდე 3 თამასში 9 ქულა, მილანმა ხოშიანათ დაიწყო ეგ თამაში, კარგათ უტევდენ და კარგი პრესინგი ქონდათ, ზლატანა სკამეიკაზე იჯდა მაგრამ გამოვიდა ზამენაზე მოგვიანებით, 43 წუთზე ვარის პავტორის შემდეგ სუდიამ პენალტი დანიშნა, რომელიც ფრენკ კესიმ შტანგას გაარტყა, თუმცა 45 წუთზე რაფაელ ლეაომ მაინც გახსნა ანგარიში, 66 წუთზე ზლატანამ შეაგდო მეორე გოლი, სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა გოლის გასატანათ მოედანზე გამოსვლის შემდეგ,ლაციოს ბევრი საგოლე მომენტები არ ქონია და 2-0 გაიმარჯვა მილანმა და მაგ გუნდსაც 3 მოგება აქვს სამიდან სტარტზე, უვემ კი ჩააგდო სტარტი რონალდოს მანჩესტერში გადასვლის შემდეგ და 1 ქულა აქვს ალეგრი რაც დანიშნეს ტრენერათ სეზონის სტარტზე, ეგრე თუ გააგრძელებენ ვერც წელს იბრძოლებენ აქტიურათ სკუდეტოზე და ალეგრისაც დაითხოვენ ეგეთი ცუდი ფორმით თუ მალევე არ გამოასწორა სიტუაცია, დღეს ლიგა იწყება და 6 შეხვედრას ვნახავ ალბათ ვიკენდამდე, რამდენიმე საკმაოთ საინტერესო პარა თამაშობს პირველივე ტურში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, ინტერს დაუკარგია პირველი ქულები მესამე ტურში და ვიეზდზე სამპდორიასთან უთამაშიათ 2-2, უვეს კი ისევ წაუგია, ამჯერათ 2-1 ნაპოლის მოედანზე, მართალია აკლდათ სამხრეთ ამერიკელი ლეგიონერები, მაგრამ მაინც, სამიდან სამი მოგება ჯერ ნაპოლის,მილანს და რომას აქვს წელს, ნუ ინტერი მეოთხეზე მიდის ფაქტიურათ, ბარსა-ბავარიის შეხვედრაც ვნახე ლიგაზე, არ გაამართლა საერთოდ მაგ თამაშმა, ბარსა საცოდავათ გამოიყურებოდა, ფაქტიურათ გაანადგურა ბავარიამ, არაფერი გამოუვიდათ არც დაცვაში და არც ატაკაში დიდათ, ბავარიას თან არ გადაუჭრია ვენები ნამდვილათ, თუმცა საკმაოთ მაღალ დონეზე ითამაშეს შეცდომების გარეშე, ანგარიში 34 წუთზე გახსნა ტომას მიულერმა, 56 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე გოლიც შეაგდო, 85 წუთზე დუბლი შეასრულა და 3-0 დამარცხდა ბარსა, თან მაყურებელიც ესწრებოდა მაგ თამაშს არც თუ ისე მცირე დოზებში, მესის გარეშე მთლათ ვეღარაფერი აჩვენეს ატაკაში, თუმცა მაგ თამასში ვერც მესი უშელიდათ ალბათ, დაცვაში ძალიან უმწეოთ გამოიყურებოდა ბარსა და ბავარიას 5 გოლიც შეეძლო შეეგდო მაგ თამასში, ალბათ ეხლა ბენფიკა იქნება მეორე ადგილისთვის ბარსას მთავარი კონკურენტი მაგ გრუპაში, ვილარეალი-ატალანტას თამაშიც ვნახე, მანდ უკვე საკმაოთ როვნი თამაში მიდიოდა, ხან ერთ გუნდს ქონდა უპირატესობა ხან მეორეს, მომენტებიც ბევრი შექმნეს, ანგარიში უკვე 6 წუთზე გახსნა რემო ფროილერმა, 39 წუთზე მანუ ტრიგიეროსმა გაათანაბრა ანგარიში, 73 წუთზე არნო დანჯუმამ მეორე გოლიც შეაგდო, 83 წუთზე რობინ გუსენმა გაათანაბრა ანგარიში, მერე მეორე ყვითელის შემდეგ ფრანსის კოკლენი გააგდო სუდიამ 84 წუთზე, მაგრამ ატალანტამ ვეღარ შეაგდო მესამე გოლი და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, საკმაოთ ჟივოი თამაში მიდიოდა

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ისევ სეტანტას ბლუყუნა კომენტატორით, იგორ ბოიკო ქვია მაგ ტიპს, ბელარუსელი ყოფილა წარმოშობით, ძალიან პრატივნი გოლოსი აქვს, შემდეგი წლიდან მატჩზე გადადის ისევე პრემიერლიგა და მერე ყველაფერი დროულათ დაიდება და ნორმალური კომენტატორებით, ისე კი 10 ქულა სრაზუ 4 გუნდს აქვს 4 ტურის შემდეგ და კიდე სამი გუნდი 9 ქულითაა, ანუ ჯერ 7 გუნდია 1 ქულიან დისტანციაზე, მაქედან ყველაზე სუსტი მაინც ბრაიტონია და დიდხანს მეეჭვება დარჩნენ ექვსეულში, ევერტონიც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ალბათ გამოვარდებიან ექვსეულიდან სეზონის მეორე ნახევარში მაინც, დინამო კიევის და ბენფიკის თამაშიც ვნახე ლიგაზე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, კიევმა დაჟე შეაგდო ბოლო წუთებზე, მაგრამ ვარის პავტორის შემდეგ ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს ეგ გოლი და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, სამშაბათის თამაშების მინი მიმოხილვაც ვნახე, მანჩესტერს მოულოდნელათ წაუგია ბოლო წუთზე შვეიცარიაში იანგ ბოისთან 2-1, თუმცა მეორე ტაიმში კაცნაკლული თამაშობდა უკვე, ჩელსისაც მარტო 1-0 დაუმარცხებია ზენიტი, სევილია-ზალსბურგის და ლილი-ვოლფსბურგის შეხვედრებშიც არავის არ გაუმარჯვია, ანუ ორი ფრე დაფიქსირდა, დღეს ლივერპული-მილანის თამაშიც ვნახე, მილანს ბანალურათ არ ეყო გამოცდილება და ძალზე ნერვიულობდენ მომენტებში და ბევრი პადხოდები ქონდა და დიდი უპირატესობა ლივერპულს, თუმცა ისევ პრობლემები ქონდათ დაცვაში, ანგარიში 9 წუთზე გახსნა ტომორიმ ავტოგოლის შემდეგ, მერე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც მინიანმა მოიგერია, 42 წუთზე რებიჩმა გაათანაბრა ანგარიში, 44 წუთზე კი ბრაჰიმ დიასმა მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა მილანმა ძალიან ადვილათ გაუშვა მეორე გოლი, უკვე 48 წუთზე გაიტანა სალაჰმა, 69 წუთზე ჰენდერსონმა მესამე გოლიც შეაგდო და 3-2 გაიმარჯვა ლივერპულმა არც თუ ისე ადვილათ, თუმცა გაცილებით მეტი გოლების შეგდებაც შეეძლოთ, მილანს ბევრი პადხოდები მეორე ტაიმში აღარ ქონია მაინც, მაგ გრუპიდან გასვლა მაგარი გაუჭირდებათ ალბათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინტერი-რეალის შეხვედრა ვნახე, იტალიელებმა საკმაოთ კარგათ ითამაშეს, თუმცა ალბათ უფრო კურტუას დამსახურებაა რეალმა რომ არ გაუშვა მაგ შეხვედრაში, რამდენიმე მძიმე დარტყმული მოიგერია, 89 წუთზე როდრიგომ გახსნა ანგარიში და რეალმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა რომ შეეგდო პირველი ინტერს მაგარი გაუჭირდებოდა ალბათ რეალს მაგ შეხვედრის მოგება, ატლეტიკო-პორტოს თამაშიც ვნახე, ეგეც ძალზე დაძაბული და უპორნი შეხვედრა გამოვიდა, უკვე რომ სრულდებოდა დამატებითი დრო მანგულო გააგდო სუდიამ მოედნიდან და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, პორტომ შეაგდო დაჟე მაგრამ ვარის პავტორის შემდეგ სუდიამ ფოლი შეამჩნია და არ ჩათვალა ეგ გოლი, დარჩენილი შეხვედრების მინი მიმოხილვაც ვნახე, პსჟ 1-1 უთამაშია მარტო ბელგიაში ბრიუგესთან, მბაპე,ნეიმარი და მესი სამივე თამაშობდენ, სიტის 6-3 გაუნადგურებია ლეიპციგი თუმცა 3-2 იყო ერთი პერიოდი ანგარიში, შერიფმა მოულოდნელათ 2-0 შახტიორი დაამარცხა მოლდოვეთში, აიაქსმა კი არც თუ ისე სუსტ სპორტინგს გადაუარა პორტუგალიაში 5-1, თან ესწრებოდა უკვე მაყურებელი, ევროპალიგის და კონფერენციის ლიგის მიმოხილვაც ვნახე, მატჩზე ეგ ორი ტურნირი ერთად აჩვენეს მიმოხილვაში, 20 წუთი ევროპალიგა იყო 10 წუთი კონფერენციის ლიგა, სპარტაკს გაუსხსია ლეგიასთან მოსკოვში 1-0 ბოლო წუთებზე, ლოკომოტივს 1-1 უთამაშია მარსელთან, პსვ-სოსიედადი 2-2 დასრულდა, ბეტისმა კი 4-3 დაამარცხა სელტიკი, კონფერენციის ლიგაზე რენი-ტოტენჰემი იყო ცენტრალური შეხვედრა ალბათ და 2-2 დასრულდა ეგ თამაში, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და დობრათ საინტერესო შეხვედრები ტარდება: ტოტენჰემი-ჩელსი,ატლეტიკო-ატლეტიკი, სოსიედადი-სევილია, ვალენსია-რეალი, ინტერი-ბოლონია,უვე-მილანი, უდინეზე-ნაპოლი, მაინცი-ფრაიბურგი, ეშტორილი-სპორტინგი, სოჩი-დინამო, რუბინი-ზენიტი, რაც დაიდება ალბათ უმრავლესობა თამაშს ვუყურებ, მიდვიკზე რაღაც შეხვედრები კიდე ტარდება, მგონი მინიმუმ ესპანეთში, იტალიაში და საფრანგეთში ტარდება ტური, ამიტომ მანდაც თუ რამე საინტერესო შეხვედრები გაიმართება ნაწილს გამოვტოვებ მაგ სპისოკიდან არა ვედუში ჩემპიონატებიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...