Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღე ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-HDVTRip 720P-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, ატლეტიკოს მარტო 3 ქულით უსწრებს აჩერედნოი წაგების შემდეგ სევილიას, ბარსას და რეალს კი 2 ქულით, ანუ სევილიასაც აქვს შანსები ჩემპიონობაზე გრანდები თუ ჩაფლავდებიან, ბარსამ მარცხი განიცადა გუშინ თავის მოედანზე გრანადასთან და ვერ შეძლო პირველ ადგილზე გასვლა, მანჩესტერი-რომას თამაშიც ვნახე, 1080P 50fps ტრანსფერში დაიდო ეგ თამაში, უნაიტედმა დაახია საცოდავ რომას თავზე ყველაფერი, თუმცა თავიდან რომა აქტიურობდა უფრო და იგებდა კიდეც, 9 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა ანგარიში, 15 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლორენცო პელეგრინიმ შეაგდო, 34 წუთზე ჯეკომ მეორე გოლიც გაიტანა, 48 წუთზე კავანიმ გაათანაბრა ანგარიში, 64 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 71 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ და ფერნანდეშმა დუბლი შეასრულა, 75 წუთზე პოგმამ მეხუთე გოლიც შეაგდო, მერე ცოტა გადავახვიე და 86 წუთზე გრინვუდის გოლიც ვნახე და 6-2 განადგურდენ იტალიელები, ფინალში კი ალბათ მანჩესტერი გავა მაგ პარიდან, რომა 4-0 ვერ მოუგებს ეგეთ მანჩესტერს და ატვეტნი შეხვედრას ალბათ აღარც გადმოვწერ, ვილარეალი არსენალის თამაში 720P რიპში დაიდო მარტო, ეგ უფრო როვნი შეხვედრა გამოვიდა, თუმცა არსენალს პრობლემები ქონდა მატჩის პირველ ნახევარში და მესამე გოლის გაშვებაც კი შეეძლოთ, ანგარიში 5 წუთზე გახსნა ტრიგეიროსმა, 29 წუთზე ალბიოლმა მეორე გოლიც გაიტანა, 57 წუთზე დანი სებალიოსი გააძევა სუდიამ მოედნიდან და 10 კაცით მოუიწია თამაშის გაგრძელება არსენალს, 73 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც პეპემ შეაგდო, 80 წუთზე ეტიენ კაპუც გააგდო სუდიამ და გათანაბრდა გუნდების შემადგენლობა, ესპანელებმა 2-1 გაიმარჯვეს მარტო და ყველაფერი ალბათ ლონდონში გადაწყდება შემდეგ მიდვიკზე, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს ვნახავ ალბათ: რუბინი-დინამო, პსჟ-ლანსი, მონაკო-ლიონი, მანჩესტერი-ლივერპული, ზენიტი-ლოკომოტივი, რეინჯერსი-სელტიკი

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვას ვუყურე, რაღაცნაირი ლაგებიანი ტრანსფერი იყო, თითქოს მარტო 25ფპს უბერავდაო, ლევერკუზენმა თითქმის დაკარგა რეალური შანსები ლიგაზე მოხვედრის, მაგრამ დორტმუნდი კიდე აგრძელებს ბრძოლას და 1-2 ქულიანი სხვაობა რჩება, 3 ტური დარჩათ ჩასატარებელი, კიოლნიც კარგ ფორმაშია და რეალურათ ინარჩუნებს შანს ბუნდერსლიგაში დარჩენის, დაჟე ფლეიოფის გარეშე, მანდაც ისევ ჰამბურგი ბრძოლობს მესამე ადგილისთვის მეორე ბუნდერლიგაში, უკვე მერამდენე წელია და სულ ბოლო ტურებში რაღაცა უშლით ხელს ფლეიოფში მოსახვედრათ, ეხლა მინიმალური სხვაობაა 4-5 გუნდებთან რამდენიმე ტურით ადრე, თუმცა ალბათ ჰოლშტეინ კილი გავა მესამეზე მაგ სამეულიდან, დაკარგული ქულებით ეგაა ჰამბურგზე წინ და მაგიტომ, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე ბლუყუნა სეტანტას კომენტატორით, არ ვიცი ისე ოკოსპორტს ნორმალური მიმოხილვა რატომ არა აქვს როგორც თვითონ პრემიერლიგის ტრანსლიაციები Web-dl 1080P 50fps-ში რომ იდება ხოლმე, იშვიათათ ბელორუსული კანალის მიმოხილვაც იდება რუსული კომენტარით, მაგრამ ძირითადათ სეტანტას დებენ ხოლმე რეგულარულათ, ევერტონი აგრძელებს ჯერ კიდევ ბრძოლას მეოთხე ადგილისთვის, თუმცა ბოლო ფორმიდან გამომდინარე ლივერპულსაც და ევერტონსაც მცირე შანსები აქვს ჩელსის წინააღმდეგ, წესით ჩელსი და ლესტერი შეინარჩუნებენ 3-4 პოზიციებს სეზონის ბოლომდე, ლივერპული და ევერტონი კი მაქს ევროპალიგის საგზურებს გაითამაშებენ წელს, არსენალსაც მარტო თეორიული შანსები რჩება ევროპალიგის მოგების ლიგაზე რომ მოხვდენ შემდეგ სეზონზე, ვილარეალიც დასამარცხებელი აქვთ და მანჩესტერთან მცირე შანსები ექნებათ ფინალში რომ შეხვდენ მაგ გუნდს, შეფილდს და ვესტ ბრომს მალე ფულხემიც მიურთდება და ეგ სამი გუნდი გავარდება მეორე დივიზიონში, იქიდან კი უეჭველი ნორვიჩი და ვოტფორდი ბრუნდება უკან, მესამე საგზური უემბლიზე გათამაშდება 3-6 გუნდებს შორის, მანდაც ფაქტიურათ გადაწყდა ყველაფერი, ბარნსლი,სვონსი, ბორმუტი და ბრენტფორდი ხვდებიან მაგ ფლეიოფში, სასტავით ბორმუტია ყველაზე ძლიერი, მაგრამ ფორმით უფრო ბრენტფორდი წელს, რომელსაც ცუდი შემადგენლობა არა ყაქვს ჩემპიონშიპის მერკებით, დღე რუბინი-დინამოს თამაშიც ტარდება და ვნახავ მოგვიანებით მაგ შეხვედრასაც, კვარაცხელია ტრამვირებულია, უკვე 20 მილიონი ევრო ჯდება ეგ იგროკი, უვე, მილანი,აიაქსი,სევილია და კიდე რამდენიმე გუნდია დაინტერესებული მაგ ფეღბურთელი ამ ზაფხულში , თუ ტრამვა მოირჩინა ალბათ უეჭველი გადავა რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში, ჩაკვეტააძე მეცოდება ისე, 2 წელია მძიმე ტრამვის შემდეგ აღარ უთამაშია, კარგი დუეტი გვეყოლებოდა ატაკაში ნაკრებში, თან ორივე ახალგაზრდაა და პერსპექტიული, ჩაკვეტაძემ 19 წლის ასაკში მიიღო ტრამვა და ეხლა 21 ვერ თამაშობს ჯერაც კი, საღამოს ფორმულა 1 კვალიფიკაციაც დაიდება

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-HDRVRip 720P-ში, გუშინ რუბინი-მოსკოვის დინამოს თამაში ვნახე, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, წლეს ლეონიდ სლუიცკი წვრთნის მაგ გუნდს და მშვენივრათ უბერავენ, მათ შორის კვარაცხელიაც რომელსაც ტრამვა ქონდა და მარტო ტრიბუნაზე იჯდა მაგ შეხვედრაში, მაყურებელიც ესწრებოდა რამდენიმე ათასი კაცი, ეგეთი სკრომნი სასტავით რეალური შანსები რჩება რუბინს ევროპალიგის საგზურის მოპოვების, კვარაცხელია კი უკვე ბევრ გუნდებს აინტერესებს და ტრანსფერნი ღირებულება 20 მილიონ ევრომდეა ასული ლამის მაგ ფეღბურთელის, დინამოს დიდი უპირატესობა ქონდა მაგ შეხვედრაში მაგრამ არ უმართლდებდა  იგრავოი კლასიც არ ეყო გოლის გასატანათ, ანგარიში 15 წუთზე გახსნა დორდე დესპოტოვიჩმა, 52 წუთზე რუბინი კაცნაკლული დარჩა ილია სამოშნიკოვი რომ გააგდო სუდიამ გრუბი პადკატის გამო, 80 წუთზე კორეელმა ხვანმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა რუბინმა და კიდე უფრო აიმაღლა შანსები მეოთხე ადგილზე გასავლელათ, დღეს ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, პსჟ ჯერ კიდევ ცდილობს ლილის გადასწრებას, თუმცა ჯერ-ჯერობით მარტო მეორეზე მიდის, მანდვეა ახლო დისტანციაზე მონაკოც, ლიონს კი მაგ ოთხეულიდან ყველაზე მცირე შანსები რჩება სამეულში მოხვედრის, დიჟონი გამოვარდა უკვე მეორე დივიზიონში, პსჟ-ლანსის თამაშიც ვნახე, ისევ 720P რიპში დაიდო მარტო, საკმაოთ უპორნი და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, ლანსი ევროპალიგის საგზურებისთვის იბრძვის და თან კარგ ფორმაში იმყოფებოდა ბოლო შეხვედრებში, ანგარიში 33 წუთზე გახსნა ნეიმარმა, 59 წუთზე მარკინიოსმა მეორე გოლიც შეაგდო, 61 წუთზე განაგომ გაქვითა ერთი გოლი, თუმცა ლანსმა ვეღარ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა პსჟ 2-1 და აგრძელებს ისევ პირველობაზე ბრძოლას

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე HDTVRip 720P-1080i-ში, ჯერ ზენიტი-ლოკომოტივის თამაში ვნახე, ცოტა გამწვავდა ბოლო ტურებში რუსეთში ჩემპიონობაზე ბრძოლა, ეგეც იმის შემდეგ 11 თამაში რომ მოიგო პადრიათ ლოკომოტივმა, თუმცა 6 ქულიან უპირატესობას ფლობდა ზენიტი და ფრეც ეყოფოდა მაგ შეხვედრაში, ლოკომოტივს კიდე მარტო მოგება შველოდა რომ კიდე უფრო შეემცირებინა 3 ქულამდე სხვაობა, ზენიტმა გადაახია ბურთი ლოკომოტივს, უშანსოთ გააძრო სული რასაც ქვია, განსაკუთრებით ატაკაში აჯობეს, თან ლოკომოტივმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა დაცვაში და ბოლოს უბრალოთ გატყდა მორალურათ, ძიუბამ 19 წუთზე გახსნა ანგარიში, 39 წუთზე აზმუნმა მეორე გოლიც გაიტანა, 45 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა და აზმუნმა დუბლი შეასრულა, მერე ცოტა გადავახვიე და აზმუნის ჰეტ ტრიკიც ვნახე 46 წუთზე, 51 წუთზე ძიუბამ დუბლი შეასრულა, 56 წუთზე კამანომ გაქვითა ერთი გოლი, 67 წუთზე მალკონმა მეექვსე გოლიც თხარა და 6-1 გაანადგურდა ლოკომოტივი ზენიტმა კი მეშვიდე ჩემპიონობა გაინაღდა, მონაკო-ლიონის თამაშიც ვნახე, ეგეც მარტო 720P რიპში დაიდო, რეინჯერსი-სელტიკის თამაში აღარ დაუდიათ და მანჩესტერი-ლივერპულის თამაშიც გადაიდო, ამიტომ ეგ ბოლო შეხვედრა მქონდა შემორჩენილი ამ ვიკენდზე რაც ტარდებოდა, ლიონს მარტო მოგება აწყობდა რომ გაეგრძელებინა ბრძოლა მესამე ადგილისთვის, მონაკოს კი მარტო გამარჯვება რომ დარჩენოდა რეალური  შანსები ჩემპიონობაზე, მაგარი ნერვნი შეხვედრა გამოვიდა და უპორნი, ანგარიში კევინ ფოლანდმა გახსნა 25 წუთზე, 57 წუთზე მემფის დეპაიმ გაათანაბრა ანგარიში, 70 წუთზე მარსელ კორნე გააგდო სუდიამ, 77 წუთზე მარსელომ დააწინაურა ლიონი 10 კაცის შემადგენლობით, 86 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ბენ იადერმა გაიტანა, 89 წუთზე რაიან ჩერკიმ ისევ დაააწინაურა ლიონი და 3-2 გაიმარჯვა უმძიმეს ბრძოლაში ლიონმა და ფაქტიურათ გამოთიშა მონაკო ჩემპიონობიდან, ეხლა უფრო ლილი და პსჟ გააგრძელებენ ალბათ ბრძოლას, ლიონს კი კარგი შანსები რჩება 1 ქულიანი ჩამორჩენით მესამე ადგილისთვის ჯერ, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანმა კი დაიბრუნა მეოთხე ადგილი და ეხლა სრაზუ ატალანტა უვე და მილანს აქვთ თანაბარი ქულებით ამ ტურის შემდეგ, მაგრამ მილანს უვეს მოედანზეც სათამაშო აქვთ და ბოლო ტურში ატალანტასთანაც გასვლაზე, ან ერთში უნდა გაიმარჯვონ უეჭველი და სხვა ორი შეხვედრაც მოიგონ ან მეორეში, ორი ფრეც არ ეყოთ შეიძლება და ნაპოლიმ ან ლაციომ გადაუსწროს თუნდაც სულ ბოლო ტურშიც კი, ვატყობ დრამატიკულათ დასრულდება ეს ჩემპიონატი, უვე მაინც მგონია რომ მოხვდება ოთხეულში, მაგრამ ყველაზე ცუდი შანსები მილანს რჩება, კალგარიმ ფრე ითამაშა ნაპოლის მოედანზე და ისევ 2 ქულით გაუსწრო მილანმა ბენევენტოს დამარცხების შემდეგ ნაპოლის, თუმცა მაგათ უფრო ადვილი კალენდარი აქვთ, უვესთან სტრატეგიულათ ფრე კარგი რეზულტატი იქნებოდა ჩემი აზრით მილანისთვის შემდეგ ტურში

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, ისევ ატლეტიკო ლიდერობს, თუმცა სევილია ჩამორჩა პირველ სამეულს და ეხლა მარტო სამი გუნდი აგრძელებს ბრძოლას ისევე აქტიურათ პირველი ადგილისთვის, რეალი და ბარსა ებღაუჭებიან ჯერ ჩემპიონობას და 2 ქულაც არაა დიდი ჩამორჩენა, თუმცა ტურები სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, ლესტერი წელს ალბათ უპრობლემოთ შეინარჩუნებს ოთხეულში ადგილს, ვესტ ჰემი და სხვა გუნდები ბევრით ჩამორჩენ მაგ გუნდს და თუ გაუსწრო ისევ ჩელსი თუ გაუსწრებს ალბათ სეზონის ბოლომდე, ვესტ ბრომი და ფულხემი კი ფაქტიურათ გამოვარდნენ უკვე მეორე დივიზიონში, ლივერპული, ევერტონი და ტოტენჰემი უფრო ევროპალიგის საგზურებისთვის იბრძოლებენ ვესტ ჰემთან ერთად ალბათ, სიტი-პსჟ ატვეტნი ნახევარფინალიც ვნახე ლიგაზე, არ გამოვიდა ძალზე დაძაბული და საინტერესო შეხვედრა, პსჟ მეორე თამაში კიდე უფრო ჩააგდო ატაკაში, დაცვაში კი ისევ უშვებდენ შეცდომებს, ორი გოლის გატანა ჭირდებოდათ პარიზელებს, მაგრამ რეალურათ ერთ გოლზეც ვერ შექმნეს მომენტები, ანგარიში რიად მარეზმა გახსნა 11 წუთზე, 63 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 69 წუთზე დიმარია გააძევა სუდიამ, მე აღარც მიყურებია მეორე გოლის შემდეგ ისე გადავახვიე თამაში, ინტრიგა მოკვდა და მაგიტომ, სიტი კი თავის ისტორიაში პირველათ მოხვდა ლიგის ფინალზე და არა მგონია ფინალშიც სტატისტების როლი ითამაშონ, კარგი შანსები ექნებათ წელს გამარჯვების მემგონი, მიდვიკზე პორტუგალიაში ტარდება კიდე რამდენიმე შეხვედრა და ვნახავ მაგ თამაშებსაც თუ დაიდო, მანჩესტერი-რომას მაგივრათ მაგის ყურება აჯობებს მაინც, ბენფიკა-პორტოც თამაშობს მაგ ტურში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვას ვუყურე, ლილი ცდილობს დარჩენას პირველზე, შეიძლება ლუბოი წაგება ფატალური აღმოჩნდეს მაგ კლუბისთვის, რახან ეგეთი კარგი შანსი შეიძლება კარგა ხანს აღარ ქონდეთ ტიტულის მოსაგებათ, ლიონი კი კვლავ აგრძელებს მესამე ადგილზე ბრძოლას და 1 ქულით ჩამორჩება მონაკოს, ჩელსი-რეალის ატვეტნი ნახევარფინალიც ვნახე, მანდაც ადვილათ თუ არა საკმაოთ კომფორტული ანგარიშით გაიმარჯვა ჩელსიმ და წელს ინგლისური ფინალი გველის, ანგარიში 28 წუთზე გახსნა ვერნერმა, რეალს მაინც ჭირდებოდა მინიმუმ 1 გოლის შეგდება მაგ გოლის გარეშეც რომ არ გამოვარდნილიყო, ჩელსიმ ბევრი მომენტები მაზა, მაგრამ 85 წუთზე მეისონ მაუნტმა მაინც შეაგდო მეორე გოლი და 2-0 გაიმარჯვა ჩელსიმ და პირველათ 9 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგისფინალში ითამაშებს ეგ კლუბი, ლოლ ტომას ტუხელი კარგათ გააგდო პსჟ, თვითონ ვეღარ მოხვდენ ფინალში სხვა გუნდი კი გაიყვანა მაგათ მაგივრათ, არა მგონია რაღაც უბრალო დამთხვევა ყოფილიყო, ევროპალიგის ფინალშიც მანჩესტერი ითამაშებს და არსენალსაც აქვს შანსები ორივე ფინალში რომ ინგლისურმა კლუბებმა ითამაშონ, ეგეთი მგონი აქამდე არასდროს ყოფილა ორ ფინალში 4 კლუბი რომ მონაწილეობდეს ერთი ქვეყნიდან, ბრაგას და პაკოს დე ფერეირას თამაშიც ვნახე, მარტო 720P დაიდო, პორტუგალიის მეოთხე გუნდი ხვდებოდა მეხუთეს, სხვაობა ქულებში კი იყო საკმაოთ ბევრი თუმცა თამასში არ იგრძნობოდა საერთოდ ბრაგას უპირატესობა ან უფრო მაღალი კლასი, ანგარიში ჟოაო პედრომ გახსნა 26 წუთზე, 78 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა, ყველაფერი მინახია მაგრამ ეგეთი დურაკული და უტვინო პენალტი აქამდე არ შემხვედრია მე, ნუ მეკარეს კისერზე იყო ეგ პენალტი, თავისუფალი არ დანიშნა და ბურთის გამოტანა უნდოდა შტრაფნოიდან, უკან კიდე იგროკი იყო წაართვა ეგ ბურთი და იმან წააქცია შტრაფნოიში, გალენომ კი გაათანაბრა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ბრაგას არაფერი გამოსდიოდა დიდათ ატაკაში და მაგარი უჭირდა აპასნი მომენტების შექმნა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ არსენალი-ვილარეალის ატვეტნი ნახევარფინალი ვნახე ევროპალიგაზე, საკმაოთ დაძაბული და ნერვნი თამაში გამოვიდა, ლუბოი გატანილი ბურთი რეზკათ ცვლიდა სიტუაციას, არსენალს ერთი გოლიც ყოფნიდა, თუ ესპანელები შეაგდებდენ მაშინ მინიმუმ ორის გატანა ჭირდებოდათ უკვე, ბოლო მომენტამდე რჩებოდა ინტრიგა მაგრამ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა და 0-0 დასრულდა ეგ თამაში, ამიტომ ევროპალიგაში ორი ინგლისური კლუბი წელს ვერ ითამაშებს, 3 საკმარისია ალბათ მაინც 4 გუნდიდან, არსენალი კი პირველათ 27 წლის მანძილზე ევროკუპკების მიღმა რჩება შემდეგ სეზონში, მეორე ნახევარფინალის მინი მიმოხილვაც ვნახე 10 წუთიანი, რომას გაუმარჯვია 3-2 და 8-5 გაიმარჯვა ორი თამაშის აგრეგატით მანჩესტერმა და ეხლა ესპანელებს შეხვდება ფინალში, ალბათ ფავორიტები იქნებიან თუმცა ესპანელები უფრო მოტივირებულები იქნებიან, ეგ ვილარეალის პირველი ევროკუპკების ფინალი ყოფილა და თუ მოიგეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან შემდეგ სეზონში, ისე კი მაქსიმუმ ისევ ევროპალიგის საგზური თუ მოიპოვეს ესპანეთის ჩემპიონატიდან წელს, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს ვუყურებ ალბათ:ლანსი-ლილი,სიტი-ჩელსი,ბარსა-ატლეტიკო,უვე-მილანი, რეალი-სევილია, დორტმუნდი-ლეიპციგი, ფეინოორდი-აიაქსი, თუ მიდვიკზეც არის რამე საინტერესო შეიძლება რამდენიმე შეხვედრა გამოვტოვო კიდეც, მაინც ორშაბათიდან ჩავუჰჯდები მაგ შეხვედრებს რახან ამ ვიკენდზე ფორმულა 1 ტარდება და ტენისის მასტერსიც მადრიდში და მაგეების ყურებაც მინდა მანამდე

 

Link to comment
Share on other sites

დღეს ბენფიკა-პორტოს შეხვედრას ვუყურე HDTVRip 720P-ში, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა, თუმცა ძირითადათ მარტო მეორე ადგილისთვის მიდიოდა ბრძოლა მაგ შეხვედრაში, ეგეც თუ გაიმარჯვებდა ბენფიკა 1 ქულა დარჩებოდა პორტოს უპირატესობა, ანგარიში 23 წუთზე გახსნა ევერტონმა, 75 წუთზე მატიუს ურიბემ გაათანაბრა ანგარიში, ქონდა ბენფიკას მეორე გოლის გატანის შანსებიც, შეაგდეს კიდეც მაგრამ არ ჩათვალა სუდიამ, პორტოც ახლოს იყო გატანილ გოლთან მაგრამ არც მაგათ გაუმართლათ და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა და სპორტინგმა გაინაღდა უკვე ფაქტიურათ ჩემპიონობა წელს, მეორეზ ეკი პორტო გავა ალბათ, სხვა იგრებიც გადმოწერილი მაქვს დღეს რაც ჩატარდა და ორშაბათიდან დავიწყებ ალბათ უფრო ყურებას უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ უვე-მილანის დაპირისპირებას ვუყურე, ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ეგ განსაკუთრებით მილანისთვის, რომელიც ბოლო ტურში ატლანტასაც უნდა შეხვედროდა ვიეზდზე და მანდ რომ წაეგოთ უკვე ვეღარ ხვდებოდენ ლიგაზე, უვე ცუდ ფორმაში იყო და ისევ ცუდათ ითამაშა ტაქტიკურათ პირლომ, ეგ თამაში უვეს სრული კრახით დასრულდა, 3-0 გასხმა რაღაც თავის მოედანზე მილანისგან არ მახსენდება ბოლო წლებში კი არა და მანამდეც ბერლუსკონის პერიოდშიც კი თუ იყო 21 საუკუნეში ეგეთი ანგარიში საერთოდ, ეგ კი არა და მაგ ახალ სტადიონზე უვეს მილანთან აქამდე საერთოდ არ ქონია წაგებული, მილანი მშვენივრათ თამაშობდა მაგ თამასში, დაცვაშიც არ უშვებდენ ძალზე გრუბ შეცდომებს რის გამოც დობრათ ქულები დაკარგეს ბოლო ტურებში და დაეწია  კიდეც ფაქტიურათ უვე და ნაპოლი, ანგარიში შიკარნი უდარის შემდეგ ბრაიმ დიასმა გახსნა 45 წუთზე, მაგის შემდეგ სუდიამ ხელის თამაშის გამო პენალტი დანიშნა რომელიც კესიმ ვერ გაიტანა, მაგის შემდეგ ზლატანამ ტრამვა მიიღო, თუმცა არც მაგან უშველა უვეს დიდათ, 78 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ანტე რებიჩმა მეორე გოლიც გაიტანა, ეგეც ხოშიანი დარტყმული იყო ისე, 82 წუთზე ფიკაიო ტომარიმ მესამე გოლიც შეაგდო და 3-0 განადგურდა თითქმის უშანსოთ უვე, რახან პირველ ტაიმშიც ძალზე ბევრი აპასნი საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ და გოლის შემდეგაც ძალიან ნიტოთ უბერავდენ ატაკაში რონალდო და სხვა შემტევი იგროკებიც, ისე ეხლა მილანს შეიძლება შემდეგ ორ თამასში 4 ქულაც ეყოს თეორიულათ, თუმცა ჯობია ორივე მოიგონ და ბოლო ტურში შეიძლება წაგების შემთხვევაშიც აღარ გამოვარდნენ უკვე ოთხეულიდან, რახან უვე მგონი რომც დაეწიოს ქულებით მილანს პირველ რიგში ლიჩნი ვსტრეჩების რეზულტატებს შეხედავენ და მაგის მიხედვით დააყენებენ გუნდებს, მანდ კი მილანს აქვს უპირატესობა ორი თამაშის აგრეგატით, უვე კი დროებით გამოვარდა , როგორც 2 ტურით ადრე მილანი ოთხეულიდან და ნაპოლი უსწრებს უკვე 1 ქულით, სულ 3 ტური დარჩა ისე, პირლოს კი დაითხოვენ ამ სეზონის შემდეგ, შეიძლება ალეგრი ან გატუზოც კი მოვიდესო ახალ ტრენერათ, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, ლაციოსაც წაუგია ფიორენტინასთან და თითქმის დაკარგეს ბოლო შანსები ოთხეულში მოსახვედრათ, გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ ტორინოსთან მაინც 3 ქულით უკან იქნებიან ნაპოლისთან

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-1080P-ში, ჯერ სიტი-ჩელსის თამაში ვნახე, ოკოსპორტის 50ფპს ტრანსლიაცია იყო ისევე დობრათ ინტერვიუებით და გარჩევებით, მე მარტო ინტერვიუები ვნახე თამაშის გარდა, თორე 3 საათი და 20 წუთი მიდიოდა ეგ ტრანსლიაცია, ჩელსის უფრო ჭირდებოდა მაგ შეხვედრაში გამარჯვება ვიდრე სიტის, თან გენერალური რეპეტიცია იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალის, მაგ შეხვედრაში ჩელსიმ შეძლო მძიმე ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთებზე, თუმცა სიტისაც ქონდა მოგების შანსები მანამდე, ანგარიში 44 წუთზე რაჰიმ სტერლიგნმა გახსნა, მერე ფაქტიურათ მომენტალურათ სუდიამ პენალტი დანიშნა, მაგრამ აგირომ ცუდათ დაარტყა და აიღო უპრობლემოთ მეკარემ, 63 წუთზე ჰაკიმ ზიეშმა გაათანაბრა ანგარიში, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო მარკუს ალონსომ მეორე გოლიც შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა ჩელსიმ, თუმცა როგორც აღმოჩნდა სიტიმ მაინც გაინაღდა უკვე ჩემპიონობა შემდეგი თამაშის გარეშეც, მანჩესტერს მაინც ფორმალური შანსები რჩებოდა მარტო, ჩელსიმ კი მაგ გამარჯვების შემდეგ ალბათ გაინაღდა თითქმის ოთხეულში ადგილი, როგორც ალბათ ლესტერმა, დარჩენილ ტურებში ლივერპილმა ყველა თამაშიც რომ მოიგოს ალბათ რამდენიმე ქულა მაინც დააკლდება ოთხეულში გასასვლელათ, ლესტერმა თუ არ წააგო ყველა თამაში ლამის რაც დარჩა კიდე ჩასატარებელი, რახან დაკარგული ქულებით მარტო 3 ქულაა სხვაობა მაგ ორ გუნდს შორის, მაგრამ მეეჭვება მანჩესტერს ადვილათ მოუგოს ლივეპრულმა გამოტოვებულ შეხვედრაში, ბარსა-არლეტიკოს თამაშიც ვნახე, ეგეც ფაქტიურათ პირდაპირი ჯახი იყო ამ წლის ჩემპიონობისთვის და ძალზე მნიშვნელოვანი თამაში ბარსასთვის, რომ გაემარჯვათ უფრო რეალური შანსები რჩებოდათ ტიტულზე, მაგრამ ატლეტიკომ კარგათ დაიცვა თავი და 0-0 შემდეგ ისევ დარჩენ პირველზე მაგ ტურის შემდეგაც, ბარსა კი ისევ 2 ქულით ჩამორჩება ატლეტიკოს და ალბათ გაუჭირდება გადასწრება უკვე დარჩენილ ტურებში, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, ამჯერათ ბელორუსული კანალის ტრანსლიაცია იყო რუსი კომენტატორით, ევერტონი და ტოტენჰემი კიდე ებღაუჭებიან ბოლო შანსებს, მაგრამ მაქსიმუმ 6 ადგილზე თუ მოხვდენ ეგეთი ფორმით ალბათ, მაგრამ თეორიული შანსები რჩებათ მეოთხე ადგილისთვის ჯერ, თუმცა ლესტერს დიდი ფორა აქვს მაინც, ლივერპულიც ჩამოკიდებულ დღეშია, შეიძლება ექვსეულშიც კი ვერ მოხვდენ ისე არასტაბილურათ თამაშობენ სეზონის მეორე ნახევარში, ვესტ ჰემიც მოშნათ ბუქსაობს უკვე, შემდეგ ორ ტურში ბევრი რამე გადაწყდება ალბათ ვინ სად გადის, მიდვიკის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ამ სამ შეხვედრას ვუყურებ: მანჩესტერი-ლესტერი,მანჩესტერი-ლივერპული, ლეიპციგი-დორტმუნდი გერმანიის თასის ფინალზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რეალი-სევილიას თამაში ვნახე, ეგეც ძალზე ვაჟნი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით რეალისთვის, რომელიც თუ გაიმარჯვებდა პირველზე გადიოდა, თუმცა სევილიას რომ მოეგო უფრო რეალური შანსები რჩებოდა პირველზე გასვლის, მაგრამ მაინც ვერ ეწეოდა ატლეტიკოს, მაგარი უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში ფერნანდომ გახსნა 22 წუთზე, 67 წუთზე მარკო ასენხიომ გაათანაბრა ანგარიში, 78 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა, რომელიც რაკიტიჩმა გაიტანა, უკვე დამატებითი დრო რომ სრულდებოდა აზარმა შეაგდო ბურთზე ფეხის დახვედრების შემდეგ და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, ამიტომ ატლეტიკო დარჩა ისევ პირველზე, ისე მაგ გუნდს მანამდე შეეძლო ჯერ კიდევ ჩემპიონობის განაღდება, უბრალოთ ძალიან ბევრი ქულა დაკარგეს იქ სადაც უნდა გაემარჯვათ თეორიულათ ადვილათ, ბარსა კი წელს არ იმსახურებდა მაინც ჩემპიონობას სუსტი დაცვით და ზოგ თამასში ატაკაშიც ქონდათ პრობლემები, დორტმუნდი-ლეიპციგის თამაშიც ვნახე, ეგეც ძალზე უპორნი და ვაჟნი თამაში იყო, განსაკუთრებით დორტმუნდისთვის, აუცილებლათ ჭირდებოდათ გამარჯვება რომ გაეგრძელებინათ აქტიური ბრძოლა დარჩენილ ტურებში ოთხეულისთვის, ანგარიში მარკო როისმა გახსნა 7 წუთზე, 51 წუთზე ჯეიდან სანჩომ მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა როგორც ეგ ხშირათ ხდებოდა ამ სეზონში დორტმუნდმა დაიწყო შეცდომების დაშვება დაცვაში, რითიც კარგათ ისარგებლა ლეიპციგმა, 63 წუთზე ლუკას კლოსტერმანმა გაქვითა ერთი გოლი, 77 წუთზე დენი ოლმომ გაათანაბრა ანგარიში, 87 წუთზე ჯეიდონ სანჩომ დუბლი შეასრულა და 3-2 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში დორტმუნდმა და გადაუსწრო 1 ქულით ფრანკფურტს, რომელსაც 1-1 უთამაშია მაინცთან მარტო, ამიტომ ეხლა ფრანკფურტია უკვე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, ზუსტათ ეგეთივე პოზიცია აქვს დაახლოებით უვესაც იტალიაში, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, ატლეტიკო ლიდერობს ისევე, მაგრამ ლუბოი ფრე ან წაგება და სულ ბოლო ტურშიც კი დაკარგოს შეიძლება პირველობა, ნუ პირველ რიგში თუ გადაუსწრო ალბათ რეალი იქნება, სევილიას რომ მოეგო რეალისთვის ეგ გუნდიც იქნებოდა საკმაოთ ახლოს ატლეტიკოსთან, თუმცა ნომერ მეორე კანდიდატი ჩემპიონობაზე ეხლა რეალი რჩება დარჩენილ შეხვედრებში, ადგილის შენარჩუნებაზეც გრძელდება ბრძოლა, ჯერ არცერთი გუნდი არ გამოვარდნილა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, გერტამ დობრათ ქულები დააგროვა გამოტოვებულ შეხვედრებში რაც ქონდა მოგროვილი და გამოვიდა ვილეტის ზონიდან, კიოლნია ყველაზე დუდ დღეში ვისაც კიდე აქვს შანსები ბუნდერსლიგაში დარჩენის, პრინციპში შალკე ეგეთი მაღალი ბიუჯეტით წესით ეგრევე უნდა დაბრუნდეს პირველ ბუნდერსლიგაში, დორტმუნდი კი მეოთხეზე მიდის უკვე მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ფრანკფურტთან და დაჟე ვოლფსუბრგიც გამოვარდეს შეიძლება ოთხეულიდან თუ დამარცხდა შემდეგ შეხვედრაში ლეიპციგთან და ფრანკურტმა გაიმარჯვა, მანჩესტერი-ლესტერის თამაშიც ვნახე, ისევ ოკოსპორტის 50ფპს ტრანსფერი დაიდო კომენტარებით და ინტერვიუებით, მანჩესტერმა მეორე შემადგენლობა გამოიყვანა მაგ შეხვედრაში და დამარცხდა მაგიტომ ლესტერთან, ანგარიში 10 წუთზე ლუკ ტომასმა გახსნა, 15 წუთზე გრინვუდმა გაათანაბრა ანგარიში, 66 წუთზე ჩაგლარ სოიანჯუმ მეორე გოლიც გაიტანა თავით და 2-1 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში ლესტერმა და ფაქტიურათ გაინაღდეს მაგ გამარჯვებით ოთხეულში ადგილი, გერმანიის თასის ფინალიც ვნახე ბერლინის სტადიონზე მაყურებლების გარეშე, დორტმუნდი და ლეიპციგი ხვდებოდენ ისევ ერთმანეთს, ამჯერათ დორტმუნდა გაანადგურა ლეიპციგი, მეორე მხრივ ეგეთ წაგებას ნამდვილათ არ იმსახურებდენ და ბევრი მომენტები გამაზეს, მაგრამ ბევრი შეცდომებიც დაუშვეს დაცვაში, ანგარიში 5 წუთზე გახსნა ჯეიდონ სანჩომ, 28 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა მეორე გოლიც შეაგდო, 45 წუთზე სანჩომ დუბლი შეასრულა, მერე გადავახვიე და ოლმოს გოლი ვნახე 71 წუთზე, 87 წუთზე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და 4-1 გაიმარჯვა დიდი ანგარიშით დორტმუნდმა და მეხუთეჯერ მოიგო გერმანიის თასი თავის ისტორიაში, მანჩესტერი-ლივერპულის შეხვედრაც გადმოწერილი მაქვს და მაგას ხვალე ვნახავ უკვე, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს გადმოვწერ ალბათ: ლესტერი-ჩელსი უემბლიზე ინგლისის თასის ფინალზე, უვე-ინტერი,რომა-ლაციო, ბენფიკა-სპორტინგი და ლეიპციგი-ვოლფსბურგი, ტენისის მასტერსიც ტარდება ამ ვიკენდზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-1080P-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, ლილი გახდება მემგონი წელს უკვე ჩემპიონი, სადაც უნდა დაეკარგათ ქულები თითქმის ყველგან გაიმარჯვეს, პარიზმა კი წააგო რამდენჯერმე და გაუადვილა ლილს პირველზე გასვლის შანსები,მეორეზე ბრძოლა კი ჯერ გრძელდება და პსჟ მეორე ადგილიც არ გაუნაღდებია, 2 ქულით წინაა მარტო მონაკოსთან, ლიონიც აგრძელებს ბრძოლას მესამე ადგილისთვის, მანჩესტერი-ლივერპულის თამაშიც ვნახე, ისევ ოკოსპორტის 3.5 საათიანი ტრანსლიაცია იყო ინტერვიუებით და გარჩევებით, ეგ ბოლო შანსი იყო ალბათ ლივეპრულს მეოთხე ადგილისთვის გაეგრძელებინა აქტიური ბრძოლა, რახან ჩელსიზე ორი თამაშით ნაკლები ქონდათ მაგ შეხვედრამდე ნათამაშები და ორივეში თუ გაიმარჯვებდენ 1 ქულა რჩებოდა სხვაობა, თან ჩელსი ლესტერს ხვდება შემდეგ ტურში და მანდაც რომელიმე გუნდი დაკარგავს მაინც ქულებს ან ორივე, საკმაოთ კარგათ ითამაშა ლივერპულმა მანჩესტერი კი უკვე გადაღლილი იყო მძიმე კალენდარის შემდეგ, 10 წუთზე ბრუნო ჰერნანდესმა გახსნა ანგარიში, 34 წუთზე დიეოგო ჟოტამ გაათანაბრა ანგარიში, 45 წუთზე რობი ფირმინომ მეორე გოლიც გაიტანა, 47 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 68 წუთზე მარკუს რაშფორმა მესამე გოლიც შეაგდო, 90 წუთზე მო სალახმა მეოთხე გოლიც გაიტანა და 4-2 გაიმარჯვა ლივერპულმა და ჯერ კიდევ აგრძელებს ლიგის საგზურისთვის ბრძოლას, სტადიონთან პროტესტები ისევ ტარდებოდა, მანდ უფრო ამერიკელი მეპატრონეების გაგდებას კი არ ითხოვდენ ბალელშიკები არამედ აქციების გაყიდვას სთავაზობდენ ამერიკელებს სვაბოდნი დოსტუპში, თუმცა რომ გაყიდონ კლუბი არც მაგი გაუტყდებოდათ, ძალიან არ უყვართ ამერიკელი მეპატრონეები და ეგ შეხვედრაც მაგიტომ ჩაიშალა მანამდე

Link to comment
Share on other sites

დღეს იტალიის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, მილანს კი მოუგია 7-0 ტორინოსთან ვიეზდზე მაგრამ თავი ისევ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ჩაიგდეს კალგარისთან უგოლო ფრეს თამაშის შემდეგ 37 ტურში, ნუ უვემ თუ გაიმარჯვა და თვითონ ვერ დაამარცხეს საკმაოთ ძლიერი ატალანტა ვიეზდზე მაშინ უვე ნაპოლი და ატალანტა მოხვდება ლიგაში და მილანი ისევ ოთხეულის მიღმდა დარჩება, ნუ კალგარის თუ ვეღარ ამარცხებ ალბათ ლიგაში არ იმსახურებ გასვლას, თუმცა უვე კი გამოისვეს ვიეზდზე და მერე ტორინი გაანადგურეს, მაგრამ ალბათ ერჩივნათ სამივე გუნდი 1-0 დაემატცხებიდან თა უკვე მოხვდებოდენ კიდეც ლიგაზე, ეხლა მარტო ატალანტას დამარხება ეყოფათ, ბენევენტოც ვარდება ალბათ პარმასთან და კროტონესთან ერთად, ლაციო კი უფრო ევროპალიგაზე გავა შემდეგ სეზონში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, ბარსამ ბოლო შანსები გაუშვა ხელიდან ჩემპიონობის აჩერედნოი ფრეს თამაშის შემდეგ, ნუ მაგათმა რეალურათ გრანადასთან რომ წააგეს თავის მოედანზე მაშინ დაკარგეს რეალური შანსები ჯერ კიდევ პირველ ადგილზე გასვლის, თუმცა ისეთი ფორმა ქონდათ რომ მაგის შემდეგ კიდე ბევრი ქულები დაკარგეს და მაინც გადაუსწრებდა რეალიც და მითუმეტეს ატლეტიკოც, ეხლა კი რეალურათ მარტო რეალი ებღაუჭება ბოლო ტურამდე ატლეტიკოს, მაგრამ მატრასნიკებმა უბრალოთ უნდა გაიმარჯვონ ბოლო ტურში და ჩემპიონები ხდებიან, ადგილის შენარცუნებაზეც სერიოზული ბრძოლა მიდის, ჯერ ფაქტიურათ ყველა გონკაშია და ინარჩუნებს შანსებს პრიმერაში დარჩენის, დღეს უვე-ინტერის თამაშიც ვნახე, უვეს მარტო მოგება ჭირდებოდა მაგ შეხვედრაში რომ ქონოდა ბოლო ტურამდე ოთხეულში მოხვედრის შანსები კიდე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ინტერს არ ქონდა ისეთი დიდი მოტივაცია, ამიტომ პრავალებით თამაშობდენ მომენტებში და აკლდათ კონცენტრაცია, ანგარიში 24 წუთზე გახსნა რონალდომ, 35 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლუკაკუმ შეაგდო, 45 წუთზე კვადრადომ მეორე გოლიც გაიტანა, 55 წუთზე როდრიგო ბენტანკური გააგდო სუდიამ გრუბი თამაშის შემდეგ, 83 წუთზე ვარის პავტორის შემდეგ კილინის ავტოგოლი ჩათვალა სუდიამ, თუმცა უვემ მაინც მოახერხა მაგ თამასში გამარჯვება, 88 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა და კვადრადომ დუბლი შეასრულა, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო მარსელო ბროზოვიჩი გააძევა სუდიამ და 3-2 გაიმარჯვა უვემ, ეხლა მილანმა თუ ვერ შეძლო ატალანტას ვიეზდზე დამარცხება რაც სავსებით რეალურია უვეს ბოლონიაში ჭირდება მოგება და მაშინ მეოთხეზე ეგ გუნდი გადის და არა მილანი, ინგლისის თასის ფინალიც ვნახე უემბლიზე 20 ათასიანი მაყურებელით, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ლესტერი კარგათ დაუდგა ჩელსის და არ ქონიათ ლონდონელებს დიდი უპირატესობა, 63 წუთზე იური ტილემანსმა ხოშიანი გოლი შეაგდო ცხრიანში ფაქტიურათ, ჩელსიმ შეძლო ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მინი ოფსაიდის გამო ვარის პავტორის შემდეგ ეგ გოლი არ ჩათვალა სუდიამ და 1-0 გაიმარჯვა პირველათ თავის ისტორიაში ლესტერმა, აქამდე სულ ფინალებში აგებდა ეგ გუნდი ეგეც დიდი ხნის უკან ინგლისის თასზე, ეგ გუნდები დღეს კიდე ხვდებიან ერთმანეთს უკვე ჩემპიონატში და მანდაც თუ დამარცხდა ჩელსი ცუდ დღეში ჩავარდება და ლიგაში გასასვლელათ უკვე შეიძლება სიტის დამარცხება დაჭირდეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რახან ლივერპული მარტო 1 ქულით ჩამორჩება უკვე ჩელსის და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება ალბათ, მაგ შეხვედრის გარდა ხვალე საფრანგეთის თასის ფინალია სადაც პსჟ და მონაკო ხვდებიან ერთმანეთს, მაგ ორ შეხვედრას ვნახავ ალბათ კიდე ვიკენდამდე, რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატიც იწყება ჰოკეიში, წინა წელიწადს არც ეგ ჩატარებულა პანდემიის გამო, ეგ და მალე ნბა ფლეიოფიც იწყება, რამდენიმე კვირაში კი ევროც და როლან გაროსიც ჩატარდება ევრომდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე HDTVRip 720P-1080i-ში, ჯერ რომა-ლაციოს აჩერედნოი დერბი ვნახე, ლაციოს მარტო გამარჯვება უტოვებდა შანსებს გაეგრძელებინა ბრძოლა მეოთხე ადგილისთვის, რომას კი მოგებაც აღარ შველოდა უკვე ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლათ, მაგრამ კაკრაზ რომა გამოიყურებოდა უკეთესათ მაგ შეხვედრაში, ანგარიში 42 წუთზე გენრიხ მხიტარიანმა გახსნა, 78 წუთზე პედრომ მეორე გოლიც შეაგდო და უპრობლემოთ გაიმარჯვა რომამ მაგ შეხვედრაში, ლეიპგიცი-ვოლფსბურგის თამაშიც ვნახე, ვოლფსბურგს ჭირდებოდა უფრო მაგ შეხვედრაში გამარჯვება, რახან ლეიპციგმა ისედაც გაინაღდა უკვე ლიგის საგზური, ანგარიში 12 წუთზე გახსნა მაქსიმილიან ფილიპმა, 45 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 51 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გაქვითა ერთი გოლი, 78 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ზაბიცერმა შეაგდო და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, თუმცა ვოლფსუბრგმაც გაინაღდა ლიგის საგზური და უკვე დორტმუნდმაც რახან ფრანკურტმა წააგო შალკესთან მოულოდნელათ, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანმა ვერ შეძლო კალგარის დამარცხება თავის მოედანზე და ისევ ჩამოკიდებულ დღეში რჩებიან ბოლო ტურისთვის, ნუ თუ ნაპოლიმ და უვემ თავიანთი შეხვედრები მოიგეს, მილანს მაგ შემთხვევაში მარტო ატალანტას დამარცხება უშველის რომ გადაუსწროს უვეს და ნაპოლის და მოხვდეს ლიგაზე, ყველა სხვა ვარიანტში მილანი მეხუთეზე რჩება 1-2 ქულიანი ჩამორჩენით უვესთან, აი ნაპოლიმ თუ ფრე ითამაშა რაშიც ეჭვი მეპარება მაგ შემთხვევაში მილანსაც ეყოფოდა ფრე, მაგრამ მაგის იმედზე დარჩენა დიდათ არც ღირს ალბათ, ბენევენტო კი გამოვარდნილა უკვე ოფიციალურათ და ტორინო რჩება ისევ სერია ა-ში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, ატლეტიკოს უკვე მაგ ტურში შეეძლო ჩემპიონობის განაღდება, რეალს კი პირველზე რომ გასულიყო ჭირდებოდა ატლეტიკოს წაგება, თუმცა ორივე გუნდმა გაიმარჯვა და ბოლო ტურში გადაწტდება ამ წლის ჩემპიონის ვინაობა, ატლეტიკოა ფავორიტი მაგ გონკაში, ბენფიკა-სპორტინგის ლისაბონური დერბიც ვნახე, სპორტინგი ლამის 20 წლის მანძილზე პირველათ გახდა ჩემპიონი მაგ შეხვედრამდე, წელს მაგ თამაშამდე არცერთი წაგება არ ქონია მაგ გუნდს, ბენფიკას კი უბრალოთ თეორიული შანსები რჩებოდა პორტოს გადასწრების და მეორე ადგილზე გასვლის, ანგარიში 12 წუთზე გახსნა ხარის სეფეროვიჩმა, 29 წუთზე პიციმ მეორე გოლიც გაიტანა, 37 წუთზე ლუკას ვერისიმომ მესამე გოლი შეაგდო, მერე გადავახვიე 45 წუთზე პედრო გონსალვეშის გოლიც ვნახე, 49 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა და ჰარის სეფეროვიჩმა დუბლი შეასრულა, მაგ შეხვედრაში სპორტინგი ცუდათ თამაშობდა დაცვაში, რა თქმა უნდა ეგეთი თამაშით ჩემპიონები ვერ გახდებოდენ, მერე ცოტა კიდე გადავახვიე და 62 წუთზე ნუნუ სანტოშის გოლი ვნახე, 77 წუთზე სუდიამ კიდე ერთი პენალტი დანიშნა და კონსალვეშმა დუბლი შეასრულა და მარტო 4-3 გაიმარჯვა ბენფიკამ მაგ საინტერესო შეხვედრაში, თუმცა უკვე ცნობილია რომ პორტო დარჩა მეორეზე და ბენფიკას საკვალიფიკაციო ტურნირში მოუწევს ასპარეზობა ლიგის საგზურის მოსაპოვებლათ, ჩელსი-ლესტერის თამაშიც ვნახე, ოკოსპორტის ტრანსლიაცია იყო, ეგ მგონი ერთ-ერთი პირველი თამაში იყო წელს პრემიერლიგაში რომელიც მაყურებლების თავდასწრებით ვუყურე, ნუ 8000 კაცი ესწრებოდა ლონდონში, მაინც არაა ცუდი და სულ სხვა ატმოსფეროც იყო, ჩელსიმ კიდე უფრო კარგათ ჩაატარა ეგ შეხვედრა და ლესტერს მაგარი გაუჭირდა ჩელსის შეჩერება,თავიდან მაგარი არ უმართლებდა ჩელსის, დიდი უპირატესობა ქონდა პირველივე ტაიმში მაგრამ ხან ოფსაიდი დააფიქსირა სუდიამ, ხან ხელი და რამდენიმე გოლი არ ჩათვალა, 47 წუთზე ანტონიო რუდიგერმა გახსნა ანგარიში, 66 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა და ჯორჯინიომ მეორე გოლიც გაიტანა, 76 წუთზე კელეჩი იჰიანაჩომ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ლესტერმა ვეღარ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ჩელსიმ გადაუსწრო მაგ მოგების შემდეგ და როგორც აღმოჩნდა ლივერპულმაც ლიჩნი ვსტრეჩებით და ეხლა ლივერპული გადის ლიგაზე თუ გაიმარჯვებენ ბოლო ტურში და არა ლესტერი, ანუ ლესტერმა მეორეჯერ გამაზოს შეიძლება ძალიან კარგი შანსები ოთხეულში დარჩენის, წინა სეზონში ბანალურათ ჩააგდეს სეზონის მეორე ნახევარი, ამ სეზონშიც ეგრე გამოდის, ნუ მთავარი მარცხი ნიუკასლთან ქონდათ მაინც, თუმცა ეგეთი შეხვედრები ჩელსისაც ქონდა, მაგ ყველაფრით ისევ ლივერპულმა ისარგებლა და თვითონ აღარ დაუშვია დიდათ პრომახები და დაეწია უკვე ქულებით ლესტერს ბოლო ტურის წინ, იტალიის და საფრანგეთის თასის ფინალებიც გადმოვწერე და მაგეებს ხვალე ვნახავ უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხედრას ვუყურე კიდე HDTVRip 720-1080i-1080P-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, კიოლნი ცდილობს დარჩენას და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, თუმცა შანსები საკმაოთ მცირე აქვს, როგორც ალბატ ვერდერს, ერთ-ერთი პირდაპირ გამოვარდება მეორე გროიტერ ფურთს შეხვდება წესით მეორე ბუნდერლსლიგის მესამე გუნდს, დორტმუნდმა კი გაინაღდა უკვე ოთხეულში ადგილი, როგორც ვოლფსბურგმა, იტალიის თასის ფინალიც ვნახე, ეგეც ოკოსპორტის ტრანსლიაცია იყო კარგი ტრანსფერით და ნორმა კომენტატორით, აჩვენეს გახსნაც და დაჯიდლოვებაც, ატლანტამ საკმაო წინააღმდეგობა გაუწია უვეს მაგრამ საბოლოო ჯამში კლასი არ ეყო, ანგარიში 31 წუთზე დეიან კოლუშევსკიმ გახსნა, 41 წუთზე რუსლან მალინოვსკიმ გაათანაბრა ანგარიში, 73 წუთზე კიეზამ მეორე გოლიც შეაგდო და მძიმე ბრძოლაში 2-1 გაიმარჯვა უვემ, ისე ატალანტას შეიძლება გული დაწყდეს და აღაც ითამაშოს მაქსიმალურ აბაროტებზე მილანის წინააღმდეგ, თუ  დამარცხდენ უვე რჩება ჩემპიონთა ლიგის გარეშე შემდეგ სეზონში, მილანი ალბათ წინასწარ ემზადება და მაგათ 3 დღე ქონდათ მოსამზადებლათ თან მასეთი რთული სეზონის ბოლოს, თუმცა მილანმა შეიძლება მაინც ვერ მოიგოს და ისევ დარჩეს ოთხეულს მიღმა წელსაც, საფრანგეთის თასის ფინალიც ვნახე, ეგ მარტო 720p რიპში დაიდო, პსჟ ხვდებოდა მონაკოს, მანდაც ბანალურათ კლასის ხარჯზე გაიმარჯვა პსჟ, ანგარიში 19 წუთზე გახსნა მაურო იკარდიმ, 81 წუთზე მბაპემ მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა პსჟ, თასი მაინც მოიგეს რახან ჩემპიონობას მარტო ლილმა თუ დაკარგა ქულები მაშინ შეძლებენ ბოლო ტურში, ისე ლილი ხდება ჩემპიონი წელს, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და მარტო ამ ორ შეხვედრას გადმოვწერ ალბათ: რეალი-ვილარეალი და ატალანტა-მილანი, ფორმულა 1 გრანპრიც ტარდება ამ ვიკენდზე და ნბა ფლეიოფიც იწყება და პარარელურათ კიდე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი, მოკლეთ სანამ ევრო დაიწყება მაგეებიც წავა როლან გაროსამდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე სეტანტას ბლუყუნა კომენტატორით, ლივერპულმა ბეწვზე გაიმარჯვა ვესტ ბრომთან ბოლო დამატებულ წუთზე მეკარემ თავური დატყმით შეაგდო და ძლივს გაიმარჯვა ლივერპულმა და დარჩა მეოთხე ადგილის გონკაში და დაკარგული ქულებით დაეწია უკვე ლესტერს მიდვიკის ტურის შემდეგ უკვე, რეალის და ვილარეალის თამაშიც ვნახე, მარტო 720P რიპში დაიდო, რეალს მარტო გამარჯვება აწყობდა და თუ ატლეტიკო ფრეს ითამაშებდა მაშინ ქონდათ შანსები პირველზე გასვლის, თავიდან ორივე გუნდი აგებდა მაგრამ მერე ჯერ ატლეტიკომ შეძლო ორი ბურთის შეგდება და ბოლოს რეალმაც გაიმარჯვა, ვილარეალს მოგების შემთხვევაში რჩებოდა შანსები ექვსეულში მოხვედრის, თუმცა მანჩესტერს თუ დაამარცხებენ დაჟე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან ევროპალიგა თუ მოიგეს, ანგარიში იერემი პონომ გახსნა 20 წუთზე, 87 წუთზე ბენზემამ გაათანაბრა ანგარიში, დამატებითი დრო რომ დაიწყო ლუკა მოდრიჩმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა რეალმა, ატლეტიკო გახდა მაინც ჩემპიონი ვალადოლიდთან 2-1 გამარჯვების შემდეგ, მე როგორც მივხდი ნიჩიაც ყოფნიდათ, ბარსა კი მესამეზე გავიდა წელს მარტო 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, ლივერპული დაეწია მაგ ტურის შემდეგ ქულებით ლესტერს და უკვე რეალური შანსები ქონდა ოთხეულში გასვლის, თუმცა ჩელსიმაც წააგო და ლესტერმაც ბოლო ტურში, ამიტომ ლივერპული მთლათ მესამეზე გასულა, ატალანტა-მილანის თამაშსაც ვუყურე, ძალზე მნიშვნელოვანი თამაში იყო მილანისთვის, ატალანტას რომ მოეგო ან ფრე ეთამაშა (ეგ უკვე მერე გახდა ცნობილი_ პირველათ ისტორიაში ჩემპიონატს მეორეზე ასრულებდა, თორე ისედაც გადიოდა ეგ გუნდი უკვე ლიგაზე შემდეგ სეზონში წაგების შემთხვევაშიც კი, თან უვესთან ქონდათ მძიმე შეხვედრა ჩატარებული მიდვიკზე და მანდ უკვე აშკარათ აღარ ეყოთ ძალები მაქსიმალურათ სტროგათ მოთამაშე მილანთან, მილანს ცოტა გაუმართლა მაგ შეხვედრაში და გამოიყენა მცირე პრომახები დაცვაში რაც ატალანტა უშვებდა მაგ შეხვედრაში, ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც ფრანკ კესიმ შეაგდო და მერე მეორე ტაიმის ბოლოს კიდე ერთი პენალტი დაინიშნა უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო და მარტინ დერონიც გააგდო სუდიმ უხეშობის გამო მოედნიდან, ფრენკ კესიმ კი დუბლი შეასრულდა და მილანი 8 წლის პერერივის შემდეგ პირველათ მიიღებს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას, ნუ 2 წლის უკან რომც მოხვედრილიყვნენ ოთხეულში ბოლო ტურში მაინც დისვკალიფიკაცია დაადო უეფამ და ვერ ითამაშებდენ, ამიტომ ალბათ არც ქონდათ აქამდე კარგი შანსები ოთხეულში მოხვედრის და ლიგაზე გამოსვლის 2015 წლის სეზონიდან მოყოლებული, ნაპოლი კი ვერ გავიდა მოულოდნელათ ოთხეულში, ვერონასთან გაუშვეს 69 წუთზე ბურთი და 1-1 თამაშის შემდეგ უვემ გადაუსწრო 1 ქულით მაგ გუნდს, ირონიაა ისაა რომ მოეგო ნაპოლის მესამეზეც გადიოდა და უვე ვეღარ ხვდებოდა ლიგაში, თუმცა ეგ უკვე ნაპოლის პრობლემა იყო და არა უვესი რომ ვერ შეძლეს გამარჯვება, ისე ეგეთი იტოგით მილანს რომ წაეგო მაშინ მილანი გადიოდა 5-ზე და ნაპოლი უსწრებდა 1 ქულით, ისე კი დაჟე მეორეზე დაასრულეს ეგ ჩემპიონატი, თუმცა ინტერთან 12 ქულით ჩამორჩნენ რაც 4 გამარჯვებას უდრის ეგ კი საკმაოთ დიდი სხაობაა უკვე, ველოდებით ევროკუპკების ფინალებს მიდვიკზე და ვიკენდზე რაც უნდა ჩატარდეს, ევრომდე კიდე ლათინური ამერიკის მსოფლიო ატბორი ტარდება ივნისის დასაწყისში და ალბათ დაიდება ეგ შეხვედრებიც

Link to comment
Share on other sites

დღეს იტალიის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, მილანი პირველზე კი იყო იანვარში, მაგრამ მაგის შემდეგ იმდენი ქულები გაფლანგეს რომ ლამის 5 ადგილზე ამოყვეს თავი, ნუ 3-4 ტურით ადრე იმყოფებოდენ ცოტა ხნით ბურთების სხვაობით მეხუთეზეც, მაგრამ ბოლო ტურში გამოასწორეს სიტუაცია და გავიდნენ მეორე ადგილზე, უვემაც შეძლო ჩაგდებული სეზონიდან ოთხეულში მოხვედრა, თუმცა ეგ ფურო ნაპოლის დამსახურება იყო ვიდრე თვითონ უვესი, ვერონასთან 1-1 დაიყუპა თავი ნაპოლიმ და მარტო ევროპალიგაზე გამოვა შემდეგ სეზონში ეგ გუნდი ლაციოსთან ერთად, ხო ისე მეორე დივიზიონიდან სალერნიტანა და ემპოლი ბრუნდება და დიდი ალბათობით ალბათ ვენეცია

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვას ვუყურე, საინტერესოთ დასრულდა ეს სეზონი, რეალს ბოლო ტურამდე რჩებოდა შანსები ტიტულზე, მაგრამ ყველაფერი ატლეტიკოს ხელში იყო, თავიდან აგებდენ მაგრამ მერე გაიმარჯვეს 2-1 და ვალადოლიდი გამოვარდა მეორე დივიზიონში, კიდე ეიბარი და უესკა გამოვარდნენ, ევროპალიგაში კი ბეტისი და სოსიედადი გავიდნენ წელს, ევროპალიგის ფინალიც ვნახე, უნაი ემერის მესამეჯერ შეეძლო მაგ ტურნირში გამარჯვება, მანამდე არსენალთან წააგო კიდე ერთი ფინალი და ორი სევილიაში რომ იყო ტრენერათ მაშინ მოიგო, მანჩესტერი მეთოთხმეტე ევროკუპკების ფინალში თამაშობდა ვილარეალი კი პირველში, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნმი მომენტებით, 8000 მაყურებელი დაუშვეს პოლონეთში, ანგარიში 29 წუთზე ჯერარდ მორენომ გახსნა, 55 წუთზე ედისონ კავანიმ გაათანაბრა ანგარიში, მეტი გოლები აღარ გასულა და სუდიამ დამატებითი დრო და მერე პენლები დანიშნა, მანდაც მაგარი უპორნი ბრძოლა მიდიოდა, დეხეამ ვერ შეძლო 11 დარტყმულის გატანა მარტო და 11-10 გაიმარჯვა პენლებში ვილარეალმა და პირველათ თავის ისტორიაში ევროპალიგა მოიგო და შემდეგ სეზონში ლიგა ჩემპიონებში გამოვლენ, ანუ ესპანეთიდან 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას მაგ ტურნირში

Link to comment
Share on other sites

დღეს გერმანიის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ვერდერი გამოვარდა მეორე დივიზიონში პირველათ 40 წლის მანძილზე, წესით შალკე და ვერდერი მალე უნდა დაბრუნდენ, თუმცა ჰამბურგი უკვე მეოთხე წელია ჩარჩენილია მეორე დივიზიონში, ფრანკფურტი და ლევერკუზენი ითამაშებენ ევროპალიგაზე შემდეგ სეზონში, უნიონ ბერლინი კი კონფერენციის ლიგაზე გავიდა, მესამე ახალი ტურნირი რომ უნდა ჩატარდეს შემდეგ სეზონში სპეციალურათ უფრო სუსტი გუნდებისთვის

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ისევ სეტანტას ბლუყუნა კომენტატორით დაიდო, ლესტერი ისევ ვერ მოხვდა ოთხეულში წელსაც, თუმცა ამჯერათ ბოლო ტურში რეალური შანსები რჩებოდა ჩელსის გადასწრების მაინც, რახან ჩელსიმ წააგო ასტონ ვილასთან და ლესტერიც ამარცხებდა ტოტენჰემს 2-1 მეორე ტაიმში, მაგრამ მერე 3 გოლი გაუშვეს და 4-2 გაძვრათ სული, რამაც ჩელსი დატოვა მეოთხეზე, მეექვსეზე ვესტ ჰემი გავიდა და ლესტერთან ერთად ევროპალიგაზე ითამაშებს შემდეგ სეზონში, ხო ვოტფორდი და ნორვიჩი ბრუნდება პრემიერლიგაში, მესამე გუნდის ვინაობა კი ბრენტფორდის და სვონსის პლეიოფში გადაწყდება უემბლიზე დღეს, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, ლილი გახდა წელს მეოთხეჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, ბოლოს აზართან ერთად ქონდათ ჩემპიონობა მოპოვებული, პსჟ კი ჩაისვარა წელს და ბევრი თამაშები ასხა კოვიდის პერიოდში, თუმცა დიდი სხაობა არ იყო ქულებით, მაგრამ კაკრაზ 1-2 წაგება არ ეყოთ ჩემპიონობისთვის, მესამეზე მონაკო გავიდა, ლიონი და მარსელი ევროპალიგაზე იასპარეზებენ, ნანტი ტულუზას ხვდება ფლეიოფში და ალბათ დარჩება პირველ დივიზიონში, იტალიაში მესამე გუნდი ვენეცია გამხდარა ვინც სერია ა-ში გავიდა, გერმანიაში კი კიოლნია ახლოს გამოვარდნასთან, რახან დამარცხდენ 1-0 თავის მოედანზე სკრომნი კილთან, რომელსაც ხუთჯერ უფრო სუსტი შემადგენლობა ყავს კიოლნზე, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და მაგას ხვალე ვნახავ უკვე შვადღისკენ ალბათ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე დღეს ჩელსის და სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალს პორტუგალიაში რაც გაიმართლა 1080I-ში, მძიმე და ნერვნი შეხვედრა გამოვიდა, სადაც ჩელსის ქონდა გარკვეული უპირატესობა, სიტიმ საკმაოთ მცირე აპასნი მომენტები შექმნა უეჭველი რომ შეეგდო მაგ შეხვედრაში, არც ჩელსის ქონდა ძალზე ბევრი მომენტები მაგრამ ერთი გოლის შეგდება კი მოახერხეს, რაც საკმარისი არმოჩნდა ლიგის მოსაგებათ, ანგარიში 42 წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა და 1-0 გაიმარჯვა ჩელსიმ უპორნი ბრძოლაში და მეორე ტიტული აიღო, სიტი კი თავის ისტორიაში პირველათ მონაწილეობდა მაგ ტურნირის ფინალში, მიდვიკზე მსოფლიო ატბორი ტარდება ლათინურ ამერიკაში და ვნახავ რამდენიმე შეხვედრას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.