Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვას ვუყურე, ბავარია უკვე 7 ქულიანი სხვაობით უგებს ლეიპციგს, მესამეზე კი ვოლსბურგია მოკალათებული, დორტმუნდი ოთხეულში წელს ალბათ აღარ მოხვდება, შალკე კი გავარდება მეორე დივიზიონში, უვე-ნაპოლის გამოტოვებულ შეხვედრასაც ვუყურე, ნაპოლიმ ჩააგდო ეგ თამაში დაცვაში, უვეს არ უთამაშია ცუდათ ატაკაში მაგრამ ისეთი არაფერი შეუქმნია რომ უეჭველი უნდა გაემარჯვა, რონალდომ 13 წუთზე გახსნა ანგარიში, 73 წუთზე დიბალამ მეორე გოლიც შეაგდო, უკვე ბოლო წუთი რომ დაიწყო სუდიამ პენალტი დანიშნა, რომელიც ინსინემ შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა უვემ მაგ მძიმე შეხვედრაში და მარტო 1 ქულით ჩამორჩება უკვე მილანს და ალბათ სულ მალე გადაუსწრებს, თუმცა თვითონ ნაპოლი მარტო 3 ქულითაა უკან უვეზე ატალანტა კი 1, ბავარია-პსჟ თამაშიც ვნახე, პარიზელებმა ისევ მოშნი თამაში აჩვენეს ატაკაში, ისე ცოტა შანსები ექნებოდათ ბავარიასთან, თან მურტლათ თოვდა და სწრაფ ტემპბში მიდიოდა თამაში, უკვე 3 წუთზე გახსნა ანგარიში მბაპემ, რომელიც მოშნათ უბერავდა მაგ შეხვედრაში, 28 წუთზე მარკინიოსმაც შეაგდო ხოშიანი გოლი, 37 წუთზე ჩუპომოტინგმა გაქვითა ერთი გოლი, 60 წუთზე მიულერმა გაათანაბრა ანგარიში, მაგ მომენტისთვის უკვე საკმაო უპირატესობას ფლობდა ბავარია, თუმცა 68 წუთზე მბაპემ ისევ შეაგდო და 3-2 დამარცხდა მძიმე ბრძოლაში ბავარია, ალბათ არ იმსახურებდენ წაგებას, მაგრამ დაცვაში საკმაო პრობლემები ქონდათ და ეგ კარგათ გამოიყენა პსჟ ატაკამ, ნუ ნეიმარი და მბაპე უბერავდა ძირითადათ და არც დიმარია აფუჭებდა საერთო ფონს, ბავარიას კი ლევანდოვსკი ყავს ტრამვირებული და სხვა იგროკებმა ისე კარგათ ვერ ითამაშეს ატაკაში, თუმცა შეცდომებს პსჟ უშვებდა დაცვაში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080I-hdtvrIp 720P-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ისევ სეტანტას ბლუყუნა კომენტატორით, რუსი არაა ბელარუსი ყოფილა წარმოშობით უკრაინული სეტანტანს კომენტატორი, უკრაინულათ უფრო კარგი კომენტატორი უბერავს მანდვე, მაგრამ ეგ ენა ისე კარგათ არ ვიცი, პოლონურს გავს უფრო ვიდრე რუსულს მაინც, ბელორუსულათაც ვერაფერს ვერ ვუყურებ ხოლმე, ეგეც სტრანი დიალექტითაა, სამიდან ერთი სიტყვა მესმის კაკ მინიმუმ მაგრამ ნეუდობნი საყურებელია უკვე, ვესტ ჰემი გავიდა მეოთხეზე ამ ტურის შემდეგ ჩელსის მოულოდნელი 5-2 კრახის შემდეგ თავის მეოდანზე ვესტ ბრომთან, თუმცა სხვოაბა 1 ქულაა და ჯერ მთელი ბრძოლა წინაა, თან 3 ქულიანი დისტანციით ლივერპული და ტოტენჰემიცაა მოკალათებული უფრო სერიოზული სასტავებით ვიდრე ვესტ ჰემი, ეგ ოთხი გუნდი და შეიძლება კიდე ევერტონი თუ გაიმარჯვებენ გამოტოვებულ შეხვედრაში იბრძოლებს ალბათ მეოთხე დარჩენილი საგზურისთვის, რახან ლესტერს მაინც რჩება ჯერ უპირატესობა ქულებში, პორტო-ჩელსის მეოთხე მეოთხედფინალიც ვნახე დღეს, მანდ უკვე სტროგათ ითამაშა ჩელსიმ დაცვაში, ალბათ შეშინებულებიც იყვნენ წინა წასხმის შემდეგ და გადააწყო თამაში ტრენერმა, ტაქტიკურათ ძალიან კარგათ ითამაშეს, ფაქტიურათ იდეალური ვიეზდნოი მოდელი ქონდათ არჩეული კონტრ ატაკებზე და დაცვაშიც არ ქონიათ პრავალები, 32 წუთზე მეისონ მაუნტმა გახსნა ანგარიში, ეგ სხვათაშორის ჩელსის შემადგენლობაში აქამდე ყველაზე ახალგაზრდა იგროკი ყოფილა ვინც გოლის გატანა შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის სტადიაზე უკვე, 22 წელზე ცოტა მეტისაა ეგ მოთამაშე, 85 წუთზე ბენ ჩილველმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა ჩელსიმ და დიდი ალბათობით გავიდნენ უკვე ნახევარფინალში რაც წელს ბევრმა ცნობილმა გუნდბა ვერ შეძლო, მათ შორის ბარსამ და უვემ, აიაქსი-რომას თამაშიც ვნახე ევროპალიგის მეოთხედფინალზე, ამჯერათ მარტო 720p რიპში დაიდო, რომამ მშვენივრათ ითამაშა და მაგ ტურნირში კარგათ გამოიყურება ჩემპიონატში კი მაგარს ბუქსაობს, ანგარიში დავი კლასენმა გახსნა 39 წუთზე, 57 წუთზე ლორენზო პელეგრინიმ გაათანაბრა ანგარიში, 87 წუთზე იბანესმა მეორე გოლიც შეაგდო და უკვე რომაა ატვეტნი შეხვედრაში ფავორიტი მაგ პარაში, დარჩენილი სამი თამაშიც გადმოწერილი მაქვს და ხვალ-ზეგ ვუყურებ მაგეებს, ამ ვიკენდზე ფორმულა 1 გრანპრიც ტარდება, კიდე ბარსა-რეალია და მაგას ნამდვილათ ვნახავ, მერე კი ისევ ევროკუპკებია ატვეტნი ნახევარფინალები სამშაბათითად, ხო სხვათაშორის ესპანეთის წინა წლის თასის ფინალი გამომრჩა, ისე კი ბასკურ დერბიში სან სებასტიანმა დაამარცხა ბილბაო 1-0, მაგრამ ამ წლის ფინალშიც ბილბაო ბარსას შეხვდება 17 აპრილს, მაგ შეხვედრას ალბათ ვნახავ უკვე, არა ეხლა ვნახე შეცდომაა მანდ გაპარული ევროსპორტის კალენდარში, ეგ გრანპრი გადაუტანიათ შემდეგი ვიკენდისთვის, ანუ ამ ვიკენდზე არ ტარდება არაფერი, ტოსკანის გრანპრიც გადაიტანეს რამდენიმე კვირით ნუ არეულათ უწერიათ ევროსპორტზე და შეასწორებენ ალბათ, ეგ ვინც ფორუმა 1-აც ელოდებოდა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, ლილმა დაამარცხა პარიზში პსჟ და 3 ქულით გაუსწრო, მანდვეა ახლო 4 ქულის დაშორებით მონაკოც, ლიონი კი კარგავს ნელ-ნელა პოზიციებს და პირველი ადგილიდან მეოთხეზეა უკვე, გრანადა-მანჩესტერის თამაშიც ვნახე ევროპალიგის მეოთხედფინალზე, მანჩესტერმა ფაქტიურათ კლასზე გაიმარჯვა მაგ თამასში და არ მოუკლია თავი დიდათ, გრანადას კი ატაკაში არ ეყო კლასი და ბევრი მომენტები არ შეუქმნიათ,  31 წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა ანგარიში, 90 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდესმა შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა და ერთი ფეხით უკვე ნახევარფინალშია მანჩესტერი, ზაგრები-ვილარეალის თამაშიც ვნახე, ესპანელები ფლობდენ გარკვეულ უპირატესობას მაგრამ ისეთი დიდი სხვაობა არ იყო მაინც და რაღაცას ზაგრებიც ქმნიდა, თუმცა ესპანელებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, 44 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა, რომელიც ჯერარდ მორენომ შეაგდო და 1-0 გაიმარჯვა ვილარეალმა არც თუ ისე ადვილათ, მანდაც ესპანელები არიან ფავორიტები ატვეტნი შეხვედრაში, თუმცა ზაგრებს ჯერ რჩება გასვლის შანსები, მაგრამ აუცილებლათ უნდა გაიტანონ ესპანეთში, არსენალი-სლავიას თამაში მაქვს კიდე გადმოწერილი და დღეს ელ კლასიკოც გადმოვწერე და ხვალე ვნახავ ორივე შეხვედრას, საინტერესო თამაშებიდან დღეს ვესტ-ჰემი-ლესტერი და ტოტენჰემი-მანჩესტერი თამაშობენ კიდე და ალბათ მეორე თამაშს გადმოვწერ უფრო, ჩელსი-პორტოს შეხვედრაში არა მგონია რამე ინტრიგა დარჩა და ალბათ მაგას მარტო მინი მიმოხილვაში ვნახავ სამშაბათს

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ არსენალი-სლავია პრაღის თამაში ვნახე, მეოთხე ევროპალიგის 1/4 ფინალი, საკმაოთ დაძაბული და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, სლავიამ ფაქტიურათ იდეალური თამაში აჩვენა დაცვაში და კარგათ იგერიებდა არსენალის ატაკებს, ცოტა მომენტები არ შეუქმნია არსენალს მაგრამ გოლის შეგდება ძალიან გაუჭირდათ, ანგარიში 86 წუთზე ნიკოლას პეპემ გახსნა, თუმცა უკვე რომ სრულდებოდა დამატებითი დრო ტომაშ ჰოლესმა გაათანაბრა ანგარიში და სლავიასაც კარგი შანსები რჩება ნახევარ ფინალში გასვლის ატვეტნი შეხვედრაში, მარტო გრანადას აქვს მინიმალური შანსები ალბათ დარჩენილი ოთხ ევროპალიგის მეოთხედფინალების პარებში ატვეტნი შეხვედრებში, აჩერედნოი ელ კლასიკოც ვნახე, რენ-ტვ კომენტარით ვუყურე მატჩის ტრანსლიაციას, საკმაოთ დაძაბული და ინტენსიური თამაში გამოვიდა, მეორე ტაიმში თან მურტლათ წვიმდა, რეალს მარტო მოგება აწყობდა რომ დაბრუნებულიყო აქტიურათ ტიტულზე ბრძოლაში, რახან რომ წაეგოთ სხვაობა უკვე 4 ქულამდე გაიზრდებოდა ბარსასთან, თუმცა დაჟე ეგ სხვაობაც არ იყო მაინც კრიტიკული, რახან ატლეტიკოსაც ნიჩია უთამაშია ბეტისთან, ანგარიში 13 წუთზე გახსნა ბენზემამ, 28 წუთზე ტონი კროსმა შეაგდო შტრაფნოიდან რიკოშეტების შემდეგ, 60 წუთზე ოსკარ მინგეზამ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ვეღარ მოახერხა ბარსამ ანგარიშის გათანაბრება და 2-1 გაიმარჯვა რეალმა და გადაუსწრო ბარსას, ეტლეტიკოც მარტო 1 ქულითაა წინ ამ ტურის შემდეგ და მთელი ბრძოლა ჯერ წინაა მაგ სამ გუნდს შორის, ტოტენჰემი-მანჩესტერის თამაშიც გადმოვწერე და ხვალე ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-შო, გუშინ ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, ყველა ლიდერებმა გაიმარჯვეს მაგ ტურში ვინც შვიდეულში მიდიოდა ფაქტიურათ, ამიტომ არაფერი შეცვლილა დიდათ, თუმცა მილანი ჩამოკიდებულ დღეშია ბოლო ტურებია, რაღაცით უკვე ლესტერს მაგონებს პრემიერლიგაში, ანუ ჯერ კიდევ ბევრი თამაშებია სათამაშო და ნელ-ნელა ფორა მცირდება და 2-3 ტურში შეუძლიათ გამოვარდნენ თამამათ ოთხეულიდან ეგრე თუ ფლანგეს ქულები, ზლატანაც გააგდეს მოედნიდან გრძელი ენის გამო, დღეს ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, რეალის გამარჯვების შემდეგ კიდე უფრო გამწვავდა ჩემპიონობაზე ბრძოლა სამ ლიდერს შორის, ეხლა 2 ქულიანი სხვაობა დარჩა ბარსას და ატლეტიკოს შორის და შვაში რეალია მოკალათებული უკვე, სევილია ნელ-ნელა ამცირებს სხვაობას მაგრამ მეეჭვება დაჟე მესამეზე გავიდნენ წელს დარჩენილ ტურებში, თუ რა თქმა უნდა რომელიმე ლიდერს სერიოზული პრავალი არ დაეწყო, ტოტენჰემი-მანჩესტერის თამაშიც ვნახე, ოკოსპორტის ტრანსლიაცია 1080P 50fps-ში 3.5 საათიანი ინტერვიუებით და დეტალური გარჩევებით,  შპორებს ძალიან ჭირდებოდათ მაგ შეხვედრაში გამარჯვება, თუმცა მანჩესტერმა კარგათ ითამაშა მეორე ტაიმში და შანსი არ დაუტოვა ტოტენჰემს, 40 წუთზე სონ ჰიონ მინმა გახსნა ანგარიში, მანამდე მანჩესტერმაც შეაგდო მაგრამ მაკტომინემ ხელი უთავაზა სონს და მაგის გამო ვარის პავტორის შემდეგ აააუქმეს კავანის გოლი, 57 წუთზე ფრედმა გაათანაბრა ანგარიში, 79 წუთზე კავანიმ მეორე გოლიც შეაგდო, უკვე დამატებითი დრო რომ სრულდებოდა გრინვუდმა მესამე გოლიც გაიტანა და 3-1 გაიმარჯვა მანჩესტერმა, ტოტენჰემი კი უკვე 6 ქულით ჩამორჩება ვესტ ჰემს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, დღეს პსჟ-ბავარიის ატვეტნი მეთხედფინალია ლიგაზე და ვნახავ მაგ შეხვედრასაც რომ დაიდება

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, გუშინ პსჟ-ბავარიის ატვეტნი მეოთხედფინალი ვნახე ლიგაზე, ამჯერათ ბავარიას აღარ დაუშვია შეცდომები დაცვაში და ჩაკეტეს თითქმის ბოლომდე მბაპე, უფრო ნეიმარმა ახაია მაგ თამასში მომენტები, თვითონ ბავარიას არ უთამაშია ცუდათ ატაკაში, მაგრამ ეგ არ ეყოთ ორი გოლის შესასგდებათ, 40 წუთზე ჩუპომოტინგმა გახსნა ანგარიში, შეეძლო პარიზსაც გაეტანა მანამდეც და მაგის შემდეგაც და ბავარიასაც შეეგდო მეორე გოლი რომელიც უკვე გერმანელებს გაიყვანდა ნახევარფინალში, ამიტომ პარიზელები საკმაოთ ფრხილათ თამაშობდენ გოლის გაშვების შემდეგ და გრუბი შეცდომები აღარ დაუშვიათ, ძალზე დიდი უპირატესობა ბავარიას არ ქონია აუცილებლათ რომ გაემარჯვა ორ ბურთიანი სხვაობით მაგ თამასში ამიტომ 3-3 აგრეგატით პსჟ ამჯერათ გაძვრა ნახევარფინალში, ალბათ ლევანდოვსკი რომ ყოლოდა ბავარიას ეგენი გავიდოდნენ უფრო მინიმალური სხვაობით, არც ფინალში ქონიათ დიდი უპირატესობა, ზოგადათ მაგ ორ გუნდს შორის იგროკების კლასში რამე დიდი სხვაობა არაა, ყველაფერს ორგანიზაცია და ფორმა წყვიტავს, როცა მაყურებლის გარეშე მიდის თამაშები, ჩელსი-პორტოს 10 წუთიანი მინი მიმოხილვაც ვნახე, ამჯერათ არ მოუკლია თავი ჩელსის ატაკაში თამაშით, ქონდათ კარგი საგოლე მომენტები, მაგრამ ბოლოს გაუშვეს დამატებითი დრო რომ წავიდა ერთი გოლი და 2-1 აგრეგატით გაიმარჯვეს მარტო, ბევრი რამე მაგ პარაში პირველ შეხვედრაში გადაწყდა მაინც, დღეს გერმანიის მიმოხილვას ვუყურე, ლეიპციგი 5 ქულით ჩამორჩება ბავარიას ამ ტურის შემდეგ რაც საკმაო ატრივია მაინც და არა მგონია ეგ ატრივი გაქვითოს ლეიპციგმა დარჩენილ ტურებში, ვოლფსბურგს და ფრანკფურტსაც არაფერი ემუქრება დიდათ და უნდა დარჩენ ოთხეულში, დორტმუნდი 7 ქულით ჩამორჩება აინტრახტს რაც საკმაოთ დიდი ფორაა, მალე დაიდება დღევანდელი ატვეტნი მეოთხედფინალებიც და გადმოვწერ ორივე შეხვედრას

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვას და ხუთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში,გუშინ ჯერ დორტმუნდი-სიტის შეხვედრა ვნახე, თავიდან ინგლისელები ვარდებოდენ, მაგრამ მერე ამოქაჩეს და უკვე გერმანელებს გაძვრათ სული, ანგარიში უკვე 15 წუთზე გახსნა ჯუდ ბელინგჰემმა, 55 წუთზე ვარის პავტორის შემდეგ სუდიამ პენალტი დანიშნა ხელის თამაშის გამო, რომელიც რიად მარეზმა გაიტანა, უკვე გერმანელებს ჭირდებოდათ მინიმუმ ერთი გოლის შეგდება, 75 წუთზე ფილ ფოდენმა მეორე გოლიც შეაგდო და 4-2 აგრეგატით გაიმარჯვა ჯამში სიტიმ, ანუ ორივე შეხვედრა 2-1 მოიგო და გავიდა გვარდიოლა როგორც იქნა ნახევარფინალში, ლივერპული-რეალის ატვეტნი მეოთხედფინალი კი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა ლივერპულს ქონდა მინიმუმ ერთი გოლის გატანის რეალური შანსები მაგ თამასში და 2-3 კარგი მომენტი მაინც შექმნეს მაგრამ ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა, რაც მაინც არ ეყოფოდათ და 3-1 აგრეგატით გამოვარდნენ მაგ ტურნირიდან, ნუ მანდ პირველ შეხვედრაში გადაწყდა მაინც საკმაოთ ბევრი რამე და მეორეში მარტო ლივერპულის სწრაფი გოლი გაამწვავებდა სიტუაციას, დღეს ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, ამჯერათ ბელორუსული კანალის ტრანსლიაცია იყო რუსი კომენტატორით, სიტის წაუგია ეგ შეხვედრა ლიდსთან, თუმცა დაკარგული ქულებით ჯერაც 8 ქულით უგებს მანჩესტერს და შეიძლება ეგ სხვაობა სეზონის ბოლომდე აღარც შემცირდეს დიდათ თუ არ გაიზარდა, აი მეოთხეზე კი სერიოზული ბრძოლა მიდის და ალბათ მაგ ბრძოლაში უკვე ლესტერიც ჩართულია რომელიც ჯერ მესამეზე იმყოფება, მაგრამ ბევრ ქულებს კარგავს ბოლო ტურებში, მე მაინც მგონია რომ ლესტერს ჩელსიც გადაუსწრებს და სულ ბოლო ტურებში შეიძლება ლივერპულმაც კი გაუსწროს, გააჩნია როგორ ითამაშებენ დარჩენილ შეხვედრებს, დღეს რომა-აიაქსის შეხვედრით დავიწყე, ოთხი მეოთხედფინალის პარიდან ყველაზე დაძაბული ეგ გამოვიდა ატვეტნი შეხვედრებიდან, ქონდათ ჰოლანდიელებს რეალური შანსები დაჟე ორი გოლის შეგდების, მაგრამ არ გაუმართლათ და მარტო ფრე ითამაშეს, ანგარიში 49 წუთზე ბრაინ ბრობიმ გახსნა, მერე მეორე გოლიც შეაგდეს მაგრამ მანამდე მხიტარიანზე იყო ფოლი და ვარის პავტორის შემდეგ არ ჩათვალა ეგ გოლი სუდიამ, 72 წუთზე ჯეკომ გაათანაბრა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, თუმცა ბოლო წუთამდე ქონდა აიაქს მეორე გოლის გატანის შანსები და მინიმუმ ოვერტაიმში თამაშის გადაყვანის, სლავია-არსენალის თამაშიც ვნახე, ატვეტნი მეოთხედფინალში არანაირი ბრძოლა არ გამოვიდა და უშანსოთ დამარცხდენ ჩეხები პრაღაში, ანგარიში 18 წუთზე გახსნა ნიკოლას პეპემ, 21 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლაკაზეტმა შეაგდო და ფაქტიურათ მანდ დასრულდა მთელი ინტრიგა უკვე, რახან ჩეხებს 3 გოლის გატანა ჭირდებოდათ, 24 წუთზე ბუკაიო საკამ მესამე გოლიც გაიტანა, მერე გადავახვიე და 77 წუთზე ლაკაზეტის დუბლი ვნახე და 4-0 გაიმარჯვა ადვილათ არსენალმა კლასის ხარჯზე ვიეზდზე სლავიამ კი ჩააგდო ეგ თამაში დაცვაში, ვილარეალი-დინამო ზაგრების შეხვედრაც ვნახე რახან არსენალს მარტო 25 წუთი ვუყურე მგონი ჯამში, მანდაც ყველაფერი მალევე გაირკვა, ანგარიში 36 წუთზე პაკო ალკასარმა გახსნა, უკვე ორი გოლის შეგდება ჭირდებოდა ზაგრებს, 43 წუთზე ჯერარდ მორენომ სამ ბურთამდე გაზარდა სხვაობა, მერე გადავახვიე და 74 წუთზე ორსიჩის გოლიც ვნახე, მეტი გოლები აღარ გასულა მაგ შეხვედრაში და 3-1 გაიმარჯვა ორი თამაშის აგრეგატით საკმაოთ ადვილათ ვილარეალმა, დარჩენილი მეოთხე ნახევარფინალის მინი მიმოხილვაც ვნახე, მანდაც უპრობლემოთ გაიმარჯვა მანჩესტერმა კლასის ხარჯზე გრანადასთან ორ ბურთიანი სხვაობით და 4-0 აგრეგატით, ნახევარფინალებში არსენალი ხვდება ვილარეალს მანჩესტერი კიდე რომას, შეიძლება ინგლისური ფინალიც კი ვიხილოთ

Link to comment
Share on other sites

დღეს საფრანგეთის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ლილი ლიდერობს 3 ქულიანი სხვაობით, მეორეზე ჯერ პარიზია, მესამეზე კი კარგ ფორმაში მყოფი მონაკო, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს ვუყურებ ალბათ შემდეგ ვიკენდამდე: ცოლფსბურგი-ბავარია, ჩელსი-სიტი ინგლისის თასის ნახევარფინალზე, ატლეტიკი-ბარსა ესპანეთის თასის ფინალზე, ნაპოლი-ინტერი,ატალანტა-უვე, სოსიედადი-სევილია, აიაქსი-ვიტესი, ფორმულა ერთის გრანპრიც ტარდება ამ ვიკენდზე და ტენისში მონტეკარლოს მასტერსებია საკმაოთ სტრანნი ნახევარფინალნი პარებით, რაც ჩვევია ხოლმე გრუნტოვი სეზონს ხანდახან

Link to comment
Share on other sites

დღეს ინგლისის თასის ნახევარფინალს ვუყურე 1080i-ში, უემბლიზე მაყურებლების გარეშე ჩელსი სიტის ხვდებოდა ფინალში გასასვლელათ, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, სიტის ეძინა მაგ თამასში და არ აქტიურობდენ დიდათ ატაკაში, რაც კარგათ გამოიყენა ჩელსიმ და თვითონ უფრო მეტი მომენტები შექმნეს მაინც ატაკაში, ანგარიში 55 წუთზე გახსნა ჰაკიმ ზიეშმა, მანამდეც ქონდა მომენტები ჩელსის და მერეც, ძალიან ინერტულათ თამაშობდა სიტი, ალბათ გადაღლილები იყვნენ მძიმე კალენდარით, თუმცა ანალოგიურ გრაფიკში თამაშობს ჩელსიც და ეგ გუნდიც გავიდა ლიგის ნახევარფინალში და ეხლა ინგლისის თასის ფინალში ლესტერს შეხვედრა უემბლიზე, მაგ გუნდმა 1-0 დაამარცხა საუტჰემტონი მეორე ნახევარფინალში, მიდვიკის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ბავარია-ლევერკუზენის და ნაპოლი-ლაციოს შეხვედრებს გადმოვწერ მარტო, ხუთშაბათამდე მაინც 6 თამაში კიდე მაქვს გადმოწერილი

Link to comment
Share on other sites

აუუუ ცუდი ამბებია ;დდდ ფეხბურთში

Link to comment
Share on other sites

რას გულისხმობ კოვიდს და ცარიელ სტატიონებს თუ რამე სხვას

Link to comment
Share on other sites

13 hours ago, George said:

რას გულისხმობ კოვიდს და ცარიელ სტატიონებს თუ რამე სხვას

არა სუპერ ლიგა

Link to comment
Share on other sites

ხო მაგაზე უკვე ლამის 10 წელია ლაპრაკობდენ, როგორც ჩანს გაეშვება ეგეთი ლიგა მაინც

Link to comment
Share on other sites

ეხლა გადავხედე და ვიკიში ჯერ-ჯერობით ესეთი რაღაცეები წერია მაგ ლიგასთან დაკავშირებით https://en.wikipedia.org/wiki/The_Super_League ეგ გუნდები თუ გამოეყო მართლა გატეხავს, თან ისეთი პრესტიჟული არ იყოს შეიძლება პირველ წლებში როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა ეხლა, რას გაიგებ მემგონი ცუდი იდეაა და ისევ ფინანსების თემა დგება პირველ პლანზე და ფეღბურთი მერე მოდის უკვე, მე რასაც ვუყურებ ინგლისური მდიდარი კლუბები უძახიან კიდე რამდენიმე სუპერკლუბს და იქმნება ცალკე ლიგა, ფურცელზე ეგრე გამოდის, უეფა რა თქმა უნდა სანქციებით ემუქრება მაგ კლუბებს, მანდვე წერია მაგის შესახებ, მოკლეთ დავუცადოთ და ვნახოთ რა გამოვა მაგ ყველაფრისგან, შეიძლება არც არაფერი, როგორც ყოველთვის რომც ჩატარდეს ეგეთი ტურნირი ყველაფერს დრო გვიჩვენებს გაამართლა თუ საერთოდ არა, შეიძლება რაღაც საშვალო გამოვიდეს, მე ვფიქრობ რომ არ ღირდა მაგის წამოწყება ვინც არ უნდა ითამაშოს და როგორც არ უნდა მოუხდეს ფინანსურათ მაგ კლუბებს მაგ ტურნირში მონაწილეობა, ფლორენტინო პერესი მიქარავს რაღაცეებს და შეიძლება არც არაფერი გამოუვიდეთ იტოგში, დავუცადოთ აბა რითი დასრულდება ეგ ყველაფერი

UEFA Congress condemns breakaway plans https://www.uefa.com/insideuefa/mediaservices/mediareleases/news/0268-1215f6bee879-def81eca96d8-1000--uefa-congress-condemns-breakaway-plans/

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვას ვუყურე გუშინ, მაგარი დაიძაბა ტიტულზე ბრძოლა მაგ ტურის შემდეგ, სრაზუ 4 გუნდი მონაწილეობს აქტიურათ ბრძოლაში და სხვაობა ლილს და ლიონს შორის მარტო 3 ქულა დარჩა, ვერცერთი ვერ გრძნობს თავს სამეულში კომფორტულათ, მეოთხეზე კი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ მოხვდები საფრანგეთიდან, მონაკო აჩვენებს ყველაზე სტაბილურ ფეღბურთს ბოლო ტურებში მაინც, ნანტი კი ალბათ გამოვარდება წელს მეორე დივიზიონში, დღეს ინგლისის მიმოხილვას ვუყურე, ისევ სეტანტას ტრანსლიაცია იყო ბლუყუნა რუსი კომენტატორით, შემოკლებული ტური იყო, მაგ ტურის შემდეგ მაურიონიო დაითხოვეს, ლივერპულმა ვერ შეძლო მეოთხე ადგილზე გასვლა ლიდსთან 1-1 თამაშის შემდეგ და ვესტ ჰემი რჩება ჯერ მეოთხეზე, თუმცა დაკარგული ქულებით უკვე ჩელსი უსწრებს, ლესტერიც ჩამოკიდებულია მესამეზე და ეგრე თუ გააგრძელებენ შეიძლება გამოვარდნენ ოთხეულიდან მალე, ესპანეთის თასის ფინალიც ვნახე, ისევ ატლეტიკი თამაშობდა მაგრამ ამჯერათ ბარსას ხვდებოდა, ერთი ფინალი მაგ გუნდმა წინა წლის უკვე წააგო სან სებასტიანთან 1-0, თუმცა მანდ გაცილებით მწარეთ დამარცხდენ უკვე, ბარსა მოშნათ უბერავდა ატაკაში, ეხება განსაკუთრებით მეორე ტაიმს, ანგარიში 60 წუთზე გახსნა გრიზმანმა მარტო, 63 დეიონგმა მეორე გოლიც შეაგდო, 68 წუთზე მესიმ მესამე გოლიც გაიტანა, მერე გადავახვიე და 72 წუთზე მესის დუბლიც ვნახე და 4-0 განადგურდა ატლეტიკი, ბარსას წელს დუბლის გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ გაუჭირდებათ ბოლო ტურებში სრაზუ ორივე მადრიდული კლუბის გადასწრება, ატალანტა-უვეს თამაშიც ვნახე, ეგ მარტო 720P რიპში დაიდო, ატალანტამ როგორც იქნა დაამარცხა უვე, თუმცა ბოლო წლებში რედკათ მარცხდებოდა მაგ გუნდთან და ძირითადათ ფრეს თამაშობდა, მაგარი უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში 87 წუთზე გახსნა რუსლან მალინოვსკიმ და 1-0 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში ატალანტამ და გადაუსწრო უვეს, მილანთანაც სულ ორი ქულითაა უკან ეგ გუნდი

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ ბოლო ინფოების მიხედვით სუპერლიგას ბევრი კლუბები გამოეყვნენო და არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ეგ ტურნირი დაკანსელდაო, ინტერი გასულა, ატლეტიკოც, როგორც ყველა პრემიერლიგის კლუბი, ეტყობა იქაც ბევრი ხვდებოდათ ტელევიზიიდან და კოვიდიც ადრე თუ გვიან დასრულდება ალბათ და დაბრუნდება მაყურებელი ტრიბუნებზე, ამიტომ ალბათ აღარ მოინდომეს გამოყოფა, თან არაფერ კარგს ეგ გამოყოფა ლონგ რანში არ მოუტანდათ, სტაბილურობას დაკარგავდენ და დახურული ლიგაც ცუდი იდეაა სპორტული თვალსაზრისით, კოვიდმა ბევრი სუპერკლუბი მაგრათ დაწია უკან, მაგრამ ეგ ფინანსური კრიზისი დროებითი მგონია მაინც, შეიძლება ყველაზე მეტათ რეალი და ბარსა ზარადლებოდა კოვიდის გამო და მაგიტომ გააქტიურდენ ისევე მაგ ლიგის შესაქმნელათ, სხვა კლუბები როგორც ჩანს ეგრე ცუდ დღეში არ არიან და ბოლო მომენტში გადაწყვიტეს არ გასულიყვნენ, ჩემი აზრით ეგ თუ ნაღდია სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რამდენიმე ბოლო ინფო მაგასთან დაკავშირებით:

https://www.bbc.com/sport/football/56823501

https://hypebeast.com/2021/4/european-super-league-officially-canceled-details

ბალელშიკებმა არ დაუჭირეს მხარი მაგ ფინანსურ პროექტს, რახან ბალელშიკისთვის ტრადიციებიც ბევრს ნიშნავს და მიხვდენ რომ არაფერი კარგი მაგითი არ გამოვიდოდა, ბოლომდე ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემი აზრით ეგ ტურნირი არ შედგება, ფიფამაც დაგმო ეგ იდეა, უეფამაც და ოლიმპიურმა კომიტეტმაც და კიდე ბევრი სპეციალისტი არ უჭერს მხარს და საკმაოთ ცნობილი სუპერკლუბებიც

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ ნაპოლი-ინტერის თამაში ვნახე, საკმაოთ დაძაბული და როვნი შეხვედრა გამოვიდა, ნაპოლი ცდილობს მეოთხე ადგილზე მოხვედრას, მაგრამ ჯერ-ჯერობით უჭირს რომელიმე გუნდის გამოგდება ოთხეულიდან, თუმცა ქულებით არც ისე შორსაა დაჟე მილანთანაც კი, 36 წუთზე გაიხსნა ანგარიში სამირ ჰანდანოვიჩის ავტოგოლის შემდეგ მცველმა რომ გააგდებინა ხელიდან უკვე დაჭერილი ბურთი, 55 წუთზე კრისტიენ ერიკსენმა შიკარნი გოლი გაიტანა ძლიერი დარტყმულის შემდეგ და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ალბათ არცერთი გუნდი არ იმსახურებდა მაგ თამასში გამარჯვებას და ბევრი აპასნი მომენტები არც შეუქმნიათ გატანილი გოლების გარდა, ვოლფსბურგი-ბავარიის თამაშიც ვნახე, ეგ მარტო 720P რიპში დაიდო, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა, ბავარიას ისევ ქონდა პრობლემები დაცვაში, მაგრამ მაინც მოახერხეს გამარჯვება, რახან თვითონ ვოლფსბურგმა დაუშვა სულელური შეცდომები დაცვაში, ნუ მცველებმაც თოხლეს და მეკარემაც განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ანგარიში 15 წუთზე გახსნა ჯამალ მუსიალამ, 24 წუთზე ერიკ ჩუპომოტინგმა მეორე გოლიც გაიტანა, 35 წუთზე ვუტ ვეგჰორსტმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა 37 წუთზე ისევ ჭამა ვოლფსუბრგმა დაცვაში და ჯამალ მუსიალამ დუბლი შეასრულა, 54 წუთზე მაქსიმილიან ფილიპმა ისევ გაქვითა ერთი გოლი, ვოლფსბურგი შეეცადა მესამე გოლის გატანას მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 3-2 გაიმარჯვა ბავარიამ მძიმე ბრძოლაში, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანი ნელ-ნელა კარგავს ბოლო ტურებში უპირატესობას ქულებში და თეორიულათ შეიძლება დაჟე მეექვსე ადგილზეც კი ამოყონ თავი, რახან კალენდარი საკმაოთ რთული აქვს, თან სასუოლოსთანაც წაუგიათ და ლაციოსაც ხვდებიან ბოლო 6 ტურში, უვესაც და ატალანტასაც, სამივე თამაში ვიეზდზე აქვთ ჩასატარებელი თან, ისედაც 4 შეხვედრა ვიეზდზე უნდა ჩაატარონ და თავის მოედანზე ორი გამარჯვებაც არ ეყოფათ ბენევონტოსთან და კალგარისთან სხვაგან თუ გაფლანგეს დობრათ ქულები, განსაკუთრებით ლაციოსთან და ატალანტასთან იქნება ძალზე მნიშვნელობანი კაკ მინიმუმ ფრე ითამაშონ ალბათ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ისე მეოთხე კი არა და შეიძლება მეხუთე ადგილიც არ ერგოთ ბოლო ტურის შემდეგ მანამდე კიდე თუ იქნებიან მეოთხეზე მაინც, ჯერ მეორეზე არიან მაგრამ ქულებით იგივე ნაპოლიმ ან ლაციომ შეიძლება თავისუფლათ გადაასწროთ, 3-4 ადგილიც მშვენიერი რეზულტატი იქნება წელს მილანისთვის, თუმცა ეგეთი პადხოდით უვეც გაჭირვებულ დღეშია და მაგ გუნდსაც შეუძლია ოთხეულიდან გამოვარდნა თუ ეგრე ფლანგეს ქულები, მაგრამ ბევრი რამე მაინც მილანის ხელშია მეორეზე თუ არა მეოთხეზე მაინც რომ დარჩნენ ჩემპიონატის დასრულებამდე, არ გამოვრიცხავ ბოლო ტურში ატალანტასთან თამაში შეიძლება გადამწყვეტიც კი არმოჩნდეს და რომელიმე გუნდს მარტო მოგება აწყობდეს ოთხეულში დარჩენისთვის

Link to comment
Share on other sites

საინტერესო სტატიაა უვეს პრეზიდენტზე https://www.eurosport.ru/football/serie-a/2020-2021/story_sto8284954.shtml მე მაინც ვფიქრობ რომ არაფერი გამოუვათ მაგ სუპერლიგის თაობაზე და ვერ შეძლებენ ეგრე ადვილათ 12-16 სუპერკლუბის გადაყვანას მაგ ტურნირში

აბრამოვიჩს ვითომ არ ცოდნია თავიდან რომ ბალელშიკები ეგეთ უარზე იქნებოდნენ და მაგის გამო გამოვიდაო ჩელსი მაგ ტურნიდან მალევე https://www.eurosport.ru/football/premier-league/2020-2021/story_sto8284064.shtml ჩემი აზრით მანდ უფრო სერიოზულ სანქციებთან ქონდათ საქმე და ყველაფერი რომ აწონ-დაწონეს ჩათვალეს რომ არ ღირდა თავის ატკივება ზედმეტი მილიონების გამო რაც ერგებოდა მაგ სუპერკლუბებს მაგ ტურნირიდან და ეხლა ვერ აკეთებენ თუნდაც, მე რატომღაც ვფიქრობ რომ ამ კრიზისის პერიოდში ვერც მანდ გააკეთებდენ გაცილებით მეტს, მითუმეტეს უეფადანაც გააძევებდენ მანდ მოთამაშე ფეღბურთელებს და ალბათ ფიფადანაც, მაგი ბევრს არ მოეწონებოდა და დატოვებდა მაგ სუპერკლუბებს, მოკლეთ ისევ უეფა-ფიფაში დარჩენა ამჯობინეს და ყველა ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა მაგ კლუბებმა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, დორტმუნდი უკვე ვეღარ მოხვდება ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში, ძალიან ბევრი ქულები უნდა დაკარგოს აინტრახტმა ან ვოლსბურგმა რომელიმეს რომ გადაუსწროს ქულებით დორტმუნდმა, შემცირება შეუძლია სხვაობის, მაგრამ რამდენიმე ქულა ალბათ არ ეყოფა იტოგში, მითუმეტეს ჰოლანდს მაინც ყიდიან მგონი ჩელსიში, ბავარია კი სულ მალე გაინაღდებს ჩემპიონობას, სან სებასტიანის და სევილიას თამაშიც ვნახე, ეგ 720P რიპში დაიდო მარტო, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, სებასტიანს უკვე მოგებაც არ უშველიდა სევილიას რომ დაწეოდა, მაგრამ ექვსეულიდან შეიძლება გამოვარდნილიყო რომ წაეგოთ, სევილიას ქონდა სულ მცირე უპირატესობა, ანგარიში 5 წუთზე გახსნა კარლოს ფერნანდესმა, 22 წუთზე ფერნანდომ გაათანაბრა ანგარიში, 24 წუთზე იუსიფ ელ ნესირიმ მეორე გოლიც შეაგდო, ბასკები ბევრი ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას მაგრამ დამარცხდენ და სევილია აგრძელებს ფორმალურათ ჩემპიონობაზე ბრძოლას, 6 ქულაა სხვაობა ატლეტიკოს და მაგ გუნდს შორის და მარტო 3 ქულით ჩამორჩებიან რეალს, აიაქსის და ვიტესის თამაშიც ვნახე ჰოლანდიის კუბოკის ფინალზე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა და ვიტესმა ბოლო წუთებამდე შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, 23 წუთზე რაინ გრავენბერხმა გახსნა ანგარიში, 30 წუთზე ლოის ოპენდამ გაათანაბრა ანგარიში, 86 წუთზე გრუბი პადკატის გამო იაკობ რასმუსენი გააძევა სუდიამ, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო დავიდ ნერესმა მეორე გოლიც შეაგდო და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა აიაქსმა, რომელსაც კარგი რეკორდი ბოლო წლებში არ ქონია კუბოკზე, წელს კი ჩემპიონატსაც მოიგებენ რიგით 20 კუბოკის გარდა, ორი შეხვედრა კიდე მაქვს გადმოწერილი მიდვიკზე რაც ჩატარდა და ვნახავ ხვალ დილისკენ მაგეებსაც

Link to comment
Share on other sites

European Super League: Prince William 'glad united voice of fans has been heard' - as only three clubs left in project https://news.sky.com/story/juventus-chairman-says-european-super-league-can-no-longer-go-ahead-12282396#:~:text=This means that just three,and Barcelona and Italy's Juventus. ნუ ღრმა ანალიზი გაკეთდა და უარი თქვა 12-ან 9 გუნდმა, დარჩა უვე,რეალი და ბარსა, მეეჭვება მაგ სამმა გუნდმა ცალკე ტურნირი ჩაატაროს, სასაცილოა სხვა თუ არაფერი, მაგრამ 12 გუნდი თუ მოგროვდებოდა პრობლემები შეექმნებოდა უეფას, მაგრამ სანქციებმა და ფანების პროტესტებმა ალბათ თავისი ქნეს და გადაიფიქრა უმრავლესობა კლუბებმა მანდ მონაწილეობა, შეიძლება აღარც დაბრუნდნენ შემდგომშიც, მაგრამ შემოსავლების გაზრდა რომ უნდათ მაგ კლუბებს ეგ ფაქტია და გამოყოფაც უფრო ფინანსების გამო უნდოდათ ვიდრე სხვა რაღაცის, სპორტული ინტერესი მანდ მეორე პლანზე გადადის დახურული ტურნირის გამო, სულ ერთიდაიგივე გუნდები მიიღებდენ მონაწილეობას და არც გამოვარდნა ემუქრებოდათ, მოკლეთ მაგარი ნიტო პონტია და მალევე ამოვიდოდა ყელში სუპერკლუბების ერთმანეთთან რეგულარულათ თამაში, მანდ ბევრი რამე შეიცვლებოდა, მათ შორის ნაციონალური გუნდების შემადგენლობაც ალბათ თუ ბანს დაადებდენ ყველა მაგ მოთამაშეებს და კლუბებს, რავიცი ფანებს ეგეთი რამე ნამდვილათ არ აწყობდათ, ფანებს კიდე ნელ-ნელა დააბრუნებენ სტადიონებზე, ვინც აცრილია განსაკუთრებით მაგათ შეეძლებათ მასკებით მოსვლა ტრიბუნებზე, მაგრამ სავსე სტადიონები ჯერ კარგა ხანს არ იქნება, შეიძლება 2-3 წელიც კი მინიმუმ კოვიდის გამო 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვას ვუყურე, ატლეტიკო ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს პირველ ადგილს მაგრამ მილანის არ იყოს ლიგაზე ბრძოლისთვის, სხვა გუნდები უკვე საკმაოთ მიუშვა ახლოს, განსაკუთრებით ბარსა და რეალი, რახან სევილია მაინც 6 ქულით ჩამორჩება მატრასნიკებს, ამიტომ ტიტულზე წელს საკმაოთ სერიოზული ბრძოლა მიდის ბოლო ტურებში, როგორც ალბათ პრიმერაში დარჩენაზე, ბავარია-ლევერკუზენის თამაშიც ვნახე, ისევ 720P გაცვეთილ რიპში დაიდო ეგ შეხვედრაც, ბავარიას დიდათ არაფერი ჭირდებოდა მაგ შეხვედრაში, რახან კარგი ფორა ქონდათ, ლევერკუზენს კი ალბათ მოგებაც აღარ უშველიდა ოთხეულში დასაბრუნებლათ,  ბავარიამ ავდილათ გაიმარჯვა საკმაოთ, 7 წუთზე ჩუპო მოტინგმა გახსნა ანგარიში, 13 ჯოშუა კიმიხმა და მერე აღარ მოუკლიათ თავი და 2-0 გაიმარჯვეს, ნაპოლი-ლაციოს შეხვედრაც ვნახე, ეგ უფრო საინტერესო თამაში გამოვიდა დობრათ გოლებით, ლაციოს გაძვრა სული დაცვაში და შიკარნი გოლები გაქონდა ნაპოლის, სუდიამ 7 წუთზე პენალტი დანიშნა რომელიც ინსინემ შეაგდო, 12 წუთზე მატეო პოლიტანომ მეორე გოლიც გაიტანა, 53 წუთზე ლორენცო ინსინემ მესამე გოლიც თხარა, მერე გადავახვიე და დრის მერტენსის გოლიც ვნახე 65 წუთზე, 70 წუთზე იმობილემ გაქვითა ერთი გოლი, 74 წუთზე სავიჩმა შტრაფნოიდან შეაგდო და 4-2 გახდა ანგარიში, თუმცა ვეღარ შეძლო ლაციომ მესამე გოლიც შეგდებაც და ბოლოს ოსინხენმა შეაგდო 80 წუთზე და 5-2 განადგურდა ლაციო, თეორიოლი შანსები ლიგაზე გასვლის კიდე რჩებათ თუ მილანს დაამარცხებენ ორშაბათს და ტორინოს მოუგებენ გამოტოვებულ შეხვედრაში, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს ვუყურებ ალბათ ოთხშაბათამდე: ვესტ ჰემი-ჩელსი, სიტი-ტოტენჰემი ინგლისის ლიგის თასის ფინალზე, რეალი-ბეტისი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი, ლიონი-ლილი, ლაციო-მილანი

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-1080P-HDTVRip 720P-ში, ჯერ იტალიის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, მილანმა ისევ წააგო სასუოლოსთან და გაირთულა საქმე ლიგის საგზურებზე ბრძოლაში, რახან დაჟე 5 ადგილზე მყოფი ნაპოლი მარტო 3 ქულით ჩამორჩება უკვე და მილანს ვიეზდზე ლაციოასთან,უვესთან და ატლანტასთან აქვს სათამაშო 6 შეხვედრაში, თან 4 შეხვედრა ვიეზდზე აქვს და მარტო 2 თავის მოედანზე დარჩენილი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარი მილანს აქვს ექვსეულის კლუბებიდან, რომა და ლაციო მეეჭვება, მაგრამ სხვა გუნდებმა შეიძლება ყველამ გადაუსწროს მაგ 6 ტურის შემდეგ მაინც, ანუ ბოლო ტურში ატალანტასთან თამაშობენ ვიეზდზე და მანდ შეიძლება მარტო მოგება აწყობდეთ უკვე ლიგაზე მოსახვედრათ, ტორინო კი ნელ-ნელა გამოძვრა გავარდნის ზონიდან, კალგარი კი ებღაუჭება ბოლო შანსებს და აქვთ კიდე კარგი შანსები დარჩენის, ვესტ ჰემი-ჩელსის ლონდონური დერბიც ვნახე, ისევ ოკოსპორტის 1080P 50fps ტრანსლიაცია იყო ელაგინის კომენტარით, საკმაოთ უპორნი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ჩელსი მანდაც ფლობდა გარკვეულ უპირატესობას და გაუჭირდა ვესტ ჰემს აპასნი მომენტების შექმნა, ანგარიში 43 წუთზე გახსნა ტიმო ვერნერმა, 81 წუთზე სუდიამ ფაბიენ ბალბუენა გააგდო, უბრალოთ არ გაუმართლა და მწარეთ მოთელა ჩელსის იგროკი ბურთის ვინოსის დროს რომ მოცურდა და ვარის პავტორის შემდეგ წითელი აჯახა სუდიამ, მეტი გოლები აღარ გასულა და 1-0 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში ჩელსიმ და 3 ქულით გაუსწრო ვესტ ჰემს, ჩელსის მეორე შანსიც რჩება ჯერ კიდევ ლიგაზე გასვლის შემდეგ სეზონში, თუ გამოვარდნენ ოთხეულიდან მაშინ ლიგაში უნდა გაიმარჯვონ ფინალში, რაც კიდე უფრო რთული იქნება ალბათ, თან რეალს ან მოუგებენ არ ვერა დაჟე კარგი დაცვითაც კი, მეორე მხრივ ევერტონსაც კი რჩება ლიგაზე გასვლის შანსები, განსაკუთრებით გამოტოვებულ შეხვედრაშიც თუ გაიმარჯვებენ და 3 ქულამდდე შემცირდება ჩელსისთან სხვაობა, ლივერპულიც 4 ქულით აგებს მარტო ჯერ, ლესტერმა დროებით ამოისუნთქა მაგ რეზულტატის შემდეგ და აქვს კიდე კარგი ფორა დარჩენილი ოთხეულში დასარჩენათ, ვოლფსბურგი-დორტმუნდის თამაშიც ვნახე, ეგ 720P რიპში დაიდო მარტო, სხვათაშორის დორტმუნდმა თითქმის იდეალურათ ითამაშა დაცვაში და ატაკაშიც ნორმალურათ უბერავდენ, მარტო მოგება ჭირდებოდა დორტმუნდს, ვოლფსბურგს რომ მოეგო ფაქტიურათ გაინაღდებდენ ლიგის საგზურს უკვე, უკვე 12 წუთზე გახსნა ანგარიში ერლინ ჰოლანდმა, 59 წუთზე სუდიამ მეორე ყვითელის შემდეგ ჯუდ ბელინგემი გააგდო მოედნიდან, 68 წუთზე სწრაფი კონტრ ატაკის შემდეგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა ყველა რომ უკან ჩამოიტოვა, ბურთით უფრო სწრაფათ გარბოდა ვიდრე ვოლფსბურგის მცველები ბურთის გარეშე, მეტი გოლები აღარ გასულა და კომფორტულათ გაიმარჯვა დორტმუნდმა 2-0 და აგრძელებს რეალურ ბრძოლას 3 დარჩენილ ტურში ლიგის საგზურზე, მარტო 2 ქულით უგებს უკვე ვოლფსბურგი და 1 ქულით ფრანკფურტი, სამივე გუნდს როვნი კალენდარი აქვს, მაგრამ ისეა შედგენილი რომ ვიღაცა უეჭველი დაკარგავს ქულებს მაგ სამიდან და ალბათ ეგ გუნდი გამოვარდება ოთხეულიდან

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ ესპანეთის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, ჯერ კიდევ სამი გუნდი აგრძელებს მაგ ტურის შემდეგ ტიტულზე აქტიურათ ბრძოლას და სხვაობა ქულებში საკმაოთ მცირეა, ანუ რამდენიმე ჩავარდნა და ალბათ ვეღარ გახვალ უკვე პირველზე, მეოთხე ადგილი კი სევილიას აქვს განაღდებული, თუმცა რომელიმე გუნდმა თუ დაატორმუზა სერიოზულათ სევილიას შეუძლია დაეწიოს ქულებით და მესამეზეც გავიდეს მინიმუმ, ინგლისის ლიგის თასის ფინალიც ვნახე უემბლიზე, ამჯერათ სიტი ხვდებოდა ტოტენჰემს, 8000 კაცი დაესწრო მაგ თამაშს, საკმაოთ დაძაბული და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, რაც ხშირი მოვლენაა კუბკოვი ფინალებში, ტოტენჰემს არ უთამაშია ცუდათ დაცვაში, მაგრამ ატაკაში ბევრი მომენტები არ შეუქმნიათ, ერთადერთი გოლი 82 წუთზე ამერიკ ლაპორტმა გაიტანა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა სიტიმ, ტოტენჰემი კი შეიძლება ევროპალიგაზეც ვერ მოვხდეს ეგეთი ფორმით შემდეგ სეზონში, ჯერ-ჯერობით მეშვიდეზე მიდიან ჩემპიონატში და დაკარგული ქულებით მერვეზე, რეალი-ბეტისის თამაშიც ვნახე, ეგეც მარტო 720P რიპში დაიდო, საკმაოთ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ბეტისმა რეალს და ძალიან არ დაჩაგრულა მაგ შეხვედრაში, რეალმა კი ისე კარგათ ვერ ითამაშა ატაკაში და სულ ორი საგოლე მომენტი შექმნეს მგონი, 0-0 დასრულდა ეგ თამაში და ისევ მეორეზე გადავიდა ბარსა და გაუსწრო 1 ქულით რეალს, ატლეტიკო კი 3 ქულით უგებს 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, დორტმუნდი ბოლო შანსებს ებღაუჭება ოთხეულში დაბრუნების, სხვათაშორის შეამცირეს საკმაოთ სხვაობა ფრანკფურტთან და ვოლფსბურგთან, თუმცა დარჩენილია მარტო 3 შეხვედრა და მაინც 1-2 ქულა შეიძლება არ ეყოთ და ვერ შევარდნენ ბოლო მომენტში ოთხეულში, კიოლნიც ცდილობს ბუნდერლისგაში დარჩენას, თუმცა დაჟე გერტას რჩება შანსები 3 გამოტოვებული თამაშით ვიღაცა გამოაგდოს და თვითონ დარჩეს პირველ ბუნდერსლიგაში, არ გამოვრიცხავ პერეიგროვკაში წელს ჰამბურგს შეხვდეს რომელიმე 18 ადგილზე გასული გუნდი, შალკე კი 30 წლის მანძილზე პირველათ გამოვარდა მეორე ბუნდერსლიგაში, ლაციო-მილანის თამაშიც ვნახე, ისევ გაძვრა მაგ თამასში დაცვაში სული მილანს, ეგეთი ფორმით ყველაზე ნაკლები შანსები აქვთ ოთხეულში დარჩენის ბოლო 5 დარჩენილ ტურში, დაჟე ვიტყოდი რომ ბოლო ტურში შეიძლება მოგებამაც კი აღარ უშველოთ უკვე ატალანტას მოედანზე, მითუმეტეს მანამდე უვეს მოედანზეც აქვთ თამაში ჩასატარებელი და მანდ ბევრი რამე გადაწყდება მემგონი უკვე, ლაციოს კი ბოლო შანსები ქონდა ლიგის საგზურებზე აქტიური ბრძოლის გადაგრძელებლათ, თუმცა გამოტოვებულ შეხვედრას ტორინოსთან მარტო 18 მაისს ჩაატარებენ და მანამდე შეიძლება ბევრი რამე გაირკვეს უკვე, ანგარიში ხოაკინ კორეამ უკვე 2 წუთზე გახსნა, კიდე ერთი გოლი შეაგდო ლაციომ მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს პირველი ტაიმის ბოლოს, 51 წუთზე კორეამ დუბლი შეასრულა, 87 წუთზე ჩირო იმობილემ მესამე გოლიც შეაგდო და 3-0 განადგურდა მილანი და ფორმალურათ გამოვარდნენ ოთხეულიდან უკვე ბურთების სხვაობით, უვესთან თუ დამარცხდებიან უკვე ქულებითაც უკან იქნებიან ნაპოლისთან და უვესთან, ატალანტას კი უკვე ჩამორჩნენ 2 ქულით, ანუ 2 ადგილიდან პირდაპირ მეხუთეზე ისკუპეს მაგ წაგების შემდეგ, 5 შეხვედრიდან ჩემი აზრით 3 მინიმუმ უნდა გაიმარჯვონ და ერთი ფრე ჭირდებათ, ისე არა მგონია ოთხეულში დარჩნენ წელს უკვე, რეალი-ჩელსის ნახევარფინალიც ვნახე ლიგაზე, მურტლათ წვიმდა რეალის ზაპასნოი მოედანზე, მაგ სტადიონს არ დაუშვებდა ალბათ უეფა მაყურებლები რომ ესწრებოდნენ ტრიბუნებზე, ჩელსიმ საკმაოთ კარგათ ითამაშა ისევე დაცვაში და ატაკაშიც ქმნიდა მომენტებს პირველ ტაიმში, ანგარიში 14 წუთზე კრისტიან პულისიჩმა გახსნა, მეორე გოლის გატანაც შეეძლო თავისუფლათ ჩელსის, მაგრამ ვერნერმა ისევ გამაზა კარგი შანსი, 29 წუთზე ბენზემამ გაათანაბრა ანგარიში, მერე უფრო როვნი თამაში მიდიოდა მაგრამ შექმნილი მომენტებით ჩელსი იყო მაინც წინ მაგ შეხვედრაში და 1-1 დასრულდა პირველი თამაში, ყველაფერი ლონდონში გადაწდება ისევ მაყურებლების გარეშე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-HDTVRip 720P-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, მილანი გამოვარდა ფორმალურათ უკვე ოთხეულიდან თუმცა სრაზუ უვეს ნაპოლის და მილანს თანაბარი ქულები აქვთ მაგ ტურის შემდეგ დაგროვილი და ყველაფერი ბოლო რამდენიმე ტურში გადაწყდება ვინ გავა ლიგაზე და ვინ ევროპალიგაზე მაგ გუნდებიდან, მეორეზე კი უკვე ატალანტაა, ინტელი კი სულ მალე გაინაღდებს უკვე ოფიციალურათ ჩემპიონობას, კალგარი ცდილობს გადარჩენას და კარგი შანსები აქვს უკვე, პსჟ-სიტის ნახევარფინალიც ვნახე ლიგაზე, პარიზელებს ცუდათ არ უთამაშიათ, მაგრამ არ გაუმართლათ მაგ შეხვედრაში და სულელური გოლები გაუშვეს, ზაშიტამ და მეკარემ თოხლა პირველ რიგში, ორივე გოლი მაგათ კისერზეა, მბაპეს კი ტრამვის შემდეგ დიდათ არაფერი უჩვენებია ატაკაში, სიტი ფლობდა მაინც გარკვეულ უპირატესობას მაგ შეხვედრაში, ანგარიში 15 წუთზე მარკინიოსმა გახსნა, მაგრამ მერე ვეღარ შეძლეს მეორე გოლის შეგდება, 64 წუთზე დებრუინემ გაათანაბრა ანგარიში, მანდ მეკარე შეცდა და არ ადევნებდა ბურთს თვალს, 71 წუთზე რიად მარეზმა მეორე გოლიც შეაგდო შტრაფნოი უდარიდან, მანდ დაიშალა სტენკა და ადვილათ შეძლო მარეზმა გოლის შეგდება, მეკარემაც ვერ გამოიცნო საით წავიდოდა ბურთი, 77 წუთზე გრუბი პადკატის გამო იდრისა გუიე გააძევა სუდიამ მოედნიდან და 2-1 გაიმარჯვა სიტიმ, პარიზს მცირე შანსები რჩება ფინალში გასვლის წელს, მაგრამ მბაპე თუ იქნება ფორმაში რაღაცა შეიძლება გამოუვიდეთ ნეიმართან ერთად, ან სიტიმ თუ ჩააგდო თამაში დაცვაში, ლიონი-ლილის თამაშიც ვნახე, ეგ შეხვედრა მარტო 720P რიპში დაიდო, საკმაოთ საინტერესო და დრამატიკული შეხვედრა გამოვიდა, ლილმა ფაქტიურათ წაგებული თამაში შემოატრიალა, ლიონმა კარგათ დაიწყო ეგ შეხვედრა, სლიმანიმ ჯერ კარგი მომენტი გამაზა, მაგრამ მეორე პაპიტკიდან უკვე გაიტანა 20 წუთზე გოლი უფრო რთული პოზიციიდან, 35 წუთზე ფონტემ ავტოგოლი შეაგდო და უკვე 2-0 იგებდა ლიონი, მარტო მოგება აწყობდა მაგ გუნდს და მაქსიმალურათ დაიძაბებოდა მაშინ ჩემპიონობაზე ბრძოლა და თვითონ ლიონსაც კარგი შანსები დარჩებოდა ბოლო 4 ტურში, 45 წუთზე ბურაკ ილმაზმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა, 60 წუთზე ჯონათან დევიდმა მეორე გოლიც გაიტანა, 85 წუთზე ბურაკ ილმაზმა დუბლი შეასრულა შტრაფნოიდან რომ შეაგდო და 3-2 გაიმარჯვა ლილმა მძიმე ბრძოლაში და დაიბრუნა ისევ პირველი ადგილი თუმცა 1 ქულით ჩამორჩება მარტო პარიზი და 4 თამაში კიდე აქვთ ჩასატარებელი, მონაკოსაც კარგი შანსები რჩება ჩემპიონობაზე ჯერ, ლიონი კი უკვე 4 ქულით ჩამორჩება მაგ გუნდს და გაუჭირდება ლიგაზე მოხვედრა უკვე, დღეს ევროპალიგის ნახევარფინალებია და ვნახავ მაგ შეხვედრებსაც, 4 გუნდიდან 3 ლიგაზე მოხვედრის შანსები აქვს თუ მოიგებენ მაგ ტურნირს, მარტო მანჩესტერი გადის თავის ჩემპიონატიდან ლიგაზე მაგ ოთხეულიდან, თუმცა არა მგონია მაგის გამო არ მოინდომონ მაგ ტურნირში გამარჯვება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.