Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს გერმანიის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ლევერკუზენი ცოტათი მოსულიერდა მაგრამ დაჟე მეექვსე ადგილამდეც ვერ ავიდა ჯერ, ნამეტარი ცუდათ ჩაატარეს სეზონის პირველი ნახევარი და მაგიტომ, ლეიპციგი კი არ აპირებს მეორე ადგილის დაკარგვას და 5 ქულით ჩამორჩება მარტო ბავარიას, ალბათ პირველ რიგში დორტმუნდს უტყდება ეგ ამბავი რომელიც აგრეთვე მოვიდა ფორმაში და მესამე-მეოთხე ადგილზე მჭიდროთ დგას უკვე და აღარ კარგავს დიდათ ქულებს ბოლო ტურებში, წელს მაგარი ბრძოლა მიდის ისე 3-4 ადგილებისთვის ლიგის საგზურებზე, დღეს ლიგის 1/8 ფინალები დაიდება კიდე და გადმოვწერ ხვალ დილისთვის

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანიის მიმოხილვა ვნახე ინგლისური კომენტარით, ატლეტიკო რაღაც ათამაშდა ბოლო ტურებში მაგრამ მაინც ჯერ ვერ დაეწია სევილიასაც კი, სევილიამ კი პირიქით ცოტათი დაატორმუზა, გრანადაც ცდილობს გამოძვრეს პადვალიდან და არ გავარდეს მეორე დივიზიონში, შიკარნი იგრები იყო მართლა გუშინ ლიგაზე, ორ შეხვედრაში 14 გოლი მაგ სტადიაზე რედკათ გადის, ჯერ სიტის-მონაკოს თამაშს ვუყურე, შიკარნი ფეღბურთი გამოვიდა დობრათ მომენტებით, დაცვაშიც ბევრი შეცდომები დაუშვა ორივე გუნდმა, თუმცა ატაკაც კარგათ უბერავდა, 26 წუთზე გახსნა ანგარიში სტერლინგმა, 32 წუთზე ფალკაომ გაათანაბრა ანგარიში, 40 წუთზე მბაპემ მეორე გოლიც შეაგდო და ცუდ დღეში ჩავარდა სიტი, ფალკაომ პენალტი ვერ შეაგდო და შეიძლება ეგ გოლი დააკლდეს კაკრაზ მონაკოს შემდეგ სტადიაში გასვლისთვის, 58 წუთზე აგირომ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ისევ თოხლეს დაცვაში და 61 წუთზე ფალკაომ დუბლი შეასრულა შიკარნი გოლით და 3-2 იგებდა ისევ მონაკო, მერე რაღაც დურაკული შეცდომები დაუშვა მონაკოს ხორვატიელმა მეკარემ, ჯერ 71 წუთზე აგირომ დუბლი შეასრულა, 77 წუთზე სტოუნსმა მეოთხე გოლიც შეაგდო, 82 წუთზე კი სანემ მეხუთე გოლიც გაიტანა და 5-3 გაიმარჯვა სიტიმ თუმცა შეეძლოთ საერთოდ წაეგოთ ეგ თამაში, ორი გოლი ფაქტიურათ აჩუქა სუბასიჩმა, ეგეთ გოლებს მე ვიჭერდი სკოლაში ფეღბურთს რომ ვთამაშობდი ლოლ ირლანდიაში, განსაკუთრებით მესამე გოლი არ უნდა გაეშვა აგირომ რომ დაარტყა, თუმცა გარკვეული შანსები მონაკოს მაინც რჩება თუ 2 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვებენ ატვეტნი შეხვედრაში, ლევერკუზენი-ატლეტიკოს თამაშიც საკმაოთ საინტერესო გამოვიდა, მანდაც ბევრი შეცდომები დაუშვეს დაცავაში, 17 წუთზე გახსნა საულმა ანგარიში კარგი დარტყმულით, 25 წუთზე გრიზმანმა მეორე გოლიც გაიტანა, 48 წუთზე ბელარაბიმ ერთი ბურთი გაქვითა, 58 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა და გამეირომ მესამე გოლიც შეაგდო, 67 წუთზე სავიჩმა თავის კარებში ჩაჭრა ბურთი და 3-2 გახდა ანგარიში, თუმცა ბოლოს ისევ გაუშვეს გერმანელებმა და 86 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ტორესმა მეოთხე გოლიც შეაგდო და 4-2 დასრულდა ეგ თამაში და ატვეტნი შეხვედრას ალბათ აღარც გადმოვწერ მაგ პარის, დღევანდელი შეხვედრებიც დაიდება მალე და გავუშვებ გადმოსაწერათ მაგეებსაც

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, მონაკო ინარჩუნებს ისევ 3 ქულიან უპირატესობას, თუმცა ნიცამ გაიმარჯვა და დაეწია პსჟ, ლიონი წელს მარტო ევროპალიგაზე გავა მეოთხე ადგილიდან, თუმცა ბიუჯეტით მონაკოს არ ჩამოუვარდება ეგ გუნდი, პორტო-უვეს თამაშიც ვნახე, ჩაისვარეს მაგარი პორტუგალიელებმა, 27 წუთზე ალექს ტელესი გააგდო სუდიამ, ვერ მოთოკა ნერვები და 2 წუთში ორი ყვითელი კარტოჩკა აიკიდა, მანამდე როვნი თამაში მიდიოდა მაგის შემდეგ კი უკვე დიდი უპირატესობა ქონდა უვეს, ანგარიში პიაცამ გახსნა 72 წუთზე, 74 წუთზე კი დანი ალვესმა მეორე გოლიც შეაგდო, ორივე იგროკი ალეგრიმ ზამენაზე გამოუშვა, პორტოს ფაქტიურათ ერთი აპასნი მომენტიც არ ქონია, დაჟე უვეს მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, დასრულებულია მაგ პარაშიც ინტრიგა და ატვეტნი შეხვედრას მარტო მიმოხილვის სახით ვნახავ ალბათ, სევილია-ლესტერის თამაშიც ვნახე, ეგ ყველაზე უინტერესო შეხვედრა გამოვიდა მემგონი აქამდე ჩატარებული 1/8 ფინალებიდან, დაჟე ბენფიკა-დორტმუნდის თამაშიც კი ჯობდა მემგონი მაგ შეხვედრას, სევილია საკმაო უპირატესობას ფლობდა მაგრამ ვერ გამოიყენეს კარგი მომენტები და მათ შორის პენალტიც გამაზეს 14 წუთზე კორეამ რომ ვერ გაიტანა, ანგარიში 25 წუთზე სარაბიამ გახსნა, 62 წუთზე კორეამ მეორე გოლიც შეაგდო, მერე რატომღაც მოდუნდა სევილია ლესტერს რომ არაფერი გამოსდიოდა ატაკაში და დაისაჯნენ კიდეც, 73 წუთზე ვარდიმ გაქვითა ერთი გოლი და 2-1 დამარცხდა მარტო ლესტერი, ფავორიტი მაინც სევილია რჩება მაგრამ გარკვეული შანსები ლესტერსაც ექნება ინგლისში, დაჟე 1-0 რომ გაიმარჯვონ ეყოფათ, ფენეხბარჩე-კრასნოდარის და ზენიტი-ანდერლეხტის შეხვედრებიც გადმოვწერე ევროპალიგაზე და ხვალე ჩავუჯდები

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ფენეხბარჩე-კრასნოდარის თამაში ვნახე, თურქებმა ვერაფერი აჩვენეს დიდათ სტამბულში, ანგარიში უკვე 7 წუთზე გახსნა სმოლოვმა, 41 წუთზე სოუზამ გაათანაბრა ანგარიში მაგრამ თურქებს კიდე ორი გოლის გატანა ჭირდებოდათ, მეორე ტაიმში ბევრი ვერაფერი აჩვენეს ატაკაში და ძალზე დიდი უპირატესობაც არ ქონიათ, კრასნოდარსაც არ მოუკლია დიდათ თავი ატაკაში თამაშით და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ზენიტი-ანდერლეხტის თამაშიც ვნახე, მანდ უფრი უპორნი შეხვედრა გამოვიდა, 24 წუთზე გახსნა ანგარიში ჯულიანომ, ანდერლეხტი საკმაო პრავალებით თამაშობდა დაცვაში და რუსებს სამ გოლზე მეტის გატანაც შეეძლოთ, უბრალოთ ყველა მომენტები ვერ გამოიყენეს, 72 წუთზე ძიუბამ მეორე გოლიც შეაგდო, 78 წუთზე კი ჯულიანომ დუბლი შეასრულდა და უკვე ანდერლეხტი ვარდებოდა, თუმცა მერე დაწყნარდენ რუსები და დაისაჯნენ კიდეც, ბოლო წუთი რომ დაიწყო შვედმა ლეგიონერმა ტელინმა გაქვითა ერთი გოლი და 3-1 ანგარიშით დასრულდა ეგ შეხვედრა რაც საკმარისი იყო ბელგიური კლუბისთვის, ზენიტმა ისე პირველი თამაში ჩააგდო თორე მეორეში საკმაოთ კარგათ ითამაშეს ეგ გოლი რომ არა ბოლო წუთზე, დაცვაში მაინც აქვს პრობლემები მაგ გუნდს, ატაკაში თამაში უფრო კარგათ გამოსდით ხოლმე როგორც ჩახტიორს, ევროპალიგის მიმოხილვაც ვნახე, აი ასეთი რეზულტატები დაფიქსირდა სხვა პარებში http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2017/matches/index.html#rd/2000793/2 ეს კი 1/8 ფინალის კენჭისყრა:

http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2017/matches/index.html#dw/1065 მაქედან 2 თამაშს მაინც გადმოვწერ ოთხს თუ არა, ლიონი-რომა და შალკე-მიუნხენგლადბახი ჩანს საინტერესო, სელტა კრასნოდარიც არ უნდა იყოს ცუდი თამაში და ოლიმპიაკოსი-ბეშიკტაში, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ამ თამაშებს გადმოვწერ: ნაპოლი-ატალანტა, გერტა-აინტრახტი, ინტერი-რომა, მანჩესტერი-საუტჰემტონი ინგლისის ლიგის ფინალზე, მარსელი-პსჟ, ატლეტიკო-ბარსა და შეიძლება ვილარეალი-რეალიც ვნახო, რეალს ისე წაუგია ვალენსიასთან გამოტოვებულ შეხვედრაში და ცოტა უფრო დაიძაბა სიტუაცია პრიმერაში, თუმცა კიდე ერთი თამაში აქვთ სათამაშო დეპორტივოსთან 

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ გერტა-აინტრახტის თამაში ვნახე, მაგარი მძიმე საყურებელი თამაში გამოვიდა ფიზიკური დაცვითი ტაქტიკით, ანგარიში იბისევიჩმა გახსნა 52 წუთზე, 78 წუთზე სეფეროვიჩი გააძევა სუდიამ და გერტამ მეორე გოლის შეგდებაც მოასწრო, 83 წუთზე დარიდამ გაიტანა და 2-0 გაიმარჯვა გერტამ, ბოლო შეხვედრებში პრობლემები შეექმნა მაგ ბერლინურ კლუბს და ცოტა გამოასწორეს მდგომარეობა მაგ გამარჯვების შემდეგ, ბავარიასთანაც საკმაოთ კარგათ ითამაშეს ისე და შეეძლოთ მაგ თამაშის მოგება, ლეიპციგი-კილნის შეხვედრაც ვნახე ბარემ რახან ნაპოლი-ატლანტა აღარ დაუდიათ 1080i-ში, მანდ უფრო საინტერესო ფეღბურთი მიდიოდა, ლეიპციგმა ისევ კარგი ფეღბურთი აჩვენა მინიმალური შეცდომებით დაცვაში და ატაკაშიც ბევრი რამე გამოსდიოდათ, ანგარიში 5 წუთზე გახსნა ფორსბერგმა, 34 წუთზე მაროხმა ავტოგოლი შეაგდო, 53 წუთზე იაპონელმა ლეგიონერმა ოსაკომ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა 65 წუთზე ვერნერმა მესამე გოლიც გაიტანა და 3-1 გაიმარჯვა ლეიპციგმა და ისევ არხეინათ გრძნობს თავს მეორე ადგილზე, ძალიან გაუჭირდება დორტმუნდს 8 ქულიანი სხვაობის გარასხოდება და წესით ლეიპციგს ეგ ზაპასი უნდა ეყოს მეორე ადგილზე გასასვლელათ რეზკი სპადი თუ არ დაეწყებათ სეზონის ბოლოს, დღეს დობრათ საინტერესო იგრები ტარდება და ალბათ 4 შეხვედრას გადმოვწერ ევროკუპკები სანამ დაიწყება მანამდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ მანჩესტერ უნაიტედის და საუტჰემტონის ფინალი ვნახე ინგლისის ლიგის თასზე უემბლიზე ევროსპორტის ტრანსლიაცია, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა ინტრიგით, პირველ ტაიმში მანჩესტერი უფრო კარგათ გამოიყურებოდა, ანგარიში 19 წუთზე გახსნა იბრაგიმოვიჩმა შტრაფნოი უდარიდან, 38 წუთზე ლინგარდმა მეორე გოლიც გაიტანა, მაგის შემდეგ მაგარი დასირდა მანჩესტერი, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნაპოლიდან გადმოსულმა მანოლო გაბიადინიმ ერთი გოლი გაქვითა, 48 წუთზე კი დუბლი შეასრულა და გათანაბრდა ანგარიში, მაგის შემდეგ საუტჰემტონი უფრო კარგათ უბერავდა და რამდენიმე პადხოდი კიდე ქონდათ მაგრამ ვეღარ მოახერხეს მესამე გოლის გატანა, ბოლოს კი იბრამ დუბლი შეასრულა 87 წუთზე და 3-2 გაიმარჯვა მანჩესტერმა მძიმე ბრძოლაში, საუტჰემტონს უბრალოთ კონცენტრაცია აღარ ეყო ბოლო წუთებზე დაცვაში და იბრამ გამოიყენა ეგ მომენტი, ატლეტიკო-ბარსას თამაშიც ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია ინგლისური კომენტარით რახან რუსული კომენტარით ყურება მაგ საიტზე შეუძლებელია, არცერთი კომენტატორი არ უვარგათ მემგონი, მაგეებს დაჟე ჩვენი კომენტატოტები ჯობიან და თან ბევრათ, პროფ კომენტატორს ეგეთს ვერც კი დაარქმევ ისე ცუდი ინტონაცია აქვთ და არც მიკროფონი უვარგათ თან მგონი, საკმაოთ მძიმე და ნერვნი შეხვედრა გამოვიდა, წელს მაგარი ჩავარდნებით თამაშობს ატლეტიკო და არც მაგ თამასში გამოუჩენიათ დიდათ თავი, პირველ რიგში დაცვაში აქვთ პრობლემები, ანგარიში რაფინიამ გახსნა 64 წუთზე, 70 წუთზე გოდინმა გაათანაბრა თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში, თუმცა ბარსამ მაინც შეძლო მაგ თამაშის მოგება, 86 წუთზე მესიმ დაამატა თავისივე დარტყმულის შემდეგ და 2-1 გაიმარჯვა ბარსამ ატლეტიკო კი მაქსიმუმ მემგონი წელს უფრო მეოთხე ადგილისთვის იბრზოლებს სოსიედადთან რომელიც საკმაოთ სტაბილურათ უბერავს წელს სასტავიდან გამომდინარე, რეალი თუ დიდხანს დარჩება ლიგაზე ბარსას კარგი შანსები ეძლევა პრიმერაზე რომ იბრზოლოს წელს, თუმცა ახალი წლის შემდეგ ბარსაც მაგარს ბუქსაობდა, ვილარეალი-რეალი, ინტერი-რომა და მარსელი-პსჟ მაქვს კიდე გადმოწერილი და ვნახავ მოგვიანებით, ყველა ატვეტნი ლიგის თამაშების ყურებას მაინც არ ვაპირებდი, ვნახოთ აბა შევხედავ რეზულტატებს და რამე სენსაცია თუ იქნება მარტო მაშინ გადმოვწერ ბარსას და ბავარიის შეხვედრებს

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე ორი გადადებული და ლესტერი-ლივერპულის შეხვედრის გარეშე რომელიც ორშაბათს ტარდებოდა, ტოტენჰემი ისევ მეორე ადგილზე გადავიდა რახან სიტი არ თამაშობდა მაგ ტურში, თუმცა ჩელსი ნამეტარი დიდი ატრივით ლიდერობს და მეეჭვება რომელიმე გუნდი მიუახლოვდეს წელს, ვილარეალი-რეალის თამაშიც ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია ინგლისური კომენტარით, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში 50 წუთზე მანუ ტრიგუეროსმა გახსნა, 56 წუთზე კი ბაკამბუმ მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 იგებდა ვილარეალი, მაგის შემდეგ რაღაც ნამეტარი მოდუნდნენ და დაისაჯნენ კიდეც, 64 წუთზე ბეილმა ერთი გოლი გაქვითა, 74 წუთზე სუდიამ ცოტა სპორნი პენალტი დანიშნა რომელიც რონალდომ გაიტანა, 83 წუთზე კი მორატამ მესამე გოლიც შეაგდო და ფაქტიურათ წაგებული შეხვედრა შემოატრიალა რეალმა და მძიმე ბრზოლაში გაიმარჯვეს, რომ არ მოეგოთ უკვე კარგავდენ პირველობას, ინტერი-რომას თამაშიც ვნახე, ჩაისვარა ისევ ინტერმა როგორც ბევრ ბოლო წლების თამაშებში, რომამ კი კარგი თამაში აჩვენა ატაკაში, 12 წუთზე ნაინგოლანმა გახსნა ანგარიში შიკარნი დარტყმულის შემდეგ, 56 წუთზე კი დუბლი შეასრულა უკვე, მანდაც სოჩნი დარტყმული გამოუვიდა, 81 წუთზე იკარდიმ გაქვითა ერთი გოლი, 85 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც პეროტიმ შეაგდო და 3-1 გაიმარჯვა რომამ და კომფორტულათ უჭირავს მეორე ადგილი, მარსელი-პსჟ თამაშიც გადმოწერილი მაქვს და დღეს კიდე უვე-ნაპოლი თამაშობს იტალიის კუბოკის ნახევარფინალში და გადმოვწერ მაგ თამაშსაც

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, უვე ისევ კომფორტულათ ლიდერობს, რომა კი წესით მეორე ადგილზე უნდა გავიდეს წელს, ნაპოლი დობრათ ქულებს კარგავს და ცოტათი წამოეწიენ უკვე სხვა გუნდებიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ატლანტა მოშნმათ უბერავს ეგეთი შემადგნელობით წელს, მარსელი-პსჟ თამაშიც ვნახე, ჩაისვარა მაგ შეხვედრაში მარსელმა დაცვაში და გადაუარა პსჟ, ანგარიში უკვე 6 წუთზე გახსნა მარკინიოსმა, 16 წუთზე კავანიმ მეორე გოლიც გაიტანა, 50 წუთზე ლუკასმა უკვე 3-0 გახადა ანგარიში, მერე გადავახვიე და დარჩენილი გოლებიც ვნახე, 61 წუთზე დრაქსლერმა მეოთხე გოლიც თხარა, 70 წუთზე ფანიმ ერთი გოლის გაქვითა შეძლო, მაგრამ მატუიდიმ 72 წუთზე მეხუთე გოლიც გაიტანა და 5-1 განადგურდა მწარეთ მარსელი თავის მოედანზე, საშინლათ ითამაშეს დაცვაში და პსჟ არ მოუკლია თავი ისე გაიმარჯვა მაგ შეხვედრაში, უვე-ნაპოლის შეხვედრაც ვნახე იტალიის კუბოკის ნახევარფინალში, ანგარიში კალეხონმა გახსნა 36 წუთზე, 47 წუთზე სუდიამ ცოტა სპორნი პენალტი დანიშნა და გაათანაბრა ანგარიში დიბალამ, 64 წუთზე უკვე რეინამ თოხლა ვიხოდზე და იგუაინმა მეორე გოლიც შეაგდო, 69 წუთზე კიდე ერთი პენალტი დანიშნა სუდიამ და დიბალამ დუბლი შეასრულა, მეტი გოლები აღარ გასულა მაგ თამასში და პირველ შეხვედრაში 3-1 გაიმარჯვა უვემ, ნაპოლის ძალიან გაუჭირდება მაგ თამაშის შემოტრიალება თავის მოედანზე აპრილში, 2-0 მოგება ეყოფათ ისე, თუ რომა-ლაციოს ნახევარფინალიც დაიდება 1080i-ში მაგასაც გადმოვწერ მოგვიანებით

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, მეოთხე ადგილისთვის მაგარი ბრძოლა გაიმართება ვატყობ ფაქტიურათ სეზონის ბოლომდე, სრაზუ 4 კლუბი ბრძოლობს ამ ეტაბზე 3-4 ადგილებისთვის, დორტმუნდი მაინც მგონია რომ შეძლებს მესამე ადგილზე გასვლას მაინც წელს, კიოლნი უფრო მოდესტის ხარჯზე თამაშობს წელს კარგათ, თუმცა მაინც გაუჭირდებათ ექვსეულში მოხვედრა, გერტა და აინტრახტი ჩისტი ტრენერსკი გუნდებია და სწორი ტაქტიკით კარგ რეზულტატებს აღწევენ წელს, რომის დერბიც ვნახე დღეს ლაციო-რომას თამაში იტალიის კუბოკის ნახევარფინალში, ლაციომ კარგი თამაში აჩვენა და დაცვაშიც სტროგათ ითამაშეს, ანგარიში მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა 29 წუთზე, რომა ბევრს ეცადა ანგარიში გაეთანაბრებინა მაგრამ ბოლოს მეორე გოლიც გაუშვეს, 78 წუთზე იმობილემ შეაგდო კეიტას კარგი პრახოდის და პასის შემდეგ და 2-0 გაიმარჯვა ლაციომ, რომას როგორც ნაპოლის ძალიან გაუჭირდება ატვეტნი თამასში ანგარიშის გაქვითვა და ფინალში გასვლა, დიდი ალბათობით წელს უვე და ლაციო ითამაშებენ იტალიის კუბოკზე ფინალში, სევილია-ატლეტიკის თამაშიც ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია ინგლისური კომენტარით, ყოველ შემთხვევაში რუსი კომენტატორივით არ ბლუყუნებენ და შეიძლება უკვე ყურება, თვითონ თამაში საკმაოთ უპორნი გამოვიდა და გაუჭირდა სევილიას  მაგ თამასში გამარჯვება, ერთადერთი გოლი 14 წუთზე იბორამ გაიტანა დამატებაზე ჯოვეტიჩმა პენალტი რომ გამაზა, მაგის შემდეგ ბევრი მომენტები აღარც შეუქმნიათ, ატლეტიკიც აქტიურობდა მეორე ტაიმში მაგრამ ვერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და 1-0 გაიმარჯვა მძიმე ბრზოლაში სევილიამ და თითქმის მიუახლოვდა რეალს, თუმცა რეალს სელტასთან აქვს კიდე ერთი გამოტოვებული თამაში სათამაშო, დაიწყო რეალმაც ბოლო ტურებში ქულების კარგვა, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ 6 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ სამშაბათამდე საყურებლათ: ბორდო-ლიონი, ცეესკა-ზენიტი,ლივერპული-არსენალი, რომა-ნაპოლი, ეიბარი-რეალი, კრასნოდარი-სპარტაკი

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080I-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე ინგლისური კომენტარით, რაღაც ბოლო ტურებში უკვე რეალს გაუჭირდა და დაიწყო ბუქსაობა, ბარსამ კი პსჟ წაგების შემდეგ ყველა თამაში მოიგო მგონი ისე გამწარდენ და უკვე გათანაბრდა სიტუაცია ჩემპიონატში, სევილიაც არ კარგავს ქულებს და ცდილობს მოლომდე გაუწიოს კონკურენცია ორ ესპანეთის გრანდს ჩემპიონობაზე, აი ატლეტიკო კი მაგარს ბუქსაობს წელს და ეგრე თუ გაააგრძელებენ შეიძლება სოსიედადმაც კი გაუსწროს ბოლო ტურებში თუმცა წესით მეოთხეზე მაინც უნდა გავიდნენ, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, რაღაც წელს უფრო ზრელიშნი ჩემპიონატია, ლიონი ათამაშდა ბოლო ტურებში და დობრათ გოლებს იტანს, მგონი მემფის დეპაიც მოვიდა ფორმაში და კარგათ თამაშობს, აზ ალკმარიც მიწასთან გაასწორეს ევროპალიგაში, მონაკოც მაგარ ხოდზეა წელს, პსჟ გამოასწორა სიტუაცია, ისე იძახიან რომ შემდეგი წლიდან მარსელში და ლილშიც დიდი ფინანსური ინვესტიციები განხორციელდებაო და წესით კიდე უფრო საინტერესო უნდა გახდეს საფრანგეთის ჩემპიონატი, მალე ცეესკა-ზენიტის თამაში დაიდება და გადმოვწერ კაკრაზ, დანარჩენი საინტერესო იგრები ღამით ტარდება ან კვირას

Link to comment
Share on other sites

ცოტა ხანში მგონი აიწევს საფრანგეთშიც დონე, ბოლოს და ბოლოს ტოპ 5 ჩემპიონატში ტყუილად ხო არ შეყავთ ამდენი ხანია.

Link to comment
Share on other sites

აი ესეთი სიტუაციაა ტრანსფერნი ღირებულებით თუ შევაფასებთ ვედუში ევროპულ ჩემპიონატებს:

http://www.transfermarkt.com/ პირველზე პრემიერლიგაა, მეორეზე პრიმერა, მესამე ადგილს კი სერია ა ინარჩუნებს თუმცა ევრიკუპკებში მაგარი გაუჭირდათ ბოლო წლებია და ბოლო რამდენიმე სეზონი ვერც პრემიერლიგის გუნდები შვებიან რამეს, ყველაზე წარმატებულათ ესპანური კლუბები გამოდიოდნენ ბოლო წლებში და გერმანელებიც კარგათ უბერავდენ ბიუჯეტიდან გამომდინარე, რუსუბი საკმაოთ სერიოზულათ უყურებენ ევროპალიგას და მაგის ხარჯზე მალე პორტუგალიასაც გადაუსწრონ შეიძლება, რაც მესამე ლიგის საგზურს მოუტანთ და ორ გუნდს გამოიყვანენ უკვე ასნავნოი სტადიაზე კვალიფიკაციის გარეშე 6 ადგილზე თუ გავლენ ამ სეზონის იტოგებით http://www.uefa.com/memberassociations/uefarankings/country/index.html იტალია ისე ნელ-ნელა ეწევა კაკ მინიმუმ ინგლისის ჩემპიონატს კოეფიციენტებით, თუმცა 3 ქულით იგებენ ჯერ კიდევ ინგლისელები, პირველ სამ ქვეყანას 3 გუნდი ავტომატურათ გამოყავს ლიგაზე, 4-6 კი პირველი ორი და კიდევ ერთი გუნდი კვალიფიკაციაში იღებს მონაწილეობას

Link to comment
Share on other sites

რომა-ნაპოლის თამაშიც ვნახე დღეს 1080i-ში, შიკარნი შეხვედრა გამოვიდა დობრათ აპასნი მომენტებით, ანგარიში მერტენსმა გახსნა 26 წუთზე, 50 წუთზე კი უკვე დუბლი შეასრულა და 2-0 იგებდა ნაპოლი კომფორტულათ, რომა მაგარი პრავალებით თამაშობდა მაგ შეხვედრაში დაცვაში და თავიდან არც ატაკაში გამოსდიოდათ რამე, მარტო მეორე გოლის გაშვების შემდეგ გადავიდნენ შტურმზე და არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა ნაპოლისაც შეეძლო მესამე გოლის გატანა, 89 წუთზე სტროტმანმა გაქვითა ერთი გოლი მაგრამ ვეღარ მოასწრეს უკვე ანგარიშის გათანაბრება, ბოლოს მკვდარი ბურთი მოიგერია რეინამ და 2-1 გაიმარჯვა ნაპოლიმ, მაგ წაგების შემდეგ ისევ დაიძაბა ბრზოლა მაგ ორ გუნდს შორის მეორე ადგილისთვის, სხვა გუნდები რაღაც არა მგონია წელს სამეულში მოხვდენ, ცეესკა-ზენიტის თამაშსაც ვიწერ და ხვალე ჩავუჯდები კაკრაზ, ლივერპული-არსენალის თამაშიც დაიდო და გავუშვებ მოგვიანებით მაგასაც გადმოსაწერათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია, რაღაც რეალმა მაგარი ბუქსაობა დაიწყო და ლას პალმასთანაც ძლივს გადაურჩა წაგებას თავის მოედანზე, მაგ ყველაფრით ბარსამ ისარგებლა და 1 ქულით გადაუსწრო რეალს, თუმცა სელტასთან ერთი თამაში კიდე რჩებათ ზაპასში და დაკარგული ქულებით ჯერ კიდევ წინაა 2 ქულით რეალი, სევილიაც 1 ქულით ჩამორჩება მარტო რეალს, ეგეთო შემადგენლობით მაქსიმუმს აწურინებს სანპაული მაგ გუნდს რასაც ატლეტიკოზე ვეღარ იტყვი უკვე ამ სეზონში, ცეესკა-ზენიტის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა, ორივე გუნდი კარგათ უბერავდა დაცვაში და საკმაო პრობლემები ქონდათ ატაკაში, მეორე ტაიმში ვერბლუმი გააძევა სუდიამ მეორე ყვითელის შემდეგ და 25 წუთი კაცნაკლული თამაშობდა ცეესკა, თუმცა ზენიტმა მაინც ვერ შეძლო გოლის შეგდება და 0-0 დასრულდა ეგ თამაში, ლივერპული-არსენალის თამაშიც ვნახე, ლივერპულმა სასინლათ დაიწყო ეს კალენდარული წელი, მაგრამ მაგ შეხვედრაში საკმაოთ კარგათ ითამაშეს რასაც ნამდვილათ ვერ იტყვი არსენალზე რომელმაც საკმაოთ სუსტი თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით ატაკაში უჭირდათ ბევრი მომენტების შექმნა და დაცვაშიც ქონდათ პრობლემები, ანგარიში 9 წუთზე გახსნა ფერმინომ, 40 წუთზე მანემ მეორე გოლიც გაიტანა, 57 წუთზე ველბეკმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მეორე გოლი ვეღარ გაიტანა არსენალმა და დამატებულ დროში ვეინალდუმმა მესამე გოლიც შეაგდო კარგი კონტრ ატაკის შემდეგ და 3-1 გაიმარჯვა ლივერპულმა, ეგეთი შემადგენლობით მაინც მაქსიმუმს აწურინებს კლობი მაგ გუნდს, რამდენიმე მაღალი დონის იგროკი რომ ეყიდათ კიდე უფრო გაძლიერდებოდნენ ამ ეტაპზე კი დაჟე ტოტენჰემზე სკრომნი შემადგენლობა ყავთ, ეიბარი-რეალის და კრასნოდარი-სპარტაკის შეხვედრებიც მაქვს გადმოწერილი და დღეს ღამით ვნახავ მაგ თამაშებს 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, უვე ისევ ლიდერობს 8 ქულიანი ატრივით და წელსაც ჩემპიონი უნდა გახდეს უპრობლემოთ, მეორე ადგილისთვის კი რომა და ნაპოლი იბრძოლებენ, ლაციოც საკმაოთ კარგათ უბერავს წელს, კრასნოდარი-სპარტაკის თამაშიც ვნახე, საკმაოთ კარგი შეხვედრა გამოვიდა, ორივე გუნდში ჯამში მგონი 5 ქართველი ლეგიონერი თამაშობს თუმცა მარტო ოქრიაშვილი გამოვიდა ზამენაზე ისიც, დანარჩენებს ან ტრამვა ქონდათ ან სკამეიკაზე იჯდენ, სპარტაკი გაძლიერებულა ზამთარში, ლუის ადრიანოსთვის მოუწერიათ ხელი როგორც თავისუფალი აგენტი მილანიდან, შახტიორში მშვენივრათ უბერავდა ეგ ბრაზილიელი ლეგიონერი მაგრამ მილანში ვერაფერი აჩვენა ფაქტიურათ, მაგ შეხვედრაში კი საკმაოთ კარგათ ითამაშა, ანგარიში ფერნანდომ გახსნა შტრაფნოიდან უკვე მესამე წუთზე, ტასჩიმ ავტოგოლი გაიტანა 15 წუთზე და გათანაბრდა ანგარიში, 54 წუთზე ლუის ადრიანომ მეორე გილიც შეაგდო, მერე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც სმოლოვმა გაიტანა 73 წუთზე, თუმცა ბოლო 15 წუთი კრასნოდარი კაცნაკლული თამაშობდა სმოლოვის ტრამვის გამო ზამენები რომ მეტი აღარ დარჩათ და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, ცეესკას და ზენიტს საკმაოთ შეუმცირდათ ბიუჯეტი, სპარტკას კი პირიქით მომატებია, ეიბარი-რეალის თამაშიც ვნახე, საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა კლასსზე რეალმა მაგ შეხვედრაში, ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა ეიბარმა დაცვაში და რაც კარგათ გამოიყენა რეალმა, ანგარიში 14 წუთზე გახსნა ბენზემამ, 25 წუთზე დუბლი შეასრულა უკვე, 29 წუთზე ხამეს როდრიგესმაც გაიტანა მესამე გოლი, მერე გადავახვიე და მეოთხე გოლიც ვნახე ასენსიომ რომ შეაგდო 60 წუთზე, 72 წუთზე პენიამ ერთი გოლი გაქვითა და 4-1 გაიმარჯვა რეალმა, ეიბარს მაინც რჩება შანსები მეშვიდე ადგილზე გასვლის რაც წელსაც ევროპალიგის საგზური უნდა იყოს ესპანეთში

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, წელს ჩელსი ფაქტიურათ უკონკურენტოა, ტოტენჰემი მაქსიმუმ ალბათ მაინც მეორე ადგილისთვის იბრძოლებს თუმცა ეგ გუნდიც საკმაოთ კარგათ თამაშობს წელს, სხვა გუნდები ბევრ ქულებს კარგავენ და მაქსიმუმ უფრო ალბათ 3-5 ადგილისთვის იბრძოლებენ, არსენალი საშინელ ფორმაშია ისე ბოლო ტურებში, ნაპოლი-რეალის თამაშიც ვნახე, ფაქტიურათ კლასზე შეძლო რეალმა მაგ თამასში გამარჯვება, დაცვაში ქონდათ ისევ გარკვეული პრობლემები, ანგარიში 24 წუთზე გახსნა მერტენსმა, 52 წუთზე რამოსმა გაათანაბრა ანგარიში და უკვე 3 გოლის გატანა ჭირდებოდა ნაპოლილს, 57 წუთზე მერტენსმა ავტოგოლი შეაგდო, ბოლო წუთზე კი მორატამ მესამე გოლიც გაიტანა და მეორე თამაშიც 3-1 მოიგო რეალმა, ანუ ჯამში 6-2 გაანადგურა ნეაპოლის გუნდი რომელსაც მაინც სამჯერ უფრო სკრომნი შემადგენლობა ყავს რეალზე, არსენალი-ბავარიის თამაში მარტო 10 წუთიან მიმოხილვაში ვუყურე, ჯერ ანგარიში გავიგე და მაგის შემდეგ აღარ გადმომიწერია მთლიანი შეხვედრა, საშინლათ დამარცხდა არსენალი მეორე თამასშიც იგივე ანგარიშით რაც გერმანიაში, ისე ვენგერი თავისით უნდა გადამდგარიყო ეგეთი მწარე წაგების შემდეგ + ჩემპიონატშიც პრავალებით უბერავენ ბოლო ტურებია, მაინც არსენალს საკმაოთ კარგი შემადგენლობა ყავს მაგრამ ვერც ატაკაში ივარგეს ბავარიასთან და საშინლათ ითამაშეს დაცვაში რაც მემგონი უფრო ტრენერის ბრალია და არასწორი არჩეული ტაქტიკის, ისე კი 20 წელი კი მუშაობს უკვე ვენგერი არსენალში და ალბათ ფერგუსონის რეკორდის დამხობა სურს თუმცა მეეჭვება რომ ეგ გამოუვიდეს, დღეს ალბათ მარტო დორტმუნდი-ბენფიკას თამაშს გადმოვწერ, ბარსა-პსჟ კი მიმოხილვაში ვნახავ, ჯერ გადავამოწმებ მაინც ანგარიშს, 1 ან 2 ქულიანი სხვაობით თუ გაიმარჯვა მარტო ბარსამ ეგ დიდს არაფერს იმოქმედებს იტოგოვი რეზულტატზე, თუმცა 3+ ბურთიანი სხვაობით თუ მოიგეს უკვე საინტერესო თამაში იქნება, მაინც გაუჭირდებათ მემგონი ეგეთი ანგარიშით გამარჯვება თუ თვითონ პსჟ არ ჩაისვარა მოშნათ

Link to comment
Share on other sites

აი თურქული კანალი გადმოცემს უკვე ფეღბურთის ტრანსლიაციებს 4K ვინმეს თუ აინტერესებს თუ როგორ ვიდშია https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5369044

Link to comment
Share on other sites

On 16/02/2017 at 9:48 PM, FC BARCELONA said:

ჩვენ 5:0 ს პსჟს :mad:

ავღნიშნე,რომ მჯერა სასწაულების,არშემიძლია არ მოგილოცო :D

მომავალ წელს მეც მომილოცე :D

 

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მეც 1080i-ში ბარსა-პსჟ თამაშს, არც ვაპირებდი გადმოწერას და 6-1 რომ ვნახე მაგარი დამაინტერესა, მეორე თამაშის ყურება კი ხვალისთვის გადავდე, მოკლეთ ყველაფერი ერთად მოხდა მაგ შეხვედრაში, ბარსაც ცდილობდა მაქსიმალურათ ანგარიშის შემცირებას და პსჟ ჩაისვარა და როცა ჭირდებოდათ ისე ყურადღებით არ უთამაშიათ, თან პირველი სამი გოლი ერთმანეთზე უფრო დურაკული გაუშვეს პენალტის ჩათვლით, ანგარიში სუარესმა გახსნა უკვე მესამე წუთზე ტრაპმა რომ თოხლა ვიხოდზე, თუმცა ეგეთი ტიპის შეცდომებს ეგ მეკარე რედკათ უშვებს ხოლმე, 40 წუთზე მთლათ მკვდარი კუთხიდან პიატკით ითამა ინიესტამ და კურზავამ თავის კარებში ჩაჭრა ბურთი, ვაბშე გაეტარებინა მგონი ჯობდა ეგეთ დარტყმულს ლოლ, 50 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ, ეგეც მაგარი უაზრო პენალტი იყო, ტიპს ფეხი დაუცურდა უბრალოთ და ნეიმარიც წააქცია დაცემის შემდეგ, პენალტი მესიმ შეაგდო, უფრო მაგის შემდეგ ათამაშდა პსჟ ატაკაში, მანამდე ფაქტიურათ არაფერი შეუქმნიათ თუმცა ბოლო იგრებში საკმაოთ კარგათ უბერავდენ ატაკაში და ბევრი გოლები გაიტანეს, 3 კვირიანმა პაუზამ პირველი მატჩის შემდეგ საკმაოთ ნეგატიურათ იმოქმედა პსჟ-ზე როგორც ჩანს და ფსიხოლოგიურათაც მოდუნდნენ რახან 4-0 ქონდათ პირველი შეხვედრა მოგებული, მე ნამდვილათ არ მეგონა თუ შეძლებდენ მაგ თამაშის შემოტრიალებას ბარსას იგროკები, თან 62 წუთზე კავანიმ ერთი გოლი გაქვითა და ბარსას ნახევარ საათში 3 გოლი უნდა გაეტანა და მეტი აღარ გაეშვა, ბოლოს რაღაც სასწავლები მოხდა ყველა რომ ყურებ ჩამოყრილი იყო უკვე სტადიონზე, 88 წუთზე ნეიმარმა შეაგდო მეოთხე გოლი თუმცა 5 წუთში კიდე 2 გოლი ქონდათ გასატანი, მერე კიდე ერთი პენალტი დანიშნა სუდიამ, 100% პენალტს არ გავდა პავტორებიდან თუმცა გარისკა მაინც დანიშნვა სუარესი რომ წააქციეს შტრაფნოიში, უკვე ბოლო დამატებითი წუთი რომ წავიდა სერხი რობერტომ შეაგდო ოფსაიდნი ლავუშკის გაკეთება რომ უნდოდა პსჟ, მაგ დროისთვის უკვე პანიკაში იყო ფრანგული კლუბის დაცვა და საერთოდ კატასტროფულათ ითამაშეს, არასწორი ტაქტიკა აირჩია ემერიმ, ფაქტიურათ უყურებდენ სანამ სამი გოლი გაუშვეს და კონტრ იგრა თითქმის არ ქონიათ, ბარსას დობრათ არც დაურტყია კარში მაგ შეხვედრაში 6 გოლის მომენტები რომ შეექმნა, ფაქტიურათ რამდენიმე გოლი თვითონ პსჟ აჩუქა თავისივე ხელით, მაგ მხრივ საკმაოთ სტრანნი თამაში გამოვიდა, თითქოს შეეშინდათო ბოლო მომენტში ბარსას გამოგდება ლიგიდან, პირველ ტაიმშიც ბევრი თოხლეს დაცვაში და ბოლო 15 წუთის მანძილზეც პანიკაში იყო მთელი გუნდი, ამიტომ ბარსა დამსახურებულათ გავიდა მაინც დიდი მონდომების და გამართლების ხარჯზე შემდეგ რაუნდში, თუმცა ეგრე უკვე შემდეგ რაუნდებში აღარ გაუმართლებს და უფრო კარგათ უნდა ითამაშონ დაცვაში ფინალამდე მისვლას მაინც თუ აპირებენ, პარიზს მემგონი უბრალოთ სვერხდაცვითი ტაქტიკა უნდა აერჩია და ეგრე არ უნდა ეთამაშა თავიდან, ნამეტარი მოშვებული და უყურადღებო ფეღბურთი აჩვენეს, თითქოს უკვე განაღდებული ქონდათო მეოთხედფინალში გასვლა და მაგან დაღუპათ კაკრაზ, გამართლების ფაქტორიც იყო რა თქმა უნდა არა მარტო პსჟ ცუდი თამაში დაცვაში და დებილური პრომახები, ნეიმარმა საკმაოთ კარგათ ითამაშა ისე, არც მესი და სუარესი უბერავდენ ცუდათ, დაცვაში მაინც ქონდათ მაგ შეხვედრაშიც გარკვეული შეცდომები, კავანის შეეძლო მეორე გოლიც გატანაც მაგ შეხვედრაში ისე და დიამრიამაც მაგარი მომენტი გამაზა ბოლო წუთებზე ფაქტიურათ ერთი ერთზე რომ გავიდა მეკარესთან

Link to comment
Share on other sites

 სად ნახულობენ ესეთ მსაჯებს ესენი კიდე :D :facepalm::facepalm::facepalm: დი მარია რო წაიქცა საჯარომოში  ეგ მომენტი არ დევს სადმე წესიერი რაკურსით?

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, Shopen said:

 

ლიგაზე ყველაფერი ჯიგრულად წამოვიდა 

პ.ს დიდი მოკითხვა სიტის <3 

 

სიტის მსგავსი მაძაგი გუნდების ნდობა არ შეიძლება როცა 1.3 აძლევენ მოგებაზე :D

გუშინდელ მატჩს რაც შეეხება,ჩემთვის,როგორც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის შესანიშნავი შეხვედრა გამოდგა,არ მესმის არბიტრზე რატომ სპეკულირებთ,ჩემს ირგვლივ,ჩემს სამეგობროში გუშინდელი დღის მერე ბარსაფანები ლამის მეორედ დაიბადნენ,სულ,რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო ქომაგებისთვის სულ ერთია,წარმომიდგენია რამხელა სიხარული განიცადეს. მე საერთოდ პსჟ მოგება მეწერა,მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ დავიკიდე და გეფიცებით ერთი ბილწი სიტყვაც არ დამცდენია :D

პ.ს. რაიქნებოდა ჩვენც გაგვეტანა ბავარიისთვის 4 უპასუხო გოლი :D

ესეც ბილეთი

Yd1SRZY.png

 

პ.პ.ს.  ჯორჯ მიაშალე წინა  რიპლეი,მობილურმა გაუბერა სავარაუდოდ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.