Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, გუშინ დილით დაიდო ყველა მიმოხილვა 1080i-ში რუსეთის გარდა და იტალიის მიმოხილვას ვუყურე კაკრაზ, მილანს მოუგია აჩერედნოი შეხვედრა ვიეზდზე 2-1 პალერმოსთან და ისევ 1 ქულით ჩამორჩება რომას რომელიც მეორე ადგილზე მიდის, დღეს ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, ლივერპულმა გაანადგურა ვოტფორდი 6-1 და უკვე პირველ ადგილზე გავიდა ამ ტურის შემდეგ, სიტიმ კი კარგი სტარტის შემდეგ დაკარგა პირველი ადგილი და ეგრე თუ გააგრძელებენ შეიძლება მანჩესტერიც კი წამოიეწიოს რომელიც კიდე უფრო ცუდ ფორმაშია, ბავარია-ჰოფენჰაიმის თამაშიც ვნახე დღეს, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ჰოფენჰაიმი წელს იდეალურ ფორმაში იმყოფება, თუმცა საკმაოთ სკრომნი შემადგენლობა ყავთ, კრიზისში მყოფ ვოლფსბურგზე ბევრათ უფრო სუსტი, ანგარიში 16 წუთზე დემირბაიმ გახსნა კარგი კომბინაციის შემდეგ, 34 წუთზე ავტოგოლი გაიტანა ცუბერმა, ბავარიას ძალზე ბევრი აპასნი მომენტეიბ არ შეუქმნია თუმცა ორი კარგი მომენტი გამაზეს და შეეძლოთ მაგ თამასში გამარჯვების მოპოვება მეორე ტაიმში, ჰოფენჰაიმი სტროგათ იცავდა თავის კარებს და ჩავარდნები არ დაუშვიათ დიდათ დაცვაში და 1-1 დაასრულეს ეგ შეხვედრა და ახალი პადრიათ წაუგებელი თამაშების კლუბნი რეკორდი დაამყარეს, წელს ლეიპციგს,ბავარიას და ჰოფენჰაიმს არ წაუგია მარტო ბუნდერსლიგაში, აინტრეახტის და კიოლნის თამაშიც ვნახე, მანდაც საკმაოთ უპორნი შეხვედრა მიდიოდა, პირველ ტაიმში აინტრახტი თამაშობდა უკეთესათ, მეორეში კი უკვე კიოლნი, ერთადერთი გოლი უკვე მეხუთე წუთზე შეაგდო გასიმოვიჩმა, კიოლნი მეორე ტაიმში ბევრს ეცადა მაგრამ ვერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და 1-0 გაიმარჯვა აინტრახტმა და დაეწია კიოლნს, წელს საკმაოთ უპორნი ბრძოლა მიდის გერმანიაში პირველ ათეულში და ბავარიას არა აქვს დიდი უპირატესობა სტარტზე, ორი შეხვედრა კიდე დამრჩა რუსეთის ჩემპიონატიდან საყურებელი და ხვალე ვნახავ კაკრაზ, პარასკევს დილით კი შიკარნი ორი შეხვედრა უნდა დაიდოს მსოფლიო ატბორზე, კოლუმბია-ჩილე და ბრაზილია-არგენტინა თამაშობენ, ევროპაში ეგეთი პარები ფაქტიურათ არცაა მსოფლიო ატბორზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, წელს რაღაც სტრანნი ჩემპიონატი მიდის, სულ ვტარასოტნი გუნდები ლიდერობენ უმეტესწილათ, პირველ რიგში დიდი მონდომების და სწორი ტაქტიკის ხარჯზე + ალბათ ფიზიკა, თორე სასწტავით ეგ გუნდები დიდათ არც გამოირჩევიან და არც ბიუჯეტი აქვთ ძალზე მაღალი, ლეიპციგია მაინც მემგონი ამ წლის მთავარი სენსაცია რომელიც პირველ ადგილს იყოფს აჩერედნოი ტურის შემდეგ ბავარიასთან, ტერეკი-ზენიტის შეხვედრაც ვნახე, ტერეკმა საკმაოთ კარგათ ითამაშა მაგ შეხვედრაში და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ზენიტი რომელსაც მაგ შეხვედრამდე არ წაუგია წელს, ანგარიში მაკმა გახსნა უკვე მეათე წუთზე, 34 წუთზე ალბანელმა ლეგიონერმა ბალაიმ გაათანაბრა ანგარიში, 38 წუთზე კი დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმში ბევრი ეცადა ზენიტი ანგარიშის გათანაბრებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 2-1 გაიმარჯვა ტერეკმა, ცეესკა-ამკარის თამაშიც ვნახე, მურტლათ თოვდა მოსკოვში, თუმცა მაინც დობრათ გოლები გავიდა პირველივე ტაიმში, 18 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც იგნაშევიჩმა შეაგდო, 25 წუთზე ჯიქიამ სოჩნი გოლი გაიტანა თავური დარტყმის შემდეგ, 27 წუთზე კი კოსტიუკოვმა მეორე გოლიც შეაგდო და უკვე ამკარი იგებდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება ზორან ტოსიჩმა რომლის გალევოი ზასუხაც 1 წელზე მეტი გრძელდებოდა უკვე, მეორე ტაიმში ბევრი მომენტები აღარც შეუქმნიათ და 2-2 დასრულდა ეგ თამაში, ცეესკა მაგარ კრიზისშია ბოლო ტურებში და მგონი ბოლო 10 შეხვედრაში მარტო ერთხელ გაიმარჯვეს ყველა ტურნირები რომ ავიღოთ

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს სამ მიმოხილვას და ოთხ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე გუშინ, რეალი ლიდერობს ამ ტურის შემდეგაც, თუმცა ბარსა მარტო 2 ქულით ჩამორჩება, ატლეტიკომ კი დობრათ ქულები დაკარგა და ჩამორჩა უკვე მაგ ორ გუნდს, კოლუმბია-ჩილეს თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი მძიმე საყურებელი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური მომენტებით, საშვალო ტემპში მიდიოდა თამაში ძირითადათ, მეტს ველოდი მაგ ორი გუნდისგან, საკმაოთ ცოტა მომენტები შეიქმნა და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, ბრაზილია-არგენტინას თამაშიც არ მომეწონა დიდათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენეს არგენტინელებმა ბოლო წლებში რაც უთამაშიათ, საშინელი პრავალებით თამაშობდენ დაცვაშიც და ატაკაშიც არ შეუქმნიათ დობრათ მომენტები, ბრაზილიელებს არ უთამაშიათ ცუდათ ეგეთი არგენტინის ფონზე, ანგარიში კაუტინიომ გახსნა 24 წუთზე, 45 წუთზე ნეიმარმა მეორე გოლიც შეაგდო, 59 წუთზე კი პაულინიომ მესამე გოლიც გაიტანა და მეტი აღარ გამიგრძელებია ყურება, 3-0 დასრულდა ისე ეგ შეხვედრა, არგენტინა მაგარ კრიზისშია, ტრენერს ალბათ ისევ დაითხოვენ თუ არ გამოსწორდება სიტუაცია, კოლუმბიას უნდა მოუგონ სამშაბათს თორე შეიძლება მეხუთე ადგილზეც ვეღარ გავიდნენ უკვე და მსოფლიოზე ვეღარ მოხვდენ, დღეს საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, პსჟ გამოასწორა სიტუაცია და მონაკოსთან ერთად მეორე ადგილს იყოფენ ამ ტურის შემდეგ, პირველზე კი ჯერ კიდევ მეცი რჩება სადაც ბალოტელი თამაშობს წელს, ინგლისის და შოტლანდიის ჯახიც ვნახე, არ გამოვიდა უპორნი შეხვედრა, საკმაოთ ადვილი გოლები გაიტანეს ინგლისელემბა ვემბლიზე, ანგარიში 24 წუთზე გახსნა სტარიჯმა, 50 წუთზე ლალანამ მეორე გოლიც გაიტანა, 61 წუითზე კი 3-0 გახდა ანგარიში კეიჰილის გოლის შემდეგ, მანდაც გადავახვიე ბოლოში და მეტი გოლები აღარ გასულა, შოტლანდიელებმა საკმაოთ ცუდათ ითამაშეს ატაკაშიც და დაცვაშიც, ინგლისს არაფერი ისეთი არ უჩვენებია განსაკუთრებული, ფაქტიურათ კლასსზე გაიმარჯვეს, საფრანგეთი-შვეციის თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში 55 წუთზე ემილ ფორსბერგმა გახსნა შორი შტრაფნოი უდარიდან, თოხლა მაინც ლიორისმა და უნდა აეღო ეგეთი დარტყმული, 58 წუთზე პოგმამ გაათანაბრა ანგარიში თავურის შემდეგ, 65 წუთზე კი დიმიტრი პაიეტმა 2-1 გახადა ანგარიში მეკარის პრომახის შემდეგ ვიხოდზე, მეტი გოლები აღარ გასულა მაგ თამასში და 2-1 გაიმარჯვეს ფრანგებმა, შვედები ისე არ თამაშობდენ ცუდათ ეგეთი შემადგენლობით, ფრანგებისგან კი მეტს მოველოდი, ფაქტიურათ იგივე პრობლემები ქონდათ რაც ფინალში ევროზე, ხორვატია-ისლანდიის და ავსტრია-ირლანდიის შეხვედრები მაქვს გადმოწერილი და მოგვიანებით ჩავუჯდები მაგ თამაშებსაც

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რუსეთის მიმოხილვას ვუყურე, მოკლეთ წელს რაღაც ქართველი ლეგიონერები ნამეტარი მომრავლდა რუსეთის ჩემპიონატში, ერთი 10-12 კაცამდე კი დავითვალე ჯამში, თუმცა ვედუში კლუბებში მარტო 1-2 კაცი თამაშობს, პირველ ადგილზე აჩერედნოი ტურის შემდეგ სპარტაკი გავიდა ჯანო ანანიძე რომ თამაშობს, იტალიელმა ტრენერმა დაალაგა როგორც იქნა მაგ კლუბის თამაში და არ უბერავენ წელს ცუდათ, ხორვატია-ისლანდიის თამაშიც ვნახე მსოფლიო ატბორზე, ცოტა სტრანნი თამაში გამოვიდა, მაყურებელი არ იყო სტადიონზე და ალბათ მაგიტომ, ხორვატიას არ მოუკლია თავი ატაკაში თამაშით, თუმცა რაც შექმნეს ეგეც საკმარისი აღმოჩნდა 2-0 მოსაგებათ, ანგარიში 15 წუთზე ბროზოვიჩმა გახსნა, 90 წუთზე კი დუბლი შეასრულა, ქონდა ისლანდიასაც 1-2 საგოლე მომენტი მაგრამ ვერ შეაგდეს და ბოლოს 2-0 დამარცხდენ, ორი თამაში მაქვს კიდე გადმოწერილი და ხვალ ვნახავ, მერე კი არგენტინა-კოლუმბია და ჩილე-ურუგვაი უნდა დაიდოს კიდე ოთშაბათისკენ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ავსტრია-ირლანდიის თამაში ვნახე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ირლანდიამ ისევ დაცვითი ტაქტიკა აირჩია და არაფერი გამოუვიდა დიდათ ავსტრიას ატაკაში, ერთადერთი გოლი მაგ შეხვედრაში 48 წუთზე მაკლინმა შეაგდო და 1-0 გაიმარჯვა ირლანდიამ ვიეზდზე, ავსტრია კი შეიძლება მეორე ადგილზეც ვეღარ გავიდეს, უფრო უელსი,ირლანდია და სერბია იბრძოლებენ პირველ ორ ადგილზე მაგ გრუპაში ალბათ, ჩვენებმა კი 1-1 დაასრულეს თამაში მოლდოვასთან, კაკრაზ მიმოხილვაში ვნახე ჩვენი თამაში და ისევ გაგვიმაზია ბოლო წუთებზე მოგება და ბოლოს კინაღამ მეორე გოლიც გავუშვით დამატებით დროში, უელსი-სერბეთის თამაშიც 1-1 დასრულებულა, საბერძნეთი-ბოსნიის თამაშიც ვნახე, ნამდვილი ტრილერი გამოვიდა დობრათ ემოციებით და ორი კაცის გაძევებით, 32 წუთზე კარნეზისმა ავტოგოლი გაიტანა, მეორე გოლის შეგდებაც შეეძლოთ ბოსნიელებს მაგრამ ვერ გამოიყენეს კარგი პადხოდები, მეორე ტაიმში მაგარი კომიკური მომენტი იყო ჯეკომ რომ ჩახადა შარვალი პაპასტადოპულოს, სუდიამ ჯეკოც გააძევა მოედნიდან მეორე ყვითელი კარტოჩკის შემდეგ და პაპადოპულოსიც მიაყოლა კიდე, ბერძნებმა მაინც მოახერხეს დამატებით დროში ანგარიშის გათანაბრება თუმცა დიდათ ნიჩიასაც არ იმსახურებდეს მაგ შეხვედრაში, ტრაველასმა გაათანაბრა ანგარიში მოშნი დარტყმულის შემდეგ და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, კვირის თამაშების მიმოხილვაც ვნახე, ჰოლანდიას მოუგია 3-1 ლუქსემბურგის მოედანზე, ბელგიამ კი 8-1 გაანადგურა ესტონეთი, პორტუგალიასაც დაუმარცხებია ლატვია 4-1, დღეს არგენტინა-კოლუმბია და ჩილე-ურუგვაი თამაშობენ და ჩავუჯდები ხვალე მაგ ორ შეხვედრასაც 

Link to comment
Share on other sites

არგენტინას ცუდათ აქვს ნამეტანი საქმე, უნდა მოიგოს მომდვენო მატჩები, შეცდომა დაუშვეს მწვრთნელად ბაუზა რომ დანიშნეს

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ არგენტინა-კოლუმბიას თამაში ვნახე, კაკრაზ მაგ შეხვედრაში არ უთამაშია ცუდათ არგენტინის ნაკრებს, მესიმაც საკმაოთ კარგათ ითამაშა, უფრო სწორათ კაკრაზ მესის ხარჯზე გაიმარჯვეს კრუპნი ანგარიშით, თუმცა კოლუმბიამ ფაქტიურათ ვერაფერი აჩვენა ატაკაში, ფალკაოს ქონდა ერთი მომენტი და მორჩა ფაქტიურათ, ანგარიში მესიმ გახსნა 9 წუთზე შიკარნი უდარის შემდეგ შტრაფნოიდან, 22 წუთზე ლუკას პრატომ შეაგდო თავური მესის ნავესის შემდეგ, 83 წუთზე კი დიმარიამ გაიტანა მესამე გოლი,მანდაც მესის დამსახურება იყო, ეგ ბაუზო საკმაოთ სტრანნი ტრენერი ჩანს, ტაქტიკაზე აქვს დიდი ყურადღება და ხშირათ ძალიან რთულ სქემებს ხმარობს რაც გაუგებრობას იწვევს სასტავში და აღარაფერი გამოსდით ბოლო შეხვედრებია, ვისაც არ ეზარებოდა ყველა აკრიტიკებდა ეხლანდელი არგენტინის თამაშს, მაგ მოგების შემდეგ მეხუთე ადგილზე მიდიან მარტო, თუმცა 1 ქულით ჩამორჩებიან ჩილე-ეკვადორს და კიდე აქვთ დრო სიტუაციის გამოსწორების, თუმცა მეხუთე ადგილიდანაც უპრობლემოთ უნდა გავიდნენ მთლათ თუ გაუჭირდათ მსოფლიოზე, მაგ შემთხევაში ახალ ზელანდიელებს შეხვდებიან ალბათ, ჩილე-ურუგვაის თამაშიც ვნახე, თავიდან ურუგვაი ფლობდა თითქმის მთელი პირველი ტაიმის მაინძილზე უპირატესობას, ანგარიში 16 წუთზე კავანიმ გახსნა, ჩილე ცოტა დაბნეულათ გამოიყურებოდა და არაფერი გამოსდიოდათ ატაკაში, სიტუაცია 45 წუთზე ვარგასის გატანილმა გოლმა გამოასწორა, მეორე ტაიმში უკვე ჩილემ შეუტია და ძალიან გაუჭირდა ურუგვაის, თან რამდენიმე გრუბი შეცდომა დაუშვეს დაცვაში და მეკარემაც თოხლა, 60 წუთზე ალექსის სანჩესმა დააწინაურა ჩილეს ნაკრები, 76 წუთზე კი დუბლი შეასრულა, დაჟე ჩილეს მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო ვიდრე ურუგვაის ანგარიშის შემცირება, თუმცა ურუგვაი მაინც კარგათ უბერავს და არ უნდა გაუჭირდეთ მსოფლიოზე გასვლა, პირველ ადგილს კი წესით უკვე ბრაზილია აღარ გაუშვებს ხელიდან აჩერედნოი გამარჯვების შემდეგ, ტიტემ მგონი დაალაგა ასე თუ ისე ბრაზილიელების თამაში და არ უბერავენ ცუდათ ბოლო შეხვედრებში რთული სტარტის შემდეგ, 12 შეხვედრის შემდეგ კი ასეთი სიტუაციაა ლათინური ამერიკის ატბორში http://www.fifa.com/worldcup/preliminaries/match-centre/index.html კოლუმბიასაც უჭირს ბოლო ტურებში, თუმცა წესით კი უნდა გადაასწრონ კაკ მინიმუმ ეკვადორს

Link to comment
Share on other sites

ვიკენდის რასპისანიას გადავხედე და ამ ოთხ შეხვედრას გადმოვწერ ალბათ 1080i-ში თუ დაიდება: ალტეტიკო-რეალი, მანჩესტერი-არსენალი,დორტმუნდი-ბავარია და სპარტაკი ამკარი, ტენისის იტოგოვი ტურნირიც მიდის და იმედია ნახევარფინალებს და ფინალებს მაინც დადებენ კარგ ხარისხში

Link to comment
Share on other sites

გიო მილანი-ინტერიცაა თან ყველა ბილეთი გაყიდული ყოფილა უკვე :D და სოტონი -ლივერპულიც კარგი თამაში იქნება 

Link to comment
Share on other sites

ინტერს ისე უჭირს ალბათ არც ვნახავ ამჯერათ მილანის დერბის, ისედაც ბოლო წლებში დიდათ არც იყო ზრელიშნი თამაშები, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ეგეც უინტერესო გამოვა მაგრამ მაინც ინტერი წელს ფაქტიურათ სერედნიაკის როლშია და შეიძლება ხუთეულშიც ვერ მოხვდეს ეგეთი თამაშით განსაკუთრებით დაცვაში, ევროპალიგაშიც არა მგონია ძალით აგებდენ, იქაც დაცვით ხაზში ქონდათ პრობლემები და თან მიქსტ შემადგენლობით თამაშობდენ სულ, დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ მანჩესტერი-არსენალის თამაში ვნახე, რაღაც ვერ გამოვიდა მთლათ ზრელიშნი თამაში, თან ძირითადათ საშვალო ტემპში უბერავდა ორივე გუნდი, ანგარიში 68 წუთზე გახსნა მანჩესტერმა, მეორე ტაიმში ფლობდენ უკვე გარკვეულ უპირატესობას, თუმცა მაინც ვერ შეძლეს მაგ თამაშის მოგება, 89 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ჟირუმ გაათანაბრა ანგარიში თავური დარტყმის შემდეგ და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, დორტმუნდი-ბავარიის თამაშიც ვნახე, მაგ შეხვედრაშიც როგორც მანჩესტერს დორტმუნდსაც ძალიან ჭირდებოდა მოგება, მაგ შემთხევაში ცოტა წამოეწეოდნენ ბავარიას, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ბავარიას თითქმის არაფერი შეუქმნია ატაკაში და ვერ შეძლეს გოლის შეგდება, უკვე 11 წუთზე გახსნა ანგარიში აბამიანგმა გიოტცეს პასის შემდეგ, რამდენიმე კარგი პადხოდი კიდე ქონდა დორტმუნდს მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა და 1-0 გაიმარჯვა დორტმუნდმა, არც მანდ ყოფილა ოსტრი თამაში, რაღაც ბავარია მოიკოჭლებს ანჩელოტის მოსვლის შემდეგ წელს, პირველ რიგში ეგ ბუნდესლიგის შეხვედრებს ეხება სადაც ხშირათ აქვთ ხოლმე სუსტ გუნდებთან წელს პრობლემები, მგონი ბოლო 6 შეხვედრაში მარტო 2 გაიმარჯვა ბავარიამ გერმანიაში, ატლეტიკო-რეალის შეხვედრაც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები კაკრაზ ღამით

Link to comment
Share on other sites

წელს არვიცი ვინ ჩავთვალო ლიგის ფავორიტად :D ყველა ლიდერი გუნდი საშინელ ფორმაშია აი საშინელში. საერთოდ სეზონის მეორე ნახევრიდან ვინც უფრო მომზადებული ხვდება ხოლმე თამაშებს ისიგებს ლიგასაც მარა ვნახოთ... 

Link to comment
Share on other sites

ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე გუშინ და დღეს 1080i-ში, გუშინ ჯერ ატლეტიკო-რეალის ჯახი ვნახე, რაღაც მაგარი დაიჩაგრა მაგ შეხვედრაში ატლეტიკო, რეალმა კარგათ გამოიყენა თავისი შანსები, ატლეტიკოს კი არაფერი გამოუვიდა დიდათ, რონალდომ მაგ შეხვედრაში ჰეტ ტრიკი შეასრულა, ანგარიში 23 წუთზე გახსნა შტრაფნოიდან რიკოშეტის შემდეგ, 71 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ, 77 კი უკვე კარგი კონტრ ატაკის შემდეგ შეაგდო ბეილის პასის შემდეგ და 3-0 დამარცხდა მწარეთ ატლეტიკო, წელს რაღაც ისე სტაბილურათ ვერ უბერავენ ეგეთი შემადგენლობით და ჩავარდნები აქვთ დაცვაში, სპარტაკი-ამკარის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ამკარი კარგათ თამაშობდა დაცვაში და არ უშვებდენ გრუბ შეცდომებს, სპარტაკს კი უჭირდა აპასნი მომენტების შექმნა, თუმცა უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო გლუშაკოვმა მაგარი ხია და გახსნა ანგარიში და შეძლო 1-0 გამარჯვება სპარტაკმა, ჯანო თამაშობდა ისე ასნავნოი სასტავში თუმცა არაფერი ისეთი არ უქნია დამამახსოვრებელი, სპარტაკი კი 2000 წლის შემდეგ პირველათ გაიმარჯვებს პირველ ტურში, მგონი სპარტაკის დუბლშიც თამაშობს ერთი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი  და შეიძლება მალე ასნავნოიშიც გადმოვიდეს, გავსებულია მთელი რუსეთის ჩემპიონატი რაღაც ქართველებით ეს ბოლო წელია, ალბათ კარგ მაყუთს უხდიან, უკრაინაში კი კრიზისია და ბევრი წამოვიდა უკვე, დღეს ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია რუსული კომენტარით, ლეიპციგი უკვე 3 ქულით უგებს ბავარიას და დებიუტანტისთვის ძალიან მოშნათ დაიწყეს ჩემპიონატი, არაფერი ისეთი შემადგენლობა არ ყავთ თუმცა ღარიბი გუნდი არაა ნამდვილათ, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, ისევ ნიცაა წინ 3 ქულით, მეორე-მესამე ადგილს კი მონაკო და პსჟ იყოფენ, სხვა გუნდები უკვე მოშნათ ჩამორჩნენ მაგ სამეულს, დღეს ლიგის მეხუთე ტური იწყება და ხვალე ჩავუჯდები, 6 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ პარასკევამდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ჩელსი უკვე პირველ ადგილზე გავიდა ამ ტურის შემდეგ, თუმცა მოშნი ბრძოლა მიდის წელს გრანდებს შორის, დაჟე ლივერპულიც კარგათ უბერავს, ცეესკა-ლევერკუზენის თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა, პირველ ტაიმში გერმანელები ჯობდენ, მეორეში კი უკვე ცეესკა თამაშობდა უკეთესათ, ანგარიში 16 წუთზე გახსნა კევინ ფოლანდმა, ცეესკა ბოლოს შტურმე გადავიდა მეორე ტაიმში და პენალტი დანიშნა სუდიამ 76 წუთზე რომელიც ნატხომ შეაგდო, მეორე გოლის გატანიც შანსიც ქონდათ მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა მაგ თამასში და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, მაგ ფრეს შემდეგ ფაქტიურათ ბოლო შანსები დაკარგა ცეესკამ გრუპიდან გასვლაზე, სევილია-უვეს თამაშიც ვნახე, მაგარი გრუბი და ნერვნი შეხვედრა გამოვიდა დობრათ ფოლებით, უვეს არაფერი ისეთი არ უჩვენებია ატაკაში, უბრალოთ რაც შექმნეს ყველაფერი გაიტანეს ფაქტიურათ, ანგარიში ნიკო პარეხამ გახსნა 9 წუთზე უკვე, 36 წუთზე ვასკესმა დურაკული მეორე ყვითელი ბარათი აიკიდა და დატოვა მოედანი, 45 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც მარკიზიომ გაიტანა, მეორე ტაიმში სანპაულიც გააძევეს მოედნიდან გრძელი ენის გამო, უვე არ ჩქარობდა მეორე გოლის გატანას თუმცა ბოლოს მაინც შეაგდეს, 84 წუთზე ბანუჩიმ გაიტანა, უკვე დამატებულ დროში კი მანჯუკიჩმა მესამე გოლიც შეაგდო და 3-1 გაიმარჯვა უვემ და გავიდა ფლეიოფში, მონაკო-ტოტენჰემის თამაშიც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ვნახავ

Link to comment
Share on other sites

ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე დღეს კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე ინგლისურათ, ჯერაც ვერ იყიდეს წელს ნტვ+ პრიმერას ტრანსლიაციები, ამიტომ სეტანტას რუსულ კომენტარს ისევ ინგლისური ვარიანტი ჯობია როცა იდება ხოლმე, ბარსამ ისევ დაკარგა ქულები და რეალი 4 ქულით უსწრებს უკვე, სევილია კი მესამეზე მიდის, მონაკო-ტოტენჰემის თამაშიც ვნახე, მონაკოს ფრეც ყოფნიდა მაგ შეხვედრაში, ტოტენჰემს კი ფრე მაინც უნდა ეთამაშა რომ თეორიული შანსები კიდე დარჩენოდა ფლეოფში გასვლის, 11 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა თუმცა ლიორისმა აიღო ფალკაოს დარტყმული, მაგრამ ეგ მაინც არ დაეხმარა ტოტენჰემს მაგ შეხვედრაში, 48 წუთზე სიდიბემ გახსნა ანგარიში, 52 წუთზე სუდიამ მეორე პენალტი დანიშნა რომელიც კეინმა გაიტანა, თუმცა ფაქტიურათ პირველივე ატაკაში შეაგდო მონაკომ, 53 წუთზე ლემამ გაიტანა და 2-1 დამარცხდა ტოტენჰემი, მონაკომ კი გაინაღდა პირველი ადგილი, სამშაბათის დარჩენილი შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, რეალს გაუმარჯვია და გავიდა დორტმუნდთან ერთად ფლეიოფში, ლესტერიც უპრობლემოთ გავიდა გრუპიდან, ბეშიკტაში-ბენფიკას თამაშიც ვნახე, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა ინტრიგით, ანგარიში 10 წუთზე გახსნა გუედეშმა, პირველ ტაიმში საშინელი პრავალებით თამაშობდა ბეშიკტაშის დაცვა, 25 წუთზე სემედომ მეორე გოლიც შეაგდო, 31 წუთზე კი ფეისამ მესამე გოლიც გაიტანა და 3-0 იგებდა ბენფიკა კომფორტულათ, მერე გადავახვიე და 58 წუთზე ტოსუნის შიკარნი გოლი ვნახე, ბეშიკტაშმა მაგის შემდეგ მოშნათ შეუტია, 83 წუთზე დურაკული პენალტი აიკიდა ლინდეროფმა ხელით რომ ითამაშა და კვარეშმამ მეორე გოლიც შეაგდო, 89 წუთზე კი აბუბაკარმა გაათანაბრა ანგარიში და 3-3 დასრულდა ეგ თამაში, თუმცა ბენფიკას მაინც უკეთესი შანსები რჩება ფლეიოფში გასვლის, მიუნხენგლადბახი-სიტის და არსენალი-პსჟ შეხვედრებიც გადმოწერილი მაქვს და ხვალ საღამოს ჩავუჯდები კაკრაზ

Link to comment
Share on other sites

3 ში კლასიკოა, იქამდე თუ ქულები არ დავკარგეთ, აუცილებლად მოსაგები თამაშია ბარასასთვის, ნუ ჯერ მაინც ადრეა ჩემპიონობის კანდიდაზე საუბარი, თუმცა მგონია რომ ისევ ბარსა-რეალს შორის გადაწყდება 

Link to comment
Share on other sites

ოთხ მიმოხილვას და ოთხ შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში გუშინ და დღეს, ჯერ იტალიის მიმოხილვას ვუყურე, ამჯერათ მარტო სეტანტას საშინელი კომენტარით დაიდო, წელსაც უვე გაიმარჯვეს ალბათ უპრობლემოთ,აი მეორე-მესამე ადგილზე ცოტა უფრო მეტი პრეტენდენტია წელს სეზონის სტარტზე და არცერთი გუნდი არაა სტაბილური, ინტერი ისევ კრიზისშია თუმცა სასტავი არც ისე ცუდი ყავს, მილანი მგონი გაიყიდა საბოლოოთ და პრეზიდენტიც უნდა შეიცვალოს და გაილიანიც მიდის მგონი, ეხლა სადღაც 220 მილიონ ევრომდე მერყეობს მაგ გუნდის ტრანსფერნი ღირებულება და ვნახოთ აბა რამდენით გაეზრდებათ ბიუჯეტი ჩინური ინვესტორების მოსვლის შემდეგ, არსენალი-პსჟ თამაშს ვუყურე ჯერ გუშინ, არ ყოფილა ცუდი შეხვედრა, დაახლოებით როვნი თამაში გამოვიდა მთლიან ჯამში, ანგარიში 18 წუთზე კავანიმ გახსნა, თავიდან პარიზი უკეთესათ გამოიყურებოდა თუმცა მერე არსენალმაც შეუტია, 45 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ჟირუმ შეაგდო, 60 წუთზე კი ავტოგოლი გაიტანა ვერატიმ, 77 წუთზე უკვე აივობიმ შეაგდო ავტოგოლი და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, ალბათ პსჟ გავა პირველ ადგილზე მაგ გრუპაში, მიუნხენგლადბახი-სიტის თამაშიც ვნახე, არ გამოვიდა ისეთი საინტერესო შეხვედრა, გლადბახს უბრალოთ კლასი არ ეყო რომ მოეგო ეგ შეხვედრა, სიტის კი არ მოუკლია თავი ატაკაში თამაშით, 23 წუთზე ანგარიში რაფაელმა გახსნა, 45 წუთზე სილვამ გაათანაბრა ანგარიში, 51 წუთზე სტინდლი გააძევა სუდიამ მოედნიდან მეორე ყვითელის შემდეგ, 63 წუთზე კი ფერნადინიოც მიყვა მეორე ყვითელი რომ მიარჭო სუდიამ, მეტი გოლები აღარ გასულა და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა და გაინაღდა სიტიმ მეორე ადგილი მაგ გრუპაში, გლადბახი კი ევროპალიგაზე გააგრძელებს მოღვაწეობას, ოთხშაბათის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე გუშინ, როსტოვს ბავარია დაუმარცხებია 3-2 და ატლეტიკომ გაინაღდა პირველი ადგილი მაგ გრუპაში, ნაპოლიმ კი დინამოს ვერ მოუგო და ბოლო ტურში გადაწყდება მაგ გრუპაში ყველაფერი, აი ასეთი სიტუაციაა მეხუთე ტურის შემდეგ გრუპებში:http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2017/standings/index.html ევროპალიგის მიმოხილვაც ვნახე გუშინ, ისევ დობრათ გოლები გავიდა მეხუთე ტურშიც, მანჩესტერმა 4-0 დაამრცხა ფეინოორდი და დაიბრუნა ისევ მეორე ადგილი მაგ გრუპაში, ვილარეალიც აგრძელებს ბრძოლას ფლეიოფისთვის და მაგ გრუპიდან ითხივე გუნდს რჩება რეალური შანსები გრუპიდან რომ გავიდნენ, მეხუთე რაუნდის შემდეგ აი ასეთი სიტუაციაა მაგ ტურნირში http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2017/standings/index.html რამდენიმე ძლიერი გუნდი წესლაც იღებს მონაწილეობას 100 მილიონ ევროზე ზევით რომ აქვს ბიუჯეტი, დღეს რუსეთის მიმოხილვაც ვნახე, სპარტაკმა გაიმარჯვა პირველ ტურში და უკვე ვეღარავინ გადაუსწრებს, თუმცა გაუჭირდებათ ტიტულის მოპოვება, ზენიტს მაინც უფრო ძლიერი შემადგენლობა ყავს და გრძელი სკამეიკა, ჩელსი-ტოტენჰემის ლონდონური დერბიც ვნახე დღეს, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ტოტენჰემს არ უთამაშია ცუდათ თუმცა დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და დამარცხდენ მაგის გამო, ანგარიში 11 წუთზე გახსნა ერიკსენმა, თავიდან ფაქტიურათ იდეალურათ თამაშობდენ შპორები დაცვაშიც და ატაკაშიც მაგრამ მეორე ტაიმში გაუჭირდათ უკვე, ანგარიში პედრო როდრიგესმა გაათანაბრა 45 წუთზე, 51 წუთზე კი მოსესმა მეორე გოლიც გაიტანა, ტოტენჰემი ეცადა ანგარიშის გათანაბრებას მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ჩელსისაც ქონდა კიდე რამდენიმე კარგი მომენტი, 2-1 გამარჯვების შემდეგ ჩელსი ისევ რჩება პირველ ადგილზე ამ ტურის შემდეგაც, უკვე მეშვიდე თამაში მოიგეს მგონი პადრიათ, ფრანკფურტის და დორტმუნდის შეხვედრაც ვნახე, არ ყოფილა მთლათ ცუდი თამაში, ანგარიში 46 წუთზე ჰუსტიმ გახსნა, დორტმუნდმა როგორც იქნა გაათანაბრა ანგარიში 77 წუთზე აბემიანგის გოლის შემდეგ, თუმცა ფაქტიურათ შემდეგივე ატაკაში გაუშვეს უკვე ატვეტნი გოლი, 79 წუთზე სეფეროვიჩმა გაიტანა და 2-1 გაიმარჯვა აინტრახტმა და მესამე ადგილზე მიდიან რაც დიდი მიღწევაა მაგ გუნდისთვის, ტერეკი-სპარტაკის შეხვედრაც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ჩავუჯდები კაკრაზ

Link to comment
Share on other sites

დღეს ტერეკის და სპარტაკის შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, წელს რაღაც სულ სხვა დონეზე უბერავს სპარტაკი, აშკარათ მოუხდა მასიმო კარერა და იტალიაშიც კი შეაქეს უკვე მაგ კაცის მოღვაწეობა, ჯანოს ტრამვა ქონია პატარა და ტოვებდა მაგ შეხვედრას, თუმცა მაგის გარეშეც გაიმაჯრვა სპარტაკმა გაჭირვებით, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა, დაჟე ტერეკმა უფრო მეტი მომენტები შექმნა მაგრამ ვერ მოახერხეს გოლის შეგდება, ერთადერთი გოლი მაგ შეხვედრაში 27 წუთზე მაურისიომ შეაგდო ლაციოში რომ თამაშობდა მანამდე და 1-0 გაუმარჯვა სპარტაკმა, კრასნოდარი-ზენიტის და სოსიედადი-ბარსას თამაშებიც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, მილანი წელს საკმაოთ კარგათ უბერავს და ჯერ რომას არ ჩამორჩება მეორე ადგილზე ბრძოლაში, უვერს მოულოდნელათ წაუგია ჯენოასთან 3-1 და 4 ქულით შემცირდა სხვაობა რომასთან, ტორინო და ატალანტაც კარგათ უბერავენ სტარტზე როგორც ლაციო, კრასნოდარი-ზენიტის თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მთლიან ჯამში როვნი თამაში მიდიოდა, ანგარიში 86 წუთზე გახსნა ძიუბამ, თუმცა კრასნოდარმა მაინც მოახერხა მაგ თამაშის მოგება, უკვე დამატებულ დროში ჯერ იზმაილოვმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი უკვე ბოლო წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა შიკარნი მაკრატელა შეაგდო და მესამე ადგილზე გადავიდა მაგ მოგების შემდეგ კრასნოდარი, თუმცა ზენიტს მაინც 4 ქულით ჩამორჩებიან, სოსიედადი-ბარსას თამაშიც ვნახე სეტანტაზე ინგლისური კომენტარით, რაღაც ბარსა ვერც მაგ თამასში ბრწყინავდა და ძლივს გადაურჩა წაგებას, ანგარიში ვილიამ ხოსემ გახსან 53 წუთზე, 59 წუთზე მესიმ გაათანაბრა ანგარიში, მერე ჩისტი გოლი არ ჩაუთვალეს სოსიედადს, არ ყოფილა ოფსაიდში სოსიედადის იგროკი გოლი რომ გაიტანა დამატებაზე და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, მგონი დეკემბრიდან ისევ შეუბერავს მატჩ ჰოლდინგი პრიმერას ტრანსლიაციებს, ეხლა მიდის კაკრაზ პერეგავორები, შეიძლება ელ კლასიკოსაც დაამთხვიონ, ინგლისის მიმოხილვა ვნახე ჯერ, ლივერპული წელს კარგათ უბერავს და მეორე ადგილს ინარჩუნებენ ამ ტურის შემდეგაც, ჩელსიც საკმაოთ სოლიდურათ გამოიყურება წინა სეზონთან განსხვავებით, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე ინგლისურათ, ბარსას რაღაც მაგარი გაუჭირდა ბოლო ტურებში, უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან რეალს და სევილიაც დაეწია ისევ, ელ კლასიკოს შემდეგ შეიძლება ბევრი რამე გადაწყდეს უკვე ჩემპიონატში, ატლეტიკოც არასტაბილურათ თამაშობს და მეოთხეზე მიდიან, გერმანიის მიმოხილვაც ვნახე სეტანტა სპორტის ტრანსლიაცია ინგლისური კომენტარით, რუსული კომენტატორი საშინელი საყურებელია იმენა მაგ კანალზე, ლეიპციგი ისევ პირველზე მიდის საკმაოთ სკრომნი შემადგენლობით, 80 მილიონ ევრომდე ქონიათ მარტო ბიუჯეტი, ანუ დაჟე მოსკოვის ცეესკაზე ცოტა უფრო ნაკლები, დორტმუნდი კი ისევ ბუქსაობს და ექვსეულშიც არ შედის ამ ტურის შემდეგ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე სეტანტა სპორტის ტრანსლიაცია ინგლისური კომენტარით, ნიცას ეწევა ნელ-ნელა უკვე პსჟ და მონაკო, ალბათ ორივე გუნდი გაუსწრებს რამდენიმე ტურში უკვე, არა მგონია ეგეთი სკრომნი სასტავით ნიცა პირველ ადგილზე დარჩეს სეზონის ბოლო ტურებამდე, დანარჩენი გუნდები კი უკვე მოშნათ ჩამორჩებიან ნიცას და ალბათ მესამე ადგილს მაინც შეინარჩუნებს ეგ გუნდი, ტერეკი-კრასნოდარის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა, პირველ ტაიმში ტერეკი ჯაბნიდა აშკარათ კრასნოდარს, ანგარიში 25 წუთზე პირისმა გახსნა, 33 წუთზე კი გროზავმა მეორე გოლიც გაიტანა, ტერეკს დაჟე მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმში ნელ-ნელა გამოასწორა თამაში კრასნოდარმა, ოქრიაშვილი ასნავნოი შემადგენლობაში იყო მაგრამ არაფერი ისეთი არ უჩვენებია მაგ შეხვედრაში, 72 წუთზე ანხელმა ავტოგოლი შეაგდო და 2-1 გახდა ანგარიში თუმცა მაგის შემდეგ ერთი აპასნი მომენტიც აღარ შეუქმნია კრასნოდარს, ნამეტარი გადაღლილები იყვნენ მძიმე კალენდარის შემდეგ და ძლივს დაბობღავდენ მოედანზე და მაგიტომაც დამარცხდენ 2-1 და გადაუსწრო ისევ ტერეკმა, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ 4 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ: სიტი-ჩელსი,ბარსა-რეალი,უვე-ატალანტა,ლაციო-რომა

Link to comment
Share on other sites

დღეს მარტო რუსეთის მიმოხილვას ვუყურე წინა ვიკენდის ოღონდ 1080i-ში, წელს მემგონი მარტო სპარტაკი და ზენიტი იბრძოლებენ ჩემპიონობაზე, ცეესკამ წესით მესამე ადგილი უნდა შეინარჩუნოს თუმცა ეხლა ცუდ ფორმაში არიან, კრასნოდარიც არასტაბილურია მაინც, დღეს მართლა რასპისანიაა და რომ ავდგები გადმოვწერ დილისკენ ორივე შეხვედრას, ფეღბურთის გარდა მაინც აღარაფერი მიდის, ტენისი და ფ1 დასრულდა უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.