Jump to content

ANDROID-ს ინსტალაცია ხელით


Recommended Posts

მოგესალმებით ამ თემაში ავხსნი თუ როგორ დავაყენოთ ანდროიდი ხელით. ეს guide Mითითებულია google_სვე საიტზე. ანუ სანამ OTA update მოვა როგორც წესი უკვე იდება ხოლმე image-ები და შეგიძლიათ clean install_თ განაახლოთ სისტემა :)

 

თავიდან ubuntu/linux-ზე ავხსნი იმიტომ რომ გაცილებით იოლია.

 

მოკლედ თუ თქვენ გაქვთ Ubuntu 12.04 LTS ან უფრო ძველი გაიარეთ სამივე პუნქტი თუ ახალი გაქვთ შესაძლოა არ დაგჭირდეთ პირველი და მეორე. 

1 დავამატოთ რეპოზიტორები (12.04 LTS და ძველებისთვის)

sudo add-apt-repository ppa:nilarimogard/webupd8
2 გაუშვით ბრძანება

sudo apt-get update

3 დააყენეთ პროგრამები

sudo apt-get install android-tools-adb android-tools-fastboot

 

ვსო თქვენ უკვე გაქვთ fastboot tool და შეგიძლიათ მიაერთოთ თქვენი android device.

შეგიძლიათ გადმოწეროთ android factory image_ები nexus-ებისთვის ამ საიტიდან https://developers.google.com/android/nexus/images

ამოაარქივეთ და დააგდეთ Desktop-ზე.

პირველ რიგში დარწმუნდით რომ თქვენი device ჩანს. ჩართეთ იგი download mode_ში და მიაერთეთ კომპიუტერს ან თუ ჩართულია მიაერთეთ კომპიუტერს და აკრიფეთ ბრძანება 

adb reboot bootloader

device თავად გადავა download mode-ში. შემდეგ კი გაუშვით ბრძანება

fastboot devices

მიხვდებით რო დაინახა

შემდეგ თუ არ გაქვთ გახსნილი bootloader აუცილებელია მისი გახსნა. (ეს წაგიშლით ყველაფერს ამიტომ მე გახსნილს ვტოვებ ხოლმე)

ბრძანება

fastboot oem unlock

გადადით ამოაარქივებულ ფოლდერში ბრძანება

cd /Desktop/*********    აქ ******** ეს არის ამოაარქივებული ფოლდერის სახელი

და ბოლოს გაუშვით flash-all.sh სკრიპტი ბრძანებით

./flash-all.sh

დაახლოებით 2 წუთში დაყენდება ახალი სისტემა სრულად. ეს გზა recovery-საც წაგიშლით ამისათვის ვიწერთ ახალ recovery-ს (TWRP-ს გირჩევთ და დააგდებთ მაგასაც სადაც გინდათ მაგალითად Desktop-ზე. კვლავ ტელეფონს ჩართავთ download mode_ში ისევ მიაერთებთ დარწმუნდებით რომ დაინახა. გადახვალთ Desktop-ზე (cd /Desktop) და გაუშვებთ ბრძანებას

fastboot flash recovery openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img

სადაც "openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img" არის recovery ფაილის სახელი. ამას 1 წამიც არ უნდა. ვსო ეხლა თქვენ გაქვთ recovery-ც და ახალი სისტემაც სუფთად დაყენებული.

 

windows-ს გზა

windows-ში თქვენ გჭირდებათ Android SDK უფრო სწორად მისი ნაწილი Platform-tools სადაც არის fastboot ბრძანება. ამისათვის უნდა დააყენოთ Android SDK

აქ ნახავთ ბოლო ვერსიას https://developer.android.com/sdk/index.html

ამის შემდეგ იწერთ android image-ს. მონახავთ სადაც დაყენდა ეს Android SDK და მის ფოლდერში ნახავთ ფოლდერს სახელად platform-tools და შიგნით იქნება ფაილი სახელად fastboot. ამ ფოლდერში ამოაარქივეთ android_ს image და ასევე აქ ჩააგდეთ ახალი recovery-ს ფაილიც.

მიაერთეთ ტელეფონი download mode-ში ან თუ ტელეფონი ჩართულია და მიერთებული კომპიუტერზე (USB debugging ჩართული ყუნდა იყოს და შესაძლოა დრაივერი დაგჭირდეთ ტელეფონისთვის)  შედით platform-tools ფოლდერში ტერმინალიდან და გაუშვით ბრძანება

adb reboot bootloader

ამის მერე ტელეფონი გადავა download mode_ში. თუ bootloader გახსნილი არ გაქვთ უნდა გახსნათ (წაგიშლით ყველაფერს) ბრძანებით

fastboot oem unlock

მერე კი გაუშვით flash-all.bat ფაილი (რომელიც ამოაარქივებულ სისტემაშია და უკვე Platform-tool ფოლდერში იმყოფება) ან ორი დაკლიკებით ან ტერმინალიდან. აქაც სისტემა დაყენდება ასე 2 წუთში და დაყენების მერე აქაც წაიშლება recovery. კვლავ დააყენეთ ხელახლა recovery ბრძანებით 

fastboot flash recovery openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img  "openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img" ეს recovery-ს სახელია.

 

თითქოს windows-ს გზა უფრო იოლია ხო? android SDK-ს ინსტალაციას რო მიადგებით მერე მიხვდებით რომელი გზა უფრო იოლია :D

 

შეგნებულად არ გეუბნებით რომ ჩაკეტოთ Bootloader, რასაჭიროა, შემდეგზე აღარ დაგჭირდებათ გახსნა და არ წაგიშლით ყველაფერს ამის გაკეთებისას.  :)

 

წარმატებებს გისურვებთ :)

თუ რამეს არასწორად გააკეთებთ მე ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი :)

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.