anzori88 Posted November 20, 2014 Share Posted November 20, 2014 ტელეფნების, კეისების, მაისურების, ტაბლეტების, ლეპტოპების და სხვა ნივთების: 1. მოხატვა - 5 ლარიდან. 2. მოხატვა + პოლირება - 10 ლარიდან. Facebook:აეროგრაფია - Airbrush E-mail: [email protected] Tel: 555 02 08 13; 4 Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted November 20, 2014 Share Posted November 20, 2014 ვაა რა ხარისხიანად არის გაკეთებული? და მაისურების მოხატვა, მაგალითად როკ ჯგუფის წარწერის გაკეთება რამდენად ხარისხიანად გამოგდის? ანუ გარეცხვის შემდეგ უკვე იწყებს გადასვლას ფერის ნელ-ნელა მაისურზე? LG G2-ის ქეისის მოხატვა რა დაჯდება? ანუ პლასმასის ქეისის? http://www.amazon.com/Head-Case-Designs-Skull-Protective/dp/B00HO0Y0IC/ref=sr_1_29?ie=UTF8&qid=1416508902&sr=8-29&keywords=lg+g2+skull+head+case აი ასეთ სტილში თუ შეძლებ მოხატვას? Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 20, 2014 Author Share Posted November 20, 2014 მაისურებზე ვხატავთ აკრილის საღებავით, სიმართლე ჯერ არ ვიცი რამდენ ხანში გადავა, რომ გავრეცხა და გადავა ზუსტად მოგწერ. არ მინდა ვთქა ზეპირად ვთქვა და ტყუილი გამომივიდეს. ტელეფონზე მოხატვა რა თქმა უნდა პრობლემა არაა. უბრალოდ უნდა დავაზუსტო ტელეფონის ზომები (ვნახავ Phonearena-ზე) და როგორ გინდა მოხატვა: ანუ 1. უბრალოდ დახატვა, 2. დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება, თუ 3. ძველი საღებავის ბოლომდე აცლა, ზედაპირის დამუშავება, დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება. ლაქი შესაძლებელია იყოს "მატოვი" და პრიალა. რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი, გამძლეობის მხრივ არის ბოლო ვარიანტი, ანუ ძველი საღებავის მოშორება, მეტალზე, პლასტმასზე ჩასვლა და იმის შეღებვა, მოხატვა. ზოგს უნდა რომ ძველი საღებავი შენარჩუნდეს ვერ ვხვდები რა აზრი აქვს, მაინც არ ჩანს ის ძველი და ვერც ეს მოცილდება ისე, რომ ძველი დარჩეს ხელუხლებელი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო და ვიცოდე პასუხი ხვალ მოგწერ ფასს. მაკ ქუინი სასწაული ნამუშეარი არაა, აეროგრაფი არ არის ძალიან ხარისხიანი და ბევრი რამის დასრულება ხელით მოგვიხდა, ფუნჯით, მაგრამ ეხლა უნდა გამოვწერო ძალიან მაგარი აეროგრაფი და ჩამოვა სადღაც, 3 კვირაში, მაქს 1 თვეში. აი მერე უკვე ნებისმიერი დეტალი იქნება უმაღლესი ხარისხის. Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted November 20, 2014 Share Posted November 20, 2014 ვერი გუდ, ძირითადად როკ ჯგუფების მაისურებს ვიწერ ხოლმე და საკმაოდ ხარისხიანებია, აი ბოლოს მოტორჰედის მაისური გამოვიწერე და 2 ჯერ გავრეცხე უკვე და ჯერაც არ გადასვლია საღებავი ისე რომ ფერი დაეკარგა, გააჩნია თანხებს, ისეთ ფასებში თუ გაკეთდება რაღა ამერიკელები გავამდიდრო, შენ გადაგიხდი იმ თანხას, თუ ანალოგიურ ხარისხს მივიღებ, იგივეს ვიტყოდი ტელეფონის ქეისზეც... ბოლოს რაც გამოვიწერე ტელეფონის ქეისი 16 ლარი დამიჯდა და როგორც ვატყობ ჯობს ისევ გამოვიწერო, რადგან შენი ნამუშევარი მაგაზე იაფი დაჯდეს 10 ლარს ყველა ვარიანტში ასცდება როგორც ვატყობ მე რაც მინდა ეგეთ სტილში, პლიუს პრიალა ზედაპირით, არა ძველი სარებავი რაში ამინტერესებს, ამიცეს ახალი ფენა დაფარავს და, ხარისხიანად თუ გაკეტდება, ვატყობ რომ უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე იქიდან გამოწერაა... http://www.amazon.com/Black-Label-Society-Sonic-T-shirt/dp/B00NC5RKEO/ref=cts_ap_2_fbt აი მაგალითად ეს უმარტივესი გასაკეთებელია და დარწმუნებული ვარ ძვირიც არ დამიჯდება იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში შენთან... პლიუს მარტივი გასაკეტებელიც იქნება... მხოლოდ 3 ასოს მიწერაა საჭირო და მეტი არაფერი... Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 20, 2014 Author Share Posted November 20, 2014 ხო, კონკრეტულად ეგ ლოგო, სასწაული არაფერია და რაც მანდ ღირს მაისური, მაგდენიც არ დაჯდება თავისთავად. მაგრამ როგორც გითხარი რამდენ გარეცხვას უძლებს, მაგას გავარკვევ და მოგწერ რამდენიმე დღეში. რაც შეეხება მობილურს, აქ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან: 1. ზომაში პატარაა და ასეთი ტიპის ნახატები, ძალიან საჩალიჩოა, რომ მიიღო მაღალი ხარისხი და კარგი ვიზუალი, ანუ ჩვენთვის უფრო ადვილია ეგ დავხატოთ პლანშეტზე ან ლეპტოპზე, ვიდრე მობილურზე, ვნახე ზომები და 14x7 სმ-ია ტელეფონი, ეგ ნახატი უნდა დაიხატოს კამერის დაბლა, როგორც ამაზონზეა, ანუ სამუშაო ზედაპირი კიდევ უფრო დაპატარავდა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით. შესაბამისად შენც ხვდები, რომ რაც უფრო პატარაა ზედაპირი და დეტალურია ნახატი, მით უფრო ბევრი დრო უნდა შესაბამისად უფრო მეტიც დაჯდება, რადგან დახარჯული დრო და მასალა განსაზღვრავს ღირებულებას. კეისის გამოწერა რა თქმა უნდა იფრო იაფი დაჯდება. სად კომპანია, რომელიც სერიულად აწარმოებს ასეთ დეტალებს და იყენებს კომპიუტერესებს, და სად მხატვარი, რომელიც ამ ყველაფერს ხელით აკეთებს. მანქანა რამდნეიმე წუთში დაბეჭდავს და დაამზადებს, ჩვენ კი მინიმუმ 2-3 დღე გვინდა დაწყებიდან დასრულებამდე. ფასს პმ მოგწერ. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted November 20, 2014 Share Posted November 20, 2014 არ ვიცოდი აეროგრაფია საქართველოში თუ იყო... საღოლ კაია! თქვენი შესრულებული ნამუშევრები სად შეიძლება რომ ვნახო? Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 20, 2014 Author Share Posted November 20, 2014 ჯერ მხოლოდ ისინია რაც დავდე ზემოთ, ჩვენი გაკეთებულია. ამ დღეებში კიდევ დავამატებ რამდენიმეს, ლეპტოპებს და პლანშეტს სავარაუდოდ. ძალიან ადრე, წლების წინ ვმუშაობდით რუსული წარმოების აეროგრაფით, ძირითადად ქაღალდზე და ძალიან მაგარი გამოდიოდა, მაგრამ შეიცვალა ტექნოლოგიაც და მასალებიც, შესაბამისად ჩვენც განვაახლეთ ინვენტარი. ვნახოთ რამდენად გაამართლებს და დაინტერესდება ხალხი. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted November 21, 2014 Share Posted November 21, 2014 ჩემი აზრით პერსპექტიულია და გაამართლებს აუცილებლად... რუსეთში საკმაოდ განვითარებულია ეგ(განსაკუთრებით მანქანებზე აეროგრაფია), ნათესავმა შემომთავაზა ჩამოვიტან ყველაფერს და შენ დახატეო, მაგრამ მერე აღარ გამოუვიდა... კარგი რამეა და წარმატებებს გისურვებთ. დადე ხოლმე ნამუშევრები თუ არ დაგეზარება ;) Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted November 21, 2014 Share Posted November 21, 2014 anzori88, სათაური შევასწორე,ამხელა სათაური არ იყო საჭირო. პირველ პოსტში უნდა იყოს ძირითადი ინფო,თუ რამეა მომწერე და განვაახლებ Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 21, 2014 Author Share Posted November 21, 2014 ჩემი აზრით პერსპექტიულია და გაამართლებს აუცილებლად... რუსეთში საკმაოდ განვითარებულია ეგ(განსაკუთრებით მანქანებზე აეროგრაფია), ნათესავმა შემომთავაზა ჩამოვიტან ყველაფერს და შენ დახატეო, მაგრამ მერე აღარ გამოუვიდა... კარგი რამეა და წარმატებებს გისურვებთ. დადე ხოლმე ნამუშევრები თუ არ დაგეზარება კი რუსეთში ძალიან მაგრები არიან და უმაღლეს დონეზეა ხელოვნების ეს დარგი. აქ სამწუხაროდ, იარაღებიც ჭირს, მასალებიც და მოთხოვნაც არ არის დიდი, ჯერ-ჯერობით ასეა. იმედია შეიცვლება სიტუაცია, იქნება კონკურენციაც, მასალებიც და კლიენტიც. ნამუშევრებს აუცილებლად დავდებ. მადლობა გაიხარე anzori88, სათაური შევასწორე,ამხელა სათაური არ იყო საჭირო. პირველ პოსტში უნდა იყოს ძირითადი ინფო,თუ რამეა მომწერე და განვაახლებ ოკ, მადლობა. კარგია როგორც არის. Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 21, 2014 Author Share Posted November 21, 2014 http://youtu.be/pohOmldQpHo ავტომობილის პარკინგ სენსორების შეღებვა. შავი ფერი გადავღებეთ, ავტომობილის ქარხნულ ფერზე. ბოლოს დავფარეთ ლაქის ორი ფენით. FB: აეროგრაფია Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted November 21, 2014 Share Posted November 21, 2014 ვა საღოლ ძმაო! Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted November 22, 2014 Author Share Posted November 22, 2014 ზუსტად ქარხნული საღებავის ფერზე დაჯდა. კომპიუტერით დავსვით ფერი, გაგვიზავეს და ეგაა. კლიენტიცი კმაყოფილი დარჩა და ჩვენც. Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted December 1, 2014 Author Share Posted December 1, 2014 ესეც სატესტო ნახატი მაისურზე. სატესტო იმიტომ რომ ვამოწმებთ კონკრეტულად ეს საღებავი რამდენ გარეცხვას გაუძლებს და რამდენად შეინარჩუნებს ფერს. შედეგს დავწერ აუცილებლად უახლოეს მომავალში. 3 Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted January 1, 2015 Author Share Posted January 1, 2015 ავტო მრბოლელის "კასკა". 6 Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted January 14, 2015 Author Share Posted January 14, 2015 ესეც ჩვენი ახალი აეროგრაფი პირდაპირ იაპონიიდან - Iwata Eclipse HP-CS 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted January 17, 2015 Share Posted January 17, 2015 კარგიააა მომწოონს მაგრად Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted February 5, 2015 Author Share Posted February 5, 2015 მორიგი პროექტი სამუშაო პროცესში. WALL-E ჩამოგვივიდა Createx-ის აეროგრაფიის საღებავები ამერიკიდან 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted February 5, 2015 Share Posted February 5, 2015 ნელ-ნელა წინ მიიწევთ.. საღოლ Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted February 9, 2015 Author Share Posted February 9, 2015 ხო რავიცი, მგონი ხო მადლობა. ესეც დასრულებული. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted March 25, 2015 Author Share Posted March 25, 2015 ესეც ახალი ნამუშევარი, ჩაფხუტი. თავიდან ბოლომდე მოიხატა ჩვენ მიერ. ჩვენი გვერდი FB-ზე 3 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts