Jump to content

Recommended Posts

Posted

ტელეფნების, კეისების, მაისურების, ტაბლეტების, ლეპტოპების და სხვა ნივთების: 

1. მოხატვა - 5 ლარიდან. 
2. მოხატვა + პოლირება - 10 ლარიდან. 

Facebook:აეროგრაფია - Airbrush 
E-mail: [email protected] 
Tel: 555 02 08 13;

  • Upvote 4
Posted

ვაა რა ხარისხიანად არის გაკეთებული? და მაისურების მოხატვა, მაგალითად როკ ჯგუფის წარწერის გაკეთება რამდენად ხარისხიანად გამოგდის? ანუ გარეცხვის შემდეგ უკვე იწყებს გადასვლას ფერის ნელ-ნელა მაისურზე? LG G2-ის ქეისის მოხატვა რა დაჯდება? ანუ პლასმასის ქეისის? http://www.amazon.com/Head-Case-Designs-Skull-Protective/dp/B00HO0Y0IC/ref=sr_1_29?ie=UTF8&qid=1416508902&sr=8-29&keywords=lg+g2+skull+head+case აი ასეთ სტილში თუ შეძლებ მოხატვას?

Posted

მაისურებზე ვხატავთ აკრილის საღებავით, სიმართლე ჯერ არ ვიცი რამდენ ხანში გადავა, რომ გავრეცხა და გადავა ზუსტად მოგწერ. არ მინდა ვთქა ზეპირად ვთქვა და ტყუილი გამომივიდეს. :)

 

ტელეფონზე მოხატვა რა თქმა უნდა პრობლემა არაა. უბრალოდ უნდა დავაზუსტო ტელეფონის ზომები (ვნახავ Phonearena-ზე) და როგორ გინდა მოხატვა: 

 

ანუ 1. უბრალოდ დახატვა, 2. დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება, თუ 3. ძველი საღებავის ბოლომდე აცლა, ზედაპირის დამუშავება, დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება. ლაქი შესაძლებელია იყოს "მატოვი" და პრიალა. რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი, გამძლეობის მხრივ არის ბოლო ვარიანტი, ანუ ძველი საღებავის მოშორება, მეტალზე, პლასტმასზე ჩასვლა და იმის შეღებვა, მოხატვა. ზოგს უნდა რომ ძველი საღებავი შენარჩუნდეს :D ვერ ვხვდები რა აზრი აქვს, მაინც არ ჩანს ის ძველი და ვერც ეს მოცილდება ისე, რომ ძველი დარჩეს ხელუხლებელი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო და ვიცოდე პასუხი :)

 

ხვალ მოგწერ ფასს. 


მაკ ქუინი სასწაული ნამუშეარი არაა, აეროგრაფი არ არის ძალიან ხარისხიანი და ბევრი რამის დასრულება ხელით მოგვიხდა, ფუნჯით, მაგრამ ეხლა უნდა გამოვწერო ძალიან მაგარი აეროგრაფი და ჩამოვა სადღაც, 3 კვირაში, მაქს 1 თვეში. აი მერე უკვე ნებისმიერი დეტალი იქნება უმაღლესი ხარისხის. :) 

Posted

ვერი გუდ, ძირითადად როკ ჯგუფების მაისურებს ვიწერ ხოლმე და საკმაოდ ხარისხიანებია, აი ბოლოს მოტორჰედის მაისური გამოვიწერე და 2 ჯერ გავრეცხე უკვე და ჯერაც არ გადასვლია საღებავი ისე რომ ფერი დაეკარგა, გააჩნია თანხებს, ისეთ ფასებში თუ გაკეთდება რაღა ამერიკელები გავამდიდრო, შენ გადაგიხდი იმ თანხას, თუ ანალოგიურ ხარისხს მივიღებ, იგივეს ვიტყოდი ტელეფონის ქეისზეც... ბოლოს რაც გამოვიწერე ტელეფონის ქეისი 16 ლარი დამიჯდა და როგორც ვატყობ ჯობს ისევ გამოვიწერო, რადგან შენი ნამუშევარი მაგაზე იაფი დაჯდეს 10 ლარს ყველა ვარიანტში ასცდება როგორც ვატყობ მე რაც მინდა ეგეთ სტილში, პლიუს პრიალა ზედაპირით, არა ძველი სარებავი რაში ამინტერესებს, ამიცეს ახალი ფენა დაფარავს და, ხარისხიანად თუ გაკეტდება, ვატყობ რომ უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე იქიდან გამოწერაა... 

http://www.amazon.com/Black-Label-Society-Sonic-T-shirt/dp/B00NC5RKEO/ref=cts_ap_2_fbt 

აი მაგალითად ეს უმარტივესი გასაკეთებელია და დარწმუნებული ვარ ძვირიც არ დამიჯდება იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში შენთან... პლიუს მარტივი გასაკეტებელიც იქნება... მხოლოდ 3 ასოს მიწერაა საჭირო და მეტი არაფერი... 

Posted

ხო, კონკრეტულად ეგ ლოგო, სასწაული არაფერია და რაც მანდ ღირს მაისური, მაგდენიც არ დაჯდება თავისთავად. მაგრამ როგორც გითხარი რამდენ გარეცხვას უძლებს, მაგას გავარკვევ და მოგწერ რამდენიმე დღეში. 

 

რაც შეეხება მობილურს, აქ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან:
1. ზომაში პატარაა და ასეთი ტიპის ნახატები, ძალიან საჩალიჩოა, რომ მიიღო მაღალი ხარისხი და კარგი ვიზუალი, ანუ ჩვენთვის უფრო ადვილია ეგ დავხატოთ პლანშეტზე ან ლეპტოპზე, ვიდრე მობილურზე, ვნახე ზომები და 14x7 სმ-ია ტელეფონი, ეგ ნახატი უნდა დაიხატოს კამერის დაბლა, როგორც ამაზონზეა, ანუ სამუშაო ზედაპირი კიდევ უფრო დაპატარავდა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით. შესაბამისად შენც ხვდები, რომ რაც უფრო პატარაა ზედაპირი და დეტალურია ნახატი, მით უფრო ბევრი დრო უნდა შესაბამისად უფრო მეტიც დაჯდება, რადგან დახარჯული დრო და მასალა განსაზღვრავს ღირებულებას.

 

კეისის გამოწერა რა თქმა უნდა იფრო იაფი დაჯდება. სად კომპანია, რომელიც სერიულად აწარმოებს ასეთ დეტალებს და იყენებს კომპიუტერესებს, და სად მხატვარი, რომელიც ამ ყველაფერს ხელით აკეთებს. მანქანა რამდნეიმე წუთში დაბეჭდავს და დაამზადებს, ჩვენ კი მინიმუმ 2-3 დღე გვინდა დაწყებიდან დასრულებამდე. ფასს პმ მოგწერ. :) 

Posted

არ ვიცოდი აეროგრაფია საქართველოში თუ იყო... საღოლ კაია! თქვენი შესრულებული ნამუშევრები სად შეიძლება რომ ვნახო?

Posted

ჯერ მხოლოდ ისინია რაც დავდე ზემოთ, ჩვენი გაკეთებულია. ამ დღეებში კიდევ დავამატებ რამდენიმეს, ლეპტოპებს და პლანშეტს სავარაუდოდ. 


ძალიან ადრე, წლების წინ ვმუშაობდით რუსული წარმოების აეროგრაფით, ძირითადად ქაღალდზე და ძალიან მაგარი გამოდიოდა, მაგრამ შეიცვალა ტექნოლოგიაც და მასალებიც, შესაბამისად ჩვენც განვაახლეთ ინვენტარი. ვნახოთ რამდენად გაამართლებს და დაინტერესდება ხალხი. 

Posted

ჩემი აზრით პერსპექტიულია და გაამართლებს აუცილებლად... რუსეთში საკმაოდ განვითარებულია ეგ(განსაკუთრებით მანქანებზე აეროგრაფია), ნათესავმა შემომთავაზა ჩამოვიტან ყველაფერს და შენ დახატეო, მაგრამ მერე აღარ გამოუვიდა... კარგი რამეა და წარმატებებს გისურვებთ. დადე ხოლმე ნამუშევრები თუ არ დაგეზარება ;)

Posted

anzori88

 

სათაური შევასწორე,ამხელა სათაური არ იყო საჭირო.

პირველ პოსტში უნდა იყოს ძირითადი ინფო,თუ რამეა მომწერე და განვაახლებ 

Posted

ჩემი აზრით პერსპექტიულია და გაამართლებს აუცილებლად... რუსეთში საკმაოდ განვითარებულია ეგ(განსაკუთრებით მანქანებზე აეროგრაფია), ნათესავმა შემომთავაზა ჩამოვიტან ყველაფერს და შენ დახატეო, მაგრამ მერე აღარ გამოუვიდა... კარგი რამეა და წარმატებებს გისურვებთ. დადე ხოლმე ნამუშევრები თუ არ დაგეზარება ;)

კი რუსეთში ძალიან მაგრები არიან და უმაღლეს დონეზეა ხელოვნების ეს დარგი. აქ სამწუხაროდ, იარაღებიც ჭირს, მასალებიც და მოთხოვნაც არ არის დიდი, ჯერ-ჯერობით ასეა. იმედია შეიცვლება სიტუაცია, იქნება კონკურენციაც, მასალებიც და კლიენტიც.

 

ნამუშევრებს აუცილებლად დავდებ. მადლობა გაიხარე ;)

 

anzori88

 

სათაური შევასწორე,ამხელა სათაური არ იყო საჭირო.

პირველ პოსტში უნდა იყოს ძირითადი ინფო,თუ რამეა მომწერე და განვაახლებ 

ოკ, მადლობა. კარგია როგორც არის. :)

Posted

http://youtu.be/pohOmldQpHo

 

ავტომობილის პარკინგ სენსორების შეღებვა. შავი ფერი გადავღებეთ, ავტომობილის ქარხნულ ფერზე. ბოლოს დავფარეთ ლაქის ორი ფენით.

 

FB: აეროგრაფია

Posted

ვა საღოლ ძმაო!

Posted

ზუსტად ქარხნული საღებავის ფერზე დაჯდა. კომპიუტერით დავსვით ფერი, გაგვიზავეს და ეგაა. კლიენტიცი კმაყოფილი დარჩა და ჩვენც. :)

  • 2 weeks later...
Posted

ესეც სატესტო ნახატი მაისურზე. სატესტო იმიტომ რომ ვამოწმებთ კონკრეტულად ეს საღებავი რამდენ გარეცხვას გაუძლებს და რამდენად შეინარჩუნებს ფერს. შედეგს დავწერ აუცილებლად უახლოეს მომავალში. :)

 

mvfcl.jpg

c8v6r.jpg

  • Upvote 3
  • 5 weeks later...
Posted

ავტო მრბოლელის "კასკა". :)

 

9786ec009886.jpg

4eb943f96f72.jpg

a1eacfa6158e.jpg

9f982f4e19a5.jpg

545e2064ff9b.jpg

2eebfa94b0a4.jpg

7da13a4f9c0a.jpg

0babffc22d5e.jpg

81e7335c171a.jpg

  • Upvote 6
  • 2 weeks later...
Posted

1dd7b527348f.jpg

 

ესეც ჩვენი ახალი აეროგრაფი პირდაპირ იაპონიიდან - Iwata Eclipse HP-CS 

  • Upvote 1
Posted

კარგიააა

მომწოონს მაგრად

  • 3 weeks later...
Posted
მორიგი პროექტი სამუშაო პროცესში. WALL-E 
e1f85bcd1597.jpg
 
ჩამოგვივიდა Createx-ის აეროგრაფიის საღებავები ამერიკიდან
9b38c6cb3be6.jpg
  • Upvote 1
Posted

ნელ-ნელა წინ მიიწევთ.. საღოლ  :thumbsup:

Posted

ხო რავიცი, მგონი ხო :) მადლობა. ესეც დასრულებული.

25cc3d9be268.jpg

  • Upvote 1
  • 1 month later...
  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.