Jump to content

შემარჩევინეთ სმარტი


Recommended Posts

გამარჯობათ ფორუმელებო..
პირველ რიგში თქვენი აზრი მაინტერესებს ლუმია 930თან დაკავშირებით, მომხიბლა მაგ ტელეფონმა და თუ ღირს მაგ ფასად.

პლუს ანდროიდებიც გამოუშვით 1000 ლარის ფარგლებში  :D

 

P.S. თუ უახლოეს პერიოდში ბაზარზე რამე ახალი გამოდის რის გამოც მოცდა ღირს ეგეც გამაგებინეთ :)

Link to comment
Share on other sites

ნუ თუ 930-ზე ჩამოაგდე საუბარი პირველ რიგში იმაში სჯობს ჩამოყალიბდე ნამდვილად გინდა WP თუ არა. ყოველთვის ვიტყვი რომ დიდი სიმპათიები მაქვს WP-ს მიმართ და ყველა სისტემას მირჩევნია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ უწევს ვერანაირად კონკურენციას ანდროიდს და მითუმეტეს იოსს. ერთადერთი რაც ანდროიდში არ მომწონს ისაა, რომ ძალიან პირატულია და სიტყვაზე მილიარიდ აპლიკაციიდან მხოლოდ მილიონია ნორმალური და გამოსადეგარი, რაც WP-ზე და iOS-ზე დიდად განსხვავდება. ელემენტი დიდხანს ძლებს, პრიმიტიული და სწორხაზოვანი ინტერფეისის გამო რაც მოსაბეზრებელია დამიჯერე (ლუმია 625 მაქვს). რო გითხრა რო ძალიან კარგად იღებსთქო მაგასაც ვერ გეტყვი, იმიტომ რომ 1020-ს გარდა ნორმალურ ფოტოს ვერცერთი ლუმია ვერ იღებს, სხვა კონკურენტ სმარტფონებთან შედარებით, მიუხედავად იმისა თუ რა მატრიცას და ლინზას იყენებენ ნოკიაში (ახლა უკვე მიკროსოფტში). 830-ის და 730-ის კამერებს ახალი კოდირება აქვთ, მაგრამ ეგ მომავალ სისტემურ განახლებაში "DENIM" ყველა სმარტფონს ექნება, მაგრამ ეგ მხოლოდ ბნელ გარემოში ქმნის დადებით მხარეს. პროცესორი ნორმალური აქვს და წარმადი ტელეფონია. ელემენტიც დიდხანს ძლებს. ერთი სიტყვით უნდა დარწმუნდე რომ ნამდვილად გინდა WP თორემ იმედი გაგიცრუვდება. 

 

მე ამ ეტაპზე http://zoommer.ge/category-267/htc-ge/htc-one-dual-sim-silver.html HTC One იგივე M7-ს გირჩევდი (არ აგერიოს M8)-ში. განსხვავება არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაინც არის და ეს ოდნავ კარგ სპეციფიკაციებში და არქიტექტურაშია. პლიუს ამას დალვიკიც და ა.შ, მაგრამ ფასის მიხედვით ყველაზე იდეალურად მიმაჩნია... თუ დაამატებ ფულს რათქმაუნდა HTC One M8.. ასევე შეიძლება Xperia Z3-იც, მაგრამ თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ უპრეცენდენტოდ M8-ს გირჩევდი. 

 

HTC One M7

 

4,7 ინჩი (FULL HD 1080p) კვადრატულ დიუმზე 468 ppi (პირველი სმარტფონი, რომელსაც ზომასთან შედარებით ყველაზე მაღალი რაოდენობის პიქსელები აქვს კვადრატულ დიუმზე)

Snapdragon 600 ~ 1.7 GHz (არ არის ექსტრემალური სიძლიერის, მაგრამ მქონია ამ ტელეფონთან შეხება და ვთვლი რომ ზედმეტი არც ჭირდება. ენერგო მოხმარება დაბალი ზუსტად ამიტომ აქვს, მაგრამ პერფორმანსი კარგი აქვს)

ანდროიდის BlinkFeed (შეცვლილი ანდროიდის სისტემა-ინტერფეისი, წარმადობა, დალვიკი)

რათქმაუნდა 4G LTE მხარდაჭერა (მომავალი წლიდან საქართველოშიც შემოდის 4G. რეგიონში მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილები და ახლა ჩვენთანაც იქნება)

კამერა 4 მპ - ულტრა პიქსელი. ამ თემაზე კი დიდი განხილვა გვქონდა და როგორც აღმოჩნდა ეს ულტრაპიქსელი საუკეთესო ფოტოს იღებს. ობიექტივი მეტ სინათლის სხივს იჭერს და ნათელი ფოტო გამოდის. სასწაულია დამიჯერე რა... ერთადერთი ნაკლი ის აქვს ამას რომ, სიბნელეში შეიძლება 5 ფოტოდან 1 არ გამოვიდეს და გადაიღოს ოდნავ ვარდისფერი შეფერილობის ფოტო, მაგრამ შეიძლება პრაქტიკაში არც გქონდეს ეგ შემთხვევა.

წინა კამერა 2,1 მპ (სხვათაშორის ახალ Xperia Z3-საც იგივე კამერა აქვს რაც ამას) HDR-მხარდაჭერით

2300 მილიამპერი (ყველაფერი ნათქვამია, როცა ტელეფონს სნაპდრაგონ 600 უდგას და 2300 მილიამპერი ამარაგებს მას)

 

გაიგე მეტიhttp://www.htc.com/us/smartphones/htc-one-m7/#/

 

ed03ef1f4884.jpg

Link to comment
Share on other sites

OpTiMeR

უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისათვის.

 

დავიწყებ იმით რომ WP-ს მიმართ მეც მაქვს სიმპათიები. :)

 

 რო გითხრა რო ძალიან კარგად იღებსთქო მაგასაც ვერ გეტყვი, იმიტომ რომ 1020-ს გარდა ნორმალურ ფოტოს ვერცერთი ლუმია ვერ იღებს

ამაზე რა გიპასუხო არ ვიცი, არ მქონია შეხება დიდად. კომპიუტერში არ მინახავს გადაღებული სურათები. არამგონია 930-ის კამერას ეხებოდეს ეს რავი..

HTC-ს რაც შეეხება უნდა ვაღიარო რომ მაგის დიზაინი ძალიან მომწონს , მაგრამ სხვა მხრივ ჩემი ყურადღება არ მიუპყრია ჯერჯერობით  :D

Link to comment
Share on other sites

ცოტას თუ მოიცდი მალე იქნება ეგეთ ფასში Xperia Z3 და Galaxy Alpha , ორივე ძალიან კარგი საშუალო ეკრანის ზომის მქონე ტელეფონია და მე პირადად ეგეთი მირჩევნია 5" და ზემოთ ზომებს , ლუმია 930 კი ნორმალურია , თუმცა ამ ეტაპზე ცოტა ძვირია , ვპ თუ მოგწონს არც დაფიქრდე მაგაზე კარგი არცაა ამ ეტაპზე , 1020 მახინჯია და თავ ძველია , ეკრანიც არ უვარგა და არც ჰარდი 

 

HTC E8 არის საკმაოდ ლამაზი კიდევ , M7 ძველია და პრობლემჯური მოდელი არ გაეკარო , E8 სჯობს 

Link to comment
Share on other sites

WP-ს მიმართ სიმპატიების გამო არ ღირს 1000 ლარის იმ ტელეფონში გადახდა სადაც მობეზრების შემთხვევაში (და ეს აუცილებლად მოხდება) თემასაც კი ვერ შეცვლი :D menu-ც კი მოგბეზრდება და მაგასაც ვერ შეცვლი, შესაძლებლობები სისტემაზე ზემოქმედებისთვის ლამის 0-ს ტოლია, ლამის იმიტომ რომ ფერების შეცვლა მაინც შეგიძლია :D

 

Samsung-ს ვერ ვიტან თუმცა ეს ტელეფონი ძაან მაგრად მევასება Galaxy Alpha და შენც გირჩევ, როგორც ზემოთ თქვეს ცოოტა მოიცადო და დაითრიო. ზომები ჩემთვისაც იდეალური აქვს 4.7 ინჩიანია ჩემი max ზომა რათქმაუნდა დიდი პლასტმასების გარეშე. ეს ადრეც დამიწერია და ეხლახანს კაკრას 4.7-იანი nexus 4 დავითრიე და ზუსტად გავარტყი სასურველ ტელეფონს :) 5 ინჩიც კი დიდია ჩემთვის პირადად.

Link to comment
Share on other sites

შეგიძლია თაილები სულ გააქრო ან სასურველ ზომაზე დააყენო და ფოლდერში ჩაყარო , მოკლედ სხვა სისტემაა და ეგ ისევ გემოვნების საკითხია , მე მომწონს შენ არ მოგწონს ვიღაცამ სულ არ იცის ვპ რა არის და ა.შ 

 

ანდროიდი ღია სისტემაა და რასაც გინდაიმას გააკეთებ და IOS და WP არაა ეგეთი ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთო მაგის მიხედვით 

Link to comment
Share on other sites

WP-ს მიმართ სიმპატიების გამო არ ღირს 1000 ლარის იმ ტელეფონში გადახდა სადაც მობეზრების შემთხვევაში (და ეს აუცილებლად მოხდება) თემასაც კი ვერ შეცვლი :D menu-ც კი მოგბეზრდება და მაგასაც ვერ შეცვლი

 ძალიან სუსტი არგუმენტია ჩემთვის, კომპი იქნება თუ ტელეფონი, სურათს ან თემას რომ დავაყენებ ერთი-ორი წელი არ ვეხები ხოლმე რამის  :D 

ასე რომ აუცილებლად არ მოხდება და როცა მოხდება ალბათ ტელეფონი მექნება უკვე შესაცვლელი.

 

Samsung-ს ვერ ვიტან თუმცა ეს ტელეფონი ძაან მაგრად მევასება Galaxy Alpha და შენც გირჩევ, როგორც ზემოთ თქვეს ცოოტა მოიცადო და დაითრიო.

ეგ სმარტი მეც მომეწონა, ვნახოთ ვნახოთ.

Link to comment
Share on other sites

ეგ სისულელეა როგორ არ იცვლება , საკამოდ მრავალფეროვანი გახდა სისტემა მაგ მხრივ , ნუ ანდროიდი ანდროიდია მაგრამ მარტო ბევრი აპლიკაციები და დარუთვა ხომ არაა , მოკლედ ვანო ჯერ სისტემა გადაწყვიტე რომელი გინა და რაც დაგიწერეთ ეგენია ამ წუთას კარგი არჩევანი , ყველა ვარიანტში ახალი მოდელი აიღე წლევანდელი რომ განახლებებზე არ იყოს პრობლემა 

 

ანდროიდ 5.0 ან Windows 10 რომელიც 930 ზეც დადგება 2015 ში :) 

Link to comment
Share on other sites

 მაგრამ მარტო ბევრი აპლიკაციები და დარუთვა ხომ არაა 

აბა ზარებს და SMS-ებს ფანრიანი ნოკიაც უშვებს :D

 

ეს სისტემების VS გადახედე :)

 

Link to comment
Share on other sites

კარგი ვს არ გვინდა , ორივე სისტემაზე ვურჩიეთ ვარიანტები და თავად გადაწყვეტს ავტორი , ისე Z3 Compact სჯობს ტექნიკურად ალფას და რომ დავტესტე კარგი რამეა მართლა 

Link to comment
Share on other sites

 მოკლედ ვანო ჯერ სისტემა გადაწყვიტე რომელი გინა და რაც დაგიწერეთ ეგენია ამ წუთას კარგი არჩევანი

WP-სკენ ვიხრები.

ანდროიდის ათასი უაზრო აპლიკაცია ბავშვური თემა მგონია  :D  თუ WP-ზე რამე ფასიანი აპლიკაცია მომეწონება და ჩავთვლი რომ კარგად გამოვიყენებ  ვიყიდი ბოლოს და ბოლოს. 

 

ისე Z3 Compact სჯობს ტექნიკურად ალფას და რომ დავტესტე კარგი რამეა მართლა 

სამსუნგს მეც სონი მირჩევნია რატომღაც, რამხელა ეკრანი აქვს კომპაქტს?

Link to comment
Share on other sites

4.6 და ალფას 4.7 

 

http://www.gsmarena.com/compare.php3?idPhone1=6538&idPhone2=6573

 

ალფა თხელია უფრო და ლამაზი თითქოს მაგრამ სჯობს რა სონი 

 

ვპ თუ მოგწონს როგორც მე მაშინ 930 ის გარდა ფლაგმანი M8 Windows არის უბრალოდ საერთაოშორისო ბაზარზე არაა ჯერ და თუ გამოიწერ , თუმცა ლუმიებს დიდი უპირატესობა აქვს ბევრი რამის მხრივ 

Link to comment
Share on other sites

FC BARCELONA

კომპაქტის და 930-ის კამერის ვს-ზე რას იტყვი?

Link to comment
Share on other sites

FC BARCELONA

კომპაქტის და 930-ის კამერის ვს-ზე რას იტყვი?

 

 

კამერის თულები მრავალფეროვანი აქვს ლუმიას , საკმაოდ კარგი სურათის მიღება შეგიძია , Default ზე მგონი სჯობს კომპაქტი უფრო ლამაზი ფერები აქვს , უფრო სწორად დიაფრაგმა უკეთესი აქვს ცოტათი , ისე  4K ს მხადაჭერა არ აქვს 930 ის კამერას და სჯობს მაინც წინა კამერითაც სონი , ნუ დიდ სხვაობას ვერ ნახავ , რომელსაც მიეჩვევი ის იქნება უკეთსი შენთვის :D 

Link to comment
Share on other sites

ისე უდიდესი პრობლემა დღეს არის ელემენტი რომელიც sony Z3 compact აქვს საუკეთესო! ერთადერთია ის ამ შედეგით ტელეფონებში

 

battest.jpg

 

http://www.gsmarena.com/battery-test.php3

 

ეს 930 LOL

battest.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 ისე  4K ს მხადაჭერა არ აქვს 930 ის კამერას 

ეს განმიმარტე :) ვიდეოს გადაღებას გულისხმობ?

Link to comment
Share on other sites

მაგას არ დაუჯერო 930 ბოლო 2 კომპონენტში 7 საათამდე ძლებს , ნუ ვერ სჯობს ვერც კომპაკტს და ვერც ბევრ სმარტს უბრალოდ ეგ სისულელეა რაც მაგათ გატესტეს :D გადაბმულად ფილმებზე დაგვიტესატვს სერვისში და 7 ზე მეტი გაძლო , მოკლედ 930 არაა რა ის ფალგმანი რაც უნდა იყოს , ვპ საშუალო ფასი უფრო კარგია ამ წუთას 


ეს განმიმარტე :) ვიდეოს გადაღებას გულისხმობ?

ხო ანუ პროგრამულადაც არ აქვს ჯერ და არც მაგას , ცოტა მერე დამეატება 

Link to comment
Share on other sites

ისე  4K ს მხადაჭერა არ აქვს 930 ის კამერას

მხარდაჭერა როგორ არ აქვს 4K-სი, უბრალოდ სისტემური განახლება სჭირდება მაგას (DENIM). ახალი კოდირება და ა.შ... 

 

  • სისწრაფე. Lumia Camera მოგცემთ საშუალებას არ გამოტოვოთ არცერთი მომენტი კამერის სწრაფი ჩართვისა და სერიული გადაღების მეშვეობით, შუალედში მილიწამებზე დაპაუზების ფუნქციით.
  • მაღალი გაფართოება. ფუნქცია Moment Capture, რომლის აქტივირება შეგეძლებათ კამერის ღილაკის ხანგრძლივი დაჭერით, აპლიკაციაში გაააქტიურებს 4K ვიდეოგადაღებას სისწრაფით 24 კადრი/წამში. ყოველი კადრი გადაღებული იქნება 8,3 მ,პ-ით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემდეგ შეგეძლებათ ყოველი კადრის შერჩევა და სტატიკურ სურათად შენახვა.
  • ინტუიტიურობა.  დააფიქსირეთ შესანიშნავი კადრები ყოველი გადაღებისას Rich Capture-ის მეშვეობით- ეს ფუნქცია ამარტივებს ფოტოგადაღებას HDR-ის და  ელვა-ნათების  ავტოგამოყენებით. Rich Capture ათავისუფლებს მომხმარებელს გადაღებამდე საჭირო რეგულაციებისგან. თქვენ  ჯერ სურათის გადაღება, და შემდეგ მისთვის სწორი პარამეტრების მითითება შეგეძლებათ.
  • ხარისხი. გადაიღეთ შეუდარებელი სურათები უმაღლესი ხარისხით ცუდი განათების დროსაც კი. ყველაფერი ეს შესაძლებელი ხდება ფოტოგადაღებაში ახალი ალგორითმების გამოყენებით.

Lumia_Camera-2.jpg

Link to comment
Share on other sites

გადაბმულად ფილმებზე დაგვიტესატვს სერვისში და 7 ზე მეტი გაძლო , 

შენ რა იცი იმათ რა ვიდეოზე გატესტეს, რა ფორმატი იყო, რა ბიტრეიტი, რა კოდეკს იყენებდა? ეგრე ისეთ ვიდეოს ჩართავ რო 4 საათშიც გატრუპავს მაგ 930-ს ასე რომ მაგ საიტის ბენჩს უფრო უნდა მიენდო ვიდრე შენ დატესტილს, იმიტომ რომ იქ ერთნაერად იტესტება ზუსტად. 

Link to comment
Share on other sites

ვინ იმათ გეუბნები სერვისშ გავტესტეთ მეთქი 5გბ იანი ვიდეო მკვ ში , ეხლა მაგაზე არ დავიწყებ აქ ჩხუბს , ყველა იცის რომ gsmarena ზოგჯერ სისულელეებს წერს ხოლმე ეგეთ ბენჩებში განსაკუტრებით აიფონებზე და ვპ ებზე 

 

 

 

ხო ეგ ვთქვი მეც ჯერ არ აქვს მეთქი და Denim არ გამოსულა 930 ზე ჯერ 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოკლედ ალფა ან ზ3 კომპაქტი ! ვპ დან 930 ის ცოტა გაიფაება კარგი იქნებოდა 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მხარდაჭერა როგორ არ აქვს 4K-სი, უბრალოდ სისტემური განახლება სჭირდება მაგას (DENIM). ახალი კოდირება და ა.შ... 

  •  აპლიკაციაში გაააქტიურებს 4K ვიდეოგადაღებას სისწრაფით 24 კადრი/წამში.

galaxy alpha-საც და Z3 compact-საც 2160p@30fps,1080p@60fps, 720p@120fps, HDR, ამათი მხარდაჭერა აქვთ :)

Link to comment
Share on other sites

OpTiMeR

 

matusala

 

FC BARCELONA

 

მადლობა ბიჭებო :) 

მოკლედ ეს თვე მაქვს გადასაწყვეტად, თვის ბოლოს ავიღებ რამეს, ცოტა წინასწარ კი ვიკითხე რჩევა  :D 

კარგი იქნება თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც ზემოთ ნახსენები სმარტებიდან ერთერთი აქვს და დაწერს თავის აზრს.

 

Link to comment
Share on other sites

ხოდა თვლის ბოლომდე დაიწევს ფასები ალფაზე და კომპაქტზეც , 930 ზეც , მე რომ ვყიდულობდე 930 ს ფასის გამო არ ავიღებდი , კი კარგი სმარტია მაგრამ მაინც აქვს მცირე მინუსები და 1100 ლარი არ ღირს ჩემი აზრით , ასე 950 უფრო მაგრი ფასი იქნებოდა და ჩამოვა მალე მაგ ფასზეც 

Link to comment
Share on other sites

Samsung Galaxy Alpha-ზე რა აზრის ხართ? 1300 ლარად აქვს მეთრომარტში, ჯერ სხვაგან არ მინახავს, დიზაინი მომეწონა ძალიან

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.