Jump to content

Roccat Alumic - ორმხრივი მაუსპედი


Recommended Posts

პროფესიონალ გეიმერებს ხშირად უწევთ რთული არჩევანის გაკეთება, მაუსპედის არჩევის დროს და ვერ გადაუწყვეტიათ თუ რომლის შეძენაა უმჯობესი: იმ პროდუქტის, რომელიც სისწრაფეს გვთავაზობს, თუ იმის, რომელიც გათვლილია საუკეთესო კონტროლისათვის. ამით კი, სხვადასხვა შეჯიბრებებზე მათ უწევთ ყველა სახის 'ხალიჩის' წაღება და შემდეგ, აუცილებლობის მიხედვით, მათი შერჩევა. კომპანია Roccat-მა სცადა ამ პრობლემის მოგვარება და გამოსაშვებად ამზადებს Alumic-ს. ეს გახლავთ ორმხრივი პადი, რომლის თვითოეული ზედაპირი განკუთვნილია ზემოაღნიშნული მახასიათებლებისათვის. ასე, რომ თამაშის დროს, სნაიპერსა და გრუნტს შორის გადართვას, ნაწარმის მარტივი ამოტრიალებით შეძლებთ.

პროდუქტს გააჩნია ანოდიზირებული ალუმინის ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს მის მოყვანილობასა და სისწორეს. ორივე მხარის კუთხეები რეზინისაა, რაც გამორიცხავს მის სრიალს სიბრტყეზე. კომპლექტში ასევე შედის გელისებური ხსნადი იდაყვის სადებიც. Alumic-ის ზომებია 331 x 272, ხოლო სისქე კი 3 მმ. მაღაზიებში მაუსპედი გამოჩნდება უკვე ამ თვის ბოლოსთვის და მისი ღირებულება იქნება 39.99€.

5900c196b8e9.jpg

875dfcae5901.jpg

1237255572ce.jpg

e045fbd1467d.jpg

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

მაუსის მონაცემები არ არის ცნობილი ?

+1 შენ :D

მაუსი მარცხენა ხელისთვისაა განკუთვნილი ?

მე მაუსი უფრო მომეწონა ვიდერ პადი რა თქმა უნდა პადიც ძალიან სერიოზულია.

Link to comment
Share on other sites

ვა საინტერესოა მოფიქრებაა, მაგრამ არ მგონია გაამრთლოს. გადმობრუნებისას, ის მხარე რომელიც ქვემოთ იყო, სავარაუდოდ გასაწმენდი იქნება ხოლმე, რაც მაინც დისკომფორტია. ასე რომ მე არ ვიყიდდი. თუმცა თუ ყოველთვის ზდმეტად სუფთა ზედაპირზე იხმარენ, მაშინ შეიძლება გამოდგეს კიდეც. ფასიც მეძვირება მე პირადად.

მადლობა ნიუსისთვის. :)

Link to comment
Share on other sites

ვა საინტერესოა მოფიქრებაა, მაგრამ არ მგონია გაამრთლოს. გადმობრუნებისას, ის მხარე რომელიც ქვემოთ იყო, სავარაუდოდ გასაწმენდი იქნება ხოლმე, რაც მაინც დისკომფორტია. ასე რომ მე არ ვიყიდდი. თუმცა თუ ყოველთვის ზდმეტად სუფთა ზედაპირზე იხმარენ, მაშინ შეიძლება გამოდგეს კიდეც. ფასიც მეძვირება მე პირადად.

მადლობა ნიუსისთვის. :)

ამდაგვარი პადები (ვგულისხმობ 2მხრიანს :D) დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, თუმცა "გეიმერების" გული ვერ მოიგო და არც მიკვირს :D

სახმარად ძალიან მოუხერხებელია

ჯერ იმიტომ რო ზომით პატარებია და იმენა "გეიმერებს" ჭირდებათ დიდი ზომის პადები ბევრი მიზეზის და გამო :D

და უკვე დიდი ზომის 2მხრივი პადის მინუსი -თვითონ ზომაა. სატარებლად მოუხერხებელია

და მეორე მხრის გაწმენდას რაც შეეხება არ დაჭირდება

ნაპირები როგოორც წესით აწეული აქვს ამ შემთხვევაში რეზინით

საერთოდ როკატი სერიოზული ბრენდია და ფასიც შესაბამისი აქვს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.