Jump to content

Android-ზე საუბრის პრობლემა


Recommended Posts

გამარჯობათ ფორუმელნო!

მოკლედ საუბრის დროს მეთიშება მიკროფონი, მნიშვნელობა არააქვს მე ვურეკავ თუ მირეკავენ, რამდენიმე წამში ჩემი მიკროფონი ითიშება როგორც სჩანს ან ხმას აღარ გადასცემს, მოსაუბრის ხმა მესმის მაგრამ ჩემი არ ესმით...

შეიძლება რამდენიმე წუთი ვილაპარაკო და არ გაითიშოს მიკროფონი და შეიზლება 2-3 წამში გაითიშოს, ან პასუხის გაცემისას უკვე აღარ ესმოდეთ :(

ტელფონი მაქვს pantech Flex ახალია ფაქტიურად, არ დამვარდნია და არაფერი 7-8 თვე იქნება რაც მაქვს, ამასწინად factory reset-ით დავარესტარტე ყველაფერი წამეშალა ამის გულისთვის, იმედი მქონდა ეშველებოდა მაგრამ უშედეგოდ, ასევე გათიშვისა და ხმის აწევისღილაკითაც დავარესტარტე სადღაც ტელეფონის ბიოსიდან, მაგრამ კვლავ უშედეგოდ :(

არც დარუთული მაქვს არაფერი, აყენია 4.1.2 ჟელი-ბონი მუშაობს მშვენივრად, მხოლოდ ეს პრობლემა მაქვს, რა ჯანდაბა ვუშველო :(

 

მადლობა ყველას წინასწარ, თვენს იმედზე ვარ!

Link to comment
Share on other sites

სალამი, სავარაუდოდ hardware პრობლემა უფრო არის ეს ვიდრე სოფტის რადგანაც რესეტმა არ უშველა ამიტომაც სჯობს ხელოსანს მიუტანო

Link to comment
Share on other sites

ეჰ ყველაზე მეტად ეგ არ მინდოდა :(

კარგი მადლობა, ისე ჩემი დის ტელეფონსაც მზგავსი რაღაც დაემართა, კაკრას ერთი თვე იქნება იგივე სჩირს იმის ტელესაც, იმასაც ანდროიდი აქვს ჰუავეი რაღაცა, შესაძლოა ორივეს ჰარდის პრობლემა ჰქონდეს?

Link to comment
Share on other sites

მე ჰარდის ბრალია მგონია

რესეტის დროს data იშლება, პარამეტრები ნულდება ანუ როგორც პირველად ჩართავ სისტემას ისევ ისეა შესაბამისად hard reset-მა უნდა გამორიცხოს სოფტის პრობლემა

ერთი შეიძლება თუკი არის ვირუსი რომელიც თიშავს მიკროფონს მაგრამ არამგონია ძალიან პატარა შანსია ამისი

თუ გინდა მაგის გამორიცხვა მაშინ გაუკეთე hard reset შემდეგ ჩართე და ნახე როგორ იქნება(სინქრონიზაცია არ გაუკეთო)

Link to comment
Share on other sites

ამიტომ არ ვყიდულობ ასეთი ფირმების ტელეფონს და "ანდროიდს"

Link to comment
Share on other sites

დატესტე აბა მიკროფონი, ან დიქტოფონით ან სკაიპში საუბრით, თუ ისევ ეგრე შვება ესეიგი მიკროფონის ბრალია. პ.ს. თუ ხან მუშაობს ხან არა უიმედო მდგომარეობა არ იქნება, უბრალოდ კონტაქტი არ ექნება კარგი ან ავარდნილი. კიდევ გირჩევდი ასეთი რამ გააკეთო, დადო ტელეფონი დიქტაფონის რეჟიმში უძრავად და ნახე მიკროფონო რას იზამს. ანუ თუ კონტაქტს კარგავს შეიძლება ხელში მოძრაობისას ექმნება პამეხები.. მოკლედ რას კარგავ სინჯე ასეთი ვარიანტები



https://play.google.com/store/apps/details?id=kr.sira.sound

 

ამ აპლეკაციით დატესტე თუ გინდა და ზუსტად გაიგებ რა დროს ითიშება და გათიშვის მერე თ ირთვება საერთოდ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გაიხარე ახლა ვცდი მაგას...

დღეს დილით ვსინჯე ვიდეო გადაღება მაგრამ მეორე მკროფონიც ეგრე აკეთებს, მე ვფიქრობ პროგრამულია, კი დავარესეტე ამასწინად მაგრამ ეგრევე არ გამიტესტავს კვლავ ჩავწერე პროგრამები ხოდზე მოვიყვანე და მერე დავტესტე...

ვიდეოს გადაღებისას იწყებს ხმის ჩაწერას და რამდენიმე წამში თითქოს მაგარი ქარიაო ეგეთი ხმა ისმის ჩანაწერში და ხვა არაფერი...

აი მაგალითად ეს ვიდეო ჩემი გადაღეულია რამდენიმე დღის უკან და მშვენივრად ისმის ხმა, ახლა რა დაემართა არვიცი ორივე მიკროფონი ერთდროულად ხომ არ დაზიანდებოდა :(

Link to comment
Share on other sites

ვინმე ნორმალური ხელოსანი არ იცით? იქნებ რამე გაუგოს, რატომღაც კვლავ პროგრამული მგონია

Link to comment
Share on other sites

..................

Link to comment
Share on other sites

აბა ნახე გადმოწიერე 3rd party camera სულერთია რომელიმე რომელიც ვიდეოს იღებს და იქ როგორ იქნება

 

იქაც მასე გააკეთებს სავარაუდოდ ნახე როგორ ჩაიწერს

 

 

ვინმე ნორმალური ხელოსანი არ იცით? იქნებ რამე გაუგოს, რატომღაც კვლავ პროგრამული მგონია

არ ვიცი მე პირადად, კიდობანშიო სადღახ xz

Link to comment
Share on other sites

Grand 2-ზე გვქონდა დაახლოებით იგივე პრობლემა, ლაპარაკისას ხმები ძალიან უხარისხოდ ისმოდა და Zoomer-ში გვითხრეს 3G-ს ბრალიაო და რო გაუთიშა გამოსწორდა ყველაფერი. 

Link to comment
Share on other sites

და რა მაინტერესებს, ყურსასმენის მიკროფონში მოდის ხმა, ახლობელმა მითხრა შესაძლოა სისტემის პრობლემააო ხომ შეიძლება ანდროიდი დაზიანდა და სისტემ რესეტი არ შველოდეს? დღეს ვცადე დარუთვა და მემგონი წარმატებით ჩაიარა ახლა მინდა ახალი ანდროიდის დაყენება ან pantech flex 4.1.2 დაყენება სტოკ ვერსიის რაც ამას მოყვა, იქნებ დამეხმაროთ ვინმე? და თანმიმდევრობა მიცვენოთ ასევე პროგრამები მირჩიოთ როგორ დავაყენო ახალი ROM-ი, აქ გადავხედე ახსნილი რომ არის მაგრამ არ აკეთებს ეგრე

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

და რა მაინტერესებს, ყურსასმენის მიკროფონში მოდის ხმა, ახლობელმა მითხრა შესაძლოა სისტემის პრობლემააო ხომ შეიძლება ანდროიდი დაზიანდა და სისტემ რესეტი არ შველოდეს? დღეს ვცადე დარუთვა და მემგონი წარმატებით ჩაიარა ახლა მინდა ახალი ანდროიდის დაყენება ან pantech flex 4.1.2 დაყენება სტოკ ვერსიის რაც ამას მოყვა, იქნებ დამეხმაროთ ვინმე? და თანმიმდევრობა მიცვენოთ ასევე პროგრამები მირჩიოთ როგორ დავაყენო ახალი ROM-ი, აქ გადავხედე ახსნილი რომ არის მაგრამ არ აკეთებს ეგრე

დაურუთავი სისტემა არის ჩაკეტილი. თუ ახალი იყიდე და არასდროს დაგირუთავს პროგრამულად დაზიანებული ვერ იქნება უბრალოდ არცერთ აპლიკაციას არ აქვს უფლება ცვლილება შეიტანოს სისტემაში. იმას არ ვამბობ პროგრამული გამორიცხულია მეთქი უბრალოდ თვითონ ROM-ს თუ აქვს პრობლემა ეგ თავიდანვე იქნებოდა მაგრამ წესით თავიდანვე უნდა მასე უნდა გაეკეთებინა და არა ნახევარი წლის მერე სისტემატურად დაეწყო.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.