George Posted July 15, 2014 Share Posted July 15, 2014 BioWare გამოკითხვა ჩაატარა მასს ეფექტის ახალ ნაწილთან დაკავშირებით http://shazoo.ru/2014/07/15/23416/bioware-zapustila-opros-po-mass-effect-4 Link to comment Share on other sites More sharing options...
Nathaniel Posted July 15, 2014 Share Posted July 15, 2014 სია რომ არის მონიშნეთ რომელი გაქვთ აქედან ნათამაშებიო და ყველაფერს რომ ნიშნავ, 2 ის გარდა ყველა მაქვს დახურული/ნათამაშები Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted July 15, 2014 Author Share Posted July 15, 2014 შევავსე :mad: Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted July 16, 2014 Share Posted July 16, 2014 მეჩ Link to comment Share on other sites More sharing options...
Nathaniel Posted July 16, 2014 Share Posted July 16, 2014 მაინც დააფეილებს 1 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted July 16, 2014 Author Share Posted July 16, 2014 მაინც დააფეილებს დაგაპლიუსე Link to comment Share on other sites More sharing options...
Gam3b0y Posted July 16, 2014 Share Posted July 16, 2014 Nathaniel, მე დაგამინუსე Link to comment Share on other sites More sharing options...
Nathaniel Posted July 16, 2014 Share Posted July 16, 2014 მე ბიოვეარს დავამინუსებ ისევ მარტო მოკლე თმა თუ იყო Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted July 16, 2014 Author Share Posted July 16, 2014 მე ბიოვეარს დავამინუსებ ისევ მარტო მოკლე თმა თუ იყო გოგოთი ითამაშე ყველაზე მაგარი იქნება მთავარ გმირზე რასების არჩევის უფლება რომ იყოს. ძალიან მაგრად გამიხარდება, და არამარტო მე. Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 29, 2014 Share Posted July 29, 2014 პირველი დეტალები http://gamemag.ru/news/noviy-mass-effect-pervie-detali-98586 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted August 9, 2014 Author Share Posted August 9, 2014 ქეისი ჰადსონი ბაიოვეარიდან წავიდა. Bioware-ის გენერალური დირექტორი იყო. KOTOR და Mass Effect მაგის შექმნილია. EA მოკლავს ალბათ Mass Effect-ის უნივერსს Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 10, 2014 Share Posted August 10, 2014 ხო ვნახე მეც ეგ ინფო გუშინ, მემგონი უფრო 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს ეს ნაწილი, მანამდე მეეჭვება Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 11, 2015 Share Posted January 11, 2015 BioWare Mass Effect Next ახალი დეტალები შეიძლება მალე გამოაქყვეყნოსო http://shazoo.ru/2015/01/10/27252/bioware-podgotovila-fantasticheskij-bild-mass-effect-next-novye-detali-vozmozhno-skoro Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted January 19, 2015 Share Posted January 19, 2015 MASS EFFECT 4-ის სათამაშო მსოფლიო იქნება ბევრად დიდი ვიდრე DRAGON AGE: INQUISITION-ის არის BioWare-ის გუნდი აპირებს შექმნას თამაში Mass Effect 4 წარმოუდგენლად დიდი. სერიის ახალი ნაწილის სათამაშო მსოფლიო შეიძლება იყოს ოთხჯერ დიდი ვიდრე Dragon Age: Inquisition-ის არის. BioWare-თან დაკავშირებული წყაროები აცხადებენ, რომ ზომების და თამაშის კონტენტის რაოდენობის მიხედვით თამაში იქნება Dragon Age: Inquisition-თან შედარებით ბევრად დიდი. ამას ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ Mass Effect 4-ზე მუშაობს 4-ჯერ უფრო მეტი თანამშრომელი, ვიდრე Dragon Age: Inquisition-ზე მუშაობდა. Dragon Age: Inquisition-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ, კოსმოსური საგის გაგრძელებაზე მუშაობს 200 ადამიანი, ხოლო წყაროების სიტყვების მიხედვით Dragon Age: Inquisition-ზე მუშაობდა სულ რაღაც 50 ადამიანი, რაც მიუთითებს პროექტის უზარმაზარ მასშტაბებზე. წყაროებმა ასევე ახსენეს რელიზის შესაძლო თარიღი. ჭორების მიხედვით თამაში გამოვა 2016 წელს, ამიტომაც სერიის ფანებს მოუწევთ საკმაოდ დიდიხნით ლოდინი. Mass Effect-ის მეოთხე ნაწილის გამოსვლა დაგეგმილია Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე. 4 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 20, 2015 Share Posted January 20, 2015 იმედია სულ მცირე 90% დონის თამაში გამოუვათ და მეორე დრაგონ ეიჯის შეცდომებს არ გაიმეორებენ, თუმცა მაგ თამასში სრაზუ რამდენიმე პრომახი დაუშვეს, Dragon Age: Inquisition მაქსიმუმ 85% დონის იგრაა Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 21, 2015 Share Posted April 21, 2015 ახალი ინფოები გავრცელდა ნეტში ამ თამაშის შესახებ http://gamemag.ru/news/104196/sluh-v-set-popala-massa-novyh-podrobnostey-o-sleduyuschey-ig Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted April 25, 2015 Share Posted April 25, 2015 ვრცელდება ახალი ინფოები მომავალ თამაშზე, უფრო მეტს ალბათ E3-ზე გავიგებთ, თუმცა ძირითადმა ასპექტებმა "გამოჟონა" მაინც: შინაარსი შესავალი: მოქმედება ხდება ანდრომედას გალაქტიკის ჰელიუს კლასტერში, დაშორებულია სივრცესა და დროში ორიგინალ ტრილოგიას და შეპარდს. თამაშობთ როგორც გზამკვლევი, რომელიც ეძებს ახალ სახლს კაცობრიობისთვის (ადამიანებისთვის). მოივლით უზარმაზარ უკაცრიელი ტერიტორიებს, შეებრძოლებით უამრავ თავზეხელაღებულ ბანდიტს და მტრულად განწყობილ უცხოპლანეტელების რასებს, რათა გადარჩეთ და შექმნათ ახალი კოლონიები. ანდრომედას გალაქტიკა არის იდუმალი უცხოპლანეტელების რასის: რემნანტების (Remnants), რომლებმაც დატოვეს უამრავი საცავი და ტექნოლოგია. თამაშის მიზანი: გამოიკვლიე 100 ზე მეტი პლანეტა, (4 ჯერ დიდი სამყარო ვიდრე Mass Effect 3-ში), შეაგროვე რესურსები, განავითარე ხომალდი, გუნდი და იარაღის არსენალი, გამოიყენე დიპლომატია კოლონიების დასასახლებლად, გამოიკვლიე რემნანტების საიდუმლოებები და მოიპოვე მათ მიერ დატოვებული ტექნოლოგიები. ახალი რასები: რემნანტები- გადაშენებული დომინანტი ასა ანდრომედაში, რომლებმაც დატოვა ნანგრევები და ტექნოლოგიები, და ხეთები (Khet),სავარაუდოდ მტრულად განწყობილი გუნდი: როგორც წინა ტრილოგიაში, შედგება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებისგან,მაგალითად კორას (სავარაუდოდ ასარი) შეუძლია ბიოტიკური ფარის გენერირება, რომელიც გარედან ბლოკავს ცეცხლს, ხოლო შიგნიდან სროლა შეგიძლია, დრაკი კი არის კროგანი. მისიაზე როგორც ადრე შეგიძლია 2 თანაგუნდელის წაყვანა ერთგულების მისიები:როგორ წინა ტრილოგიაში, გუნდის წევრის ერთგულების მისიის შესრულება ხსნის დამატებით შესაძლებლობებს, მაგალითად კროგანების ხომალდი გაიტაცეს ბანდიტებმა (ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც ), თუკი მოძებნი და დააბრუნებ ხომალდს, დრაკის ერთგულება გაიზრდება, რაც გამოიხატება დამატებითი პაუერის გახსნაში, დიალოგის ახალ ოპციებში, ამ ტიპის მისიები ახდენენ გავლენას თამაშის ძირითად მიმართულებაზეც დიალოგები:"აზრიანი გადაწყვეტილებები"- პასუხების უფრო ღრმა კონტროლი, მაგალითად საუბრის გაწყვეტინება მოსაუბრისთის, მოქმედებებისჩართვა დიალოგებში: მაგალითად იარაღის ამოღება და შუბლზე მიბჯენა კარების გაღების მოთხოვნით ნაცვლად გრძელი დიალოგებისა გამოკვლევა/მორგება კოსმოსური ხომალდი "ბობოქარი" (Tempest) -პილოტირებადი ხომალდი ასობით მზის სისტემის გამოსაკვლევად, ხომალდის "დანავაროტება" მისიებზე მოპოვებული ტროფეებით, ნადავით და გალაქტიკაშ გადაღებული სურათებით(?). გადაასვლები ხომალდის პილოტირებიდან პლანეტაზე დაჯდომაზე, მაკოს მართვასა და ფეხით სიარულზე არის ჩატვირთვის ეკრანების და ლოდინის გარეშე. მაკო-გაუმჯობესებული მანქანა, აპგრეიდის შესაძლებლობით: ტურბო აჩქარების, ფარების გენერატორის და მტრის დეტექტორის გაძლიერების საშუალება, გარედან სასურველი მოხატვის შესაძლებლობა პლანეტები:ასობით გამოსაკვლევი პლანეტის ზედაპირი, აღმოაჩინე პლანეტები კოლონიზაციისთვის, დაიპყარი მტრული რასების ავანპოსტები და რემნანტების საცავები კოლონიები: ააშენე დასახლებები საცხოვრებლად ვარგის პლანეტებზე, აირჩიე დასახლების ტიპი: მაგალითად დამზვერავი დასახლებები გაასუფთავებენ რუქაზე "ომის ნისლს" და მოგცემენ მეტ "დარტყმით" მისიებს, ხოლო წიაღისეულის მომპოვებელი დასახლება მოგამარაგებთ რესურსებით. სქემები:გაძლევენ საშუალებას შექმნათ უცხოპლანეტელების ტექნოლოგიები, გააუმჯობესოთ არსენალი და აღჭურვილობა, მაგალითად ჯეტპაკი მაღალზე ხტუნვისთვის, კრიო-სხივი მოწინააღმდეგებისთვის და ა.შ გუნდი: მორგებადი სკილების ხე, აღჭურვილობა, იარაღი და ა.შ მისიების ტიპები და მულტიპლეერი რეიდი რემნანტების საცავზე: ანტიკური ნანგრევები ორ ვარიანტში: სტანდარტული: მათთან წვდომა შესაძლებელია რემნანტების მონოლითების ნახვითა და აქტივაციით, პოულობთ "ძლიერ არტეფაქტს" რომლის მოპოვებაც ააქტიურებს დაცვით მექანიზმებს: რობოტებს, მახეებს, წყობის ცვლილებას. ჯილდოა ღირებული ნადავლი და რესურსები, ასევე "ვარსკვლავის გასაღები" (Star Keys) ორბიტალური სადგურები: მათთან წვდომისთვის საიროა ვარსკვლავის გასაღები,გვაძლევს ბონუსებს, ასევე ოპციონალურ მაღალი სირთულის საცავთან წვდომას, რომელსაც ემატება ხეთების პატრული და ბანდიტები. ჯილდოა იშვიათი ნადავლი. ხეთების ავანპოსტი: ოპციონალური ტალღური სისტემის ბრძოლები, ჯილდოა XP, ხთების შესუსტება და რეგიონში ახალი მისიები(ავანპოსტის განადგურების შემთხვევაში). დამრტყმელი ჯგუფი: დახარჯე რესურსი, დაიქირავე მებრძოლები და გაუშვი კოპიუტერის მიერ კონტროლირებად შემთხვევით გენერირებულ შეზღუდული დროის მისიებზე. მისიები მოიცავს დასახლებების დაცვას და რემნანტების არტეფაქტის აღოჩენას. დარტყმითი ჯგუფი დაბრუნდება 20-30 წუთში და მისიის შედეგის მიხედვით შეგმატებთ XP-ს, კრედიტებს და აღჭურვილობას. დახარჯე ფული და რესურსები დამრტყმელი ჯგუფის საწვრთნელად, უკეთესი დამრტყმელი ჯგუფი კი უფრო სახიფათო დავალებებს შეასრულებს. აქტიური დამრტყმელი ჯგუფ: იგივეა რაც დამრტყმელი ჯგუფი, თუმცა ამ შემთხვევაში თავად შეგიძლიათ შეასრულოთ მისია მულტიპლეერის გმირით ურდოს რეჟიმი: როგორც Mas Effect 3-ში, ოთხმა მულტიპლეერის მოთამაშემ უნდა გაუძლოთ მტრის ტალღებს, დამატებითი მისიებია ბომბის გაუვნებელყოფა, მიზნის განადგურება, ჯილდოები, ანალოგიურად ME3-ისა არის ნადავლი და XP. ეს ინფორმაცია გავრცელდა Bioware-ს გამოკითხვიდან, თუმცა არაა გამორიცხული კიდევ შეიცვალოს, მიუხედავად საკმაოდ ბევრი დეტალისა, ბევრი რამე ჯერ უცნობია, მაგალითად რა გმირით იქნება შესაძლებელი თამაში, იქნება ეს ადამიანი თუ უცხოპლანეტელი,. როგორც ჩანს მთავარი გმირი შეპარდისგან განსხვავებით არ იქნება "გალაქტიკის მხსნელის" ტიპის, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს სავარაუდოდ ხომალდს ერქმევა Tempest, და რადგანაც წინა ტრილოგიაში სხვა გალაქტიკაზე საუბარი არ იყო, ირმის ნახტომის გალაქტიკის ბინადრებმა ისწავლეს გალაქტიკებს შორის მოგზაურობა, ე.ი საკმაოდ დიდი დრო გავიდა ME3-ის მოვლენების შემდეგ (თუმცა არაა გამორიცხული ლიარა ცოცხალი იყოს) ჩემი აზრით რემნანტები-ძალიან გვანან(არა ფიზიკურად რა თქმა უნდა, თუმცა არც ეგაა გამორიცხული ) პროთეანელებს, ხოლო ხეთები-ბატარიანელებს წყარო 8 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 25, 2015 Share Posted April 25, 2015 იმედია ბოლომდე გაამართლებს მოლოდინებს გრაფიკა იქნება თუ შინაარსი და თამაშის ხანგძლივობა კარგ გეიმპლეისთან ერთად, თორე მესამე ცოტა მოიკოჭლებდა უკვე რამდენიმე კომპონენტში, რაც არ უნდა იყოს 87-88% მაინც იმსახურებდა მესამე ნაწილიც შეფასებებს, ანუ საკმაოთ კარგი დონის რპჯ მთლიან ჯამში და არ ღირს გამაზვა ვისაც არ დაუხურია Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted April 26, 2015 Share Posted April 26, 2015 იმედია ბოლომდე გაამართლებს მოლოდინებს გრაფიკა იქნება თუ შინაარსი და თამაშის განგძლივობა კარგ გეიმპლეისთან ერთად, თორე მესამე ცოტა მოიკოჭლებდა უკვე რამდენიმე კომპონენტში, რაც არ უნდა იყოს 87-88% მაინც იმსახურებდა მესამე ნაწილიც შეფასებებს, ანუ საკმაოთ კარგი დონის რპჯ მთლიან ჯამში და არ ღირს გამაზვა ვისაც არ დაუხურია გრაფიკაზე დამავიწყდა, გაცილებით უკეთესი იქნებაო, Next Gen დონის, Frostbite ენჯინს გამოიყენებენ მაქსიმალურად ფოტორეალისტური გრაფიკის შესაქმნელად, ასევე პერსონაჟები იქნებიან უფრო მეტად "ემოციურად რეალისტურები" და უამრავი პიროვნული დეტალით, რაც დიალოგების მრავალფეროვნებაში გამოიხატება (სავარაუდოდ) 3 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 28, 2015 Share Posted April 28, 2015 ხო რაც არ უნდა იყოს ნექსტ ჯენ იგრებიდან გრაფიკაში არცერთი თამაში აღარ მოიკოჭლებს, უბრალოთ სხვა რაღაცეებში აქვთ ხოლმე ხშირათ პრობლემები, პირველ რიგში უბისოფტის თამაშები დაფეილდა ბოლოს რაც გამოუშვეს მაგ მხრივ, მაგ თემის განხილვა ხშირათ მიდის ბოლო პერიოდში ნვიდიას ფორუმებზე, ყველა გაზარმაცდა მემგონი, ნვიდია,მიკროსოფტი,ინტელი და თვითონ დეველოპერები, საქმე იმაშია რომ კარგი ხარისხის გარეშეც ეყიდებათ ოხრათ თავიანთი პროდუქცია და მაგის გამო ცოტა მოეშვნენ და ხარისხი გააფუჭეს, ამიტომ ბლომათ ბაგები და მელკი პრობლემებია ახალ იგრებში, მარტო ერთ მხარეს ნამდვილათ ვერ დააბრალებ, ჩემი აზრით ყველა დამნაშავეა შექმნილ სიტუაციაში, მემგონი ნელ-ნელა დაიხვეწება ტეხნოლოგიები და ხარისხიც გაუმჯობესდება, ყველაზე გამაღიზიანებელი ბაგი მაინც სტატერინგია, საერთოდ არ მქონია ძველ სისტემაზე მაგის პრობლემა ამ ახალზე კიდე დამტანჯა, ყველგან ეგ ბაგი აქვს Link to comment Share on other sites More sharing options...
skiamakia Posted May 2, 2015 Share Posted May 2, 2015 სტატერინგი რა არის ? Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 3, 2015 Share Posted May 3, 2015 ძაგძაგივით როცა აქვს თამასში ფპს-ის ცვალებადობის გამო 4 Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted June 5, 2015 Share Posted June 5, 2015 მცირეოდენი ინფო დაიდო ამ იგრაზე და როგორც ვარაუდობდით სიუჯეტი განვითარდება არა მომავალში არამდედ წარსულში, ანუ შეფარდამდე რა http://gamebomb.ru/gbnews/12710 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted June 15, 2015 Share Posted June 15, 2015 (edited) სახელი გაირკვა:Mass Effect: Andromeda Edited June 16, 2015 by gio_kiborg 3 Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted June 15, 2015 Share Posted June 15, 2015 https://m.youtube.com/watch?feature=youtu.be&sf38630745=1&v=uG8V9dRqSsw რაღაც მაგარს ამზადებენ 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts