Jump to content
Shoti

Linux – რა არის ლინუქსი?

Recommended Posts

პოსტში შევე-ც-დები ძალიან მოკლედ მიმოვიხილო Linux – ი, მისი შექმნის ისტორია, პრინციპები, თავისებურებები, დისტრიბუტივები….

 

ვფიქრობ უკეთესი იქნება სანამ უშუალოდ Linux – ზე დავიწყებ საუბარს, მანამდე თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, ესაა – GNU Project -ი.

 

 

GNU Project

 

 

gnu.png

 

 

 

1984 წელს რიჩარდ სლტოლმანი წამოვიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან რათა მთელი თავისი დრო დაეთმო თავისუფალი ოპერაციული სისტემის შექმნისთვის და შეიქმნა – GNU system (GNU არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც GNU`s Not Unix). GNU პროექტის ფარგლებში შეიქმნა ძალიან ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა როგორებიც იყო tar, sed, make, bash… ასევე დაიწერა სხვადასხვა ბიბლიოთეკები, მაგრამ ოპერაციული სისტემის ბირთვის დასრულება ვერ მოხერხდა….

 

 

 

Linux – ის დაბადება

 

 

linux-logo-255x300.png

 

1911 წლის 25 აგვისტოს ფინელმა კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტმა – ლინუს ტორვალდსმა ინტერნეტში გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი:

“I’m doing a (free) operating system (just a hobby,

won’t be big and professional like gnu) for 386(486)

AT clones. This has been brewing since april, and is

starting to get ready. I’d like any feedback on things

people like/dislike in minix, as my OS resembles it

somewhat (same physical layout of the file-system

(due to practical reasons) (among other things).  “

მან შექმნა ოპერაციული სისტემის ბირთვი (kernel) და გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი იტერნეტის მეშვეობით.

მოხდა შემდეგი – ერთ მხარეს აღმოჩნდა GNU საკმაოდ დიდი ოდენობის სოფტით მაგრამ დაუსრულებელი კერნელით ხოლო მეორე მხარეს ლინუსის კერნელი, სოფტის და სხვა საჭირო კომპონენტების გარეშე… გამომდინარე იქიდან, რომ ლინუსის მიერ დაწერილ ბირთვი იყო ღია კოდის მატარებელი GNU – მ გამოიყენა ის და შეიქმნა GNU/Linux – ი – პროგრამული უზრუნველყოფა GNU – სი ხოლო ბირთვი Linux – ის.

დღეს Linux – ი წარმოადგენს უძლიერეს უფასო და ღია კოდის მატარებელ (არსებობს გამონაკლისებიც) ოპერაციულ სისტემას რომლის სამყაროშიც მილიარდები ტრიალებს.

 

 

Linux – ის მუშაობის პრინციპები

 

photo.jpg-300x300.png

 

  1. სისტემაში ყველაფერი ფაილების სახით არის წარმოდგენილი.
  2. თითოეული პროგრამა ლინუქსში ჭრის მკაცრად სპეციფიურ დავალებას.
  3. შესაძლებელია პროგრამების გაერთიანება რთული ამოცანის გადასაჭრელად.
  4. კონფიგურაციის ფაილები ყოველთვის წარმოდგენილია ტექსტურ ფაილად.
  5. გვაქვს ობიექტის ორი ტიპი: ფაილი და პროცესი.

 

Linux – ის თავისებურებები

 

sticker375x360-300x288.png

 

  1. სისწრაფე – Linux ი არის ძალიან სწრაფი ოპერაციული სისტემა, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ გავთიშოთ ჩვენთვის გამოუსადეგარი კომპონენტები (მაგალითად X Window როდესაც სერვერზეა საუბარი) და ვამუშაოთ სისტემა ძალიან დიდი წარმადობით თუნდაც მინიმალური მონაცემების მოწყობილობაზე.
  2. საიმედოობა – Linux სზე პრაქიკულად არ არსებობს ვირუსები და სხვა მავნე პროგრამები და თითქმის შეუძლებელია მისი დავირუსება (თუ ამას ძალით არ მოვინდომებთ icon_smile.gif ) როდესაც სისტემაში ვართ, როგორც წესი ვმუშაობთ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი და არა როგორც root – ი (სუპერ მომხმარებელი, ადმინისტრატორი) რაც ერთი ორად ზრდის ჩვენი უსაფრთხოების ხარისხს.
  3. MultiTasking – შესაძლებელია ერთდროულად იმუშაოს რამდენიმე ასეულმა პროგრამამ.
  4. მრავალ მომხმარებლიანი -შესაძლებელია ერთდროულად იმუშაოს რამდენიმე ათეულმა მომხმარებელმა.
  5. ვირტუალური კონსოლები – თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთდორულად იმაშაოს სხვადასხვა კონსოლში.
  6. სრული მხარდაჭერა TCP/IP – ის.
  7. Windows – თან ურთიერთობა – შესაძლებელია ვიმუშაოთ DOS, FAT, NTFS დანაყოფებთან. SAMBA – ს საშუალებით გვქონდეს წვდომა ფაილებზე და პრინტერებზე. გამოვიყენოთ wine რათა Linux – სში გავუშვათ Windows – ის პროგრამები.
  8. ძალიან კარგი დოკუმენტაცია.

 

Linux – ის დისტრიბუტივები

 

linux_client-300x300.png

 

 

დისტრიბუტივი არის Linux – ის ბირთვს + სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, გარსი და ასე შემდეგ… მასზე მუშაობენ როგორც სერიოზული კომპანიები ასევე “ჩვეულებრივი” ადამიანები რომელთაც უყვართ Linux – ის სამყარო და ქმნიან რაღაც ახალს, სრულიად სხვა ოპერაციულ სისტემას… გამომდინარე აქედან მათი რაოდენობა დღეს უკვე ასეულებს აღწევს. დისტრიბუტივები ერთიანდებიან ჯგუფებში:

 

  1. Debian  – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად:  Knoppix, Ubuntu…)
  2. Ubuntu – ს ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები რომელიც თავის მხრივ მოდის Debian – იდან. (მაგალითად: Kubuntu, Xubuntu, Mint…)
  3. Red Hat – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად: Red Hat, CentOS, Fedora Core, Suse…)
  4. Slackware – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად: Zenwalk, MOPSLinux, VectorLinux…)

 

რომელი დისტრო რომელს ჯობია და რომელი გამოვიყენოთ ეს დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე თუ რა გვინდა ოპერაციული სისტემისგან. ყველა მათგანს კი რათქმაუნდა აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

სასარგებლო ბმულები:

 

წყარო - Shoti.net

  • Upvote 7

Share this post


Link to post
Share on other sites

kargia  :babu: linux ze zaan mcire informaciaa qartul enaze ro mogindes swavla jer inglisuri unda iswavlo. amxela qveyana vart rogor aravin ar aris iseti ro linuxze wigni daweros  :mameda: tu vinmes rame konspektebi an rame egeti gaqvt momecit ra  :fly:

Share this post


Link to post
Share on other sites

kargia  :babu: linux ze zaan mcire informaciaa qartul enaze ro mogindes swavla jer inglisuri unda iswavlo. amxela qveyana vart rogor aravin ar aris iseti ro linuxze wigni daweros  :mameda: tu vinmes rame konspektebi an rame egeti gaqvt momecit ra  :fly:

მადლობა.

მე მქონდა  სურვილი/იდეა, რომ ბლოგზე დამეწერა საწყისები, ყველაფერი რაც დამწყებ და არა მარტო დამწყებ ლინუქსის მომხმარებელს გამოადგებოდა, მაგრამ სამსახურის გამო არაფრის დრო არ მრჩება, თან საკმაო დრო მიაქვს წერას სამწუროდ.

ქართულ წიგნს რაც შეეხება შემიძლია შემოგთავაზო მეგობრის დაწერილი პატარა წიგნი: http://off-sec.com/ftp/GeoLinux.pdf  (სანდრო ნახე როგორ გაპიარებ :D )

და კიდევ ერთი თემა, ინგლისური თუ არიცი ამ საქმეში ისედაც ვერაფერს გააკეთეთ, ასერომ ჯერ ინგლისური და მერე სხვა დანარჩენი.

Share this post


Link to post
Share on other sites

საერთოდ linux da unix -თან დაკავშირებით ხალხი საერთოდ არ არის აქტიური და ეგ მაკვირვებს.

 

 

ხალხნო და ჯამაათნო გამოცოცხლდით 200 ნახვა რომ აქვს თემას რამე დაწერეთ  :) ) ) )

Share this post


Link to post
Share on other sites

საერთოდ linux da unix -თან დაკავშირებით ხალხი საერთოდ არ არის აქტიური და ეგ მაკვირვებს.

 

 

ხალხნო და ჯამაათნო გამოცოცხლდით 200 ნახვა რომ აქვს თემას რამე დაწერეთ   :) ) ) )

256 ნახვა აქ აგერ ჩემ თემას 

 

და მგონი სულ ტყუილად ვწერე ამდენი. 

 

არაუშავს ეხლა ისეთი საინტერესო რამეები მაქვს კიდევ. 

მანდაც წერია სხვა კომპის ინტერნეტის გამოყენება როგორ უნდა და ბევრი საინტერესო რამ. მალე დავამატებ პაროლის არასწორი შეყვანისას რომ სურათი გდაიღოს ვიდეოკამერა თუ აქვს კომპს. რავი უბუნტუს შესაძლებლობების ნახევარი არ აქვს windows-ს.

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

და მგონი სულ ტყუილად ვწერე ამდენი. 

 

არაუშავს ეხლა ისეთი საინტერესო რამეები მაქვს კიდევ. 

მანდაც წერია სხვა კომპის ინტერნეტის გამოყენება როგორ უნდა და ბევრი საინტერესო რამ. მალე დავამატებ პაროლის არასწორი შეყვანისას რომ სურათი გდაიღოს ვიდეოკამერა თუ აქვს კომპს. რავი უბუნტუს შესაძლებლობების ნახევარი არ აქვს windows-ს.

 

არ დაყარო ფარ-ხმალი მე ვსწავლობ ეხლა და მერე მეც შემოგიერთდებით  :rolleyes:

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

 

1911 წლის 25 აგვისტოს ფინელმა კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტმა – ლინუს ტორვალდსმა ინტერნეტში გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი:

მან შექმნა ოპერაციული სისტემის ბირთვი (kernel) და გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი იტერნეტის მეშვეობით.

“I’m doing a (free) operating system (just a hobby,

won’t be big and professional like gnu) for 386(486)

AT clones. This has been brewing since april, and is

starting to get ready. I’d like any feedback on things

people like/dislike in minix, as my OS resembles it

somewhat (same physical layout of the file-system

(due to practical reasons) (among other things).  “

 

 

 

1991 წელი იყო ეგ, ალბათ 1911 წელს ლინუსის ბაბუა და ბებია შთამომავლობაზე ფიქრობდნენ და ისეთი შვილიშვილი გამოუვიდათ რომ შეცვალა მსოფლიო  :programisti:   :kaffeetrinker_2:

Share this post


Link to post
Share on other sites
On 12/17/2019 at 9:03 PM, გელბახიანი ნიკა said:

ვინმე არის კიიდევ აქ? ლინუქსზე მაინტერესებს რაღაცები, ნუ რაღაცები კი არა ყველაფერი :)

 

რა გაინტერესებს? კითხულობ ინეტშიც? ძალიან ბევრი ინფოა ნეტში. თუ რამის გაკეთება დაგჭირდება აქაც შეიხედე ხოლმე arch wiki-> https://wiki.archlinux.org/ ასევე ლინუქსის სასწავლად აუცილებელია მისი გამოყენება. თავიდან virtual მანქანაზე დააყენე თუ დუალ ბუთი არ გინდა და იოლად დაამუღამებ.

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...