Jump to content

VirtualBox ხომ არ გამიფუჭებს SSD-ს


Recommended Posts

გამარჯობათ ხალხო  :) მოგილოცავთ ყველაფერს ერთად  :)

 

შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს .

 

მაქ სსდ, ასევე მიწევს  ე.წ. ვირტუალკის (VirtualBox) (ხშირად) გამოყენება , დავაყენე ჰდდ-ზე მარა ეტყობა რაღაც გაუგებრობაში მოდიან სსდ და ჰდდ (რადგან სისტემა სსდ-ზე მიყენია) სასწაულად ჭედავდა .

 

შეიძლება თუ არა ვირტუალკაც დავაყენო სსდ-ზე და ხომ არ დამიზიანებს (სსდ-ს) ?

 

 

 

Link to comment
Share on other sites

არ დააზიანებს

რატო უნდა დააზიანოს მშვენივრად იმუშავებს

საერთოდ SSD-ეებზე რაღაც ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციები მუსირებს და მარტო საქართველოში არა ყველგან

 

მერე მოვიცლი და დავწერ ერთ დიდ მიმოხილვას მაგაზე

SSD ყველა გაგებით უფრო გამძლეა ვიდრე HDD უფრო სანდო

 

უბრალოდ ახალი ხილია და მხოლოდ თეორიული მონაცემები არსებობს მაგრამ ფაქტია მაგ ტექნოლოგიით მყარი დისკი უფრო საიმედო უნდა იყოს ვდრე ძელი ბებერი HDD

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Noobito

ჩაწერე კაცო, აბა რისთვის იყიდე(მოგყიდე :D) ეგ სსდ ისევ ჰდდ-ზე თუ ახრიალებ სისტემას, თუნდაც ვირტუალს :)

არაფერს არ გააფუჭებს თუ ზედ უშნოდ დაკრეკილს ან დავირუსებულს არ ჩაწერ

Link to comment
Share on other sites

მადლობა მეგობრებო  :)  

 

მემგონი ისეთი თემა არაა რომ ვინმემ კიდე განავრცოს და თუ შეიძლება დახურეთ (ან წაშალეთ :)  ) 

Link to comment
Share on other sites

ssd ჩვეულებრივ შეგიძლია ვინჩესტერად გამოიყენო 

ანუ მაგისთვის შეიქმნა რომ ჩვეულებრივი ვინჩესტერი შეცვალოს

 

ssd არის იდეაში არაჩვეულებრივი ვინჩესტერი 

 

რომელიც არ ტრიალებს

ანუ არ ხმაურობს

ანუ ბევრად ნაკლებად ცხელდება

ბევრად ნაკლებ დენს მოიხმარს 

ნაკლებს იწონის 

ბევრად სწრაფია 

მაგნიტი არაფერს წაშლის ზედ როგორც HDD-ზე

და იდეაში მეტი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა ვიდრე HDD-ს

SLC ძალიან ძვირია თორემ მაგის სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანის სიცოცხლეზე მეტია მგონი

MLC სიცოცხლის ხანგრძლივობა სადღაც 5-10 წელია თეორიულად მაგრამ მეტი ვიდრე HDD

და რაც უფრო დიდია SSD მით უფრო ხანგრძლივად იცხოვრებს 128GB-ზე დიდხანს გაძლებს 256GB-იანი და კიდევ უფრო მეტ ხანს 512GB-იანი და ა.შ.

ყველაზე სუსტი TLC ვარიანტია მაგრამ 128GB ზევით ეგეც მინიმუმ 3 წელია ან მეტი

ეს ვარიანტები ისეთ მუშაობას ეხება როცა ჩაწერა წაკითხვა დღეში 10GB-ს აღწევს ყოველდღე

არა მგონია აქ ვინმე ყოველდღე ამდენს წერდეს და შლიდეს

 

მინუსი ფაქტიურად მხოლოდ ერთია ბევრად უფრო ძვირია 

მაგრამ ესეც დროებითია ფასი უკვე განახევრდა და კიდე მცირდება მალე სულ ჩაანაცვლებს HDD-ებს ჩემის აზრით

 

მეორე მინუსი ის არის რომ როცა SSD ძალიან გადაივსება მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება თუ მოცულობის ნახევარზე მეტი დაკავებულია

HDD-ზე ასე არასდროს ხდება თითქმის 90% შეგიძლია შეავსო ისე რომ სიჩქარე არ დაეცემა 

ასე რომ SSD-ს რომ ყიდულობ დაახლოებით უნდა გათვალო რომ 256GB-იანი საუკეთსოდ მაშინ იმუშავებს როცა ასე 128GB-მდე შეავსებ მაქსიმუმ

 

მოკლედ რომ არა ფასი და მცირე მოცულობა ყველაფრით ჯობია HDD-ს და არც ისე ბევრი "ნასტროიკები" არ სჭირდება კარგად რომ იმუშავოს

უნდა გამორთო დეფრაგმენტაცია და ისეთი ფუნქციები რომლებიც ხშირ ჩაწერა წაკითხვას გულისხმობენ 

და ეგ ცვლილებებიც არ იძლევიან სისწრაფის მხრივ ისეთ დიდ ცვლილებას რომ ჩვეულებრივმა იუზერმა მაგის გამო თავი აიტკიოს

 

დღეისათვის ყველამ იცის რომ SSD-ს გამოყენების ადგილი C ანუ სისტემური დისკია ხოლო შემნახველ storage დისკად HDD ყენდება და ყველა ბედნიერია :)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მეორე მინუსი ის არის რომ როცა SSD ძალიან გადაივსება მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება თუ მოცულობის ნახევარზე მეტი დაკავებულია

HDD-ზე ასე არასდროს ხდება თითქმის 90% შეგიძლია შეავსო ისე რომ სიჩქარე არ დაეცემა 

ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ამაში არა. თავიდან ხომ გარედან იწყებს ჩაწერას დისკზე ანუ ყველაზე გრძელ ტრეკზე სადაც თავაკი გაცილებით მეტ მანძილს გადის/კითხულობს ვიდრე შიდა მცირე წრეებზე. ამიტომ ვინჩესტერზეც მცირდება სიჩქარე რაც უფრო ავსებ და 90%-თ შევსებულ ვინჩესტერზე სადღაც 30-40% დაკარგული იქნება სიჩქარის. ეგ ტესტებზეც ეტყობა ხოლმე დახრილია ხაზი და ჩაწერა/ამოკითხვა მცირდება ხოლმე.

აგერ მაგაითიც რა სწრაფია თავიდან და როგორ ნელდება ბოლოში.

5b0c14cd14d3.jpg

Link to comment
Share on other sites

ხო ნუ გადავსებული რა თქმა უნდა ნელდება მაგრამ SSD-ზე ეს უფრო მეტად შესამჩნებია მაგაზე მინდოდა ხაზის გასმა 

ისე კონტროლერსაც ძალიან გააჩნია როგორ გაუძლებს გადავსებას 

Link to comment
Share on other sites

მადლობა სოსო, კაი ინფორმაცია იყო, მე 120 გბ სამსუნგი მაქვს და მუშაობს ჩვეულებრივ და არც ვცდილობ რო ვითომდა გავუფრთხილდე, სისტემა ამაზე მიწერია და პროგრამებსაც ამაზე ვწერ. აბა თუ არ ჩავწერ რა ჯანდაბად მინდა ამის დიდხანს სიცოცხლე:))

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რომელი მოდელი გაქვს?

 

 

ამ თემაში მაქვს მაგაზე დაწერილი

 

3df91ffc839a58faf925e7012a511a2f.jpg

 

MLC ტიპის ssd თუ არის რომელიც ყველაზე გავრცელებულია სამომხმარებლო ბაზარზე 128გბ-იანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელია თუ ყოველდე 10გიგაბიტ ფაილებს წერ და შლი და მაგდენ ხანში სამ ვინჩესტერს გამოცვლის კაცი

Link to comment
Share on other sites

MLC როგორც ვიცი, რადგან ის პროგრამა რომაა სიცოცხლეს რომ იგებ , რამოდენიმე ხნის წინ ჩავრთე და 9 წელი და რაღაც თვე ეწერა :D

Link to comment
Share on other sites

გაითვალისწინე, რომ VirtualBox ალტერნატიულ ვირტუალურ მანქანებთან სამუშაო პროგრამებთან შედარებით ბევრად ნელია.

VMWare გამოიყენე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.