Shopen Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 სალამით ოვერქლოქერებო, უინტერნეტობამ და უსაქმურობამ გადამაწყვეტინა დამეწერა ეს პატარა სტატია, მაშ ასე დავიწყოთ: პულსის გაზომვა ვებ-კამერის საშუალებით · რა არის ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური და კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა სამეცნიორი ნაშრომი სადაც აღწერილი იყო ახალი ვიდეო დამუშავების ფილტრის შესახებ. ეს ფილტრი აძლიერებს უმნიშვნელო განსხვავებას კადრებს შორის რისთვისაც იყენებს ეილორულ გადიდებას(eulerian video magnification). როგორც ცნობილია ადამიანის კანი ადვილად იცვლის ფერს როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება და ვიწროვდება გულისცემის მიხედვით. შეუიარაღებელი თვალით ამის განსხვავება ძნელია მაგრამ ეილორული გადადიბით კი სხვაობა შესამჩნევია. ალგორითმის ავტორებმა გამოაქვეყნეს კოდი Matlab რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეზულტატის გაშვება, ამასთან დაკავშირებით ასევე გაუშვეს დემო საიტიც videoscope.qrclab.com სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ ვიდეორგოლი და გაატაროთ ეილორულ გადიდებაში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტმა შთააგონა ვებ-დეველოპერს ტრისტან ჰერნს(Tristan Hearn) გაეკეთებინა ესეთივე პროგრამა ამჟამად Python-ში რომელიც კარგად ერგება ვებს და შეუძია სურათის დამუშავება ვებ-კამერით. · რისთვის არის საჭირო პულსის სიხშირის ინფორმაცია მომხმარებელს ბევრ პროგრამაში შეუძლია გამოიყენოს, მაგალითად ონლაინ თამაშებში, გაცნობის სერვისებში ანდაც ბიომეტრიული აუტენტიფიკაციისთვის. წარმოიდგინეთ გაქვთ მიმოწერა ჩათში გოგოსთან და გვერდით ხედავ მისი პულსის სიხშირეს(fuck yeah) რათქმაუნდა ასეთი ინდიკატორით საუბარი უფრო გულრწფელი ხდება. ბიომეტრიული აუტენტიფიკაციაში პროგრამა შეამოწმებს მის პულს რითაც დაადასტურებს რომ მის წინ არის ცოცხალი ადამიანი და არა მაგალითად სურათი რითაც „ცუდ ბიჭებს“ გაუჭირდებათ სისტემის მოტყუება. ერთ-ერთი გამოყენების მაგალითია ასევე „ვიდეოძიძა“ მშობლები რომლებიც განუწყვეტლივ ადევნებენ თვალს თავიანთ შვილებს კამერებით ამიერიდან მათ მიეცემათ საშუალება პულსიც გაიგონ, სისტემა შესაბამის დროს ჩართავს სიგნალიზაციას. გასაკვირია მაგრამ პულსის ავტომატური ცვლილება შესაძლებელია გამოიყენონ ქუჩებში,მაღაზიებში, მეტროში შესაძლებელია გამოიყენონ ასევე ვიდეო ზედამხედველობისთვის. · როგორ მუშაობს ტრისტან ჰერნიმ დაწერა პროგრამა webcam pulse-detector ( bit.ly/11ugi30 ). ის იყენებს ღია სისტემას სურათის აღქმისთვის OpenCV-ის სახისა და კადრის დადგენისთვის/აღქმისთვის. შემდეგ პროგრამა განსაზღვრავს შუბლის მხარეს, აქედან რაღაც დროის განმავლობაში აგროვებს ინფორმაციას პულსის გამოსათვლელად, ამის შემდეგ ინფორმაცია მუშავდება OpenMDAO ფრემვორკში. პროგრამის ავტორმა განაცხადა რომ ფილტრი ყველაზე კარგად მუშაობს მწვანე არხზე. კარგი განათებისა და მინიმალური ხმაურის დონის პირობებში თუკი „პაციენტი“ იმყოფება კადრში სტაბილური პულსი webcam-pulse-detector-ის მეშვეობით დაახლოებით 15 წამში დაითვლის. 15 წამის შემდეგ პროგრამა დაიწყებს მუშაობას ვიზუალურ რეჟიმში, გამოიტანს ინფორმაციას გულის რიტმთან დაკავშირებით. თეორიულად ასევე შესაძლებელია მასივიდან სხვა ფიზიოლოგიური ინფორმაციის ამოღება მაგალითად მაიერის ტალღების- არტერიული წნების სწრაფი რხევა და გულის რიტმი. Shopen OverClockers.GE 9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gurch Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 ჰაჰა ამას ბებიაჩემს გავუჩითავ დაისვენებს ქალი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 მაგარია დზაან (Y) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 საინტერესო გამოგონებაა, თემა კარგია სურათები ჩემთან მარტო არ იხსნება თუ თქვენთანაც? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 24, 2013 Author Share Posted December 24, 2013 ჩემთან იხსნება ჩვეულებრივად თ რამე ავტვირთავ სხვა ჰოსტინგზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 და რა მანძილზე მოქმედებს მაგი არაა ცნობილი? ტელეფონებში კაი ხანია რაც არის პულსის საზომები თუმცა დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან კარგი იქნებოდა რომ დაეხვეწათ ეგ პროგრამები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 24, 2013 Author Share Posted December 24, 2013 და რა მანძილზე მოქმედებს მაგი არაა ცნობილი? ტელეფონებში კაი ხანია რაც არის პულსის საზომები თუმცა დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან კარგი იქნებოდა რომ დაეხვეწათ ეგ პროგრამები რავი მე არ დამიტესტავს ხო ის სხვა პრინციპით მუშაობს ეს სხვათი მაგრამ მთლად ზუსტი არც ეს არ იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 ხელმისაწვდომია უკვე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 24, 2013 Author Share Posted December 24, 2013 ხელმისაწვდომია უკვე? წაიკითხე?(სათაურის გარდა) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 კარგი რამეა, სიცრუის დეტექტორებშიც შეიძლება გამოყენება უკონტაქტო ტექნიკაა, კამერის წინ ლაპარაკობს ცდაში მონაწილე და პროგრამა აჩვენებს პულსს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted January 8, 2014 Share Posted January 8, 2014 რა ჯანდაბად უნდა დაგჭირდეს კაცს ეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted January 9, 2014 Share Posted January 9, 2014 რა ჯანდაბად უნდა დაგჭირდეს კაცს ეს? ბევრი სასარგებლო ტექნოლოგია ინჟინრ-გამომგონებლებმა ერთი შეხედვით გამოუყენებელი მოვლენებისგან შექმნეს ვიდეოებში საუბარია ამ კონკრეტული ტენოლოგიის სავარაუდო გამოყენებაზე თუ გაინტერესებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 9, 2014 Author Share Posted January 9, 2014 პოსტშიც არის მოკლედ მაგაზე მაგრამ არავინ არ კითხულობს... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.