მათე Posted December 5, 2013 Share Posted December 5, 2013 მოგესალმებით კიდევ ერთი ახალი ნიუსით დღესდღეობით ვიდეობარათებისა და ტელევიზორების ციფრული სიგნალის გადასაცემი და მისაღები პორტებია VGA, DVI, HDMI და displayport. რათქმაუნდა არის სხვადასხვა სტანდარტების მქონე ერთიდაიგივე პორტები და სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ ვწერ დღეს. ჩვენ მალე ვიხილავთ ახალი სტანდარტის displayport 1.3-ს რომელსაც მის წინამორბედ 1.2 სგან განსხვავებით აქვს უფრო მაღალი გამტარობა 8.1 Gbit/s 1.2-ს 5.4 Gbit/s-ს წინააღმდეგ. displayport 1.3 იქნება HBR3 (High Bit Rate x 3) დღეს არსებული ყველა სტანდარტის displayports აქვს RBR, HBR (High Bit Rate), და HBR2 (High Bit Rate 2), რომელსაც აქვს 4K 60Hz-ს მხარდაჭერა, ან 4-მდე 1080p მონიტორის მხარდაჭერა მულტიმონიტორულ რეჟიმში. HBR არის 2.7 Gbps, HBR2 არის 5.4 Gbps ხოლო HBR3 კი როგორც ზემოთ აღვნიშნე 8.1 Gbit/s როგორც ხედავთ 1.3-ში არ არის ორმაგი მატება როგორც ეს იყო 1.1-დან 1.2-ზე რაც განპირობებულია კაბელში გამოყენებულ მასალით (სპილენძი) ეს საბოლოოდ ნიშნავს კაბელის მაქსიმუმ თეორიულად 32.4 Gbit/s - ს პრაქტიკულად კი დიდი შანსია ვნახოთ 29 Gbit/s გამტარობა. ამ პორტის მთავარი მიზანია 8k გაფართოება რაც სავარაუდოდ იქნება 7680 × 4320 (16:9) (33.1 megapixels) ან 8192 × 4320 (~17:9) (35.3 megapixels) შთამბეჭდავია... დღესდღეობით 1.2-ს სრული გამტარობა გამოიყენება 4k გაფართოებაზე ამ ახალი სტანდარტით კი სურთ რომ ორი 4k ეკრანით ისარგებლოონ ან 4k 3D-თი, ასევე 8K ეკრანითაც. 8k-ს მხარდასაჭერად საჭიროა 12 bit პიქსელზე. 2013-2014-ში 1.2 პორტი იქნება სტანდარტი 4k გაფართოებაზე და 1.3 იქნება სამომავლოდ გათვლილი ისე როგორც ადრე 1.2 პორტი იყო 1.3 პორტში აპირებენ რომ გაზარდონ ძაბვა რათა მუშაობის პარალელურად დატენონ ამ პორტზე მომუშავე მოწყობილობები რასაც დღეს MHL, MyDP და Dockport უკვე აკეთებენ. ასევე მათ შეუძლიათ შეხების ინფორმაცია (touch screen-ებისთვის) გადასცენ AUX არხებით, რაც შეამცირებს BOM ფასს (ვერ გავიგე რა არის მაგრამ ეკრანებთანაა დაკავშირებული) ასევე eDP 1.4-ს ექნება PSR (panel Self-Refresh) რაც საშუალებას აძლევს GPU-ს რომ გაითიშოს. ეს კი მობილური მოწყობილობებისთვის დიდი დახმარებაა ენერგომოხმარების შესამცირებლად. Displayport 1.3 სტანდარტი გამოცხადდება 2014 წლის მეორე მეოთხედში ჩვენ კი ალბათ 2015-მდე ვერ ვიხილავთ მას მუშა მდგომარეობაში. მადლობთ ყურადღებისთვის. 7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 5, 2013 Share Posted December 5, 2013 ძალიან კარგია , მაგრამ წინააღდეგი ვარ ამდენი პორტის არსებობის , ძალიან კარგი იქნება თუ იარსებებს მხოლოდ 2 ჰა მაქს 3 პორტი , აუცილებლად უნდა გაუმქდეს ნელ-ნელა VGA და ალბათ ასეც იქნება , ასევე DVI , რომლებსაც HDMI ჩაანაცვლებს სრულყოფილად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted December 5, 2013 Share Posted December 5, 2013 7680 × 4320 ალბათ ესეთი გაფართოება ტელევიზორებისთვის იქნება. სხვა შემთხვევაში, ვერ წარმომიდგენია რაში უნდა დაგჭირდეს კომპიუტერში ამხელა რეზოლუცია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 5, 2013 Share Posted December 5, 2013 კომპში არა , Multi Monitor ის რეზოლუცია არის განხილული ამ ეტაპზე , მსგავსი ტიპის მონიტრების შეერთება განსაკუთრებით გამოიიყენება სარეკლამო თვალსაზრისით , როცა ერთდროულად ბევრი მონიტორი ან TV არის შეერთებული ერთმანეთზე და ერთიან დიდ გამოსახულებას იძლევა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted December 5, 2013 Share Posted December 5, 2013 ხო, ვიცი, იგი. კი აქვს ზოგ გეიმერს რამოდენიმე მონიტორი და თამაშობს უფრო დიდ გაფართოებაზე, მაგრამ ეგ ძალიან ბევრია მაინც. ეგ უფრო როგორც შენ თქვი სარეკლამო თვალსაზრისით თუ გამოიყენებ სადმე დიდი სივრცე სადაც არის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted December 5, 2013 Author Share Posted December 5, 2013 კომპში არა , Multi Monitor ის რეზოლუცია არის განხილული ამ ეტაპზე , მსგავსი ტიპის მონიტრების შეერთება განსაკუთრებით გამოიიყენება სარეკლამო თვალსაზრისით , როცა ერთდროულად ბევრი მონიტორი ან TV არის შეერთებული ერთმანეთზე და ერთიან დიდ გამოსახულებას იძლევა რატომ 8k ტელევიზორებიც არის უკვე. ეხლა უბრალოდ დააპატარავებენ და 27 ინჩამდე რო ჩამოვლენ მერე ხო დაგვჭირდება ასე 2017-სთვის. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 ამ სტანდარტის პლიუსი ამ ეტაპზე ისაა რომ მაღალი რაზრეშენიის მხარდაჭერა აქვს და უფრო დიდი ფპს-ის იგივე 4K რაზრეშენიაზე, თუმცა ეხლა ახალი რევიზიის HDMI უნდა გამოვიდეს რომელსაც ექნება უკვე 4K 60ფპს-ის საპორტი, უფრო მომავლის სტანდარტია და ალბათ მაგიტომ ვერ დაჯაბნა ჯერ-ჯერობით HDMI Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 რატომ 8k ტელევიზორებიც არის უკვე. ეხლა უბრალოდ დააპატარავებენ და 27 ინჩამდე რო ჩამოვლენ მერე ხო დაგვჭირდება ასე 2017-სთვის. კი არის მაგრამ ერთეულები ჯერ და ძალიან ძვირია თან ამ სტანდარტის პლიუსი ამ ეტაპზე ისაა რომ მაღალი რაზრეშენიის მხარდაჭერა აქვს და უფრო დიდი ფპს-ის იგივე 4K რაზრეშენიაზე, თუმცა ეხლა ახალი რევიზიის HDMI უნდა გამოვიდეს რომელსაც ექნება უკვე 4K 60ფპს-ის საპორტი, უფრო მომავლის სტანდარტია და ალბათ მაგიტომ ვერ დაჯაბნა ჯერ-ჯერობით HDMI არის კიდეც ჩემთან იყიდება 4K ს მხარდაჭერით HDMI , 1.5 მეტრიანი 40 ლარამდე ღირს მაგრამ ეგ მთლად პრემიუმ ხასრისხიც არაა , შენ რასაც ამბობს ეგ კიდევ სხვა იქნება ალბათ HDMI 1.5 ან რამე ეგეთი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 30fps-ზე უბერავს მგონი ეხლანდელი 4K-ზე, ახალზე კი სრულყოფილი 60ფპს-ის მხარდაჭერა ექნებოდა უკვე მაგ რაზრეშენიაზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 ხო ალბათ , ეხლა რაცაა ალბათ მხოლოდ მხარდაჭერა აქვს 4K ს მაგრამ შესაბამის გამტარობა არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 ხო გამტარობა მარტო 30ფპს-ის ყოფნის, თუმცა ბიუჯეტური ტელევიზორები 4K კაკრაზ მარტო 30 გერცზე მუშაობენ, 60 გერციანები უფრო ძვირიანებია მონიტორები იქნება თუ ტელევიზორები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.