Jump to content

Recommended Posts

Posted

ჰაკერებმა 2 მილიონამდე Facebook, Google, Twitter, Yahoo-ს და ა.შ. იუზერნეიმი და პაროლი მოიპარეს მასიური ჰაკის დროს.

ქილოგერის ტიპის ვირუსი გაურკვეველი რაოდენობის კომპიუტერებზე იქნა დაინსტალირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვირუსი იწერდა მითითებულ საიტებზე აკრეფილ ინფორმაციას და ჰაკერების მიერ მართვად სერვერზე აგზავნიდა. 

24 ნოემბერს Trustwave(კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური)-ის თანამშრომლებმა მიაკვლიეს სერვერს, რომელიც ნიდერლანდებში იყო განთავსებული და ითვლიდა 93,000 საიტიდან წამოღებულ ინფორმაციას. უფრო ზუსტად, აღმოჩენილი იქნა პოპულარული საიტების შემდეგი რაოდენობის ანგარიშები:

  • 318,000 Facebook
  • 70,000 Gmail, Google+ და YouTube
  • 60,000 Yahoo
  • 22,000 Twitter
  • 9,000 Odnoklassniki
  • 8,000 ADP
  • 8,000 LinkedIn

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გამოიყენეს თუ არა მათ ეს ანგარიშები, ალბათ გამოიყენეს." - განაცხადა ჯონ მილერმა, Trustwave-ის უსაფრთხოების კვლევის მენეჯერმა.

მან აღნიშნა რომ ცნობილი არაა როგორ მოხვდა ვირუსი ამდენ კომპიუტერში. ჰაკერები ინფორმაციას პროქსი სერვერის საშუალებით იღებდნენ, რის გამოც შეუძლებელია ინფიცირებული კომპიუტერების დადგენა. ვირუსმა მუშაობა 21 ოქტომბერს დაიწყო და შესაძლოა ახლაც აგრძელებს "საქმიანობას". მილერი ასევე აღნიშნავს, რომ აღმოსაჩენია კიდევ რამდენიმე სერვერი.

მილერი მომხმარებლებს ურჩევს განაახლონ ანტივირუსები და ბრაუზერები.

  • Upvote 6
Posted

ფბ-სა და გუგლზე 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაციის დროსაც?
მობზე კოდის მოსვლის გარეშე მე ვერ შევდივარ და ეგენი როგორ ისე?

Posted

ნიკა, პაროლი წაიღეს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ შევლენ. ბევრს ეგ პაროლები ექნება სხვაგანაც, მაგალითად ამაზონზე, იბეიზე - ეს ვიწროდ რომ ვიაზროვნოთ ) უზარმაზარი ბაზა აქვთ =)

2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია მაქვს ფეისბუქზეც, მეილზეც და დროპოქსზეც, აბსოლუტურად დაცული არაფერია, მაგრამ უსაფრთხოების შეგრძნება მაინც მაქვს ) მეც ეხლა სახელმწიფო საიდუმლოებას არ ვფლობდე რა ))

  • Upvote 2
Posted

2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია არ ნიშნავს, რომ 100% დაცულია მომხმარებელი. თუკი მობილურის კონტროლიც მათ ხელში იქნება, მაშინ 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია აღარ იქნება პრობლემა. მობილური ინერნეტით ბევრი სარგებლობს, იგივე ვირუსი შეიძლება მობილურზეც გავრცელდეს. ვირუსი, რომელიც მაგალითად სმს-ის გადამისამართებას მოახდენს. არსებობს კიდევ სხვა საშუალებები რათქმაუნდა. გააჩნია როგორ მოინდომებენ ამ ინფორმაციის მოპოვებას და რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, უბრალო მომხმარებლებისთის თავს არ შეიწუხებენ. 100% დაცული ვერავინ იქნება, საფრთხეები მუდამ არის და თავად მომხმარებელი უნდა აკონტროლებდეს ასევე და მუდამ თვალყურს ადევნებდეს თითოეულ დეტალს. ეს 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია მიმაჩნია რომ ერთგავრი დამატებითი უსაფრთხოების მხარდაჭერაა და მართლაც ბევრად უფრო ამაღლებს უსაფრთხოების შეგრძნებას. თუმცა ბოლომდე მაინც არ ვენდობი არასოდეს  :D

Posted

ისე მართლა არ უნდა დაადო ერთი და იგივე პაროლი.

  • 3 weeks later...
Posted

ნიკა, პაროლი წაიღეს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ შევლენ. ბევრს ეგ პაროლები ექნება სხვაგანაც, მაგალითად ამაზონზე, იბეიზე - ეს ვიწროდ რომ ვიაზროვნოთ ) უზარმაზარი ბაზა აქვთ =)

2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია მაქვს ფეისბუქზეც, მეილზეც და დროპოქსზეც, აბსოლუტურად დაცული არაფერია, მაგრამ უსაფრთხოების შეგრძნება მაინც მაქვს ) მეც ეხლა სახელმწიფო საიდუმლოებას არ ვფლობდე რა ))

2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია რას ნიშნავს ჩვენ ენაზე? :)

Posted

2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია რას ნიშნავს ჩვენ ენაზე? :)

პირველი საფეხური პაროლის ჩაწერა და დადასტურებაა. შემდეგ გამოდის ფანჯარა, სადაც ითხოვს სპეციალურ კოდს, რომელიც სმს-ის სახით მითითებულ მობილურის ნომერზე მოდის ან შიძლება ასევე ხმოვანი შეტყობინების სახით მიღება რობოტი ოპერატორისაგან. ეს არის მეორე საფეხური. ამ კოდის შეყვანის შემდეგ შეძლებ მხოლოდ შესვლას. მარტო პაროლით შესვლა არ ხდება ამ შემთხევაში. სწორედ ეს მეთოდი არის 2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია.

  • Upvote 1
Posted

წვალებაა მაგარი :

მაგის გამოყენება .;მარა ალბათ უფრო დაცულია ხო პიროვნება?

Posted

წვალებაა მაგარი :

მაგის გამოყენება .;მარა ალბათ უფრო დაცულია ხო პიროვნება?

მე დიდი ხანია უკვე მსგავს მეთოდს ვიყენებ და სულაც არ ვწვალობ. მიჩვევაზეა ყველაფერი. უფრო დაცული ხარ ამ შემთხვევაში.

Posted

2-ეტაპიანი აუთენთიფიკაცია რას ნიშნავს ჩვენ ენაზე? :)

რასაც ნიშნავს აგიხსნეს მშვენივრად, რაც შეეხება მოხერხებულობას - ძალიან კარგია, როცა მაგალითად უნის კომპიუტერიდან გიწევს მაილზე შესვლა, ან იგივე დროპბოქსზე. შეგიძლია მშვიდად იყო, რომ შენ ფაილებში ვინმე უსაქმური არ იძრომიალებს )

სახლის კომპს ერთხელ დაამახსოვრებ და მეორე ეტაპს აღარ მოგთხოვს.

კი უნიში ბევრჯელ ყოფილა შემთხვევა,სიგნ აუთი დამვიწყებია და მერე პაროლების ცვლა და ამბავი

Posted

კი უნიში ბევრჯელ ყოფილა შემთხვევა,სიგნ აუთი დამვიწყებია და მერე პაროლების ცვლა და ამბავი

sign out რომც არ დაგავიწყდეს მაინც არაა უსაფრთხო ;) რა გარანტია გაქვს, რომ კეილოგერი არ აყენია? ამისთვისაა მეორე ეტაპი. Fb/Gmail/Dropbox - სამივეზე გააქტიურებული მაქვს და შედარებით მშვიდად ვარ, მართალია არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ჩემს პირად ცოვრებაშ ვიღაცამ ხელები აფათუროს.

Posted

ჰო კეილოგერს სუ ვამოწმებ ხოლმე, კონტ ალთ შიფთ დაბლიუთი, :)  :chups:

Posted

ჰო კეილოგერს სუ ვამოწმებ ხოლმე, კონტ ალთ შიფთ დაბლიუთი, :)  :chups:

ეგეთი შემოწმება ბევრს არაფერს მოგცემს. ეგეთი კონფიგურაცია Default-ზე დგას მხოლოდ და შეცვლა და ნებისმიერ კომბინაციაზე გადაყენება შეიძლება, ასე რომ მაგის იმედი ნუ გექნება.  :D დავუშვათ გაგიმართლოს და გაიხსნას, რა გარანტია გაქვს რომ პაროლს არ მოგთხოვს ;) თუ ადამიანი ნორმალურად ერკვევა და თავის გემოზე დააკონფიგურირებს ბოლომდე, აუცილებლად პაროლით ექნება დაცული. 

კი.ჭკვიანი აუცილებლად დაადებს,პაროლს. თუ მართლა უნდა ინფოს მოპარვა

Posted

ამიტომ ვიყენებთ ctrl-shift-n ს და არ ვტოვებთ კვალს თუ რა გავაკეთეთ ინტერნეტში  :D მარტო იმისთვის კი არაა ეს კარგი :D

Posted

ამიტომ ვიყენებთ ctrl-shift-n ს და არ ვტოვებთ კვალს თუ რა გავაკეთეთ ინტერნეტში  :D მარტო იმისთვის კი არაა ეს კარგი :D

თუ უკვე არის ქეილოგერი სისტემაში ან სხვა მსგავსი სახის პროგრამა, წაშალე რამდენიც გინდა ეგეთი მეთოდით. ეგ გამოსავალი ნამდვილად არ არის. კლავიატურაზე ყოველი თითის დაჭერა ნებისმიერ ღილაკზე და ავტომატურად ამ ინფორმაციის დამახსოვრება და გასაგზავნად გამზადება ერთია. არა მარტო ეს, მიკროფონის მეშვეობით შესაძლებელია მოსმენა და აუდიო ჩანაწერის გაკეთება, ვიდეოთვალის მეშვეობით თვალთვალი და ვიდოჩანაწერის გაკეთება, დესკტოპისათვის ფოტოების გადაღება და ა.შ. ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია თვალყურის დევნება, სრული Remote Control-ი და ა.შ. მოკლედ თუ შემოაღწიეს მსგავსი მეთოდებით ვერაფერს გახდებით. მყარი დიკსი დააფორმატეთ დაბალი ფორმატირების რეჟიმით  :D პირველად, ესე რომ ვთქვათ ქარხნულ მდგომარეობაში რომ დაბრუნდეს :)

უცხო კომპზე თავის დაზღვევის პირველი მეთოდი ეგაა და ნუ თუ ძალიან გრღრნის ეჭვი რო შეიძლება აგწაპნონ რაიმე სახის ინფო მაშინ ნუ გამოვიყენებთ მას. სხვატაშორის ვუკვირდები ანტივირუსი თუ არის კომპზე მაგ შპილკებს და მასეთებს არ მაზავს მითუმეტეს კასპერსკი ან ავირა . + კომპიდან რო ვდგები სრულად ვასუფთავებ ბრაუზერს ქეშზე,ისტორიაზე და ა.შ ნუ რავი ბევრი უნდა იფიქრო და ცოტა ბეჭდო და აკეთო თუ რამე გეეჭვება :D

Posted

კაროჩე ნებისმიერ რამეს დედას უხერხავენ ეს ხაკერები

დროფბოქსზე 2 ეტაპიანი ავტორიზაციისას კოდი რო უნდა შეიყვანი იმ ველში თრასთ ზის კომფიუთერ რო მიცემ ამ კომპიუტერით რო შეხვალ უკვე აღარ გამოიგზავნება ხო კოდი ?

Posted

კაროჩე ნებისმიერ რამეს დედას უხერხავენ ეს ხაკერები

მეტი მონდომება და მეტი აქტიურობა ჰაკერებს!

დროფბოქსზე 2 ეტაპიანი ავტორიზაციისას კოდი რო უნდა შეიყვანი იმ ველში თრასთ ზის კომფიუთერ რო მიცემ ამ კომპიუტერით რო შეხვალ უკვე აღარ გამოიგზავნება ხო კოდი ?

FB-ზე მასეა მაქაც ეგრე იქნება

ერთხელ რო დაიმახსოვრებს შედემგ აღარ გეკითხება

  • 7 years later...
Posted

გამარჯობათ დახმარება მჭირდება და იქნებ ვინმემ იცით რა ვქნა gmail ზე პაროლი არ მახსოვს რა მაქვს და უარესი ისაა რომ ტელეფონის ნომერი რაც მქონდა მითითებული აღარ მაქვს ბარათი დამიზიანდა და რომ ვცდილობ პაროლის აღდგენას კოდი მომდის იმ ძველ ნომერზე როგორ შევძლო მეილის აღდგენა გატეხვითაც არ ვიცი როგორ გავტეხო ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ ვინმეს არ დაიზაროთ დამეხმარეთ რა ეს მეილი ძაან მჭირდება ახლის გაკეთება არ მინდა.

Posted
1 hour ago, ALTAIRI said:

რისი ბარათი დაგიზიანდა?

Posted
31 minutes ago, lasha1616 said:

რისი ბარათი დაგიზიანდა?

sim ბარათი

Posted
44 minutes ago, ALTAIRI said:

sim ბარათი

მარტივად შეგიძლია, მიდი შენი მობილური ოპერატორის ოფისში და მოითხოვე იმ ნომერის ახლიდან აღდგენა, პირადობას მოგთხოვენ და ეგაა. მერე აღიდგენ მაგ ნომრით მეილის პაროლს.

Posted
2 minutes ago, lasha1616 said:

მარტივად შეგიძლია, მიდი შენი მობილური ოპერატორის ოფისში და მოითხოვე იმ ნომერის ახლიდან აღდგენა, პირადობას მოგთხოვენ და ეგაა. მერე აღიდგენ მაგ ნომრით მეილის პაროლს.

ეგ ვცადე მაგრამ ნომერი რომელიც დამიზიანდა სხვაა ადამიანზეა რეგისტრირებული და ეს ადამიანი არ არის საქართველოში და ვიზეცაა რეგისრირებული ის უნდა მივიდეს რომ აღადგინონ ნომერი

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.