Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოვყოთ ქართული ფილმებიც და ცალკე თემა დავუთმოთ :)

  • Upvote 5
Posted

კარგი თემაა, ყოჩაღ. რა თქმა უნდა, კარგი ფილმი, კინო-კლასიკა და შედევრები ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუტარი ფილმები, რომლებიც ქართველმა კაცმა აუცილებლად უნდა ნახოს! კი ჩამოვთვლიდი, მაგრამ დიდი სია გამოვა და მეზარებასავით, ამიტომ მოკლედ ვიტყვი - 1990 წლამდე გადაღებული ფილმების მინიმუმ 70% მართლაც კარგი ფილმია (ნუ, ახლებს არც შევეხები, არ ღირს უნიჭო ფილმებზე დროის კარგვა (1-2 გამონაკლისის გარდა, მაგალითად, როგორიც "ქუჩის დღეებია").

  • Upvote 1
Posted

ჩემი თაობის ხალხს თითქმის ყველას აქვს წაკითხული "დათა თუთაშხია", მაგრამ დღევანდელი თინეიჯერების უმეტესობას თუ არა, დიდ ნაწილს მაინც არ ექნება წაკითხული (ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად წაიკითხოთ), მაგრამ კომპიუტერმა და განვითარებულმა ტექნიკამ წიგნს საგრძნობად მოწყვიტა ადამიანი (ჩემი ჩათვლით :( ), ამიტომ, თუ ქართულ ფილმის ყურებაზე მიდგა საქმე და არ გაქვთ ეს ზემოხსენებული ნანახი, აუცილებლად ნახეთ! შედევრია! ასევე, "ნატვრის ხე", "მონანიება" და ა.შ. (ნელ-ნელა რაღაცას თუ გავიხსენებ, დავწერ ხოლმე...).

  • Upvote 2
Posted

ხო წიგნების კითხვა ფაქტიურათ ჩაკვდა, არიან გამონაკლისებიც რა თქმა უნდა მაგრამ ყველას ვიზუალური ინფორმაცია ურჩევნია წერილობითს, თუმცა არის დღემდე დარგები რომლებსაც წიგნების გარეშე ვერ აითვისებ ბოლომდე, ხო ქართულ საბჭოთა კინომატოგრაფს რაც შეეხება თუ რესტავრაცია არ გაუკეთეს და HD ფორმატში არ გამოუშვეს არც არავინ უყურებ დიდათ HD ტელევიზორებზე, აი როგორც ეხლა რუსები უშვებენ თავიანთ კლასიკას და ბევრი უყურებს საკმაოთ ეგეთ ვიდში, ძვირი კი ჯდება მაგრამ სხვანაირათ ვერ გახდება ისევ პოპულარული

Posted

კარგი თემაა გიბს 

 

 

 

 

ნუ ადრინდელი ფილმები სხვა თემაა ამიტომ დავწერ ჩემთვის გამორჩეულ ბოლო ხანებში შექმნილ ფილმე სრომელბიც მომწონს 

 

 

 

უძინართა მზე 

 

გასეირნება ყარაბაღში , სამივე ნაწილი ძალიან კარგია 

 

გაღმა ნაპირი 

  • Upvote 1
Posted

დათა თუთაშხია HD ხარისხით რომ გამოუშვან მაგარი გამიტყდება :დ

 

ძველი ბეევრი ფილმი მომწონს და ეხლაც სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. 

ახლებიდან კომას და მანდარინებს ველოდები, როდისმე დაიდება ალბათ ინტერნეტში.

Posted

დათა თუთაშხია HD ხარისხით რომ გამოუშვან მაგარი გამიტყდება :დ

:D

რას ერჩი? წარმოიდგინე, მუშნი ზარანდია HD ხარისხში რა დეზლი იქნება, ან ჰ(ბ)ოლივუდური სპეცეფექტებით რომ შემოვა "ქურდი მახო" და დათას პოკერ ფეისით რომ ეტყვის - ასტალავისტა, ბეიბი (ანუ, ნარი დამიცალეო).

Posted

ეგეთი HD არ იქნება რომ გაუკეთონ რესტავრაცია, აი ასეთი რამე იქნებოდა დაახლოებით როგორც ამ ფილმშია გაკეთებული:

 

ec9d4a7cf133.png

 

მასეთი რესტავრაციის პლიუსი იმაში მდებარეობს რომ HD მონიტორზეც მშვენივრათ უყურებ თვალების დათხრის გარეშეც, მაგ ხაზებიც მინიმუმამდე დაყვანაც შეიძლება პოვერდვდ-ში ისე რომ არაფერი არ ჩამოაჭრა კადრს, ძვირი ჯდება რესტავრაცია ამიტომ ახლო მომავალში არა მგონია ქართული ფილმების რესტავრაცია ვიხილოთ, რუსებმა კი დაიწყეს უკვე და არაერთი ფილმი გამოუშვეს BD-შიც კი

Posted

George

ვხუმრობთ, თორემ დათა თუთაშხია და HD მინიმუმ ტეხავს.

ჩემი აზრით, არსებობს ისეთი კინო-კლასიკები, რომელსაც თითი არ უნდა დააკარო და სამუდამოდ დარჩეს ისეთი, როგორიც აქამდე იყო. მაგალითისთვის, ჩარლი ჩაპლინი, რომ ჰდ-ზე დაარესტავრირო, მარაზმი იქნება.

  • Upvote 3
Posted

აბა რაა :დ

ეგ კინოც რას გავს მაგ ჰდ ხარისხში, უკარგავენ თავის ხიბლს და სიძველის მუღამს.

რაც არის არ უნდა გააფუჭონ, თორე როგორც არის იგადაღებული იმას ხელი როგორ უნდა ახლონ , რა ნამუსით :დ

Posted

კაცო აბა თვალების დათხრა ჯობია, ვისღა აქვს უკვე ძველი ტელევიზორები, მაგ ფილმის დვდ საშინლათ გამოიყურება 

 

002%20(00.04.13.800).png

 

 

kor-benz%2003.png

 

როგორც დათა თუთაშხია, ჩარლი ჩაპლინი არის კიდეც რესტავრირებული DVD-ზე კაკ მინიმუმ და ძალიან კარგ ხარისხში იყო რამდენიმე ფილმს რომ ვუყურე, რა თქმა უნდა შავ თეთრში დატოვეს და არაფერი გაუფერადებიათ, არაერთი ჰოლივუდის კლასიკა მაქვს 30-40 წლებში გადაღებული ნანახი და საკმაოთ კარგი რესტავრაცია ქონდა სუყველას, უმრავლესობა ცნობილი ფილმი უკვე რესტავრირებულია, ყველა არ გამოუშვიათ BD-ში ჯერ მაგრამ საკმაოთ ბევრი ფილმია უკვე გამოსული კლასიკიდან, არის საკმაოთ კარგი დონის საბჭოთა ფილმები რომლებსაც აშკარათ ჭირდებათ რესტავრაცია, ისე ბევრი არც უყურებს HD ტელევიზორებზე ეგეთ ვიდში დაჟე უბრალო ტვ-შიც კი მოიკოჭლებს ჩვენება და მაგიტომ, ეგეთ ვიდში უფრო ბევრი უყურებს ვიდრე ცუდი ხმით და ვიდეოტრანსფერით როცაა ფილმი

  • Upvote 1
Posted

ხოდა მასე რომ ფიქრობთ იმიტომ თამაშობთ ახლა COD-ს წინა საუკუნის გრაფიკაზე :D

Posted

ლოლ სკრინი არ გახსნა ამ ფორუმზე აგერაა კარგი შედარება http://vobzor.com/page.php?id=631 ჩემი აზრით ნორმალური რესტავრაციაა HD კანალზე გასაშვებათ

 

  • 2 weeks later...
Posted

ქუჩის დღეებს ვუყურე წეღან , ბერლინის ფესტივალზე აიღო ჯილდო 2010 ში , კარგად ასახავს მძიმე ქართულ პერიოდს 

Posted

ბევრჯერ მაქვს ეგ ფილმი ნანახი მაგარი ფილმია მართლაც, აუ გრძელი ნათელი დღეები როდის დაიდება რომელიმე საიტზე რომვუყურო რა :)

  • 3 weeks later...
Posted

ხო მაგას გადმოვწერ , თორემ იქ რუსულად არის სულ და ეგ არ მინდა 

Posted

აქაც მასეა ლევან, სულ რუსულათ არის.

Posted

ქართული რომ აწერია და რუსული სადაც რუსულად არისო ?  :D მოკლედ რაც არის არის ვუყურებ  :D

Posted

ვუყურე მანდარინებს , შესანიშნავი ფილმია , ცოტა მეტ მოქმდებას ველოდი , მაგრამ მაინც ძალიან კარგია 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.