Jump to content

Hard Disk Drives Roundup: Winter 2010


Recommended Posts

ეს გახლავთ ერთგვარი შემაჯამებელი მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა 2010 წლის მეორე ნახევარში გამოსულ მყარ დისკებს. ჩვენ ვისაუბრებთ Hitachi-ის, Samsung-ისა და Western Digital-ის წარმოების 15 მოდელზე.

ბოლო პერიოდში, HDD-ების შესახებ რატომღაც აღარაფერი გვითქვამს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველამ უკვე SDD-ებზე გადავინაცვლეთ. საქმე იმაშია, რომ 7200 RPM-ის მქონე 2-ტერაბაიტიანი პროდუქტების გამოშვების შემდეგ, მწარმოებლებმა ტექნოლოგიურ რბოლაში შესვენება აიღეს (მხედველობაში გვაქვს აისბერგის ხილვადი ნაწილი, რადგანაც R&D განყოფილებები არასდროს არ თვლემენ) და ამის ნაცვლად, გადაერთვნენ ფასების ომში. ბრძოლის შედეგი ყველაზე მეტად საინტერესოა ჩვენთვის, ანუ საბოლოო მომხმარებლებისათვის. მაქსიმალური ტევადობის მქონე მყარი დისკების ღირებულებები, რომელიც ყოველთვის სხვებზე უფრო მაღალია, შემცირდა, რითაც მომხმარებლების ინტერესი მათ მიმართ კიდევ გაიზარდა. ახლა უკვე აღარ მოგიწევთ არჩევა - 1 (რომელიც შედარებით იაფია) და 2 ტბ-იან HDD-ს შორის (რომელიც დაიკავებს უფრო ნაკლებ ადგილს თქვენს კომპიუტერში)!

ფასების ბატალეამ კი, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ გარკვეული მოდელები ბაზრებიდან საერთოდ გაუჩინარდნენ. ისინი პირდაპირ მიემართებიან მსხვილ კომპიუტერულ ფირმებისკენ, რომლებიც ყიდულობენ მათ დიდი ოდენობით. ამგვარად, ასეთი მყარი დისკები მაინც ხვდებიან საბოლოო მომხმარებელთან, თუმცა ამჯერად უკვე მზა კომპიუტერის ნაწილის სახით.

არ იქნებოდა მართებული იმის თქმაც, რომ დღეს ბაზარზე ახალი საერთოდ არაფერია. მაგალითად, მწარმოებლები ცდიან ახალ, high-density პლატერებს და ნერგავენ მათ HDD მოდელებში. ეს platter-ები 667 გბ სიდიდისაა და შეუძლიათ 2 ტბ-იან მყარი დისკების ჩართვა - 3 პ-ითა და 3 ტბ-იანების - 5 პ-ით იმ შემთხვევაში, თუ ჩაწერის სიმჭიდროვე როგორღაც შემცირებულია - უფრო მეტი საიმედოობის მიზნით. ახლახანს გამოშვებული 3 ტერაბაიტიანი პროდუქტები რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ, მოგვიანებით, სპეციალურ მიმოხილვას მოვამზადებთ. ხოლო დღეს კი, უნდა ვისაუბროთ უფრო ნაკლები ტევადობის მქონე HDD-ებზე.

მწარმოებლები აგრეთვე უშვებენ მყარი დისკების ახალ ვერსიებსაც, რომლებსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ. Hitachi დაკავებულია თავისი firmware-ის განახლებით, მაშინ, როდესაც, Western Digital-ი რეგულარულად უშვებს პროდუქტებს - სახელწოდებებში ახალ-ახალი ინდექსებით. ყველა ეს ნაწარმი დიდ ინტერესს იმსახურებს, ასე, რომ დროა დავიწყოთ.

ტესტირების მონაწილეები

Hitachi Deskstar 7K1000.C: HDS721010CLA332 (1 TB)

dca80b84c9f9.jpg

ee334b9c0139.jpg

c026642d4a86.jpg

ეს პროდუქტი Deskstar 7K1000.C სერიაში შედის, რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ. Hitachi-ი უბრალოდ განაგრძობს firmware-ის გაუმჯობესებას, ასე, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ჩვენს მიერ დატესტილი ყველაზე პირველი მოდელი (39C ვერსიის firmware-ით) და უახლესი ვერსია (3MA-ით). დავამატებდით მხოლოდ იმას, რომ დღესდღეობით, ამ კომპანიის ასორტიმენტში ჯერჯერობით არ მოიპოვება რაიმე უფრო ახალი ნაწარმი.

Samsung SpinPoint F4: HD322GJ (320 GB)

d8f558b86872.jpg

ab28ad6976c4.jpg

0e465e8e2506.jpg

ჩვენ ეს-ესაა წარმოვადგინეთ 1 ტბ-იანი მოდელი და კიდევ შევხვდებით მასზე ორჯერ დიდი ტევადობის მქონე პროდუქტებსაც, მაგრამ ახლა უნდა გადავინაცვლოთ 320 გბ-იან HDD-ზე. რა არის მასში ასეთი საინტერესო? საქმე იმაშია, რომ ის ეკუთვნის Samsung-ის ახალ SpinPoint F4 სერიას და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ხაზი დამზადებულია 640 გბ-იანი პლატერების ბაზაზე, ასე, რომ ამ კონკრეტულ მყარ დისკს გააჩნია მხოლოდ ერთ-ერთი platter-ი და read/write თავაკი. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გავეცანით ჩაწერის ასეთი ტიპის მქონე HDD-ს და ის უკვე 7200 RPM-იანია! სხვათა შორის, არც ისე რთულია, რომ გავყვეთ Samsung-ის მსჯელობის მიმართულებას. ამგვარი გამარტივებული მყარი დისკები საუკეთესოდ იყიდება, იმიტომ, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი რაოდენობით აყენებენ ბიუჯეტურ კომპიუტერებში. ამდენი პლატერის რაოდენობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ასეთი ვინჩესტერების ტევადობა - მათი ღირებულების შეუცვლელადაც კი. კეშ-მეხსიერებაზე სათქმელი არაფერია, ამ მოდელს ის 16 მბ აქვს.

Samsung EcoGreen F2: HD154UI (1.5 TB)

d3713cf3f8b6.jpg

dc429f704e1e.jpg

7524608794ab.jpg

შემდეგ მოდის ძველი და კარგად ნაცნობი EcoGreen F21.5 ტერაბაიტით. ეს გახლდათ პირველი HDD, რომელშიც გამოყენებული იყო 500 გბ-იანი პლატერები და Samsung-ის #1 ‘მწვანე’ პროდუქტი. თქვენ ახლაც შეგიძლიათ მისი შოვნა კომპიუტერულ მაღაზიებში, მაგრამ ჩვენ მიმოხილვაში ის უმეტესწილად მოხვდა იმის გამო, რომ ის უფრო ახალ პროდუქტებთან შეგვედარებინა.

Samsung EcoGreen F3: HD153WI (1.5 TB)

7ea498008004.jpg

0eecc12ca503.jpg

23f12cbb68b5.jpg

EcoGreen F3 სერია, წინა მოდელის გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა. მას ჰქონდა მსგავსი შპინდელის ბრუნვის სიჩქარე, არ იძლეოდა ჩაწერის უფრო მაღალ სიმკვრივესა და გააჩნდა 32 მბ კეში. რატომ მიიღო მან ახალი სერიული ნომერი? იმიტომ, რომ Samsung-მა შეცვალა HDD-ის შიდა დიზაინი. ამ კონკრეტულ მოდელში არ ჩანს რამე შესამჩნევი გაუმჯობესება აღნიშნული კუთხით...

Samsung EcoGreen F3: HD203WI (2 TB)

48d1a919149b.jpg

6fdd144e8f26.jpg

7af0b19ec50a.jpg

Samsung-ის წინა სერიის პროდუქტებს, რომლებსაც მხოლოდ 3 პლატერი ჰქონდათ, არ აძლევდნენ კომპანიას იმის საშუალებას, რომ ოპონენტებთან შეჯიბრებაში სათანადო შედეგი დაეფიქსირებინათ, რადგანაც ამ კომპონენტის რაოდენობა მათ არსენალში უკვე 4-ს და 5-საც კი აღწევდა. Samsung-ს უკვე შეუძლია 4 პ-იანი მყარი დისკების გამოშვებაც, მაგრამ ეს ისე მარტივი არ არის, როგორც ჟღერს. რაც მეტი მაგნიტური პლატერი აქვს HDD-ს, მით უფრო რთულია მათ დაბალანსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება. ასე, რომ კომპანიისთვის ეს დიდი ტექნიკური მიღწევაა ამ თვალსაზრისით.

Samsung EcoGreen F4: HD204UI (2 TB)

f262562e91f8.jpg

9f36237932cf.jpg

ba7904365e46.jpg

გარკვეული პერიოდის შემდეგ, Samsung-მა მოიპოვა 667 გბ-იანი პლატერები და დაიწყო მათი გამოყენება ფაქტიურად ყველაფერში. ჭკვიანურია მათი გამოყენება არამხოლოდ 7200 RPM-ის მქონე მყარ დისკებში, არამედ ენერგო-ეფექტურ სერიაშიც, სადაც ჩაწერის უფრო მაღალი სიხშირე საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს პ-ების რაოდენობა სამამდე. 4-იანი დიზაინი ცუდი არ არის, მაგრამ 3 ცალი უფრო ნაკლებ სითბოს გამოყოფს, მათი დაბალანსებაც უფრო ადვილია, არაფერი რომ არ ვთქვათ შედარებით დაბალ ფასზე. სწორედ ამ მიზეზით გამოუშვა აღნიშნულმა კომპანიამ თავისი ახალი სერია, რომლის 2 ტბ-იან მოდელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

უნდა ითქვას, რომ Samsung-ის პროდუქტების თანმიმდევრობა ცოტა არაბუნებრივად გამოიყურება. ისინი თავიანთ დაბალსიჩქარიან მყარ დისკებს უწოდებენ - ‘მწვანე’-ს, მაგრამ ეს მოდელი SpinPoint სერიაშია შესული, EG ასოებსაც კი EcoGreen-ისკენ მივყავართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩენილიყავით შედარებით ძველ ნომენკლატურაზე და თქვენ კი შეგეძლებათ ამ HDD-ს ამოცნობა - HD204WI-ით.

ყველაზე ინტრიგული კი გახლავთ მცირე წარწერა, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მასში ნათქვამია, რომ ამ HDD-ს გააჩნია 4 კბ-იანი ფიზიკური სექტორები - 512 ბაიტიანი ლოგიკური სექტორების ემულაციის შესაძლებლობით. მსგავსი ტექნოლოგია Western Digital Advanced Format-ის სახითაც გვაქვს, მაგრამ Samsung-ი არ ცდილობს ამ თავისებურების პოპულარიზაციას და არაფერს ამბობს იმ საჭიროებაზე, რომ აუცილებელია დისკის გასწორება - ძველ ოპერაციული სისტემებში მათი გამოყენებისას. აღნიშნული კომპანიაში უნდა იცოდნენ, რომ ყველანი უკვე Windows 7-ზე არიან გადასულები. თუ რაღაც მიზეზების გამო, ეს არ გაგიკეთებიათ, უნდა შეგახსენოთ, რომ ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ მაშინ, როდესაც მყარ დისკებს დააფორმატებთ Windows XP-ში. სხვა შემთხვევაში, მათი ჩაწერის სისწრაფე მეტისმეტად დაბალი იქნება. WD-ის Align utility არ მუშაობს სხვა ბრენდების პროდუქტებთან, მაგრამ ამ შემთხვევისთვის ცალკეული პროგრამებიც ხომ არსებობს.

სხვათა შორის, ზემოგანხილულ 320 გბ-იან დისკსაც ძალიან მსგავსი პლატერები აქვს, მაგრამ არ არის განცხადებული ის, რომ მასში 4 კბ-იანი სექტორებიც არსებობს. ამას მარტივად გავარკვევთ random write ტესტის ჩატარებისას.

WD AV-GP: WD10EURS-630AB1 (1 TB)

db14775b1431.jpg

fb120f19fc86.jpg

a915fa67ed81.jpg

აი მივედით Western Digital-ის პროდუქტებამდეც. მათგან პირველია შედარებით იშვიათი, 1 ტბ-იანი AV-GP მოდელი. ეს არის მყარი დისკების სპეციალური სერია, რომელიც ოპტიმიზირებულია სახლის audio/video მასალებისთვის. როგორც ვხვდებით, ის არაფრით არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივ ენერგო-ეფექტურ HDD-ებისგან, თუმცა ყველაფერს მაინც ჩვენი ტესტებიდან შევიტყობთ.

WD Caviar Blue: WD10EALS-00Z8A0 (1 TB)

f90413c95f64.jpg

60fe2ee15403.jpg

e13c37ec77bb.jpg

კომპანიის policy-დან გამომდინარე, ამ ‘Blue’ სერიაში შესულია რამდენადმე მოძველებული პროდუქტები, რომლებიც მართალია, წარმადობის დონით დიდად ჩამორჩებიან შედარებით ახალ მყარ დისკებს, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მათი წარმოება გარკვეული დროის მანძილზე. ამ 1 ტბ-იანი მოდელის კეშ-მეხსიერება 32 მბ-იანია და ჩვენ გვიკვირს, მისი პლატერების რაოდენობა და ის, თუ რამდენად განსხვავდება ის მის მაღალსიჩქარიან ‘Black’ კოლეგისგან.

WD Caviar Black: WD1001FALS-00E3A0, WD1001FALS-00Y6A0 (1 TB)

667041f45012.jpg

998a7e0c48ff.jpg

e37d9bdd1765.jpg

დაახლოვებით წლინახევრის წინ, ჩვენ შევადარეთ ამ ‘Black’ სერიის 1 ტბ-იანი მოდელები და გავარკვიეთ, რომ მათ 333-იდან - 500 გბ-იან პლატერებზე გადაინაცვლეს და ახლაც, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ცვლილებას ასოებში: ნაცნობ E3 ხაზს შეემატა Y6.

WD Caviar Black: WD1501FASS-00W2B0 (1.5 TB)

b78ea2db5f3e.jpg

65b51bbc979d.jpg

bba79e1b0448.jpg

ამ მიმოხილვისთვის ასევე ავიღეთ 1.5 ტბ-იანი 'Black' მოდელიც. ის აქამდე არ გამოგვიცდია და ძალიან გვაინტერესებს, თუ რა შედეგს გვიჩვენებს, რადგანაც ადრინდელ ტესტებში, მისი 2 ტბ-იანი ბიძაშვილის წარმადობის დონე მართლაც, რომ შესანიშნავი იყო.

WD RE4: WD1503FYYS-01T8B0 (1.5 TB)

7d0481069f5e.jpg

f846aa5f6d45.jpg

bd0877d57ef0.jpg

Western Digital-ის desktop მოდელს გვერდს უმშვენებს მისი კოლეგა, რომელიც სერვერებში მუშაობისთვისაა გათვლილი. ამჯერად კი, აქ გვაქვს 1.5 ტბ-იანი მოდელი RE4 სერიიდან.

WD Caviar Green: WD20EARS-00S8B1, WD20EARS-00MVWB0 (2 TB)

48d34b1aa1da.jpg

ac88028715fd.jpg

5ecb15c48198.jpg

გადავიდეთ ბოლო მონაწილეებზეც, ესენი არიან Caviar Green სერიის 2 ტბ-იანი მოდელები. ისინი აღჭურვილნი არიან Advanced Format-ით, ანუ 4 კბ-იანი ფიზიკური სექტორებით. საინტერესო ფაქტია S8-იდან MVW ინდექსზე გადასვლა, ეს ცვლილება კი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გამოყენებულია 500-დან 667 გბ-იან პლატერებზე გადასვლისა და მათი რაოდენობის 4-დან 3-მდე შემცირების აღსანიშნავად.

თქვენ შეგიძლიათ თვალი შეავლოთ დღევანდელ ტესტებში მონაწილე მყარი დისკების firmware ვერსიებს, ქვედა ფოტოსურათზე

0fKD1C72.png

უნდა გახსოვდეთ, რომ HDD-ების წარმადობის დონე შესაძლოა იცვლებოდეს მათი firmware-ის მიხედვით.

Testbed and Methods

გამოყენებული უტილიტები:



  • IOMark 0.30b14
  • IOMeter 2003.02.15
  • FC-Test 1.0
  • PCMark Vantage
  • Windows 7 Disk Defragmenter
  • WinRAR 3.91

კონფიგურაცია:



  • ASUS P5WDG2 WS Pro mainboard
  • Intel Pentium 4 620 processor
  • IBM DTLA-307015 system disk, 15 GB
  • Radeon X600 graphics card
  • 1 GB DDR2-800 SDRAM
  • Microsoft Windows 7 Ultimate

მყარი დისკები ტესტირებულ იქნა ოპერაციული სისტემის დრაივერებით. ჩვენ დავაფორმატეთ ისინი NTFS-ში როგორც ერთი ფართიშენი - default კლასტერის ზომით (FC-Test-ისთვის შევქმენით 32 გბ-იანი ფ-ები), დავაკავშირეთ სისტემური პლატის პორტთან და ჩავრთეთ AHCI.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირველად ვხვდებით Samsung-ის მყარ დისკს 4 კბ სექტორით, EcoGreen F4-ს დავტესტავთ ორ რეჟიმში: ‘aligned’ და ‘not aligned’-ში. მათგან მეორის შემთხვევაში, დავაფორმატებთ ამ HDD-ზე გაკეთებულ ფართიშენს - Windows XP-ში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეთოდი გულისხმობს Windows 7-ის გამოყენებას. ასევე შევხედავთ IOMeter-ის დატვირთვებს, რომლებიც არ არის განლაგებული 4 კბ-იან ს-თან.

წარმადობის დონე IOMark-ში

დაბალდონიან ტესტებისთვის ჩვენ გამოვიყენებთ IOMark-ის შიდა ინსტრუმენტს. მოდით დავიწყოთ sequential reading-ით.

Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 39C

T7BJVE7r.png

Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 3MA

mLifzIt5.png

Samsung EcoGreen F2, 1.5 TB

Na2RBQ4P.png

Samsung EcoGreen F3, 1.5 TB

z3YQBaw5.png

Samsung EcoGreen F3, 2 TB

6E8h8h5B.png

Samsung EcoGreen F4EG, 2 TB

6cL9sSze.png

Samsung SpinPoint F4, 320 GB

BcUuTjMC.png

Western Digital AV-GP, 1 TB

kEm4AnVm.png

Western Digital Caviar Blue, 1 TB

D74j8SPS.png

Western Digital Caviar Black, 1 TB, E3

RV3kXa5M.png

Western Digital Caviar Black, 1 TB, Y6

2qxSh3rS.png

Western Digital Caviar Black, 1.5 TB

1cQULig7.png

Western Digital RE4, 1.5 TB

m2EBUj8B.png

Western Digital Caviar Green, 2 TB, S8

PVsSMwDk.png

Western Digital Caviar Green, 2 TB, MVW

B4WKd1ob.png

ახლა კი შევადაროთ მყარი დისკები წაკითხვის დროის მიხედვით, მათზე სრული ტევადობის ფართიშენების შექმნის მომენტიდან - მის ბოლომდე.

nU36C0uD.png

ეს ტესტი სულ უფრო არაადეკვატური ხდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის საერთოდ შევწყვიტოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გააჩნია თუ არა კონკრეტულ HDD-ს სწრაფი head/surface წყვილი პირველ სექტორებში. დადგინდა, რომ შედარება bottom და top სიჩქარეების პირობებში, უკვე აღარ იძლევა ზუსტ შედეგებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას 500 გბ-იან პლატერების მქონე მყარ დისკებში, მაშინ, როდესაც SpinPoint F4 მათზე უფრო სწრაფიცაა. რაც შეეხება ახალ WD Caviar Green-ს, მის ენერგო-ეფექტურ ოპონენტებთან შედარებით, ის სულაც არ არის მათზე ნელი. ცხრილებზე ყველაფერი გარკვევითაა მოცემული და მათ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ 1.5 ტბ-იანი მყარი დისკები არ წარმოადგენენ 2 ტბ-იანი მოდელების შემცირებულ ვარიანტს. ორივე შემთხვევაში, საქმე გვექნება 3-პლატერიან პროდუქტებთან.

ახლა კი, გადავიდეთ კეშ-ბუფერინგის მუშაობის სისწრაფეზე:

Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 39C

34rSKtWU.png

Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 3MA

RN80C7Vb.png

Samsung EcoGreen F2, 1.5 TB

8nOFyoNz.png

Samsung EcoGreen F3, 1.5 TB

qi1E3D3m.png

Samsung EcoGreen F3, 2 TB

7FVk1nkI.png

Samsung EcoGreen F4EG, 2 TB

gmdXxmJC.png

Samsung SpinPoint F4, 320 GB

5mMUPPOV.png

Western Digital AV-GP, 1 TB

NWe55Qom.png

Western Digital Caviar Blue, 1 TB

v5NJw57Q.png

Western Digital Caviar Black, 1 TB, E3

2g2ZTSrU.png

Western Digital Caviar Black, 1 TB, Y6

7kSUDndc.png

Western Digital Caviar Black, 1.5 TB

O7AJt5dm.png

Western Digital RE4, 1.5 TB

hF3R95UM.png

Western Digital Caviar Green, 2 TB, S8

wR221Rpq.png

Western Digital Caviar Green, 2 TB, MVW

TJBR7QLS.png

J3iWA14o.png

წარმადობა Intel IOMeter-ში

Sequential Read & Write Patterns

IOMeter-ი გზავნის წაკითხვისა და ჩაწერის ბრძანებების ნაკადს - 4-იანი მოთხოვნის სიღრმით. ეს ტესტი გვიჩვენებს იმ მაქსიმალურ სიჩქარეს, რომლის მიღწევაც შეუძლია დისკს.

q3qKR6xN.png

4ECuPW4E.png

ამ ილუსტრაციებით იმაზე გაცილებით მეტს ვგებულობთ, ვიდრე ეს IOMark-ის დროს მოვახერხეთ. უფრო ახალმა მყარმა დისკებმა, ჩაწერის გაზრდილი სიხშირის წყალობით, უპირატესობა მოიპოვეს: Samsung SpinPoint F4-მა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ოპონენტები და სულ ახლოს შეჩერდა 150MBps ნიშნულთან. მის ენერგო-ეფექტურ 2 ტბ-იან ბიძაშვილსაც, მაღალი სიჩქარის მხრივ, არანაირი პრობლემა არ გააჩნია. სამწუხაროდ და გასაკვირად, იგივეს თქმა არ შეგვიძლია ახალ Caviar Green-ზე. მონაცემთა მცირე ნაკრების დამუშავებას, Hitachi-ის პროდუქტები, სხვებთან შედარებით, უფრო მეტ დროს ანდომებენ, ნელი აღმოჩნდა ასევე Samsung EcoGreen F2-იც. ნათელია, რომ პლატფორმის ცვლილება, Samsung-ის ახალ პროდუქტებისათვის სასიკეთო აღმოჩნდა.

ScSd45bE.png

UDiHmtVa.png

sequential write-ის შედეგები, მთლიანობაში read-ის მსგავსია. აქ ადვილად შეგვიძლია 4 კბ-იანი სექტორების მქონე დისკების ამოცნობა: 2 კბ-იანი და უფრო მცირე ზომის მონაცემთა ჩაწერის დროს, მათი წარმადობის დონე უფრო ნაკლებია, ვიდრე ძველი სტილის HDD-ებისა.

დისკის გამოხმაურების დრო

მონაცემთა ჯამი, რომელიც მუშავდება ყოველი HDD-ის მიერ, გაცილებით მეტია მის კეშზე, ამიტომ ჩვენ მივიღეთ უწყვეტი გამოხმაურების დრო, რომელიც, თავის მხრივ, არ ახდენს გავლენას მყარი დისკის ბუფერის ზომაზე.

4w6QjPPv.png

ჩვეულებისამებრ, WD Caviar Black სერიას (ასევე მათ სერვერულ ბიძაშვილებს), ამ ტესტში არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ, რადგანაც მათი read/write თავაკები დღესდღეობით ყველაზე სწრაფია. რასაკვირველია, ამ დეტალების მოძრაობისას, ისინი გამოსცემენ მეტ ხმაურს, მაგრამ ის უკვე ძალიან შორსაა იმ აუტანელი ხმისგან, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე წლის წინ. მათი გამოხმაურების დრო ისეთივე კარგია, როგორის მიღებაც თეორიულად შესაძლებელია 7200 RPM-ის მქონე მყარი დისკებით. საინტერესოა, რომ 1.5 ტბ-იანი მოდელები, თავიანთ მცირე ტევადობის ბიძაშვილებთან შედარებით, უფრო სწრაფები არიან. WD Caviar Blue რატომღაც უფრო ნელია, თუმცა ის Hitachi-ის პროდუქტებზე უკეთესია, რომლებიც თავის მხრივ, სჯობიან Samsung-ია 7200RPM-იანებს.

შპინდელის დაბალსიჩქარიან მყარ დისკებს რაც შეეხება, 1.5 ტბ-იანი Samsung EcoGreen F3 აქ ლიდერია. ძველი WD Caviar Green-ი და Samsung EcoGreen F2 კი, კარგი შედეგებით ნამდვილად ვერ გვასიამოვნებენ.

Western Digital-ის ორ 1.5 ტბ-იან მოდელს, ჩაწერის თვალსაზრისით, ბადალი არ ჰყავთ. თავიანთ 64 მბ-იან მეხსიერებას ისინი მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ.

საინტერესოა 4 კბ-იანი სექტორების მქონე HDD-ების შედარება: Samsung-მა, როგორც ჩანს, 512 ბაიტიან მონაცემთა ნაკრების ჩაწერისთვის, შეიმუშავა უკეთესი ალგორითმი, რადგანაც მის პროდუქტებს - Western Digital-ის Advanced Format-იანებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი გამოხმაურება გააჩნიათ.

Random Read & Write Patterns

ახლა ჩვენ ვნახავთ, თუ რამდენად ახდენს გავლენას random read/write რეჟიმებზე - მოთხოვნილ მონაცემთა ნაკრების ზომა.

32FeoVmu.png

Y1Gc2D3u.png

random-address-ის მონაცემთა ნაკრების წაკითხვის დროს, მყარი დისკების სიჩქარე განისაზღვრება მათი გამოხმაურების დროის მიხედვით.

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 64 კბ-იან და უფრო დიდი ზომის data block-ების შემთხვევაში მოხდა მნიშვნელოვანი დაკლება OPS (operations per second)-ში. როგორც ხვდებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათი წაკითხვისთვის დახარჯული დრო უკვე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თუ მათი მოცულობა უფრო მცირეა, მაშინ წარმადობის დონე დამოკიდებულია მოთხოვნილ block-ის მოძებნისთვის განკუთვნილ პერიოდზე, თვითონ წაკითხვის ოპერაციას რაც შეეხება, მას ძალიან მცირე დრო სჭირდება.

bsVMU2PV.png

1X2WFp18.png

64 მბ-იანი კეშის მქონე მყარ დისკებს აქ უზარმაზარი უპირატესობა აქვთ. დიდი მოცულობის ბუფერი აუმჯობესებს წაკითხვას, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს random-address-ის ჩაწერის ოპერაციებზე. მეორეც, ჩვენ ვამჩნევთ, რომ 4 კბ-იანი სექტორების მქონე პროდუქტები - მცირე ზომის მონაცემთა ნაკრების კითხვისას, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. ამ დროს, ისინი ახორციელებენ დამატებით სამუშაოს და ცვლიან თავიანთ 4 კბ-იან ს-ებს და ამგვარად, მათი წარმადობის დონეც ნახევრდება. საინტერესოა, ასეთი HDD-ებზე დაკვირვება unaligned load-ზე, რომელიც unaligned disk-ზე ჩაწერის ექვივალენტურია: მყარ დისკს უჭირს მუშაობა დიდი ზომის მონაცემთა ნაკრებებთან, იმიტომ, რომ მას უკვე უწევს მისი მცირე ნაწილის ჩაწერა - small-data-block რეჟიმში, ანუ თავდაპირველად data block-ის წაკითხვა.

რის თქმა შეგვიძლია WD Caviar Green S8-ზე? ეს მოდელი სულაც არ ავლენს თავს ისე, როგორც ადრე, რადგანაც აქ მას deferred writing-ში მას პრობლემები ექმნება. არც თუ ურიგო იქნება იმის გაგება, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ტექნოლოგიის დანაკლისი - დისკის წარმადობაზე.

Database Patterns

აქ, წაკითხვიდან ჩაწერის მოთხოვნათა ratio იცვლება 0-დან 100%-მდე, მთელი ტესტის განმავლობაში, მაშინ, როდესაც request queue depth-ი მერყეობს 1-დან 256-მდე.

ჩვენ შევქმნით აღნიშნულ დიაგრამებს - 1, 16 და 256-იანი სიღრმეებით.

8KxRWR6V.png

S4BvSYDj.png

პირველ შემთხვევაში, ეს ტესტი, როგორც წესი, მოსაწყენია, მაგრამ ახლა, უამრავი საინტერესო ფაქტი დავაფიქსირეთ.

Caviar Green S8-ს აშკარად არ ჰყოფნის deferred writing-ის დონე და მისი წარმადობის დონე, სხვებთან შედარებით, არც თუ ისეთი მაღალია.

unaligned load-ზე, ყველაზე ცუდად Samsung F4EG გამოიყურება. პერფომანსი შეზღუდულია თავისივე წაკითხვის სიჩქარით, ასე, რომ ჩაწერის მაღალი პროცენტულობის დროს, მისი შედეგები დაბალია.

Samsung F2-ისა და ჩვენდა გასაკვირად, F4-ის სიჩქარეებიც ასევე მცირეა.

WD-ის დისკებმა კი თავი სხვადასხვანაირად წარმოაჩინეს. შერეული დატვირთვების დროს, სერვერებზე გათვლილი ვერსია, უკეთესია მის 1.5 ტბ-იან დესქტოპ ბიძაშვილზე, ხოლო ახალი Caviar Black Y6 კი ჩამორჩება მის წინამორბედს.

zJPA6WgG.png

CJTc7jdO.png

როდესაც მოთხოვნათა რიგი იზრდება, WD-ის 1.5 ტბ-იანი მყარი დისკები წინა პოზიციებს იკავებენ. სერვერული აპლიკაციებისათვის, ისინი უბრალოდ შეუდარებელნი არიან. ხოლო განსხვავება მათ შორის (ასევე Caviar Black Y6-სა და E3-ისა) უმნიშვნელოა.

Hitachi-ის პროდუქტები ნაწილობრივ სჯობიან Samsung-ისას, მაგრამ ახალი firmware-ით, ისინი რაიმე შესამჩნევ სარგებელს არ იღებენ.

Samsung-ის ბანაკში, SpinPoint F4 საუკეთესოა, მაგრამ მისი უპირატესობა დაბალსიჩქარიან მოდელებზე, ძალიან მცირეა.

კიდევ ერთხელ, უნდა ავღნიშნოთ ორი HDD, წარმადობის სუსტი მაჩვენებლით, ესენია: Caviar Green S8 და Samsung F4EG.

9VzmRg7Z.png

3B71hzk5.png

ტესტების ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, მოვიყვანთ დიაგრამებს, რომლებშიც ნაჩვენები იქნება თვითოეული მყარი დისკის წარმადობის დონე - ხუთ სხვადასხვა request queue depth-ით.

TduYL3zk.png

vagxTUT5.png

ეს ცხრილები, ჩვეულებრივ, ძალიან მგრძნობიარენი არიან firmware ალგორითმების ნებისმიერ ცვლილების მხრივ, მაგრამ აქ ვხედავთ, რომ ორი ხაზი თითქმის იდენტურია. კარგი ამბავია ის, რომ აღარ ჩანს ისეთი პრობლემები, როგორიც Hitachi-ის ადრინდელ firmware-ს ჰქონდა. ყველაფერი მეტნაკლებად ნორმალურია, თუმცა request reordering-ი შედარებით უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო.

BNNWpsjl.png

RnBKsd2L.png

4K29PeRw.png

01vR2oc8.png

keWDgN3E.png

ამ ტესტში გარკვევით ვხედავთ Samsung-ის შეცვლილ პლატფორმას. მკვეთრად განსხვავდება მხოლოდ EcoGreen F2. თუმცა, ახალი პროდუქტები მთლად ისეთ შედეგებს არ აჩვენებენ, როგორიც გვსურს. მაღალ დატვირთვებს, ისინი უკეთესად უნდა უმკლავდებოდნენ, საკმაოდ გრძელ request queue depth-ის დროს კარგავენ წარმადობის დონეს. კომპანიამ ვერ შეძლო სერვერებზე ოპტიმიზირებული firmware-ის შემუშავება.

საინტერესოა, რომ SpinPoint F4 რამდენადმე განსხვავდება თავის ‘მწვანე’ სერიის მეგობრისგან. ეს უპირატესობა არ არის, რადგანაც შერეული დატვირთვების დროს, ის უფრო სუსტ შედეგს აჩვენებს.

ShVbIz6n.png

5SaTsLW6.png

HPk7Vp1h.png

1g60snw6.png

MxYfD4Ht.png

YvqAdzSw.png

A9vnxTh5.png

2oPkBRTj.png

Western Digital-ის გუნდში ახალს ვერაფერს ვხედავთ. ამ მწარმოებლის მყარი დისკები ერთმანეთის მსგავსად მუშაობენ. მათი გრაფიკული შკალა იზრდება იმისდა მიხედვით, თუ როგორი სწრაფები არიან ამა თუ იმ მოდელის read/write თავაკები და რა მოცულობის კეშ-მეხსიერება გააჩნიათ. მათგან პირველი გავლენას ახდენს ცხრილების სიმაღლეზე, ხოლო მეორე კი - მათ კლაკნილობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია HDD-ების deferred writing-ი და request reordering-ის ალგორითმები. Western Digital-ში როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მათ უკვე მიაღწიეს სრულყოფილებას და არ სურთ არაფრის შეცვლა.

ჩვენი სიტყვები, რასაკვირველია არ ვრცელდება მყარ დისკზე, რომელსაც არ გააჩნია deferred writing-ი. სხვებთან შედარებით, ის ძალზედ სუსტია.

Web-Server, File-Server Patterns

4ig7Jc44.png

e2XH7Ad4.png

S3bqUuwS.png

read-only მოდელის შედეგები ცოტათი მოსაწყენია. მიუხედავად იმისა, რომ WD-ის 1.5 ტბ-იანი პროდუქტები აქ უკონკურენტონი არიან, უნდა ავღნიშნოთ, შეცვლილმა firmware-მა ცოტათი გააუმჯობესა Hitachi-ის დისკის წარმადობის დონე, ასევე ისიც, რომ Caviar Black Y6 რამდენადმე სჯობს მის წინამორბედს და ახალი Caviar Green-იც უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ამავე სერიის შედარებით ძველი მოდელები (ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალიწინებთ მათ შედეგებს წაკითხვის გამოხმაურების დროის ტესტის მიხედვით).

xSeVKlk7.png

KsiU5qQH.png

Tp9Qpp7W.png

შედეგები უფრო საინტერესო ხდება, რადგანაც ეს მოდელი შეიცავს წაკითხვათა ოპერაციების ნაწილსაც. ახალ პლატფორმაზე დაფუძნებული Samsung-ის მყარ დისკებში შეინიშნება firmware-ის გარკვეული პრობლემები, რადგანაც მოთხოვნათა რიგის გაზრდის დროს, ყველა მათგანის სიჩქარე ვარდება. Hitachi-ის ახალი firmware იძლევა მცირე, მაგრამ შესამჩნევ გაუმჯობესებას წარმადობაში - გრძელ queue depth-ების დროს. WD Caviar Blue ისეთი კარგი არ არის, როგორიც მისი Black ბიძაშვილები. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ არ მოგვწონს WD Caviar Green S8-ის მუშაობა, რადგანაც ის განიცდის deferred writing-ის საჭიროებას.

Multithreaded Read & Write Patterns

ეს ტესტი ახდენს ისეთი სიტუაციის სიმულირებას, როდესაც მყარ დისკთან დაკავშირებას ერთდროულად ცდილობს 1-დან 4 მომხმარებელი, რომელთა მისამართების ზონებიც განსხვავებულია. ჩვენ განვიხილავთ დიაგრამებს 1-იანი მოთხოვნის რიგით, რომლებიც ინფორმაციის თვალსაზრისით, ყველაზე მდიდარია. ხოლო იმ დროს, როდესაც აღნიშნული მწკრივი იზრდება 2-მდე და უფრო მეტით, სიჩქარე დიდად აღარ არის დამოკიდებული ერთ პერიოდში გაშვებული აპლიკაციებისაგან.

eRZ2wJUt.png

ტესტირების ახალი მეთოდიდან გამომდინარე, data thread-ებს შორის მანძილი გაიზარდა და იმისათვის, რომ ერთი მათგანიდან მეორეზე გადაადგილდნენ, მყარი დისკების თავაკებს უფრო მეტი მოძრაობა უწევთ. Western Digital-ის პროდუქტების უმრავლესობას და Samsung EcoGreen F2-ს უვარდებათ სიჩქარე, როგორც კი წასაკითხად მეორე thread-ი ჩნდება. ამ მხრივ, ორი HDD ინარჩუნებს ამ მაჩვენებლის მისაღებ დონეს. ესენია: ახალი Caviar Green MVW და audio/video-ოპტიმიზირებული AV-GP. შესაძლებელია, მეორე მათგანს გაუმჯობესებული reading ალგორითმები აქვს, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ არის 2 ტბ-იანი დისკი აქ ასეთი სწრაფი.

EcoGreen F2-ის გარდა, Samsung-ის ყველა მყარ დისკს სისწრაფე ნახევრამდე უვარდება. Hitachi-ის პროდუქტების შემთხვევაშიც იგივეს ვხედავთ, ახალი firmware-ს ძველზე ცუდი შედეგი აქვს.

J5RzSZSP.png

საინტერესო შედეგები ფიქსირდება data thread-ების კიდევ უფრო მეტად გაზრდასთან ერთად. Hitachi-ის პროდუქტები უერთდებიან ლიდერთა სიას და აჩვენებენ წაკითხვის საერთო სიჩქარეს - 100 MBps-ს. ამჯერად, ახალი firmware-ი ძველთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება. Samsung-ის მყარი დისკები ორ ჯგუფად იყოფიან: F4 სერიის პროდუქტები F3-ებთან შედარებით, ორჯერ უფრო მეტად სწრაფები არიან.

ამ ორი აღნიშნული მოდელის გარდა, Western Digital-ის დისკებმა წარმადობის დაბალი დონე გამოამჟღავნეს. მათი თავაკები ყველა thread-ს ერთი-მეორის მიყოლებით კითხულობენ და არ იყენებენ არანაირ წინასწარ reading ალგორითმებს და ეს, როგორც ჩანს, ძალიან ნელი სტრატეგიაა.

Tn5L2tAW.png

kT1Mtzr7.png

Multithreaded writing-ი შედარებით მარტივია და ჩვენ ვერ ვხედავთ HDD-ებს შორის ისეთ განსხვავებას, როგორსაც multithreaded reading-ში. ლიდერთა ჯგუფი შედგება Samsung EcoGreen F4EG-ისაგან, WD-ის 1.5 ტბ-იანი Caviar Black-ისა და RE4-ისაგან. ასევე გვყავს აუტსაიდერთა ნაკრებიც, რომელშიც შევიდნენ Hitachi-ის მყარი დისკები, Samsung EcoGreen F2 და WD AV-GP. დიდი კეშ-მეხსიერება და პლატერები, ამ ტესტში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

წარმადობის დონე FC-Test-ში

ამ ტესტისათვის, დისკზე კეთდება ორი 32 გბ-იანი ფართიშენი და ფორმატდება NTFS-ში. ამის შემდეგ, იქმნება ფაილთა-ნაკრები, რომლებიც ჯერ უნდა წაკითხულ იქნას, მერე კი, მოხდეს მისი კოპირება იმავე და სხვა განყოფილებაში. ამ ოპერაციების შესრულებისთვის დახარჯული დრო იზომება და გამოითვლება HDD-ის სიჩქარეც. ამ გზით ასევე ვიგებთ იმასაც, თუ როგორ მუშაობს პროდუქტი კომპლექსური დატვირთვების დროს.

ეს ტესტი გვაწვდის უამრავ მონაცემს, ასე, რომ ჩვენ მხოლოდ განვიხილავთ Install-ში, ISO-ში და Programs file-set-ებში მიღებულ შედეგებს.

k9ZASzOW.png

ფაილების შემქნის დროს, Samsung SpinPoint F4 პირველობას არავის უთმობს, რადგანაც მისი ახალი, მაღალსიხშირიანი პლატერების საშუალებით, გაიზარდა სიჩქარეც. ასეთივე დეტალები გააჩნია უფრო ნელ, მაგრამ შედარებით მაღალი ტევადობის მქონე EcoGreen F4EG-საც, რომელიც ასევე მშვენიერ შედეგებს გვთავაზობს და უსწრებს კიდევაც მის წინამორბედებს ISO მოდელში, მაგრამ Advanced Format-იან WD-ის დისკების მსგავსად, კარგია მხოლოდ დიდი ზომის ფაილებთან სამუშაოდ, ხოლო მცირეებთან კი კარგავს სისწრაფეს. Hitachi-ის ახალი firmware-ი, ძველზე რამდენადმე უკეთესია. Western Digital-ის შემთხვევაში კი, 1.5 ტბ-იანი მოდელები, შედარებით ნაკლები ტევადობის მქონე ბიძაშვილებთან მიმართებაში, კვლავინდებურად საუკეთესონი არიან.

5cUXSc5T.png

ამ ტესტში არანაირი სიურპრიზები არ გვქონია. ფაილების კითხვისას, ჩამწერი სიხშირე და პლატერთა ბრუნვის სიჩქარე გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ერთადერთი გამონაკლისია Samsung EcoGreen F4EG, რომელმაც დანარჩენი მონაწილეები დიდი მანძილით ჩამოიტოვა.

მცირე ზომის ფაილების წაკითხვისას, Western Digital-ის მყარ დისკებს ლიდერთა პოზიციები უკავიათ, რადგანაც სხვებთან შედარებით, მათ გააჩნიათ კარგი sequential read სიჩქარე და შესანიშნავი read გამოხმაურების დრო.

EZVuWLY9.png

DtT2LPyi.png

Western Digital-ი იმარჯვებს ამ ტესტის დროს, 1.5 ტბ-იანი მოდელებს ბადალი არ ჰყავთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ WD Caviar Green MVW, მის წინამორბედზე სწრაფია, ხოლო Hitachi-ის დისკები პირველობას არ თმობენ - დიდი ზომის ფაილების კოპირებისას, განურჩევლად მათი firmware-ისა.

წარმადობა PCMark Vantage-ში

ყველა ტესტი გაშვებულ იქნა ათჯერ და ამ შედეგებს შორის, აღებულ იქნა საშუალო მაჩვენებელი.

en74tS52.png

qU3AVFhh.png

RryA2E7u.png

sZYN2Rnj.png

FucmE4F1.png

UP1mw6Xf.png

T8llKdT7.png

aT767icq.png

9bU8FTc9.png

სახლის კომპიუტერებისთვის, Western Digital-ის მაღალტევადობიანი მყარი დისკები უკონკურენტონი არიან, ეს კი, თავის მხრივ, მიღწეულ იქნა პლატერების, სწრაფი read/write თავაკებისა, კეშის დიდი ზომისა და ჭკვიანური ალგორითმების საშუალებით. საინტერესოა WD Caviar Blue-ს დანახვა ტოპ-სამეულში. ის ცოტათი უკეთესია იგივე ტევადობის მქონე Black სერიის HDD-ებზე (სხვათა შორის, აღნიშნულ ხაზში ძველმა მოდელმა აჯობა ახლებს). როგორც ჩანს, Western Digital-ს მცირე პრობლემები აქვს საშუალო კლასის პროდუქტების განლაგებაში. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოსდა Blue დისკი - Black-ისაგან მხოლოდ იარლიყის ფერით განსხვავდება!

რაც შეეხება განახლებულ Green მოდელს, ის ჩვენდა გასაკვირად, თავის წინამორბედზე ნელი აღმოჩნდა. Hitachi-ის ახალი firmware-ი ძველ ვერსიასთან შედარებით, უკეთესია. 4 კბ-იან სექტორებს, როგორც ჩანს, Samsung-ის მყარ დისკებზე უარყოფითი ეფექტი აქვს: Samsung EcoGreen F4EG ოდნავ სწრაფია მის წინამორბედზე, თუმცა მის მაღალსიხშირიან პლატერებისაგან, ჩვენ უკეთეს შედეგებს მოველოდით. მისი ‘nonaligned’ ვერსია კიდევ უფრო ცუდ დროს აჩვენებს, რასაკვირველია, ის არ არის იმდენად ზანტი, როგორიც WD AV-GP-ია. გასაკვირს არაფერს მოველოდით იმ მყარი დისკისაგან, რომელიც audio/video აღჭურვილობაზეა ოპტიმიზირებული. მისი დანიშნულება ხომ ჩუმად მუშაობა და multithreaded დატვირთვებთან უპრობლემო გამკლავებაა და WD AV-GP-იც, ზუსტად რომ იგივეს აკეთებს.

დეფრაგმენტაცია

ჩვენ, 32 გბ-იან ფართიშენზე შევქმენით ძალზედ დეფრაგმენტირებული ფაილ-სისტემა და დავტვირთეთ ის მუსიკით, ვიდეოთი, თამაშებითა და აპლიკაციებით. შემდეგ, დავიმახსოვრეთ თვითოეული სექტორის ასლი და დავაკოპირეთ ის იმ დისკში, რომლის გატესტვაც გვსურდა. გავუშვით სკრიპტი, რომელიც ინიშნავს აღნიშნული პროცესის დაწყებასა და დამთავრებას.

x6Epf2ou.png

ლიდერთა განსხვავებით, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით პოზიციების ასეთ განლაგებას. ბევრ სხვა ტესტის მსგავსად, ესენია Western Digital-ის 1.5 ტბ-იანი Caviar Black და RE4 სერიის დისკები. მათ კვალში მოჰყვებიან Hitachi-ის ორი პროდუქტი და Samsung SpinPoint F4, რომლისთვისაც ეს შესანიშნავი შედეგია, რამეთუ ის მხოლოდ ერთი პლატერითაა აღჭურვილი: ტესტირების ზონა მისთვის ფართოა, ამიტომ მის read/write თავაკებსაც, მოძრაობა უფრო დიდ სივრცეში უწევთ.

ყველაზე დიდი სიურპრიზი კი არის ის, რომ დაბალსიჩქარიან Samsung EcoGreen დისკებმა, გარდა 4 კბ-იანი სექტორებისა და unaligned ფართიშენის მქონე მოდელმა, აჩვენეს უკეთესი შედეგი, ვიდრე 1 ტბ-იანმა WD Caviar Black-მა და როგორც ჩანს, ამ HDD-ებმა მოიგეს პლატერების რაოდენობის ხარჯზე. 667 გბ-იანი პ-ების მქონე 2 ტბ-იანმა Samsung-მა აჯობა ანალოგიურ პროდუქტს WD-ისაგან. გაითვალისწინეთ, რომ მეორე მათგანი, მის წინამორბედზე სამჯერ სწრაფია: ეს გახლავთ deferred writing-ის ეფექტი, რომელიც ალბათ შერწყმულია firmware-ის კიდევ სხვა ოპტიმიზაციებთან.

წარმადობის დონე WinRAR-ში

ახლა კი, გადავდივართ უფრო საინტერესო ტესტზე, რომელშიც გამოვიყენეთ WinRAR-ის 3.91 ვერსია იმისათვის, რომ მოვახდინოთ 1.13 გბ-იანი ფოლდერის შეკუმშვა და დეკომპრესინგი, რომელიც შედგება 8118 ფაილისა და 671 ქვესაქაღალდისაგან. ეს გახლავთ განსხვავებული ფორმატის დოკუმენტები და ფოტოსურათები. ეს ტესტი დიდად არის დამოკიდებული პროცესორის წარმადობაზე, მაგრამ შემნახველი მოწყობილობა გავლენას ახდენს მის სიჩქარეზე.

5DNRDW74.png

აქ ცოტა გაუგებარი შედეგები მივიღეთ. გასაგებია WD RE4-ის პირველზე და unaligned Samsung EcoGreen F4EG -ის ბოლო ადგილზე მოხვედრა, მაგრამ ვერ ვხვდებით, თუ რატომ განთავსდნენ 1.5 ტბ-იანი Caviar Black და 1 ტბ-იანი Caviar Blue ცხრილის შუაში, იმ მყარი დისკების ქვემოთ, რომელთა შპინდელის სიჩქარეებიც უფრო ნაკლებია.

TqdRhz6s.png

გადმოაარქივების დროს, ყველაფერი გასაგებია. იქონიე რაც შეიძლება მეტი მაღალსიხშირიანი პლატერი, ამუშავე ისინი დიდ სისწრაფეზე და აქ გაიმარჯვებთ. თუმცა, თუ აღჭურვილობაში 4 კბ-იანი სექტორები გაქვთ, მაშინ თქვენ თავს ცხრილის ბოლოში იპოვით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ WD-იმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. მათ გააუმჯობესეს თავიანთ Advanced Format-ის პროდუქტების firmware, ასე, რომ ახალი მოდელი ძველზე უკეთესად გამოიყურება. რასაკვირველია, ჩვენ შევადარეთ ახალი Caviar Green-ი და AV-GP, იმიტომ, რომ პირველ მათგანს არ გააჩნია deferred writing-ი და ამ ტესტში გარკვეულ პრობლემებს განიცდის.

Samsung-მა კი თავისი პროდუქტები გააუმჯობესა - 4 კბ სექტორის მქონე პროდუქტებით. EcoGreen F4EG უკეთესია, ვიდრე Caviar Green MVW.

კვების მოხმარების დონე

აღნიშნული ტესტი გავატარეთ შემდეგ რეჟიმებში:



  • Start (ენერგია, რომელსაც მოიხმარს დისკი ჩართვის დროს)
  • Idle (დისკთან არ ხდება არანაირი შეხება, მაგრამ ის ჩართულია და მზადაა სამუშაოდ)
  • Random Read and Write
  • Sequential Read and Write

განვიხილოთ თვითოეული მათგანი:

W6cTTttp.png

ახალი Samsung EcoGreen F4EG ერთადერთია, რომელიც განსხვავდება სხვა მონაწილეებისგან, ჩართვის დროს 5V ტიპის მოხმარების მხრივ, ხოლო AV-GP არის ყველაზე ეკონომიური მოდელი 12V-ზე. Samsung-ის ყველა მყარი დისკიც ენერგიას ასევე ზომიერად მოიხმარს. Hitachi-ის ნაწარმი კი, მას უფრო დიდი რაოდენობით ითხოვს, მაშინ, როდესაც WD-ის პროდუქტებს ამ რეჟიმში ყველაზე მეტი კვება სჭირდებათ, რადგანაც ისინი სწრაფად ცდილობენ მუშაობის მზადყოფნაში მოსვლას. ავღნიშნავთ იმასაც, რომ 1.5 ტბ-იანი Caviar Black-ი, თავის მცირე ტევადობის მქონე ბიძაშვილებთან შედარებით, უფრო ეკონომიურია, ისევე როგორც RE4-ზე. ამ თვალსაზრისით, WD Caviar Blue ძალიან წააგავს Black სერიას.

Idle რეჟიმში საუკეთესონი არიან მყარი დისკები, შპინდელის დაბალი ბრუნვის სიხშირით, თუმცა მათი უპირატესობა არც ისეთი დიდია. ერთპლატერიანი მაღალი სიჩქარის მქონე Samsung SpinPoint F4 და Hitachi (განსაკუთრებით ახალი firmware-ით) თითქმის ისეთივე ეკონომიურები არიან, როგორიც ლიდერები. საინტერესოა, მაგრამ AV-GP-ის, Caviar Black E3-ისა და Caviar Green S8-ის ელექტრონიკა არ გადაერთო ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, რამაც მათი შედეგები უფრო გააფუჭა.

f5WVEjXR.png

მიუხედავად იმისა, რომ წარმადობის კუთხით, WD-ის 1.5 ტბ-იანი დისკები ამ მიმოხილვაში უდავო ლიდერები არიან, ამ ტესტში ისინი ყველაზე ნაკლებ-ეკონომიურები გამოდგნენ. როგორც ჩანს, ისინი ტოვებენ თავიან read/write თავაკებს ბოლო მოთხოვნილ კვალზე და მზად არიან მუშაობისთვის.

PTKRjbVj.png

მყარი დისკის ელექტრონიკა ისვენებს random reading-ის დროს, მაგრამ მის მექანიკას დაძაბული მუშაობა უწევს, როდესაც ტვირთავს 12V ხაზს. აღმოჩნდა, რომ ერთი პლატერის მქონე Samsung SpinPoint F4 ყველაზე ეკონომიურია, შემდეგ კი, მას მოჰყვებიან ენერგო-ეფექტური პროდუქტები. WD-ის 1 ტბ-იანი HDD-ები - Hitachi-ისთან შედარებით, უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ეს კი არც ისეთი კარგი ამბავია მეორე მათგანისათვის, რადგანაც მის მყარ დისკებს უფრო ნელი თავაკები აქვთ. თუ ასეა, მაშინ რაში მოიხმარენ ისინი კვების ასეთ რაოდენობას? WD-ის 1.5 ტბ-იან მოდელებს ყველაზე მეტი, 12 ვ-მდე ენერგია ესაჭიროებათ.

WqjkTTMq.png

random writing-ის დროს, 12V ხაზი ნაკლებად იტვირთება. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე შესამჩნევ ცვლილებას პოზიციებში, გარდა იმისა, რომ Hitachi-ი ახალი firmware-ით უფრო უკეთესად გამოიყურება და უერთდება WD-ის 1 ტბ-იან პროდუქტებს. Samsung SpinPoint F4-მა დაკარგა თავისი ტოპ-ადგილი, მაგრამ მაინც რჩება ყველაზე ეკონომიურ დისკებს შორის.

w7Hsc1Yw.png

sequential reading-ის დროს, ახალი firmware-ის მქონე Hitachi ძალიან კარგად გამოიყურება. Samsung EcoGreen F2-ს სჭირდება მეტი ენერგია 5V ხაზიდან, მაგრამ უფრო ნაკლები 12V-დან. WD-ის 1.5 ტბ-იანი მყარი დისკების head მამოძრავებლები კი კვლავაც მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობენ.

ELVWDwsv.png

Hitachi-ის დისკები sequential writing-ის დროს, თმობენ პოზიციებს, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ენერგო-ეფექტურ პროდუქტების მსგავს დონეს. WD-ის ორი ღორმუცელა და მაღალი წარმადობის მქონე მყარი დისკებისა და ასევე Caviar Green S8-ის გარდა, ყველა HDD-ს სჭირდება 7 ვ-ზე ნაკლები ენერგია. შედარებით ახალი MVW, 1 ვ-ით უკეთესია, რაც არ შეიძლება, აიხსნას იმით, რომ განსხვავება ერთ პლატერსა და თავაკების წყვილშია. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს გარკვეული ოპტიმიზაციების შედეგი, თუ deferred writing-ის ნაკლებობა ახდენს S8-ის წარმადობაზე ასეთ უარყოფით გავლენას.

დასკვნა

ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, ვთქვათ რამდენიმე სიტყვა Samsung SpinPoint F4-ზე. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ წარმოედგინა ახალი პლატერები მცირე ტევადობის მქონე პროდუქტებში და ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მართებული აღმოჩნდა. აღნიშნული HDD სწრაფია, არაძვირადღირებული და ძალიან შთამბეჭდავი - წარმადობისა და კვების მოხმარების კუთხით. ის შესანიშნავად გამოდგება, იმ კომპიუტერების სისტემურ დისკად, რომლებსაც არ სჭირდებათ დიდი მოცულობის სივრცე.

Samsung EcoGreen F4EG-იც საკმაოდ კარგი პროდუქტია. ახალი 2 ტბ-იანი მოდელი ხაზოვან ოპერაციებში გახდა უფრო სწრაფი, რაც უფრო მაღალი სიხშირის პლატერებზე გადასვლამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Western Digital-მა 4 კბ-იან სექტორებზე გადაინაცვლა მომხმარებლისათვის გასაგები გზით. მათ დააანონსეს აღნიშნული ტექნოლოგია და დახარჯეს გარკვეული ძალისხმევაც, რომ განემარტათ მისი მნიშვნელობა. Samsung-ის ახალი მყარი დისკები კი, შესაძლოა იქცეს უსიამოვნო სიურპრიზად - ძველი ოპერაციული სისტემის მფლობელთათვის, რომლებსაც მოუწევთ სპეციალური უტილიტების მოძიება იმისათვის, რომ მათთან მოახდინონ ფართიშენების განლაგება.

ახალი Western Digital Caviar Green-ი 667 გბ-იანი პლატერებით, როგორც მოსალოდნელი იყო, თავის წინამორბედზე უკეთესი აღმოჩნდა. მწარმოებელმა გააუმჯობესა firmware-ი და მცირე ფაილებთან მუშაობისას, შეამცირა 4 კბ-იანი სექტორებით გამოწვეული, წარმადობის ვარდნის დონე. სხვა მხრივ, Samsung-ის ასეთი მყარი დისკი უფრო სწრაფიცაა. უნდა ითქვას ისიც, რომ WD Caviar Green-მა deferred writing-ის გარეშე, დაამტკიცა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგია დღევანდელ HDD-ებში და სწორედ ამით გახდა დღეს ეს პროდუქტი სრულიად უკონკურენტო.

WD-ის მაღალსიჩქარიანმა Caviar Black-მა და RE4-მა, დატვირთვების უმრავლეს შემთხვევების დროს, წარმადობის შესანიშნავი დონე გამოავლინეს. მათი ერთადერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ისინი დიდი ოდენობით ენერგიას მოიხმარენ. ახალმა 1 ტბ-იანმა Caviar Black-მა Y6 ინდექსით, არაფერი შეცვალა და მისი წინამორბედის მსგავსია. Caviar Blue-ც, ასევე ჰგავს მათ ყველა პარამეტრით.

გადავიდეთ Hitachi-ის Deskstar 7K1000.C-ზეც. ორიგინალური firmware-ით, ამ დისკმა ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოახდინა, მაგრამ ახლა, მისი რეკომენდირება შეგვიძლია, როგორც ისეთი პროდუქტისა, რომელშიც კარგად არის დაბალანსებული წარმადობისა და კვების მოხმარების დონე.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

+1 ძალიან კარგად გიმუშავია

Link to comment
Share on other sites

ხო ვამბობდი შავი კავიარები ძალიან კარგებია. 640GB-იანების ყიდვა მინდა სასტიკად.

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მიმოხილვაა

გადავიკითხე მაგრამ კიდევ მომიწევს წაკითხვა

Hitachi-მაც საკმაოდ კარგი შედეგები ჩვენა ჩემის აზრით

ნუ სამსუნგის F სერია ყოველთვის მომწონდა :)

+1 ჩემგან ავტორს :)

პრინციპში მეტიც მაგრამ მეტის უფლებას არ მაძლევს :D

Link to comment
Share on other sites

დავიწყე კითხვა სტატია ძალიან მომწონს და რამე მაგრამ ამ ადგილზე რომ მივედი გავჩერდი

კონფიგურაცია:

ASUS P5WDG2 WS Pro mainboard

Intel Pentium 4 620 processor

IBM DTLA-307015 system disk, 15 GB

Radeon X600 graphics card

1 GB DDR2-800 SDRAM

Microsoft Windows 7 Ultimate

ხოდა რახდება? ხო მშვიდობაა? გავაგრძელო კითხვა? რადგან ვინდოუს 7 წერია და 3 ტერაბაიტიან ვინჩესტერებზეა საუბარი ესეიგი ეს ახალი მიმოხილვაა ალბათ 2010 წელს ჩაატარეს მაგრამ რავიცი მაინც დაბრკოლებული ვარ :xeli:

Link to comment
Share on other sites

სამსუნგის F3 შევიძინე და მაგარი რამეა მართლა, ცოტა ხმაურიანი კი არის მაგრამ ზატო სწრაფია და 931GB საკმაოთ ბევრია

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ახალი აბზორი დაიდო 2 ტერაბაიტიანი HDD მოდელების http://www.3dnews.ru/storage/610606/ ვუყურებ ეხლა და ვერცერთი ვერაა დიდათ ჩემ 1 ტერაბაიტიანზე სწრაფი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.