მიშა Posted November 2, 2010 Share Posted November 2, 2010 ძვირფასო ფორუმელებო, ორიოდ თვის წინ გავიგე, რომ არ ვიცოდი, თუ რა არის "კასკადი"... აი, თავად ნახეთ და დარწმუნდით, რომ მეც ლამერი ვარ: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=13256 ახლა $#^#(|დები გამოვასწორო ეს ლაფსუსი... ---------------------------------------------------------------------------------------------------- კასკადი, ანუ კასკადური გაგრილების სისტემა გაგრილების "ექსტრემალური" სისტემაა, ანუ ისეთი სისტემა, რომელიც უარყოფითი ტემპერატურების მიღების საშუალებას გვაძლევს. იგი ორ გამაგრილებელ ციკლს შეიცავს - მაღალტემპერატურულს და დაბალტემპერატურულს. მაღალტემპერატურული კონტურის ამაორთქლებელი დაბალტემპერატურული კონტურის კონდენსატორის ფუნქციას ასრულებს. ორივე კონტურში სხვადასხვა აირია ჩატუმბული. მაგალითად მაღალტემპერატურულ კონტურში შეიძლება გამოიყენებოდეს ამიაკი (NНз), ხოლო დაბალტემპერატურიანში - ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი (CO2). აირის მიწოდების მიხედვით კასკადი ორგვარი შეიძლება იყოს: 1. პირდაპირი გაფართოების მქონე სისტემა - ასეთ კასკადში აირსითხოვანი ნარევი გაფართოების შემდეგ პირდაპირ ამაორთქლებელში ხვდება. 2. ცირკულაციიანი სისტემა - ასეთ კასკადში აირსითხოვანი ნარევი გაფართოების შემდეგ გამანაწილებელში ხვდება, საიდანაც ამაორთქლებელში მხოლოდ სითხე გადაინაცვლებს. ცირკულაცია ტუმბოს მეშვეობით ხდება. გარდა ამისა კასკადები არსებობს ერთ- და ორსაფეხურიანი. ერთსაფეხურიან სისტემებში მოქმედებს შემდეგი ციკლი: აირის შეკუმშვა - კონდენსაცია - გაფართოება - დუღილი. ორსაფეხურიან სისტემაში დამატებულია "შუალედური გამაგრილებელი", ანუ ეკონომაიზერი. ახლა კი ვეცდები აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ერთსაფეხურიანი პირდაპირი გაფართოების სისტემა (რომელიც სხვათაშორის ფართოდ გამოიყენება კონდიციონერებსა და მცირე გამაციებელ მოწყობილობებში). სქემა საკმაოდ მარტივია: დაბალი წნევის აირი იკუმშება კომპრესორის მიერ, კონდენსირდება და გადაიქცევა მაღალი წნევის მქონე სითხედ. შემდეგ ეს სითხე თერმორეგულირების ვენტილის გავლით ხვდება ამაორთქლებელში, სადაც სითხე დუღდება, ფართოვდება და კვლავ აირად იქცევა. შემდეგ ციკლი მეორდება. სამწუხაროდ ერთსაფეხურიანი პირდაპირი გაფართოების სისტემა საკმაოდ დაბალეფექტურია ორი მიზეზის გამო: 1. ამაორთქლებლის ზედაპირის ნაწილი ყოველთვის ორთქლითაა დაფარული და სითბოს გადაცემის კოეფიციენტი ასეთ ზონაში დაბალია. 2. გადახურებული ორთქლის შეკუმშვა-დატუმბვისთვის კომპრესორი ზედმეტად დიდ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ უფრო უპრიანია ცირკულაციური კასკადის გამოყენება. სამწუხაროდ აქ უკვე ეკონომიკური ფაქტორები იჩენს თავს . ---------------------------------------------------------------------------------------------------- ახლა კი წარმოგიდგენთ სტატიას, რომელსაც ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი და რომელშიც ნაჩვენებია თვითნაკეთი კასკადი... კასკადი საკმაოდ დიდია, ამიტომ აი ასეთი "კეისი" დაჭირდა: კომპრესორები CPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოყენებულ იქნა Toshiba 1HP R22 (საშუალო ტემპერატურის) კომპრესორი. GPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოყენებულია Sanyo 1HP R22 (საშუალო ტემპერატურის) კომპრესორი, რომელიც სტატიის ავტორმა ძველ კონდიციონერს მოხსნა. CPU-სა და GPU-ს დაბალტემპერატურული კონტურებისათვის გამოყენებულია Tecumseh 1/2HP დაბალტემპერატურული კომპრესორი, მოდელის ნომერი - CAE2424Z. კონდენსატორები CPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოიყენეს ჩვეულებრივი კონდიციონერის კონდენსატორი, ხოლო GPU-სთვის - R22 ზედ მიმაგრებული ფენით, რომელსაც სურათზე ხედავთ. რეფრიჟირანტები გამაგრილებელ სითხეებად გამოყენებულია "R22" და "R410a". ამაორთქლებელი დარწმუნებული ვარ, მონდომებული ოვერქლოქერები ამაზე ბევრად უკეთესს გააკეთებთ... ესეც მათი იზოლაცია. "პენოპლასტით" ზედ ორგმინით ბოლოს მთელი "საიზოლაციო ბუკეტი" ერთად (ეხა არ დაიწყოთ ბუკეტს ქართულად თაიგული ქვიაო!) საფეხურთშორისი სითბოს გამცვლელი კეთდება სპილენძის მილებით. როგორც ხედავთ, გაციების შემდეგ იკიდებს კონდენსატს ამიტომ საჭიროა მისი იზოლაციაში მოქცევა თუმცა ამხელა გამცვლელის მაგიერ შეიძლება იყიდოთ სპეციალურად დამზადებული: მაგრამ იზოლაციას ვერც აქ გადაურჩებით ზეთის გამაცალკევებელი დამზადებულია ჩვეულებრივი მილისგან, რომელშიც ჩატენილია "ფოლგა". იგი შეაკავებს ზეთს და გაატარებს აირს. ---------------------------------------------------------------------------------------------------- არსებული ნაწილებით აწყობილმა კასკადმა -77 გრადუსი აჩვენა უკეთესი შედეგის მისაღებად სტატიის ავტორებმა გამოიწერეს ეთილენი - R1150 და კასკადმა ასეთი სახე მიიღო: ხოლო შედეგი ასეთია: ესეც ოვერქლოქინგი... სტატია ძველია, ამიტომ პენტიუმს დასჯერდით ---------------------------------------------------------------------------------------------------- იმედია ის, ვისაც ეს სტატია გამოადგება და ჩემზე მეტი იცის კასკადებზე, ჩამისწორებს იაღლიშებს. ყველანი მაგარი ხალხი ხართ და მაგრად მიყვარხართ პატივისცემით, თქვენი მიხეილ რ. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted April 30, 2011 Share Posted April 30, 2011 ვაჰ,ამის სურათები გაუქმებულა ცუდია ეს მეთოდი არის კონფინციონერის მოდიფიცირებით მიღებული http://people.overclockers.ru/SteelRat/record11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Albert Einstein Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 გმადლობ მიშა, საკმაოდ კარგი სტატია და საჭირო ინფორმაცია მართლაც :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 გმადლობ მიშა, საკმაოდ კარგი სტატია და საჭირო ინფორმაცია მართლაც სურათები აღარ ყოფილა და რაღა გაიგე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Albert Einstein Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 (edited) სურათები აღარ ყოფილა და რაღა გაიგე მარტო სურათები ხომ არ არის მთავარი კარგი იქნება ფოტოებს თუ დადებ თავიდან NEIRON-ის მიერ დადებულ ლინკზე გადავედი, საინტერესო რამეა ისე კონდენციონერის მეთოდით გაგრილება :xelebi: Edited May 2, 2011 by Albert Einshtein Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ჰო, ეგ ეგრეა, კასკადი ფაქტიურად იგივე კონდიციონერია, გინდაც მაცივარი, უბრალოდ გაგრილების რამდენიმე "საფეხური" აქვს, შესაბამისად რამდენიმენაირი სითხე ისხმება შიგნით... კარგი კასკადი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ისე არ მახსოვს რომელიღაც ფირმას აქვს მგონი 1000$-ად ქარხნული კასკადი გამოშვებული. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Albert Einstein Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ჰო, ეგ ეგრეა, კასკადი ფაქტიურად იგივე კონდიციონერია, გინდაც მაცივარი, უბრალოდ გაგრილების რამდენიმე "საფეხური" აქვს, შესაბამისად რამდენიმენაირი სითხე ისხმება შიგნით... კარგი კასკადი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ისე არ მახსოვს რომელიღაც ფირმას აქვს მგონი 1000$-ად ქარხნული კასკადი გამოშვებული. კარგი იქნებოდა ქარხნულ კასკადზე სტატია ისე ძვირი სიამოვნებააა მართლაც :programisti: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ააი ვიპოვე! OCZ Cryo-Z: ესეც ოფიციალური ბმული: http://www.ocztechnology.com/ocz-cryo-z-eol.html არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ არც ისეთი ძვირი (გამოსვლის მომენტში, 2009-ის დეკემბერში, 380$ ღირებულა). ესეც მიმოხილვა: http://www.tweaktown.com/reviews/1321/ocz_cryo_z_phase_change_cooler_tested/index.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ააი ვიპოვე! OCZ Cryo-Z: ესეც ოფიციალური ბმული: http://www.ocztechnology.com/ocz-cryo-z-eol.html არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ არც ისეთი ძვირი (გამოსვლის მომენტში, 2009-ის დეკემბერში, 380$ ღირებულა). ესეც მიმოხილვა: http://www.tweaktown.com/reviews/1321/ocz_cryo_z_phase_change_cooler_tested/index.html ნეტა სადმე თუ იყიდება ჩვენთან მაღაზიებში წყალზე მე არ გადავალ, აზრი არააქ ხოდა ასეთი რამე სბენჩაოდ ან SS მაგარი იქნებოდა უი, რითი განსხვავდება SS და კასკადი ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 აქ არ იყიდება და "იქ" რომ იყიდო იმხელა წონა ექნება, კი აარტყამს საბაჟო ღირებულება ერთ 500$-ს SS რა არის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 Single Stage იგივეა როგორც მე ვაყტობ ხო ამის ჩამოტანა არის "რაღაც" :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ა. რაც მეტი საფეხური აქვს მით უკეთ აგრილებს. ეს ორსაფეხურიანი რომაა იმიტომ აგრილებს მხოლოდ -50-მდე. აზოტით რასაც აღწევენ იგივე ტემპერატურისთვის ხუთი საფეხურია საჭირო... ერთსაფეხურიანი მგონი ვერაფერს იზამს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Albert Einstein Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ააი ვიპოვე! OCZ Cryo-Z: ესეც ოფიციალური ბმული: http://www.ocztechnology.com/ocz-cryo-z-eol.html არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ არც ისეთი ძვირი (გამოსვლის მომენტში, 2009-ის დეკემბერში, 380$ ღირებულა). ესეც მიმოხილვა: http://www.tweaktown.com/reviews/1321/ocz_cryo_z_phase_change_cooler_tested/index.html :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ა. რაც მეტი საფეხური აქვს მით უკეთ აგრილებს. ეს ორსაფეხურიანი რომაა იმიტომ აგრილებს მხოლოდ -50-მდე. აზოტით რასაც აღწევენ იგივე ტემპერატურისთვის ხუთი საფეხურია საჭირო... ერთსაფეხურიანი მგონი ვერაფერს იზამს. თან ამ სტატიის ამორთქლებელი როგორც მახსოვს სპილენძისგან იყო,უხეშად დამუშავებული,დიდი ნახვრეტებით დამზადებული ამორთქლებლით. რამდენიმე საფეხურიანი მართლაც კარგია,იმ ლინკზე,მე რომ დავდე,რამდენიმესაფეხურიანია. მაგრამ 1 კითხვა: ამ გამაგრილებელს ვატობა არ უწერია,რამდენ ვატიანია ეს ოკც-ს ქმნილება? ახალი ნაწილებით,შესაძლოა უფრო იაფად გამოხვიდე,ვიდრე ამის ყიდვით,+ჩამოტანით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 არ ვიცი, ერთადერთი, რაც მოვიძიე, 120 ვატის დატვირთვას უძლებს სტაბილურადო, ანუ 120 ვატ სითბოს შთანთქავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 არ ვიცი, ერთადერთი, რაც მოვიძიე, 120 ვატის დატვირთვას უძლებს სტაბილურადო, ანუ 120 ვატ სითბოს შთანთქავს. ეს ერთძრავიანია ისე 2 ძრავით კარგი იქნება ოვერქლოქერთათვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ასეა ნამდვილად, ერტი კომპრესორი უწერია მონაცემებში (ZEL GQY70AD) და მხოლოდ ერთი ტიპის სითხე (R507). ანუ მართლაც ერთ საფეხურიანია. 26 კილოგრამს იწონის თურმე. ვინმეს რომ ამის ჩამოტანა უნდოდეს, მარტო ტრანსპორტაციის საფასური 208 დოლარი იქნება. იმ პირობით, თუკი მოწყობილობა 350$ ღირს, ყიდვიან ჩამოტანიან განბაჟებიანად 660 დოლარ ეღირება. მაგ ფასად თავად ააწყობს კაცი, თანაც ორსაფეხურიანს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ასეა ნამდვილად, ერტი კომპრესორი უწერია მონაცემებში (ZEL GQY70AD) და მხოლოდ ერთი ტიპის სითხე (R507). ანუ მართლაც ერთ საფეხურიანია. 26 კილოგრამს იწონის თურმე. ვინმეს რომ ამის ჩამოტანა უნდოდეს, მარტო ტრანსპორტაციის საფასური 208 დოლარი იქნება. იმ პირობით, თუკი მოწყობილობა 350$ ღირს, ყიდვიან ჩამოტანიან განბაჟებიანად 660 დოლარ ეღირება. მაგ ფასად თავად ააწყობს კაცი, თანაც ორსაფეხურიანს. აი ასაორთქლებელი იქნებოდა კარგი ქარხნული გამოჩარხული ეს ნახე,რა მხეცი გაუკეთებია ერთს(მეორე პოსტი): http://www.quebecgeeks.net/forums/viewtopic.php?id=5399 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ჰო, მართლაც. ეგ კასკადი, მეორე პოსტში რომაა, იმხელა ტემპერატურას იჭერს თუ არ ვცდები, რამხელასაც მშრალი ყინულის და აცეტონის შერევით იღებენ ხოლმე... მაგრამ კაი დიდიც ჩანს და მძიმეც... ასაორთქლებელს რაც შეეხება, საინტერესოა წ#$%ს სისტემის ასაორთქლებელი თუ გამოდგება საამისოდ. მცირედი გადამუშავებებით რათქმაუნდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 ჰო, მართლაც. ეგ კასკადი, მეორე პოსტში რომაა, იმხელა ტემპერატურას იჭერს თუ არ ვცდები, რამხელასაც მშრალი ყინულის და აცეტონის შერევით იღებენ ხოლმე... მაგრამ კაი დიდიც ჩანს და მძიმეც... ასაორთქლებელს რაც შეეხება, საინტერესოა წ#$%ს სისტემის ასაორთქლებელი თუ გამოდგება საამისოდ. მცირედი გადამუშავებებით რათქმაუნდა. რატომღაც არამგონია საკმარისი იყოს,უფრო დიდი ჭრილები და გამაცივებელი აირის უფრო დიდხანს გაჩერება,ენერგიას უფრო მიაშრეტს მის ზედაპირს, ისე საფეხურობრივ რომ აიწყოს,შესაძლებელი იქნება რამდენიმე მაგდაგვარის შერწყმა ხედიზედ.ასეთ სტილში: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 დიდია საკმაოდ. მაგხელა სპილენძიც არ იქნება იაფი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2011 Share Posted May 2, 2011 დიდია საკმაოდ. მაგხელა სპილენძიც არ იქნება იაფი. წინაზე ყიდვა რომ მინდოდა სპილენძის,კილოზე 24 ლარი მითხრეს,ახლა უფრო ძვირიც იქნება. ძრავი კიდე მაცივრის,ახალი,სადღაც 250-200 ლარის ფარგლებში ღირს ძვირი სიამოვნებაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 2, 2011 Author Share Posted May 2, 2011 ჰო, საკმაოდ... დენის გაზრდილი ხარჯიც დაუმატე... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.