Popular Post NEIRON Posted May 2, 2013 Popular Post Share Posted May 2, 2013 გაგიმარჯოთ ფორუმელებო!სათაური ზოგს შეიძლება გაუგებრად მოგეჩვენოთ და ავხსნი თუ რისთვისაა : შედუღების მრავალგვარი სახეობებიდან ერთ-ერთია წერტილოვანი შედუღება, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეადუღოთ თხელი მეტალი თუ სქელი.ძირითადი დადებითია : დანადგარის კომპაქტურობა , შედუღებული წერტილის სიმტკიცე და შედუღებული წერტილის შემდგომი დამუშავების მინიმუმობა.ანუ ამ აპარატით შესაძლებელია კეისის აწყობიდან დაწყებული, სხვადასხვა დეტალებთ დამთვრებული დავამზადოთ.ადუღებს უჟანგავ ლითონსაც, ასევე ჩვეულებრივსაც.მაგალითად ერთ-ერთი ნიმუშები:ეს 1 თეთრიანები შედუღდა წერტილოვანი სვარკითგადატეხვის მცდელობა და შედეგიცშედუღების მხარეს მონეტა გამოიყურება ასე რა დაგვჭირდება წერტილოვანი სვარკისთვის:ტრანსფორმატორი 1-1,5 კილოვატიანი, ან ყველაზე ოპტიმალური: მიკროტალღური ღუმელი.რა უნდა გავითვალისწინოთ: მიკროტალღური სასურველია იყოს 1200-1500 ვატიანი( ნაკლებს არ გირჩევთ) და ძველი გამოშვების, რომ ტრანსფორმატორის ფერომაგნიტები შედუღებული ჰქონდეს და არა შეწებებული.მე დავამზადე ეს სვარკა მიკროტალღური ღუმელიდან, რომლის მონაცემები იყო:გერმანიაში წარმოებული კარგა ხნის ნამუშევარი, მგონი ჩემი ასაკის მიკროტალღური იყო, რომელიც კიდევ მუშაობდა ,მაგრამ ისე შემომეშლა, რომ სახლში მიტანა და დანაკუწება ერთი იყო, სურათები დაშლის პროცესის არ მაქვს სამწუხაროდ . მიკროტალღურის უმეტესობას აქვს ალუმინის ხვია, მე სპილენძის ხვიით შემხვდა, თუმცა, არსებითი მნიშვნებობა ამას არ აქვს.დაგვჭირდება კიდევ:1)სპილენძის სადენი კვეთით 75მმ2 ან მეტი (ისიც გაითვალისწინეთ, რომ სადენის სისქე მოქმედებს ხვიის რაოდენობაზე, ნაკლები კვეთის კი მალე გაცხელდება ), მე 90მმ2 გამოვიყენე, ჩავამატე სტანდარტულ სადენს 15მმ2.2)"კლემოები", ესეც სპილენძის აუცილებლად(ზედა საფარს, ზოგი მოკალულია, ვაცლით)3)რელე და ტაიმერი(თემაში ბოლოსკენ სურათებითაა)4)სპილენძის ელექტროდებიამ ელექტროდებს შორის ვათავსებთ შესადუღებელ დეტალს და დენის მიწოდებისას შედუღდება ის, სპილენძს კი ელექტროდად ვიყენებთ იმიტომ, რომ სხვა მეტალის ელექტროდი შესადუღებელ დეტალსავე მიედუღება 1)მთავარი რაც არის მიკროტალღურში, უნდა იყოს აუცილებლად მუშა ტრანსფორმატორი, რადგან ისე აზრი არ აქვს.2)აუცილებლად ვამოწმებთ მიკროტალღურს დაშლამდე და არა ცალკე ტრანსფორმატორი, რადგან აქ მოდის 3000 ვოლტი და მისი გატესტვა ცალკე სარისკოა თქვენი სიცოცხლისთვის, ცალკე ტრანსფორმატორის შესამოწმებლად გამოიყენეთ ტესტერი.პირველი რისგანაც დავიწყე, კარკასის შეკვრა/შედუღებაა:[http://s27.postimg.org/ethlx6frn/0202.jpg]მომდევნო ეტაპია ყუთის ჟეშტით დაფარვა, საბედნიეროდ, მიკროტალღურს საკმაოდ ჰქონდა ჟეშტი და მისი გამოვიყენე:ამ საჰაეროს ჩასმა საჭიროა, ან უბრალოდ დახვრეტა, რადგან ტრანსფორმატორი ხურდება მუშაობისას. საბოლოოდ შევფუთე და მივედი ამ ეტაპამდე: ეს ჭრილი ქულერისთვისაა, რადგან გაგრილება საჭიროა.გადავედით ტრანსფორმატორზე:მოვხსნით მაღალვოლტიან ხვიას, რომელიც უფრო წვრილი მავთულითაა დახვეულიასევე ფერომაგნიტის შუნტებს, რაც მარგი ქმედების კოეფიციენტს ამცირებს;ის სადენი, რომელიც ვიყიდე, შემეძლო არც გამეფცქვნა იზოლაცია და ისე დამეხვია ტრანსფორმატორზე, მაგრამ მე სადენის 75მმ22 დან 90მმ2 მდე გავზარდე და მაგიტომ მომიწია ცალკე შუშაბოჭკოვანი საიზოლაციო ლენტის დახვევა სადენზე (სვარკის აპარატებს ახვევენ მსგავსი ლენტით) , + ამ საიზოლაციო ლენტის სისქე ნაკლებია და 2 ხვიის მაგივრად 3 ხვია დაეხვა ტრანსფორმატორს. ტრანსფორმატორი გამოიმუშვებს 3 ვოლტის ფარგლებში, ამპერი 400-500ის ფარგლებში (საზომი არ მაქვს, თეორიულად და ნედლად )მომდევნო ეტაპია ელექტროდების სამაგრის და დამჭერის დამზადებაკონსტრუქცია მცირედით გავართულე და ბერკეტის პრინციპით გავაკეთე, რადგან ასე შემიძლია ნაკლები ზეწოლით დიდი ძალის განვითარება დეტალზე, + ძალის რეგულირებაც(10.....16....37.. კგ და სხვა), რაც ძალიან მოსახერხებელია, რითაც შეიძლება იდენტური შედუღების წერტილების მიღება.აქ დაუკვირდით ელექტროდების სამაგრ რკინას, იგი მაგრდება ტეხსტოლიტის სქელ ფილაზე, რადგან წრედი მხოლოდ სპილენძის ელექტროდებს შორის უნდა შეიკვრას, სამაგრი მექანიზმის 1 მთლიან რკინაზე ასხმა იზოლაციური შრის გარეშე მოკლე ჩართვას გამოიწვევს. ელექტროდები პერიოდულად მოითხოვს გადალესვას, რადგან სპილენძი დამყოლი მასალაა და ზედაპირის დეფორმაცია/ ფართის გაზრდა ხდება.სახსრების დამზადება(ელექტროდების სამაგრი) : შედუღებამდე მორგებამივიღეთ ეს: დაბლითა ელექტროდი წყ+ლის გაგრილების სისტემისთვის იყო, თუმცა, აღმოჩნდა რომ "სახლის პირობებში" არ ცხელდება ისე ძალიან, რომ წყ+ლის გაგრილება დასჭირდეს, ისე კი, მისი აწყობის პროცესი: სამაგრმა მექანიზმებმა ცვლილებები განიცადეს , რადგან ამ 2 თვის განმავლობაში, რაც ვამზადებ, მაქსიმალურად გავამარტივე მექანიზმი იმავე ფუნქციების შენარჩუნებით.თავიდან გამოიყურებოდა ასე:შიგნიდან გამოიყურება ასე:ყავისფერი ტეხსტოლიტის ფილაა, რაზეც ვსაუბრობდი ზევითგაგრილებასეტკის დამზადება: ერთერთი მთავარი შედუღებისას არის დროის მართვა, ანუ შესადუღებლად 1 წამი არის საკმაო დრო, მე 0,1 წამზე მაქვს დაყენებული რელე, დროის ინტერვალს არჩევთ მასალის სისქის მიხედვით, მაგალითად 0,5 მმ-ზე მჭირდება 0,2 წმ, უფრო სქელზე, მაგალითავ 1,5მმ, 0,7 წმ.რელე ასე გამოიყურება:ჩართვის სქემა ზედვეა 2 და 7-დან შედის 220 ვოლტი1 და 8 დანაც ასევე უნდა მივაერთოთ 220 ვოლტიდა გამომავალ 4 და 5-ზე ვაერთებთ რელეს, რადგან პირდაპირ ამაზე რომ ჩავრთოთ სვარკა, ვერ გაუძლებს დიდხანს მუშაობას, რელე კი 50 ამპერზე მაქვს გათვლილი და მშვენივრად უმკლავდება საქმეს.დროის რელე ღირს 16 ლარი ახალი, ასევე ამაზონზეც მსგავს ფასად იყიდება,მეორე რელე კი, ფაქტიურად უხმარი, რაც რთავს ტრანსფორმატორს 4 ლარად ვიყიდე, როცა ახალი 35-40 ლარი ღირს.დროის რელეს ზემოთ,კუთხეში რომ არის, ეგ რელე რთავს ტრანსფორმატორს დროის მოკლე შუალედში. რადგან სვარკას უნდა ჩამრთველი და ცალკე ღილაკის გამოყვანა სახმარად საწვალებელია, დავამზადე ასე:ეს ბერკეტი შეერთებულია შიგნით ჩამრთველთან და მისი ჩამოწევისას(რაც დეტალს აფიქსირებს ელექტროდებს შორის) ავტომატურად ირთვება ტრანსი. წრედის შეკვრისას ტრანსფორმატორი მუშაობს იმდენ ხანს, რაც დროის რელეზეა მითითებული (0,5, 1 თუ 5 წმ). მთავარი პრინციპი შედუღებისას ისაა, რომ ელექტროდები არ უნდა დააცილო ერთმანეთს, როცა დენი მიეწოდება, რადგან დეტალსაც და ელექტროდსაც გააფუჭებთ. ჩემს მექანიზმზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ზამბარა ზეწოლას კიდევ აწვდის , ტრანსფრმატორის გათიშვის შემდგომაც.ანუ, სულ დამავიწყდა და არ მითქვამს, რაში მინდა ის ზამბარა:ამ ზამბარის შეკუმშვით ვარეგულირებ ზეწოლას, რაც უნდა განვითარდეს დეტალზე, რადგან ზოგ დეტალს უფრო სუსტი ზეწოლა უნდა, ზოგს კი უფრო ძლიერი.მთლიანობაში თითქმის დასრულებული აპარატი ასე გამოიყურება:ზედა ხუფის დამზადება, რაზეც ჩამრთველები და ტაიმერი დგას:ადუღებს 3 მმ-იანი სისქის ჟეშტებსაც 6 ფენას ერთმანეთზე დადებულს, მეტი არც მიცდია, ისე კი უნდა გავტესტო თუ რამდენია შედუღების მაქსიმუმი.ხარისხის ნიშნად ითვლება მსგავსი შედუღება, როდესაც შედუღებული წერტილების დაცილებისას ერთერთი ფირფიტა იხვრიტება.და ბოლოს, ამ აპარატით შედუღებული ნიმუშები:ვიდეოც, ობობას დამზადება ესეც საბოლოო ვარიანტი: პრინციპში სულ ეს იყო, თუ რამე, მკითხეთ, $#^#(|დები დაგეხმაროთ. 28 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 ყოჩაღ. მშვენიერი ნამუშევარია, კარგად არის ახსნილი და შედეგიც მიმზიდველად გამოიყურება. ყოჩაღ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 ვა რა მაგარია ყოჩაღ ნამდვილი ოსტატი ხარ შენი საქმის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 ნიკა პატარა შეღებე ხოლმე და ზე პროფესიონალურია ყოჩაღ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nika_2 Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 ძალიან კარგია! ყოჩაღ, მუშაობის პროცესს ვერ გადაუღებ ვიდეოს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 2, 2013 Author Share Posted May 2, 2013 გაიხარეთ! ახლა $#^#(|დები დავდო ან ხვალ , გამოვძებნი გასაკეთებელს და გადავუღებ. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 თითქოს შენგან აღარ უნდა გვიკვირდეს,კარგი რაღაცეების კეთება მაგრამ,მაინც ყოველ ჯერზე უმატებ და უმატებ.ყოჩაღ ძმაო,არ გამოგილიოს ღმერთმა ფანტაზია და სურვილი საქმის კეთების. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 აი ნამდვილად ბრავო, ნამდვილად! თან რა კომპაქტურია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 შენ ხარ ფორუმის აირონ მენი ოღონდ ხელოვნების თვალსაზრისით 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
maxoooooo Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 მართლა ძაან მაგარი ხარ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted May 2, 2013 Share Posted May 2, 2013 კომენტარები ზედმეტია. პროფესიონალი ხარ მეტი რა ვთქვა პ.ს. ისე პლასმასისთვის ხომ არ იცი მსგავსი შედუღების აპარატები? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted May 3, 2013 Share Posted May 3, 2013 სიტყვები არ მყოფნის, უძალიანმაგრესია, ყოჩაღ ნიკა ბრავო ბრავო, ყველაფერი ბოლო დეტალამდე გაქვს გათვლილი, ეს მომწონს შენს ყველა ნამუშევარში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 3, 2013 Author Share Posted May 3, 2013 გაიხარეთ დაპირებისამებრ ვიდეოც, ობობას დამზადება ესეც შედეგი: აქ ხელმარცხნივ, დღევანდელი დამზადებულია(რაც ვიდეოზეა) აქეთ ეგ მარჯვენაა: 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted May 3, 2013 Share Posted May 3, 2013 მაგარი ხარ ნიკა,ერთი იდეა,არა მგონია გაგიჭირდეს გაკეთება.ეგ ბერკეტი ისე მოაწყე ფეხით შეგეძლოს ჩამოწევა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted May 3, 2013 Share Posted May 3, 2013 მალადეც ნიკა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 3, 2013 Author Share Posted May 3, 2013 კომენტარები ზედმეტია. პროფესიონალი ხარ მეტი რა ვთქვა პ.ს. ისე პლასმასისთვის ხომ არ იცი მსგავსი შედუღების აპარატები? პლასმასას ულტრაბგერითი აპარატით ადუღებენ , ძვირი კი ჯდება იაფი ვარიანტი კი, რასაც მე ვიყენებ ხოლმე, ხეზე ამოსაწვავია, მაგითი ვადუღებ პლასმასას ხოლმე კაი ხანია, როცა წებო არ გამოდგება დასაწებად. მაგარი ხარ ნიკა,ერთი იდეა,არა მგონია გაგიჭირდეს გაკეთება.ეგ ბერკეტი ისე მოაწყე ფეხით შეგეძლოს ჩამოწევა. ეგ კი ვიფიქრე თავიდან, ველოს მუხრუჭის ტროსით გავაკეთებ მეთქი, მაგრამ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა პროცესი დამზადების და სასარგებლო ფართის დაკარგვის ალბათობა იქნებოდა(იქ 2 სადენს შორის ადგილი) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted May 3, 2013 Share Posted May 3, 2013 მალადეც ნიკა. ძაან მაგარი ნამუშევარია ძაან მომეწონა!!! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted May 4, 2013 Share Posted May 4, 2013 ოსტატო ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bubagasha Posted May 4, 2013 Share Posted May 4, 2013 ყოჩაღ , ძაან მაგარია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted May 4, 2013 Share Posted May 4, 2013 ვაახ ძაან მაგარია საღოლ შენ არ მეგონა ასეთი აპარატის დამზადება თუ შეეძლო ვინმეს ხელით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted May 12, 2013 Share Posted May 12, 2013 თითი გიტკენია ობობები მაგარი მომეწონა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 12, 2013 Author Share Posted May 12, 2013 თითი გიტკენია ობობები მაგარი მომეწონა სამუშაო ვითარებაში არ დამიდია სურათი შარვალს არ ვიმჩნევთ 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted May 12, 2013 Share Posted May 12, 2013 სამუშაო ვითარებაში არ დამიდია სურათი შარვალს არ ვიმჩნევთ კაი გჭიირს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BANET@ Posted May 13, 2013 Share Posted May 13, 2013 მშვენიერია, მასე გაგრძელე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 16, 2013 Author Share Posted June 16, 2013 ესეც ბოლომდე დასრულებული აპარატი, სადენები "დავკლემე" + ნაპერწკლების მიმოფანტვის გამო სათვალეებით შედუღება ამომივიდა ყელში და დამცავი ეკრანიც დავუმზადე 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.